საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო. არსებული კონკურენციის პირობებში, "ა" დივიზიონად წოდებულ უმაღლეს ლიგაში გუნდები ადგილების მოსაპოვებლად იბრძვიან. უმაღლესში 14 ადგილია, საიდანაც 6 რეგიონებმა კვოტირებით შეავსეს, ხოლო დარჩენილი 8 ადგილისთვის 25 გუნდი იბრძვის.

დღეს დაიწყო ჯგუფური ეტაპი. წილისყრის შედეგად შეიქმნა 7 სამგუნდიანი და 1 ოთხგუნდიანი ჯგუფი. ერთი წრის თავზე თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გავა. გამოვლენილი 16 გუნდი ერთ საპლეიოფო რაუნდს ჩაატარებს და გამოავლენს 8 გუნდს, რომლებიც "ა" დივიზიონს შეავსებენ, ხოლო დარჩენილები "ბ" დივიზიონში იასპარეზებენ.

ოლიმპიურ სასახლეში დღეს 5 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დაძაბული "ქარისა" და "ვინგსი 2"-ის დაპირისპირება გამოდგა. საბოლოოდ 68:63 "ვინგსმა" იმარჯვა, სხვა მატჩებში კი დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს "ორბი 2"-მა, "ბი-თი-ბიმ" და "ოვერტაიმის" 1-მა და მე-2 გუნდებმა.

18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი 5 მატჩი ოლიმპიურ სასახლეში ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.

GBF

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად