ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პირველი უდიდესი სენსაცია 2022 წლის მუნდიალზე - არგენტინას საუდის არაბეთმა თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

პირველი უდიდესი სენსაცია 2022 წლის მუნდიალზე - არგენტინას საუდის არაბეთმა თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

2022 წლის მუნდიალის საასპარეზო მესამე დღეს პირველი უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა: არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

არგენტინელები მე-10 წუთზე ლიონელ მესის ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდნენ. "ალბისელესტე" საწყის 45 წუთში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. აღსანიშნავია, რომ სკალონის გუნდს თამაშგარეს გამო 3 გოლი არ ჩაუთვალეს.

მეორე ტაიმის დებიუტშივე საუდის არაბეთმა წონასწორობა აღადგინა. სალეჰ ალ შეჰრიმ მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა, რომეროს პირად დუელში აჯობა და ბურთი ემილიანო მარტინესის კარის ბადეში გაახვია.

არგენტინელთა რიგებში ამ ყველაფერმა აშკარა დაბნეულობა გამოიწვია. საუდის არაბეთმა შეტევები გააგრძელა და სულ მალე, 53-ე წუთზე, სალემ ალ დავსარიმ "ალბისელესტეს" ულამაზესი გოლი გაუტანა და თავისი ნაკრები დააწინაურა.

სკალონიმ ამის შემდეგ ცვლილებებს მიმართა და სამხრეთამერიკელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. საუდის არაბეთის მეკარე მოჰამედ ალ ოვაისიმ ზედიზედ 2 შესანიშნავი სეივი შეასრულა.

ლიონელ მესი და კომპანია მთელ დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ, მაგრამ არგენტინელები ქაოტურად უტევდნენ და სიმწვავე აკლდათ.

საბოლოოდ, "ალბისელესტემ" ვერაფერი გააწყო და პირველი უდიდესი სენსაციაც ვიხილეთ.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა მექსიკასა და პოლონეთს შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ლუსაილი, Lusail Iconic Stadium,

არგენტინა - საუდის არაბეთი 1:2

გოლები: მესი (10 პენ), 1:0, ალ შეჰრი (48) 1:1, სალემ ალ დავსარი (53) 1:2

• daviT 67-s

კი მაგაში მართალი ხარ! მესი ნამდვილად არ არის, ნარკუშა მარადონა.

• gaga

რა სისულელეა! მასშემდეგ რაც ფეხბურთზე კაზინო მიაბეს, ფეხბურთი როგორც სპორტი მაშინვე დამთავრდა და ბრიყვებისგან ფულის წაგლეჯვის საუკეთესო საშუალებად იქცა. თამაშის შედეგები იმის მიხედვით იგეგმება წინასწარ, რომ დადებული ფსონების მიხედვით რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ ბრიყვებისგან. ფეხბურთელები მსახიობებად იქცნენ და „ძია“ რეჟისორების მიერ წინასწარ დაწერილ ფეხბურთის სცენარს ასრულებენ ხოლმე.

• დავით 67

რა სიბოროტეა-ს¡ და ყველა თუ მოიგებს ეგ ორგანიზაცია იარსებებს შენი აზრით?

• დავით 67

ვინ იყო ჩუმად? რაც არგენტინაზე სტატია დაიდო იმდენჯერ ვთქვი რომ გუნდი არაა სად ნახე არგენტინის მაგარი თამაში???86 შიც კი ნაგავი იყო. ერთი კია მარადონა ჰყავდათ და მან მოაგებინა მუნდიალი. მესი კიდევ მარადონა არაა.

• მადრიდისტი

2-8 )))

• ანდრი

ძველის დამსახურების პატივისცემამ და კერთაყვანისმცემლობამ იცის ეგ. რონალდოს და მარადონას ფანკლუბის ბავშვებისთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს - მარტო წარსულის კარგი ფეხბურთელობით დღეს ვერ ითამაშებ.

• ვანჩოპე

დღეს ყველამ წააგო, ვინც მოიგო ვანგაა და შეარგონ. ანუ ტოტალ მეტი უნდა დაედოთ, ისე ვგონია მეტ ნაკლების თამაში უფრო სჯობია

• ვანჩოპე

ამ ჩემპიონატზე არავის ვგულშემატკივრობ, ამიტომ სუსტებს ვგულშემატკივრობ და დღეს ბევრი ვიხალისე. არგენტინა კონტრშეტევაზე რომ ეთამაშებოდა საუდის არაბეთს. ისე ნაპოლელებს ვგულშემატკივრობ

• რრრ-ს

შე უბედურო! შემთხვევით "ამაშიების სექტიდან" ხომ არა ხარ? დდდ

• რა სიბოროტეა

რა სიბოროტეა.... ნეტა ყველა იგებდეს...

• მამუკა

მარტო დი მარიას

• გია

აბა, ზეიმი გაქვთ, მესის მტრებს და მოძულეებს არა? სიხარულისგან რაც ბოღმა გაქვთ ამოანთხიეთ, ამ წაგებამდე ჩუმად გატრუნულები იყავით და არაფერს ამბობდით არგენტინის ნაკრებზე, იმიტომ, რომ კარგად და მაგრადაც თამაშობდნენ და მაგიტომაც ვერაფერს წერდით, ეხლა რაც დაგიგროვდათ "აბა ჰე მიდიიით". ფეხბურთია და შეიგნეთ, რომ ბურთი მრგვალია და ძეიძლება ისეთი შედეგიც დაიდოს, რომელიც მართლა სენსაცია იყოს.

• ანდრი

მესის არ ღირსებია ნორმალურ ნაკრებში თამაში, მარადონასგან განსხვავებით. რით ვერ მონახეს ჯანმრთელი მწვრთნელი არგენტინაში.

• გეგი

აი დიმარიას რა უნდოდა მანდ ვინმე მეტყვით?

• მეიცა

ესეიგი რა გამოდის, პატარა ქვეყნებმა ჩვენი არ იყოს ბობოლების თავ ბედის წყევლა დაიწყეს..ჯერ სადა ხართ..

• ბაიენი

ვინ მარტომ? მორჩით ზღაპრებს. ხორხე ვალდანო არ გაგიგიათ მაინც? ტიპმა იმ ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა და აქედან ერთი რაც მთავარია ფინალში. ეგეთი შედეგი გადახედეთ ჩემპიონატებს და ბევრს არ აქვს გარწმუნებთ. მარადონას და ვალდანოს გარდა სხვებსაც გაქონდათ იგივე ბურუჩაგას მაგალითად გადამწყვეტი გოლი!

• შავლეგი

ესაა არგენტინა, ამით ერთობოდა პიკასო?

• ქიტესა

ცოტა ადრე ხომ ჩამოწერეთ არგენტინა ?

• რრრ

დარწმუნებული ვარ ბოლო კობა ამერიკა შეგნებულად დათმო ბრაზილიამ, რომ ეგ უბედური სანაკრებო ტიტულის გარეშე არ დარჩენილიყო.ტფუ

• ენძო

ბებერი მესი,ბებერი დიმარია.დანიის მატჩს ვუყურებ და წაგების ღირსია.მოკლედ ისე მიდის საქმე,თუ"ნაპოლი-"მ A და ჩემპიონთა თასი მოიგო რისი დიდი იმედი მაქვს,მაშინ ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა ოქროს ბურთს ჩაიხუტებს!

• გიორგი ვარშავიდან

ვერაფერი ვერ შექმნა არგენტინამ, კონტრაზე აგებული თამაშით უნდოდა მოგება, ძალიან პრიმიტიული ტაკტიკა და უფრო ცუდი შესრულება !

• მამუკა

იცი რა არ მესმის რატომ წერენ რომ სენსაცია მოხდაო, არანაირი სენსაცია არ მომხდარა თუ გადავხედავთ არგენტინის ნაკრების შემადგენლობს, ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდია. ბებერი დი მარია და პაპუ გომესი, რომლებიც თავიანთ კლუბებშიც არ არიან ძირითადის მოთამაშეები, პარედესი და დე პაული არც მახსენდება სად თამაშობენ. არგენტინას ვგულშემტკივრობდი 1978 წლიდან, მაგრამ ასეთი სუსტი ნაკრები არასდროს არ ჰყოლია

• ლევანი

რა თქმა უუნდა სისულელეა გაყიდვაზე ლაპარაკი, მაგრამ რით ვერ გაიგეთ ხალხო, რომ მესი, არაა ის, არააა. ამათ გუნდის არაფერი ეტყობათ. თუ არა და ვნახავთ, კიდევ იქნება თამაშები...

• zaza

ვინმემ ხომ არ იცის ბიძინა ბარათაშვილი როგორაა? დღეს გაბადრული სახით რომ იჯდა ეთერში და იმას ითვლიდა არგენტინა 4 გოლს გაიტანდა თუ 5 გოლს. დაიწყებს ეხლა ტირილს და წუწუნს ლო ჩელსო ,კორეა და კემპესი და ბატისტუტა არ მყავდაო))))

• gela

გამოეძახა სიმეონე ნაპოლიდან, რა დაუშავა? ამ ხისთავიანებს - აკუნას და პარადეს მაინც აჯობებდა

• დათო

არგენტინა მწვრთნელების არჩევაში ჩემპიონია... ხვიჩა ზუსტად ასეთ დაცვებს ანგრევს იმიტოა უმაგრესი... მიდი ხვიჩა ლიგა დადე და ოქროს ბურთი შენიააააა...

• ჰაჰა

შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ გუნდურობა, თავგანწირვა და ჭკუა ამარცხებს კლასსაც, ინდივიდუალობასაც და ტექნიკასაც, თუნდაც ერთად აღებულს. პ.ს. ერთ მომენტში, მესიმ ცარიელ კარებში ბურთის დარტყმაც კი ვერ შეძლო, თუმცა ძაან ცდილობდა. მეორე გოლზე, იმ არაბმა ერთი მოძრაობით სამი არგენტინელი მოტეხა და მერე დაარტყა. ამ დროს მესი მაგ ტიპს 10 თავით ჯობია.

• G.LA

არც მესი აღარ არის მესი და არგენტონაც არ არის არგენტინა. მარდაონას დროს ბურუჩაგა და კანიჯა ყავდათ, აღარ ვლაპარაკობ კემპესის დროინდელ არგენტინას თავისი შემადგენლობით ის არგენტინა ყველაზე ძლიერი იყო არგენტინელების ნაკრებებში. ეს ნაკრები არის ცხვრის ფარა. მწვრთნელი ხომ საერთოდ ნოლი.

• დავით 67

ვისაც ჰგონია რომ ძალით წააგეს ან ფულის გამო მათ უბრალოდ ფეხბურთი არ ესმით. შეეშვით ამ ტოტალიზატორებს ნუ ამწარებთ ოჯახის წევრებს. მე პირადად მოთამაშე კაცი ადრე მეცოდებოდა, ეხლა უკვე აღარ. სულ მინდა რომ წააგოს. იქნებ როდესმე მოვიდეს აზრზე

• jordan beli

რაც მეტი დრო გადის მით მეტად ვრწმუნდები,რო მარადონას მსგავსი(უკეთესზე აღარ ვიძახი) დედამიწაზე არ დაბადებულა!!!! ის რაც მარადონამ გააკეთა მარტომ-თან ამტვრევდნენ,ჩეხავდნენ და11 კაცი მხოლოდ მის მის მწყობრიდან გამოყვანაზე მუშაობდა,სხვანაირად მისი შეჩერება გამორიცხული იყო თუ თვითონ იყო თამაშის ხასიათზე და ამ დროს კაცი არასპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა-ვერავინ ვერ შეძლო და ალბათ ვერ შეძლებს!!!!

• Las

დიბალას ხო არ მიეცა გასაქანი არგენტინის ნაკრებში ამ მესის გამოისობით. ან გარნაჩო რა კაი ბიჭია მანჩესტერს რო ყავს რატომ არ გამოიძახეს :)

• პაატა

მესიმ, როგორც ხშირად ყოფილა, ვერაფერი გააკეთა. დანარჩენი თანაგუნდელები კი ბრბოა, რადგან არ შეიძლება 9-ჯერ მოხვდე ოფსაიტში. კვარაცხელია რომ ყოფილიყო თუნდაც მესის მაგივრად, არგენტინა მოიგებდა.

• zaza

მე არ ვიცი რა იქნება ჩემპიონატის ბოლოს,მაგრამ ამ თამაშშმა კიდევ ერთხელ აჩვენა,რომ მესი როგორც ლიდერი ვერასოდეს ვერ მივა მარადონამდე.დიეგო რომ ცოცხალი ყოფილიყო ეხლანდელ ასაკში მოუგებდა არაბებს.მესიმ 20 თამაში ითამაშა ხუთ მსოფლიოზე,გაიტანა მხოლოდ 7 გოლი,აქედან 4 პენალტით და ყველი გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე.ესაა რეალობა და რას იტყვიან მესის სექტის წარმომადგენლები ნაკლებად მაინტერესებს.

• მეგრელი

აბა რამდენმა წააგეთ დღეს? ოღონდ ალალად

• ლომი

ფული ფული და გაყალბება.

• Gia

Someone napolishi ro gamodis ugolod ar gadis da eg rogor ar unda waeyvana am vitom mwvrtneli.ra dros dimariaa. Dibala tu formashi araa ras miyavda.

• M

მესის მაგივრად ხვიჩა რომ ყოლოდათ მოიგებდნენ

• დავით 67

რას ვამბობდი არგენტინა გუნდი არაა თქო.ამათ უნდათ ჩემპიონობა? არც არასდროს ყოფილა. უბრალოდ ჰყავდათ ფეხბურთის ღმერთი მარადონას სახით. მხოლოდ მან მოიგო მუნდიალი 86-ში და არა გუნდმა. ზოგს რომ ჰკითხო მესი სჯობიაო მარადონას გეტყვის. ეს ისეთი შედარებაა სპილო რომ შეადარო თაგვს წონაში.

• las

არაა მესი მარადონა . რით ვერ გაიგეთ. ფეხბურთი გლობალური სპორტია. მხოლოდ გარკვეულ ასპექტებით ვერ შეაფასებ მოთამაშეს. მაგალითად ძალოსნობა . ვინც მეტ წონას აწევს ის არის საუკეთესო. ეს მარტივია. მაგრამ ფეხბურთში ასე არაა. ის რომ ყველაზე მეტს იტან. ყველაზე კარგი დრიბლიორი ხარ. არ ნიშნავს რომ საერთო ჯამში ხარ საუკეთესო.

• gio

ვაიმე ჩემო სამო ლარო და ორმოცდაათო თეთრო, ეს რა საქმე დაგემართა შენ...

• G.A.L.

"სტენკა" და "ზაბეგანია" სკალონის არ სმენია ალბათ?! ხალოვნური ოფსაიდის უებარი წამალია! მესიმ და კომპანიამ ჩაისვარეს. არადა ბავშვობიდან არგევტინის გულშენატკივარი ვარ! არაბები საკუთარ თავს გადაახტნენ!!!

• irakli

ფავორიტობა გაამართლეს

გაყიდულია!

• zura222

მარტო მესიმ რა უნდა ქნას ? ასეთი დაცვით ასეთი მეკარით და საერთოდ ასეთი შემადგენლობით მარადონაც ვერაფერს ვერ იზამდა @

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა

"დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა" - შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ეს უბრალოდ სიგიჟეა" - ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე

[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა

მესი შესაძლოა, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს