19 ნოემბერს კარდიფში, „ფრინციფალითიზე“, უელსთან ისტორიულ გამარჯვებაში ქართულმა შერკინებამ უდიდესი როლი ითამაშა.

2017 წელს, როდესაც ქართული შერკინების სიძლიერის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობდა, უელსმა მატჩის მიწურულს დანიშნულ 5-მეტრიან შერკინებაში ხრიკს მიმართა და "ბორჯღალოსნებს" საჯარიმო ლელოზე თამაშის შესაძლებლობა არ მისცა, რის შედეგადაც „დრაკონებმა“ 7 ქულით, 13:6 მოიგო.

5 წლის თავზე, შერკინების წესებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, "ბორჯღალოსნების" შერკინება თითქოს ისე მრისხანედ აღარ გამოიყურებოდა, მაგრამ კარდიფში, დასკვნით 5 წუთში მან სრულად დაიბრუნა ძველი დიდება, უელსი მისსავე შერკინებაში ორჯერ დააჯარიმა და პირველს ლუკა მატკავას მიერ 42 მეტრიდან გატანილი ჯარიმა მოჰყვა, რომელმაც ანგარიშში დაწინაურების შესაძლებლობა მოგვცა, ხოლო მეორით მეტოქეს ბურთი ჩამოვართვით და ისტორიული გამარჯვება დავიბევეთ.

ამრიგად, რომ არა შერკინების ბრწყინვალე გარჯა, შესაძლოა 19 ნოემბერი ტკბილ-ცხარე მოგონებად დარჩენილიყო. თამაშად, სადაც გვქონდა შანსი, ასე კი ქართული რაგბის ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა და ის კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა.

და რას ფიქრობს "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე?

„ის იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არა მხოლოდ ნაკრებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, გულშემატკივრისთვის და მთლიანად ქართული რაგბისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება მთელ ქართულ რაგბის დამატებით მუხტს და სტიმულს მისცემს, ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს. ჯერ კიდევ ზაფხულში, იტალიასთან გამარჯვებამ როგორც ბიჭებს, ასევე სამწვრთნელო შტაბს უდიდესი თავდაჯერებულობა მოგვცა. ეს დინამიკა „ფრინციფალითიზე“ გაგრძელდა და რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზარდა. გახარებული ვართ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ და წინ უნდა ვიაროთ. სწორი დაგეგმვით, პროფესიონალიზმით, თავდადებით, შრომით და ცოდნით, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ“.

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ტესტ-მატჩები "ბორჯღალოსნებმა" სანაკრებო დონეზე გამოუცდელი მარჯვენა ბურჯებით ჩაატარა – გურამ პაპიძეს სულ 2 კეპი ჰქონდა, ვახტანგ აბდალაძე და სანდრო ქუნთელია კი დებიუტანტები იყვნენ.

„შერკინების შეთამაშებას დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამდენი ცვლილებაა. ასეთი თამაშების დროს შერკინებას მოსამზადებლად ყველაზე მცირე დრო ეთმობა. მსოფლიო თასის წინ შერკინების უნარებზე სამუშაოდ უფრო მეტი დრო გვექნება და შედეგიც უკეთესი იქნება. რაც შეეხება განვლილ თამაშებს, გარკვეულ ტექნიკურ დეტალებს მეტი ყურადღება მივაქციეთ და მექანიზმი სინქრონიზაციაში მოვიყვანეთ, 8-ვე მოთამაშემ ერთი მთლიანივით იმოქმედა და ამან საჭირო დროს იმუშავა“.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქე გუნდშიც მაგარი ბიჭები თამაშობენ და ცდილობენ ხელი შეგიშალონ. პირველი ხაზი ორივე მხრიდან ზეწოლას განიცდის და მთავარია, პირველი ვინ დანებდება. უელსთან პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ ის, რაც გვსურდა, თუმცა ჩვენმა შეცვლებმა უელსისას ყველაფერში აჯობა“ – ამბობს მაისურაძე.

აღსანიშნავია, რომ უელსთან მატჩის მეორე ტაიმში მარჯვენა ბურჯად შეცვლაზე 20 წლის ალექსანდრე ქუნთელია შევიდა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ერთი კვირით ადრე, სამოასთან ჰქონდა:

„მას არ ჰქონდა ამ დონის თამაშების გამოცდილება და ეს ერთგვარი რისკი იყო, თუმცა მან გაამართლა. ქუნთელიას ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს, ასეთ პროგრესს თუ გააგრძელებს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა ბურჯი გახდება. ალექსანდრე მონდომებულია და ძალიან ბევრ ვარჯიშობს, არასდროს ნებდება. ვახტანგ აბდალაძე უდიდესი პროფესიონალია და ძალიან კარგია დინამიკაში, ღია თამაშში, დაცვასა თუ შეტევაში. ის ირლანდიაში ძალიან მაგარ კლუბში გაიზარდა, თუმცა სანაკრებო დონისთვის ორივე მათგანს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს“.

Rugby.ge

გიორგი 50
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ისტორიულ გამარჯვებას... ნამდვილად, გადამწყვეტი როლი შერკინებამ ითამაშა... მატჩის ბოლოსკენ 3-ჯერ დავაჯარიმეთ... კი ბატონო, დახვეწეთ დინამიკა, მაგრამ არა სტატიკას ხარჯზე... დიდი, მადლობა ილიას სწორი ანალიზისთვის..
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან