საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები იწყება. ამ სეზონიდან ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი (20-წლამდელების გარდა) სრულიად ახალი ფორმატით ჩატარდება და მას ერთი ორგანიზატორი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეყოლება.

14, 16 და 18 წლამდელთა გათამაშება დაყოფილი იქნება A, B და C დივიზიონებად. A დივიზიონი იქნება უმაღლესი ლიგა, სადაც 14 საუკეთესო გუნდი იქნება თავმოყრილი და თითო სკოლას მასში თითო გუნდზე მეტის გამოყვანა არ შეეძლება. სადებიუტო სეზონში, ანუ ახლა A ლიგაში კვოტირებით მოხვდებიან რეგიონის გუნდები, დანარჩენი ადგილები კი საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება. ის გუნდები, რომლებიც A ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, B ლიგაში იასპარეზებენ. ხოლო თუკი გუნდების რაოდენობა დიდი იქნება, B ლიგის საგზურებიც საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება და B-ში ვერმოხვედრილი გუნდები C დივიზიონში ითამაშებენ.

ყველაზე ადრე 18-წლამდელების ტურნირი დაიწყება და ამ ასაკში, გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე, C დივიზიონი წლეულს არ იქნება. A ლიგის 14 გუნდიდან 6 ადგილი კვოტირებით რეგიონებს ერგოთ, დანარჩენი 8 ადგილისთვის კი 25 გუნდი საკვალიფიკაციო ტურნირში იბრძოლებს. წილისყრა, რომელმაც 25 გუნდი ჯგუფებში გაანაწილა, დღეს ოლიმპიურ სასახლეში ონლაინ რეჟიმში გაიმართა. მონაწილე გუნდები წილისყრას ონლაინ დაესწრნენ.

კენჭისყრა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჯაფარიძემ და მისმა მოადგილე ვანო ლაცაბიძემ ჩატაარეს. 25 გუნდი 8 ქვეჯგუფში განაწილდა. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო, ჯამში 16 გუნდი გავა, ხოლო A ლიგის საგზურს, როგორც ზემოთ ვთქვით, 8 საუკეთესო მოიპოვებს.

18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები მომავალ კვირაში დაიწყება.

GBF

მოქალაქე
ყველზე ცუდი ის არის რომ ჩემი ბავშვი უგუნდოდ არის 206 სმ სიმაღლის...სირცხვილი ფედერაციას რომ არ მიხედა და გვერდზე გაწია...ამათი ჩატარებული ტურნირი რა იქნება....
მოქალაქე
ერთი რამ ვერ გამიგია ამ საკვალიფიკაციო ტურნირში ქუთაისს რა უნდა ეგ ხომ რეგიონს ეკუთვნის...თბილისის ზონაში ქუთაისს რა უნდა
ლაშა
20 წლამდელებისა ადრე ხომ არ ჩატარდა, მაგრამ სამაგიეროდ ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ (!) და ეხლაც! ლოგიგაკ აქ ხედავთ ხალხნო?!
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა