"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკაში პირველი პრესკონფერენცია გამართეს და მსოფლიოს ჩემპიონთან 2-მატჩიანი სერიის მოლოდინებზე ისაუბრეს.

საქართველო "სპრინგბოკსს" 2 ივლისს პრეტორიაში, ხოლო 9 ივლისს იოჰანესბურგში ეთამაშება. ორივე შეხვედრა ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით.

ლევან მაისაშვილი: „ამ ორ თამაშში ჩვენი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ ტრავმების გამო ძალიან ბევრი მოთამაშე გამოგვაკლდა, გვსურს ვნახოთ, რა გამოცდილება მივიღეთ ამ ტურნირისგან და როგორ გავუძლებთ წნეხს. მსოფლიო თასამდე მორაგბეებმა რაც შეიძლება მეტი ასეთი დონის თამაში უნდა ჩაატარონ, რადგან იქ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან გვიწევს შეხვედრა“.

სამხრეთ აფრიკის თავკაცმა ჟაკ ნიენაბერმა, რომლისთვისაც 2 ივლისის მატჩი სადებიუტო იქნება "ბოკეს" მთავარი მწვრთნელის რანგში, შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და მასში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, რომლებიც ეროვნული გუნდის კვართით, ფინალის შემდეგ პირველად ითამაშებენ:

„გაფართოებულ გუნდში 29 მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ასეთი ძლიერი სამატჩო რაზმის დასახელა მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენთვის დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში. ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ რაც უფრო ძლიერ შემადგენლობას დააყენებდა მოწინააღმდეგე, მით უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბიჭები დიდ გამოცდილებას შეიძენენ“ – ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:

„ნიენაბერი ბოლო წლებში სამხრეთ აფრიკის სამწვრთნელო შტაბის ნაწილი იყო და მეტოქის თამაშში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. მათი სათამაშო ფილოსოფიის ფუძემდებელი რასი ერასმუსია, რომელიც ახლაც აქტიურადაა ჩართული გუნდის მზადებაში. "ბოკე" მარტივ და ეფექტურ, თავდაჯერებულ სტილს მისდევს და ფაქტია, ამან მსოფლიოს ჩემპიონობამდე მიიყვანა“.

"ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა მაისაშვილმა, რასთან დაკავშირებითაც ის ამბობს:

„დიდი არჩევანი არც გვქონდა. ჯერ კიდევ შეკრებამდე ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, რასაც დაემატა ახალი დაშავებულები, ასევე ისინი, ვინც ახალი გამოსულია კოვიდიდან და რეაბილიტაციისთვის გარკვეულ დროს საჭიროებენ. სამწუხაროდ, ნიდერლანდებთან დაშავდა და გამოგვაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სერიის განმავლობაში გვექნება ცვლილებები. გაფართოებულ, 32-კაციან შემადგენლობაში არიან ისეთები, რომელთა მოედანზე გასვლა სამედიცინო თვალსაზრისით ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყო და მათ მომდევნო შეხვედრებში გამოვცდით“.

შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკის ფორვარდების სიძლიერეზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მარქაფაში ექვსი მორკინალია:

„სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფორვარდები ჰყავს, რაც 2019 წელს იაპონიაშიც დაამტკიცა. ისინი გამოირჩევიან ზომით, საშემსრულებლო ოსტატობით და მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ სიძლიერეს. ერასმუსის ხელში "ბოკე" საშუალო გუნდიდან დაუმარცხებლად იქცა. მან სწორად შეაფასა საკუთარი შეგირდების ძლიერი მხარეები და ამ პროგრესში ლომის წილი ფორვარდებს მიუძღვით“.

„ჩვენი შერკინების მოთამაშეებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. გვყავს ახალგაზრდა მორკინალები, რომლებიც დიახ, ტოპ-გუნდებში თამაშობენ, თუმცა ასაკით და გამოცდილებით მეტოქეს ჩამოუვარდებიან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფსიქოლოგიაზე. თუ გსურს, რომ მოედანზე იყო და უძლიერესების წინააღმდეგ ითამაშო, არ შეიძლება შეეგუო წაგებას და ბოლომდე უნდა დაიხარჯო“.

„რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა აწუხებს და შევჯერდით, რომ შეცვლაზე 6 მორკინალი გვეყოლებოდა. გარდა ამისა, ვიცით, რომ აფრიკელებთან ჭიდილში ამ კომპონენტში ძალიან დიდ ენერგიას დავხარჯავთ. ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე ვართ. აქ აფრიკელები თავს კარგად გრძნობენ და ამ მოკლე დროში, მნიშვნელოვანია გავანაწილოთ ენერგია“.

მაისურაძეს 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში არაერთხელ უთამაშია აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ. ის ფიქრობს, რომ გარკვეულწილად, იქ მიღებული გამოცდილება გამოადგება, თუმცა იქნება სიახლეებიც:

„სამხრეთ აფრიკის განვითარების სტრატეგია ისეა აწყობილი, რომ ასაკობრივი ნაკრებები იმავე პოლიტიკას მისდევენ, რასაც ეროვნული. მათ დიდი ხანია დამკვიდრებული აქვთ საკუთარი სტილი და მას არ ღალატობენ. მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ჩამოყალიბებული მორაგბეები არიან, განსხვავდება მწვრთნელების ხედვა შერკინებაში, დერეფანში, მოლში და ყველაფრის ერთი-ერთში გადატანა არ ხდება. ამიტომ ჩვენც მოგვიწევს გარკვეული ცვლილებების განხორციელება“.

პრესკონფერენციის დასასრულს ილია მაისურაძემ "უმცროსი ბორჯღალოსნების" შესახებაც ისაუბრა, რომლებიც სტელენბოშში, 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში თამაშობენ, რასთან დაკავშირებითაც მის შეფასებას ცალკე მოგაწვდით.

rugby.ge

გიორგი
წარმატება ბიჭებს!!! წარმატება რაგბის კავშირს ერასმუსის გადმობირებისთვის. ესაა უნიკალური შანსი, რომ ამ სუპერ-მწვრთნელმა ჩვენს ნაკრებს დიდი რაგბის თამაში ასწავლოს!
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან