გრძელდება შემოდგომის საკალათბურთო თამაშები, სახელწოდებით 3x3Fall2022. ნოემბრის დასაწყისში გოგონათა ტურნირი გაიმართა, ამჯერად კი თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ სრულწლოვან ვაჟთა ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც თავი 12-მა გუნდმა მოიყარა.

პირველ ეტაპზე საინტერესო მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში 4 ჯგუფის გამარჯვებული გავიდა. Biodrone-მ პირველ ნახევარფინალში 17:9 სძლია GBA-ს, ხოლო ძინამომ უფრო დამაჯერებლად – 20:9 მოუგო EAGLE-ს.

ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის დასასრულიც თანაბარი იყო. ძინამოელებს, რომლის ღირსებასაც ალექსანდრე მაისურაძე, ნიკა ქოზაშვილი, გაგი მღებრიშვილი და ლევან ფირცხელიანი იცავდნენ, გამარჯვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ 20:19 დაწინაურებულებმა შორი სროლით (ორქულიანით) დააპირეს მოგება, მაგრამ მიზანში ვერ გაარტყეს. ბურთი მეტოქეს დარჩა და ბაჩი ალიბეგაშვილმა შორი სროლით Biodrone-ს 22:21 მოაგებინა. ალიბეგაშვილთან ერთად ჩემპიონი გუნდის ღირსებას გიორგი ჩხეიძე, ლუკა ხარაბაძე და ლუკა მეგრელაძე იცავდნენ.

გამარჯვებულ Biodrone-ს საპრიზო ფონდიდან 500 ლარი შეხვდა, ხოლო ძინამოს 200-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. პრიზიორები კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.

მომავალ კვირაში 3x3Fall2022-ის მორიგი ტურნირი გაიმართება 18 წლამდე ვაჟებს შორის.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა