უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან დღეს მესამე (2019 წლის პირველი) შეკრება ბოლნისის ‘ყოჩებთან’ საკონტროლო მატჩით დაასრულეს.

მსოფლიო რაგბის რანგით მეორე დონის ტურნირს (კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ) წელს არგენტინა, 4-იდან 22 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს და მასში საქართველო ზედიზედ მეოთხე წელია მონაწილეობს. პირველ ორ ჩემპიონატში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხე მატჩები მოიგეს (2016 წელს იტალიასთან, 2017 წელს არგენტინასთან), შარშან კი ზედიზედ სამ მეტოქეს სძლიეს - ირლანდიას (24:20), იაპონიას (24:22) და შოტლანდიას (39:31). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები იყო პირველი და დღემდე რჩება ერთადერთ გუნდად, რომელმაც 12-გუნდა ელიტაში აღზევების შემდეგ, უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

შეკრება გაფართოებული შემადგენლობით

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების მიზნით, უმცროსი ბორჯღალოსნები მოსამზადებელი ეტაპის მესამე, 2019 წლის პირველ, 10-დღიან შეკრებაზე 9 იანვარს, გაფართოებული შემადგენლობით შევიდნენ და ორი საკონტროლო თამაში გამართეს - დიდი 10-ის ბინადარ პატარძეულის ‘ვეფხვებთან’ და პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ ბოლნისის ‘ყოჩებთან’.

„სასელექციო პროცესის ჩათვლით, ეს იყო ჩვენი მესამე შეკრება, რომელზეც 50 მორაგბე გვყავდა. ჩვენთან ერთად იყვნენ ტრავმირებული მორაგბეებიც, რომლებიც სარეაბილიტაციო პროცესს ნაკრების ექიმების მეთალყურეობის ქვეშ გადიოდნენ. შეკრებაზე ფიზმომზადებასა და სათამაშო ელემენტების დახვეწას ყურადღება თანაბრად მიექცა. გვქონდა ორი საკონტროლო მატჩი, რომლის დროსაც გვსურდა გვენახა, როგორ იმუშავებდა ჩვენი სათამაშო სქემები პირველი ორი თამაშის შემდეგ (რომლებშიც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსეთის 20-წლამდელთა ნაკრები ნოემბერში ორჯერ დაამარცხა) და რამდენად მოვახერხეთ შეცდომების გამოსწორება“ - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე, რომელსაც შარშანდელის შემდეგ, ფაქტობრივად ახალი გუნდის შენება უწევს:

„ფაქტობრივად ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ. შარშანდელის შემდეგ შერკინების მოთამაშეების 90% შეცვლილია და მნიშვნელოვანია, რომ მათ ახალი სისტემები აითვისონ და თავდაჯერებულობა შეიძინონ. ამ ორ თამაშში აქცენტი კონტაქტურ მხარეზე კეთდებოდა და იყო დადებითი მომენტები, თუმცა სამუშაო ჯერ ძალიან ბევრია და ბევრი კომპონენტი გვაქვს გამოსასწორებელი“.

ახლა უმცროსი ბორჯღალოსნები დაისვენებენ და კვირაში სამჯერ ივარჯიშებენ. იგეგმება საკონტროლო მატჩის გამართვა 18-წლამდელთა ნაკრებთან, თებერვლის ბოლოს კი, გუნდი მეოთხე შეკრებაზე შევა, რომლის ფარგლებში 6 და 10 მარტს თბილისში საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან