ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვიხილავთ თუ არა საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - რატომ ვქომაგობთ სხვებს...

ვიხილავთ თუ არა საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - რატომ ვქომაგობთ სხვებს...

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა მიღებული ემოციები ჯერ თან გაგვყვება. ამავდროულად, მართალია, ძალიან ადრე, თუმცა იმაზეც ვფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, მომავალ ტურნირზე მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმაც მიიღოს. ფეხბურთის მოყვარულთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ემოციების გამოვლენა, ნერვიულობა თუ სიხარულის გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ხდება, არადა, ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ ისაა, რომ ადრე დამოუკიდებელი სახელმწიფო და შესაბამისად, ნაკრები არ გვყავდა, შემდეგ კი ჩვენი უპირველესი გუნდი დიდ ფორუმებზე გამოსვლას ვერ ახერხებს...

მომავალ მუნდიალზე 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, ევროპის კონტინენტისთვის ბევრი არაფერი იცვლება, თუმცა მაინც გაზრდილი შანსია, ტურნირზე "ჯვაროსნებიც" მოხვდეს. თუ არა ახლა, როცა ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს და ბევრი კარგი ახალგაზრდა მოდის, ამაზე ფიქრი როდისღა უნდა შეგვეძლოს?!

მთელი კონცენტრირება უახლოეს გეგმებზე უნდა მოვახერხოთ და მანამდე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაზე ვიფიქროთ. აქ ჩვენი შესაძლებლობები მკაფიოდ გამოჩნდება. თუმცა მუნდიალზე მონაწილეობა ისე გვსურს, ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ, ვიკამათოთ...

ლიდერის როლი გასაგებია, თუმცა გუნდურ სახეობებს მხოლოდ ცალკეული მონაწილეები ვერ მოიგებენ. ახლახან დასრულებულ ტურნირზე ისიც დავინახეთ, კარგ ევროპულ კლუბში თამაში რამხელა კლასსა და საშემსრულებლო ოსტატობას ნიშნავს. შესაბამისად, მაქსიმალურად ბევრი ტრანსფერი და ფეხბურთელების მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გვჭირდება. ამავდროულად, საფეხბურთო ასაკი გაზრდილია და გამოცდილებასაც დიდი ფასი აქვს. აქედან გამომდინარე, ვერცერთ ვეტერანზე გადაჭრით მაინც ვერ იტყვი, რომ 4 წლის შემდეგ კარიერა დასრულებული ექნება.

2026 წლის კონტურები რომ მოვხაზოთ, გუნდს უკვე საკმაოდ გამოცდილი და ელიტარულ ლიგაში მოთამაშე (დიდი ალბათობით, "ვალენსიაზე" მაღალი დონის გუნდში მყოფი) მეკარე გიორგი მამარდაშვილი ეყოლება. არიან ახალგაზრდა კიპერებიც, რომლებმაც მას მომავალში დიდი კონკურენცია უნდა გაუწიონ.

ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი ის იქნება, გურამ კაშიას, როგორც დაცვის ხაზის ლიდერის, ჩანაცვლება რამდენად მოხერხდება. ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვა მთავარ მწვრთნელ (მინიმუმ, ამჟამინდელ) ვილი სანიოლს გაუჭირდება. იმედია, ახალგაზრდული ნაკრების წევრები მანამდე კლასს უფრო აიმაღლებენ. მაგალითად, თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. ვიმედოვნებთ, რომ ლაშა დვალის პროგრესს ვნახავთ, მას გაცილებით დიდი რესურსი აქვს, ვიდრე კვიპროსის ჩემპიონატია. საინტერესოა, ლუკა ლოჩოშვილის იტალიურ კარიერას როგორი გაგრძელება მოჰყვება. არ უნდა დაგვავიწყდეს საბა საზონოვი... როცა ვეტერანებზე ვსაუბრობთ, 2026 წელს, მაგალითად, დავით ხოჭოლავა 33 წლის იქნება.

გიორგი გოჩოლეიშვილი უკვე დონეცკის "შახტარშია" და მისი კიდევ უფრო დიდი პროგრესი უნდა ვივარაუდოთ. იმავეს თქმა შეიძლება ირაკლი აზაროვზეც. რადგანაც მომავალი 4 წლის გეგმებზე ვსაუბრობთ, მანამდე რესურსი ისევ გამოჩნდება. არც ოთარ კაკაბაძესა (2026 წელს 31 წლის) თუ საბა ლობჟანიძეს (4 წლის შემდეგ 32 წლის) ვივიწყებთ.

