საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ ევროპის გრან პრის სერიის ბოლო, მე-4 ეტაპზე მე-6 ადგილი დაიკავა
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპის გრან პრის სერიის ბოლო, მე-4 ეტაპზე უკეთ იასპარეზა ვიდრე ერთი კვირის წინათ ბარსელონაში და მე-6 ადგილი დაიკავა.

შვიდკაცა "ბორჯღალოსნებმა" ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყეს და სტარტზე ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს.

ჩვენმა მორაგბეებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს იტალიის, უკრაინისა და რუმინეთის ნაკრებები, მაგრამ მერე ვერას გახდნენ ჯგუფის ფავირიტებთან, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან.

შედეგად საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მე-5 ადგილისთვის ბრძოლა განაგრძო. აქ ნახევარფინალში ჩვენმა გუნდმა უელსის ნაკრებს სძლია დამაჯერებლად 26:5, მაგრამ მერე ინგლისის ეროვნულ გუნდთან წააგო - 7:29 და საბოლოოდ, როგორც უკვე ვთქვით, მე-6 ადგილი დაიკავა.

IV ეტაპი

A ჯგუფი: საქართველო-იტალია 19:0, საქართველო-უკრაინა 12:7, საქართველო-რუმინეთი 21:12, საქართველო-საფრანგეთი 14:21, საქართველო-პორტუგალია 0:21.

V ადგილისთვის. ნახევარფინალი

საქართველო-უელსი 26:5, ინგლისი-იტალია 31:17

ფინალი

საქართველო-ინგლისი 7:29

საბოლოო მდგომარეობა

1. პორტუგალია, 2. ესპანეთი, 3. საფრანგეთი, 4. რუსეთი 5. ინგლისი, 6. საქართველო, 7. იტალია, 8. უელსი, 9. უკრაინა, 10. რუმინეთი, 11. ჰოლანდია, 12. მოლდოვა.

საქართველოს ნაკრები

გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორივე-არმია), გიორგი შკინინი (ხულიგანა), ირაკლი გეგენავა, ალექსანდრე ნიჟარაძე, შალვა მახარაშვილი (სამივე-ყოჩები), დავით ჩიტიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია (სამივე-ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი XV), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი), გიორგი კაჭარავა (ლელო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა