29 წლის სერბი მცველი, ნემანია ვიდიჩი ამბობს, რომ ამ ზაფხულს, ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებული „მანჩესტერ იუნაიტედი“ უწინდელზე უფრო მადიანად დაერევა ტიტულებს
29 წლის სერბი მცველი, ნემანია ვიდიჩი ამბობს, რომ ამ ზაფხულს, ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებული „მანჩესტერ იუნაიტედი“ უწინდელზე უფრო მადიანად დაერევა ტიტულებს.

კაპიტანი მზად არის მტაცებელივით ეკვეთოს ახალ სეზონს, რათა „იუნაიტედს“ ინგლისის ჩემპიონის მე-20 ტიტული მოუტანოს და ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონაზე“ იძიოს შური.

ვიდიჩმა თქვა: „ახალი ენერგიის მისაღებად და მადის გასაღვივებლად ახალი ფეხბურთელების შეძენა აუცილებელი რამ არის. ახლა, გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა, რაც ძალიან წაგვადგება“.

შეგახსენებთ, „იუნაიტედის“ ახალ ბიჭებს: მეკარე დავიდ დე ხეა, გარემარბი ეშლი იანგი და მცველი ფილ ჯონსი, რომელთაც მალე, „ინტერიდან“, ჰოლანდიელი გამთამაშებელი, 27 წლის ვესლი სნეიდერი დაემატება. ვიდიჩი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ინარჩუნებს სერ ალექს ფერგიუსონი გუნდს უმაღლეს დონეზე.

„მანჩესტერში ჩამოსვლის პირველი დღიდან ვხედავ, რომ მწვრთნელი ყველა ღონეს ხმარობს, რათა გაიძულოს საუკეთესო ფორმაში იყო. აქაურ ხელმძღვანელებს მუდმივად რაღაც სიახლე აქვთ მზად. ხან ინფრასტრუქტურაში დაამატებენ რამეს, ხან წვრთნის მეთოდს შეცვლიან და გაახალისებენ... ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამახასიათებელი თვისებაა. წელიწადი ისე არ გავა, სიახლის მოწმენი რომ არ გავხდეთ. სწორედ ამიტომ გავხდით ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ ინგლისის ჩემპიონები. ბოლო ოთხ წელიწადში სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით“.

ვიდიჩს 28 მაისს, „უემბლიზე“, „ბარსელონასთან“ ულაპარაკო დამარცხება (3:1) გულში მწარედ აქვს ჩარჩენილი.

„ვეთანხმები ყველას, ვინ ამბობს, რომ „ბარსელონა“ დიდებულ ფეხბურთს თამაშობს. ეს გუნდი ორჯერ შეგვხვდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ დაგვამარცხა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მესამედაც გადავეყრებით და ამჯერად ჩვენ გავიმარჯვებთ“.

ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამერიკაშია, სადაც ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. მანჩესტერელებმა ბოსტონში „ნიუ ინგლენდ რევოლუშენი“ დაამარცხეს 4:1 და ოთხშაბათს „სიეტლ საუნდერს“ ეთამაშებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა