გუშინ, 9 დეკემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა, ძირითად დროში მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც სკალონის გუნდმა (3:2) იმარჯვა.

შეხვედრა დრამატული აღმოჩნდა, "ლუსაილზე" შეკრებილი 88 966 ათასი გულშემატკივრის უმეტესობასა მომენტალურად გაჩუმდა, როდესაც "ბარნლიდან" "ბეშიქთაშში" განათხოვრებულმა ფორვარდმა ვუტ ვეგჰორსტმა მატჩის ბოლო წამზე ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

არგნეტინის ნკარების ფეხბურთელებმა დიდი დარტყმა მიიღეს, ალბათ ყველა მათგანს პირველ რიგში ლიონელ მესი გაახსენდა, "ალბისელესტე" მუნდიალზე ხომ სწორედ "ლა პულგასთვის" იბრძვის. მოგეხსენებათ, 35 წლის ფეხბურთელისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატი უკანასკნელი იქნება.

როგორც ჩანს, ემილიანო მარტინესი ის ერთგული მებრძოლია, რომელიც 7-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელს ზურგს უმაგრებს, თითქოს მოედანზე ყოველთვის ერთმანეთის იმედი აქვთ. ლიონელი "ალბისელესტეს" შეტევებს უფრო მრავალფეროვანს, შემოქმედებითს ხდის, საჭირო მომენტში კი თამაშს საკუთარ თავზე იღებს, ამის მაგალითი ჯგუფურ ეტაპზე, მექსიკის წინააღმდეგ ვიხილეთ. ემილიანო კი მცველებს მუდამ მითითებებს აძლევს, წარმოუდგენელ სიმშვიდესა და თავდაჯერებას ინარჩუნებს. "ასტონ ვილას" მეკარემ გუშინ 2 თერთმეტმერიანი მოიგერია და არგენტინელებს ოცნებაზე უარის თქმის საშუალება არ მისცა.

მესი ნაკრების ღირსებას 2005 წლიდან იცავს, ეროვნულ გუნდში უთამაშია ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც: ხუან სებასტიან ვერონი, სერხიო აგუერო, კარლოს ტევესი, ხუან რომან რიკელმე, ხავიერ ძანეტი და დიეგო მილიტო არიან, თუმცა სანუკვარი ოცნების ახდენა ვერ შეძლო, 2014 წლის მუნდიალზე არგენტინა წარმატებასთან ძალიან ახლოს იყო, "ალბისელესტემ" არაერთი მომენტი გაანიავა, მარიო გიოტცემ კი გერმანიის ნაკრებს მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონობა მოუპოვა.

წლევანდელ მუნდიალზე, სკალონის გუნდს გამორჩეული ვარსკვლავები არ ჰყავს, მეტიც, ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარი ფეხბურთის მოყვარულებმა ჯგუფურ ეტაპზე შევიტყვეთ, მაგრამ გააჩნიათ ის, რაც მარადონას დროინდელ "ალბისელესტეს" გააჩნდა - ხასიათი და რწმენა. "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი ბრწყინვალედ გამოიყურება. "პატარა ჯადოქარის" ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯამში მე-10 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ გაბრიელ ომარ ბატისტუტას გაუთანაბრდა.

გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილიის ეროვნული გუნდი გამოეთიშა, "სელესაო" ტურნირის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ტიტეს გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების საკმარისად არ ირწმუნა, ან პირიქით, ზედმეტად დაიჯერეს, რომ გასული მუნდიალის ვიცე-ჩემპიონებს მარტივად დაამარცხებდნენ.

8 წლის წინ, მესიმ "მარაკანაზე" კარიერაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება იწვნია, 18 დეკემბერს კი "ლუსაილის" სტადიონზე უსიამოვნო მოგონების დღესასწაულად გადაქცევას შეეცდება.

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე - კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
გულშემატკივრები შოკში არიან - 2026 წლის მუნდიალზე FIFA-ს მიერ ბილეთებზე დაწესებულმა ფასებმა ყველა გააოგნა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
FIFA-მ დაადასტურა - 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]