საფრანგეთში ‘მონტობანთან’ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ‘შავი ლომი’ სამშობლოში დღეს გამთენიას დაბრუნდა. ჩვენმა გუნდმა ჩელენჯ თასის მესამე ტურში მეტოქე სტუმრად 31:28 დაამარცხა, 5 ლელო გაიტანა და ამ ტურნირში პირველად მოახერხა ბონუს-ქულის აღება.

შედეგად, ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის ფლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს და ამისათვის დასკვნით ტურში იტალიური ‘ძებრე’ უნდა დაამარცხოს, თანაც ისე, რომ თავად ბონუს-ქულა მოიპოვოს, მეტოქეს კი ქულა (4 ლელოს გატანისთვის და 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის) არ ააღებინოს. თამაში თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 17 იანვარს, 17 საათზე დაიწყება.

‘მონტობანთან’ მოპოვებული გამარჯვება და სამომავლო პერსპექტივები ‘შავი ლომის’ მწვრთნელმა ილია მაისურაძემ და კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა შეაფასეს:

ილია მაისურაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვულოცავ მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ამ წარმატებას. ირლანდიაში ‘კონახტთან’ განცდილი მარცხის შემდეგ, ამ თამაშის მოგება მნიშვნელოვანი იყო. შედეგად, მაქსიმალურად შევამოკლეთ საახალწლო არდადეგები, კარგად მოვემზადეთ, გავაკეთეთ სრულყოფილი ანალიზი და ბიჭებმაც ვარჯიშებზე ძალიან მოინდომეს. შედეგიც სახეზეა“.

„‘მონტობანთან’ კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში შეხვედრის კონტროლი გაგვიჭირდა, თუმცა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. წინ ‘ძებრესთან’ მატჩია და ასეთივე მონდომებით უნდა მოვემზადოთ. დრო ცოტაა და სულ სამი ვარჯიში გვექნება. დიდიმნიშვნელობა ექნება აღდგენას. ‘ძებრესთან’ ისევე უნდა გავისარჯოთ, როგორც პირველ ტაიმში ‘მონტობანთან’ და თამაშის კონტროლი მეორე ნახევარშიც უნდა შევინარჩუნოთ“.

მიხეილ ბაბუნაშვილი: „პრემიალური ქულა პირველად მოვიპოვეთ, თუმცა გამარჯვება წინა ორ წელსაც მოვახერხეთ. კარგი თამაში გამოვიდა. წელიწადი კარგად დავიწყეთ და ჯგუფიდან გასვლის შანსიც დავიტოვეთ. ‘კონახტთან’ განცდილი მარცხის შემდეგ ეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა ‘ძებრესთან’ სასურველი შედეგით გამარჯვება მარტივი ამოცანა არ იქნება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ მისიას თავს გავართმევთ“.

„პირველი ტაიმის შემდეგ ‘მონტობანთან’ კომფორტული უპირატესობა მოვიპოვეთ, რის შემდეგაც რაღაც მომენტში მოვეშვით და ქულები მივიღეთ. საბოლოოდ მობილიზება და სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც მოვახერხეთ. შემდეგი შეხვედრისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თამაში 80 წუთი გრძელდება და პროცესში ყველანი ბოლომდე უნდა ვიყოთ ჩართული“.

„საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში ყოველთვის არის გარკვეული უპირატესობა. ‘ძებრესთან’ სექტემბერში ამხანაგური თამაში ჩავატარეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ ახლა სულ სხვა გუნდი იქნება. მიხედავად ამისა, ისტორიაში პირველად ფლეი ოფში გასვლის შანსი გვაქვს და მიზნის მისაღწევად ყველანი მაქსიმუმს გავიღებთ“.

Rugby.ge

ძებრემ ოსპრისი დაამარცხა 23-19 და ეს მატჩი,11 იანვარს ჩატარდა.მათ ერთი დღით ნაკლები დასვენება უწევთ და ეს,მცირე,მაგრამ მაინც ჩვენი უპირატესობაა.რამდენადაც ვიცი,ძებრე იტალიელების შედარებით ახალგაზრდული შემადგენლობით დაკომპლექტებული ფრაჩაიზია და სავარაუდოდ,ნაკლებად გამოცდილებიც იქნებიან.უმძიმესი მატჩი გველის,მაგრამ სანამ რაღაცა შანსი გვაქვს,უნდა ვეცადოთ პლეი ოფის ზონაში მოხვედრას.ვფიქრობ,იმ თამაში,ჩვენ უფრო მეტად თავდაჯერებულები და შეთამაშებულები ვიქნებით,ვიდრე წინა თამაშებში.იმედია ცირეკიძე სერიოზულად არ დაშავდა და ითამაშებს.თუ ცალკეული მორაგბეების მხრიდან თამაშიდან წამიერი გამოთიშვები თავიდან ავიცილეთ და კონცენტრაცია შევინარჩუნეთ,ჩვენ გამარჯვების შანსები გვექნება.
ჟორა
კარგი თამაში იყო, ვულოცავ გამარჯვების ყველა შემმოქმედს ამ წარმატებას. ასეთი თამაშით ძებრესთან სასურველი ანგარიშით გამარჯვება პრობლემა არ უნდა იყოს.
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
"სამშობლო მხოლოდ ადგილი არ არის - ემიგრაციამ საქართველოს სიყვარული ვერ წაგვართვა" - ირაკლი იეგოიანის დედამ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
17-წლამდე ნაკრები პოლონეთში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
"რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?... არის რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით?" - ენრიკემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა
"ბარსელონამ" მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალზე უარი ლუიშ ფიგუს გამო თქვა
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი - ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი: თორნიკე მატარაძე სიმბოლურშია. მოდი, ვნახოთ იტალია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"შავი ლომი" | წლის პირველი მეტოქე - "მონტობანი"
"ბორჯღალოსნები" | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
ტრანსფერები: ფრანგულ კლუბებში ქართველ მორაგბეთა მიდი-მოდი დამთავრდა
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან