მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ყველაზე დიდ დრამასთან ახლოს ვიყავით, როცა კატარიდან გამგზავრებასთან ახლოს ესპანეთი და გერმანია ერთად დადგნენ, საბოლოოდ კი, ყველაფერი იმით დასრულდა, "ბუნდესნაკრებმა" ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეორედ ვერ გადალახა.

მიუნხენის "ბაიერნი" ბოლო წლებში კარგ ფორმაშია. ამ გუნდიდან ნაკრებში არაერთი მოთამაშეა, მათი მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკიც ქვეყნის მთავარ გუნდში მივიდა, თუმცა გერმანელები, რომლებიც 2014 წელს ჩემპიონები გახდნენ, მანამდე კი საპრიზო ადგილებზე გადიოდნენ, ჯგუფში მეორედ ჩარჩნენ.

სანამ ესპანეთთან თამაშს შევეხებით, რომლებიც იაპონიასთან დამარცხდნენ და ფინალამდე უკეთესი გზა ექნებათ, გერმანელებმა საკუთარ თავში ბევრი რამ უნდა ეძებონ. მსოფლიო ჩემპიონატი გამორჩეული იმითაც იყო, რომ ერთმანეთს განსხვავებული სტილის, ხელწერისა და ხასიათის გუნდები ხვდებოდნენ. გერმანიის ნაკრებმა თითქოს მტკიცე ნებისყოფა და ინდივიდუალურობა დაკარგა. არადა, საწყენია, იტალიის შემდეგ ისინიც რომ აღარ იქნებიან - ევროპის ორი ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელი. არადა, გერმანელების ესპანეთთან დაპირისპირება საინტერესო იყო, კლასიც ჩანდა და შემართებაც. ეს თამაში თითქოს, გარდამტეხი უნდა გამომდგარიყო ფლიკის გუნდისთვის, თუმცა ისინი ადრე ასრულებენ. ჯამალ მუსიალას თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო, 19 წლის ფეხბურთელი დიდი მომავლითაა, ახლა კი უკან ბრუნდება.

მენტალობა მენტალობად და ბუნდესგუნდში ნამდვილად აღარაა ის შემადგენლობა, რომელიც თუნდაც უახლოეს წარსულში გვახსოვს. მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირის, მიროსლავ კლოზეს შემდეგ, მაღალი დონის ფორვარდს ვერ ვაწყდებით. ნახევარდაცვა განვიხილოთ - ბალაკი, შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი... ზოგადად, ფეხბურთის ფიგურების კრიზისი ძლიერდება, გერმანიის ნაკრებში კი ეს უფრო მეტად გამოჩნდა.

ესპანეთის ნაკრები კი საკმაოდ ცბიერი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრის შედგენიდანვე ეს თემა აქტუალური იყო, რომ ყველაფრის ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში, მათი და ბრაზილიის გზები საკმაოდ ადრე (მეოთხედფინალში) უნდა გადაკვეთილიყო, მათ შორის საუკეთესო კი არგენტინელებზე გადიოდა. ამას ცუდ ფორმაში მყოფი, თუმცა რთულად დასამარცხებელი ხორვატიაც დაემატა და თითქოს, "ფურია როხამ" თავს უშველა - მაროკო, პორტუგალია, საფრანგეთი ან ინგლისი - სავარაუდო გზა ასეთი აირჩია. ხომ არ დაისჯება ლუის ენრიკეს გუნდი ამ გადაწყვეტილების გამო, ამას ვნახავთ.

გერმანელებმა იგრძნეს, რომ მათი ჯგუფიდან გასვლა რთულდებოდა და ჰქონდათ შანსი, ესპანელები თან გაეყოლებინათ, თუმცა ისინი მაინც იმის იმედად იყვნენ, რომ პარალელურ მატჩში ანგარიში გათანაბრდებოდა, ანაც ბოლომდე "პატიოსნად" ითამაშეს. არადა, ისტორიას გერმანელთა მსგავსი შემთხვევები უფრო ახსოვს, როგორსაც ახლა ესპანელებს მიაწერენ - 1976, 1982 თუ 1986 წლებში. მათი ავსტრიასთან დაპირისპირება გარიგებულთა კატეგორიაში შეჰყავთ.

ესპანეთის ნაკრები გასაგებია, თუმცა იაპონელებს გოლი ძალიან საეჭვო ვითარებაში ჩაუთვალეს. VAR-ის სისტემამ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება აგვარიდა, თუმცა არის საეჭვო ეპიზოდები და ეს არაერთია, როცა მეტად დარწმუნება გვჭირდება, თუმცა ამას ისე არ გვთავაზობენ, როგორც სხვა შემთხვევებში, ან რასაც ვხედავთ, ძალიან ბუნდოვანია. ვიდეოგამეორების სისტემამ ყველა შეკითხვა უნდა მოხსნას, მისი მთავარი არსი სწორედ ესაა.

მსოფლიო ჩემპიონატი კი გრძელდება. ერთი მერვედფინალური წყვილი ისეთია (იაპონია - ხორვატია) მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრებს საქმე უნდა გაუადვილოს, თუმცა რამდენად ლოგიკურად დასრულდება მერვედფინალები, საკითხავი ჯერ ეს არის. პლეი-ოფი 3 დეკემბრიდან დაიწყება.

გიორგი
იაპონიას საეჭვო გოლი კი არადა აშკარა, 1000% გადასული ბურთი "ვერ დაინახა" მსაჯმა. კარგი რაა.
უვიცი
ესპანეთმა ხორვატია აიცილა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მაროკო თავისთავს გადაახტება და გაქსუებულ გრანდებს მიაყენებს თავის ადგილას
დავით67
ყველა ესპანეთზე ლაპარაკობს და იაპონია არავის ახსენდება. მათ თავიანთი შრომისმოყვარეობით დაამტკიცეს რომ ფეხბურთშიც მაგრები არიან, როგორც ძიუდოში. საერთოდ ყველაფერში მაგრები არიან იაპონელები.
გიორგი
ეს ფეხბურთია აქ ფიურერები და ვერმახტელები არ გვინდა უბრალოდ ფეხბურთის ყურება გვინდა
თორნიკე
აქ კომენტარებს ვკითხულობ და ვრწმუნდები რომ ჩვენ ევროპაში არაფერი გვესაქმება. რასიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი და ადამიანის ფესვების ჩხრეკა და მათი გარჩევა კანის ფერის თუ სექსუალური პრეფერენციების მიხედვით, სიძულვილის ენა, ყველაფერი ერთადაა აზელილი. თუ ძმები ბოისები, ნავალოვსკი, შკინინი, ოქსანა კალაშნიკოვა ქართველები არიან და ჩვენი დროშის და სახელის დაცვას ჩემი აზრით უდიდესი სიყვარულით ახერხებდნენ, რატომ არაა მამით გერმანელი და დედით სიერალეონელი რიუდიგერი გერმანელი? ან შტუტგარტში დაბადებული და იქ ბავშვობის წლებ გატარებული მუსიალა (ერთი დღე არ უცხოვრია პოლონეთში ან ნიგერიაში საიდანაც მისი მშობლების წარმოშობაა), ან გელზენკირხენში დაბადებული და გაზრდილი გიუნდოგანი, რომელსაც თურქული მხოლოდ გვარი აქვს. ეს ხალხი გერმანიაში იზრდებოდა, აქ ყავდა მათ შორის "ეთნიკურად გერმანელები" მეგობრებად, პირველ შეყვარებულებად (და ზიზღით არ უყურებდნენ, დარწმუნებული ვარ თქვენ შვილებს რომ სკოლაში ფერადკანიანი, არაბი ან ინდური წარმოშობის კლასელი ყავდეს, მასთან მეგობრობას აუკრძალავდით), მათ აქაური მენტალიტეტი აქვთ, ისევე როგორც სამართლიანადაა ჯიქია რუსეთის ნაკრებში, იყო იაშვილი საფრანგეთის რაგბის ნაკრებში. გამოდით ამ სიბნელიდან, ან მინიმუმ არ ილაპარაკოთ. ნუ ახდენთ თავის ლუსტრაციას!
თორნიკე
დაგცინებთ, იმიტომ რომ ირონია იგრძნობა და რასიზმი. ახლა სხვანაირად გკითხავთ, თუ იცით ნავალოვსკი, ძმები ბოისები, შკინინი, ოქსანა კალაშნიკოვა რომელ ნაკრებში იყვნენ?
status quo
რასიზმში არ ჩამითვალოთ- რუმენიგე როცა თამაშობდა,გერმანიის ნაკრებში ფერადკანიანი მოთამაშე არ ჰყავდათ და მთელი გუნდი თავდადებით იბრძოდა გერმანიისათვის.რუმენიგე კი ნამდვილი ფიურერი იყო გუნდში. ეხლა ყველაფერი გაუფასურდა.
ალეკო
ტავის თავს დააბრალოს გერმანიამ რაც მოუვიდა, სუსტად და უფერულად ითამაშა, მეორეც გერმანული გაუტეხელი სულიო, სულ 3-4 ეთნიკური გერმანელი თამაშობდა ნაკრებში და დაეტყო კიდეც გუნდს, შეადარეთ 70-80 წწბუნდეს ნაკრებს სულ სხვა განწყობით თამაშობდნენ
Niangi
პორტუგალიაც ცბიერი აღმოჩნდა(?)
Najaxi
ძალიან კარგადაც გაუკეთებია. ჩოკინა მიულერს რა უნდა საერთოდ ნაკრებში. და ეგ მიულერი არ არის საერთოდ ჯანსაღი მენტალიტეტის. ეგ არის დეგენერატი. გუდიონგანიც არაა შენი სტერეოტიპული თურქი ძალიან კარგი პიროვნებაა სინამდვილეში ნამდვილი ჯანსაღი გერმანულ მენტალიტეტი ეს არის ფლიკი კიმიხი ფულკრუგი და კიდევ რამდენიმე , ესენი იმსახურებენ პატივისცემას. მიულერი შვაინშტაიგერი კროოსი როისი იოზილები და ამისთანები იყვნენ ნაბიჭ***ბის ეპოქა მაგათი საქციელები თუ გახსოვთ
კრუჩოკა
გერმანიას და გერმანიის გულშემატკივრებს ჰოფენჰაინენ-ჰოფენტნაინენ ჩაგიტარეს :( საწყლები :(
ოთარი
ესპანეთი რა შუაშია ვერ გეტყვით, მაგრამ 1982-ის გერმანია და ავსტრია ნანახი მაქვს და ჩემთვის ეს იყო ძალიან უნიჭო მსახიობებით შესრულებული 1:0-ზე თამაში. ვისაც ეს თამაში ნანახი აქვს და ახსოვს ყველასათვის მიუღებელი თამაში იყო, რათქმაუნდა ნეიტრალურ გულშემატკივრებს ვგულისხმობ.
ზაქრო
ბოლო-ბოლო რა გინდათ, გერმანიის გამო ესპანეთი ჩარჩენილიყო ?
ადამიანი
არ დამცინოთ და ჯამალ მუსიალა რომელ ნაკრებშია?
მამუკა
არავინ არ ლაპარაკობს წაგების ნამდვილ მიზეზზე, ზოგი ესპანეთს აბრალებს, ზოგი ვარს,რეალურად წაგების მიზეზი კი არის თამაშზე კონცენტრაციის დაკარგვა და სხვა თემებზე ფიქრი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ გუნდის კაპიტანი იმით არის დაკავებული ცისარტყელას სამკლავური გაიკეთოს თუ არა ასეთი შედეგიც არ არის გასაკვირი, ვინმეს მოგეწონათ ნოიერის თამაში? ეს არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? ეხლა დგანან და ესპანეთს ლანძღავენ, ესპანეთმა გააკეთა ის,რაც უნდა გაეკეთებინა, აირჩია თავისთვის შედარებით იოლი გზა ნახევარფინალამდე, ვნახოთ რა მოხდება. ნოიერს კიდევ არავინ არ უშლის ეხლა გინდა ლოგინშიც გაიკეთოს ეგ სამკლავური
ზურა
გუნდს რამეზე პრეტენზია თუ გაქვს (გერმანიას ვგულისხმობ) სხვის თამაშზე არ უნდა იყო დამოკიდებული და ამ ლოგიკით არც ესპანეთი იმსახურებდა გასვლას!!! პ.ს. მე პირადად არ ვფიქრობ გერმანია რომ სუსტია, ბრაზილია და საფრანგეთის გარდა არავისზე ცუდი გუნდი არ იყო ამ მსოფლიოზე. იმედია მაროკო ესპანეთს გააფუჭებს!!!

ხასიათი ხასიათად მაგრამ აბა შეადარეთ ეს შემადგენლობა იმ ძველ ნაკრებებს. ყველაზე ძლიერად რომ თინეიჯერი მუსიალა ჩანს (მართლა უნიჭიერესი, მაგრამ მაინც) რაზეა საერთოდ საუბარი.

ესპანეთი საერთოდ რა შუაშია? 2-0-ს აგებდნენ და ძლივს მოერივნენ თავს, რომ არ წაეგოთ. აღარაფერს ვამბობ დიდი ანგარიშით მოგებაზე. გუნდს მოგებაზე დაგეშილის არაფერი ეტყობოდა, თორემ პირველივე თამაშში დაამტკიცებდა მაგას. აღარ ჰყავს გერმანიას ლამის, ჰუმელსის, შვაინშტაიგერის კლოზეს და ძველი მიულერის მსგავსი მოთამაშეები. თუ რამე რესურსი აქვთ, საკუთარ კედლებში ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება
დათო
გერმანიის სიძლიერე გერმანულ მენტალიტეტშია!!! პირველ თამაშზე გერმანელს გვარად მიულერს როცა თურქმა გიუნდოგანმა ბურთი გამოართვა და თვითონ დაარტყა პენალტი მანდ მივხდი რომ ამ გერმანიისგან არაფერი გამოვიდოდა!!!
თენგო
გერმანიის ადგილზე ბოლო წუთებზე სამ გოლს გავუშვებდი და როგორ მოაწყობდა...
Mdaa.
დღეს ბრაზილიამ უნდა წააგოს ან ფრე გააგოროს კამერუნთან და პორტუგალიამ კორეასთან. და აღშფოთებული გოიმების კომენტარები გაყიდესო თამაში ბრაზილიამ ან პორტუგალიამ
ქომაგი
გთხოვთ გამოაქვეყნოთ კომენტარი. სტატიის ავტორთან მექნება შეკითხვა, რა გააკეთა ესპანეთის მსგავსი გერმანიამ მსოფლიოზე 1986 წელს ან ევრო 1976-ზე, რომელიც მხოლოდ პლეი-ოფებიდან შედგებოდა ფაქტიურად? 1982 წლის მსოფლიოზეც მოიგო თავისი მატჩი 1:0 და არა წააგო თავისზე სუსტ ნაკრებთან, 2:0 რომ მოეგო მაინც ეს გერმანია და ავსტრია გადიოდნენ. თუმცა კი არარ რისკავდა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა.
babu
რატო მბლოკავთ? იმიტომ, რომ თქვენი უცოდინარი ავტორი არ გასაჯაროვდეს? ოკ სტატიას და ჩემ კომენტარებს გავაფეისბუკებ.
ფეოლა
პირველი ტაიმი რო წაეგო, რა გარანტია ქონდა რომ თამაშს მოიგებდა? დაწვებოდა კოსტა რიკა და მერვედფინალშიც მშვენივრად გავიდოდა.
ჟორა
ბრაზილია გუნდურ ფეხბურთს არ თამაშობს, მაგათი მაქსიმუმი ფინალში გასვლაა.
ელგუჯა
კორუფციამ და განუკითხაობამ შეჭამა ევროპა და მთლიანად მსოფლიო, ყველაზე ბანძი მსოფლიო ჩემპიონატია. წინა ჩემპიონატი პუტინმა იყიდა ეს ყატარმა, ფიფა და უეფა სავაჭრო ქარვასლადაა გადაქცეული, საინტერესოა მომდევნო ჩემპიონატი როგორი იქნება, თუ საერთოდ ჩატარდა. ღირსება და პატიოსნება ფეხქვეშაა გათელილი. რას გავდა ესპანეთის საქციელი, თავმოყვარეობა პრაგმატულობამ ჩაანაცვლა, ბრაზილიის შეეშინდათ. თუ გეშინია და ქვეში ი**ავ რას გამოდიხარ საერთოდ, მაგრამ სირცხვილის გრძნობა აღარ არსებობს უკვე. ნეტავ სადამდე მიიყვანს მსოფლიოს ეს გაუკუღმართებული მორალი საინტერესოა...
Diego
კაცი ბჭობდაო ღმერთი იცინოდაო ). ბოლოს ნახავთ
Diego
კაცი ბჭობდაო ღმერთი იცინოდაო ). ბოლოს ნახავთ
1
იაპონელები აშკარად დოპინგზე შემხტარებივით დარბოდნენ მეორე ტაიმში
babu
პატივცემულო ავტორო 1976 წელს და 1986 წელს რო ახსენებ გერმანია ავსტრიას, რას გულისხმობ იქნებ დააკონკრეტო. 76 ში მსოფლიო ჩემპიონატი არ იყო 86 ავსტრია არ ყოფილა. 82 გვახსოვს. რეებს ბოდიალობ, თუ წერ საჯაროდ პასუხიც საჯაროდ გაგვეცი.
ქ. გ.
ესპანეთს აწყობდა გერმანიის გავარდნა. რატომ უნდა მოეკლა თავი გუშინ?
infra1
ფიფასთან შეკრულ ტოტალიზატორის მაფიას როცა დადებული აქვს ფული და გაცემული აქვს ბრძანება რომელიმე გრანდის ამოტრიალებაზე კაი დედის შვილი ხარ და შეეწინააღმდეგე არაფრით არ გაგიტარებენ გუნდმა რაც არ უნდა გააკეთოს მოედანზე. ფული აქვთ დადებული ეგენი კაცს მოკლავენ მაგის გულზე. თან მარტო მსაჯი არაა მაგათი ბერკეტი აქვთ სხვა საშუალებებიც
G.LA
გერმანია იმის ღირსი იყო რაც მიიღო. მაგრამ მთლად მეამიტებიც ყოფილან, როცა ესპანელეთს ვითომ გაურიგდნენ იაპონიისთვის მოეგოთ. გერმანელებს რომ ჭკუა ქონოდათ კი არ უნდა მინდობილიყვნენ ესპანელებზე, ფაქტის წინაშე უნდა დაეყენებინათ ესპანელები და თავიდანვე კოსტა რიკასთან პირველი ტაიმ წაეგოთ. ამით საშიშროება ექნებოდათ ესპანელებს და მთელი ძალით ითამაშებდნენ. ასეთი ვირეშმაკობა როგორც წესი არავის შერჩენიათ და არც ესპანელებს შერჩებათ. ფინალამდე მაინც ვერ მივლენდა ვფიქრობ ეს წაგება თავისას იტყვის ადრეულად და ეს თუ მაროკა არა შემდეგი მეტოქე იქნება აუცილებლად. ბრაზილია ამას არ იკადრებდა და დღეს ნახავთ რომ არაფერის მომცემ თამაშსაც მოიგებენ. ნამდვილი ჩემპიონის მენტალობაში ვერ ჯდება ვიღაცას დაუწვე ან ნახევარ ძალით ითამაშო. ტუნისთან რომ წააგებ, იაპონიასთან და მით უარესი საუდ. არაბეთან ჩემპიონობის ღირსი არ ხარ და ვერც გახდები. ბრაზილია ჩემპიონი გახდება.
ეეე
თუ ესპანეთმა თამაშით ვერ აჯობა იაპონიას, მაშინ ასეთი თამაშით მაროკოსთანაც ვერაფერს იზამენ და მით უმეტეს პორტუგალიასთან და თუ იმაიმუნეს მაშინ ღმერთი დასჯით და მაინც ვერაფერს იზამენ. სხვა მხრივ გერმანია ღირსი იყო, რომ ჩარჩა.
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]