თუკი მინდვრის ცენტრში არსებულ პრობლემურ ვითარებაზე ვწერთ, იმედია, მოთამაშეების წინსვლა ამ რგოლშიც გვექნება. მანამდე ლუკა გაგნიძეს უკეთეს ჩემპიონატსა და კლუბში ველით, ვიდრე ევროტურნირების მიღმა დარჩენილი მოსკოვის "დინამოა". იგივე თბილისის "დინამოელი" ანზორ მექვაბიშვილისა თუ ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის კარგ უცხოურ კარიერას მოვიაზრებდით.

მთავარია, გიორგი ჩაკვეტაძემ პროგრესი გააგრძელოს, ძველებური ფორმა დაიბრუნოს და მას ბევრი რამის თქმა შეუძლია. იმავეს ვიტყოდით ოთარ კიტეიშვილზე.

არავინ იცის, 4 წლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევები რამხელა მასშტაბის იქნება და რომელ კლუბში ვიხილავთ. თუკი ასე განაგრძობს, ზურიკო დავითაშვილი, მინიმუმ, ფრანგული ელიტის სტაბილურ წევრად უნდა მოვიაზროთ. ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა ახალგაზრდულ გუნდებში და ამ ასაკში პროგრესს თვალის დახამხამებაში ვაწყდებით ხოლმე. მაგალითად, 21-წლამდელთა ნაკრებისა და ამჯერად "თელავის" შემტევ გიორგი კვერნაძეს წარმატებულ ევროპულ გზაზე ვხედავთ.

გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე... თუმცა წინა ხაზზე გაცილებით დიდი კონკურენცია გვჭირდება. ბუდუ ზივზივაძე ამჟამად 28 წლისაა.

ფეხბურთს ოცნება უხდება. თუკი მსოფლიო ჩემპიონატზე პატარა ისლანდია ვნახეთ, იქ საქართველოს ჰიმნი უნდა მოვისმინოთ!

ობიექტურები რომ ვუყოთ,დღევანდელი გადმოსახედიდან,ძალზედ მცირეა იმის შანსი,რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ,იმიტომ,რომ ევროპა ში 15-20 ნაკრები არის ჩვენზე ძლიერი და შესაბამისად,გაგვიჭირდება მათთან კონკურენცია,თუმცა გამორიცხულიც არაფერია.

• როდიდან

გახდი საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი,რუსოფილო?!

• დიმა

ვიხილავთ. რა თქმა უნდა 2026 წელს მსოფლიოზე საქართველოს. ბრაზილიასაც მოვუგებთ, როგორც ჩრდილოეთ კორეამ მოუგო.

• სულ2

უკიდეგანოთ რთულ თემას ხარ შეჭიდებული მეგობარო, ზოგადად მე პირადად ეროვნული ნაკრებების მომავალს ვერ ვხედავ და სრული სისულელე მგონია ნაციონალური ნიშნით დაყოფილი ხალხის შეჯიბრი ნებისმიერ საკითხში, მაგრამ... თუ რუსეთი უნდა იყოს და რუსეთის ნაკრებმა იარსებოს, ქართველების თამაში მაგ ნაკრებში რატომ იქნება ქვეყნის წარმატება? ბრაზილია რომ იყოს რუსეთი კიდე გავიგებდი შენს მოსაზრებას, მაგრამ არვიცი რა ლოგიკას მიყვები

• ბესო

საგიჟეთში ინტერნეტი გაიყვანეს?? საინტერესოა... აზრის გამოთქმის თავისუფლება სისულელეების წერას არ ნიშნავს!

• პროფესტო

გველესიანი გამოიძახოს სანიოლიმ. ირანში ვარსკვლავია! ნახევარდაცვაშიც კარგია და დაცვაშიც.

• ილია

ამ საიტზე აღარ შემოხვიდე, ყველა შენ შეგაგინებს.

• ზურა

შენ რა უნდა გელაპარაკო კედელი ხად .. მე ადამიანებზე, გულშემატკივრებზე ვსაუბრობ და შენ კიდე ხან ცხვარიო ხან ძაღლიო ხან ტურაო, ასე მგონია ფეხბურთზე კი არა ზოოპარკზე მელაპარაკები..კაი ბიძიკო ღმერთმა გაგიმარჯოს შენ აზროვნებაში დაგვიანებულია უკვე აღზრდა განათლება.

• abcabc-ს

გავიგე შენი აზრი და დასაფასებელია და მისაღებია,ყველას ჩვენი აზრი გვაქვს მეგობარო,მაგრამ რაც მთავარია ერთ რამეზე ხომ მაინც ვთანხმდებით,რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრები უუპირობოთ პირველია.დღევანდელი ფეხბურთი ბიზნესია და გინდა არ გინდა ფული სანახაობაში იდება და მესმის ეგეც,ამიტომ ვისაც რა სანახაობა მოსწონს იმას უყურებს და ქომაგობს,უბრალოდ არსებობს პირადი ემოციები რომელიც დაბადებიდან აქვს ადამიანს სამშობლოს მიმართ და ქვეყნის მიმართ.რავქნა სულ რომ ვერ გავიდეთ ევროპაზე ან მსოფლიოზე,მე მაინც ჩემი ცუდი მირჩევნია სხვის კარგს.:) ესაა და ეს.

• ვითომ "თათკა" ხარ არა? გიცანი.

"თათკა" ბიჭო, მათლა???

• Ზურას

კლავიატურის ლომო.აი შე სინამდვილეში ტურავ შენა...დაიმახსოვრეო? არ დააორთქლებდი რო რამე? გიჟოოოო

• ნიკოლოზ მჟავანაძე

საშველი არის რუსეთში, რუსეთი რომ მსოფლიოზე ითამაშებს და მის შემადგენლობაში 3 ქართველი იქნება განა ეგ წარმატება არ იქნებაქვეყნის??!!!რუსეთთან შეერთებაა გამოსავალი ენს კულტურის შენარჩუნებით და ა,შ

• ჟორა

ნებისმიერ კაცს შეეკითხე საქართველოში, გეტყვის ქართველებს ფეხბურთი ძალიან გვიყვარსო. სწორედ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ჩანს ჩვენი ფეხბურთის სიყვარული, აბა ნაკრებით თამაშზე ყველა ქვეყანაში სავსეა სტადიონი

• ABCABC

უცოდინრობას არავინ გაბრალებს და არც მე ვყოფილვარ დიდ თამაშებზე მეც ტელევიზორით ვუყურებ მაგრამ ბევრისთვის ეგ საკმარისია იმისთვის რო ფეხბურთელი შეუყვარდეს და მის გამო მის ქვეყანასაც კი უბალეშიკონ. სულ რო მილიონერი იყო ვერ ივლი ეხა ყველა თამაშზე. და რასაც შენ იძახი ეხა ქართველები გერმანიას ბალეშიკობდნენ ჩვენთან მატჩზეო მაგაში 100 პროცენტიანი ხარ ეგენი არც პატრიოტები არიან და ჩემთვის არანაირი ფასი არ აქვს ეგეთ ქართველებს და დარწმუნებული ვარ ცოტანი არიან (იმედია). უბრალოდ იმას ვიძახი რომ ჩემთვის მთავარი ყოველთვის საქართველოა ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ და მერე მესი და ბევრნი ვართ ესეთები, ნაპოლი-პსჟ რო შეხვდენენ მაინც ნაპოლისკენ ვიქნები იმიტო რო ხვიჩამ მინდა გამოიჩინოს თავი და ჩვენთვის ეგ ეროვნული წარმატებაა, მაგრამ როცა არაა შენი ქვეყანა წარმოდგენილი მსოფლიოზე იქ ეხა არგენტინას ვუბალეშიკებ თუ გერმანიას არააქ მნიშვნელობა, ვინც მოგწონს იმას უნდა უბალეშიკო, გავიდეს საქართველო მსოფლიოზე ან ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თუ არა თუნდაც ჩიხურა იყოს სამგურალი არააქ მნიშვნელობა და ვინც მაგათ არ უბალეშიკოს რავიცი ეგეთი ხალხი ტეხავს რა. უბრალოდ შენი სიტყვები მაინც ძაან ისე ჟღერდა რო როგორ ვუბალეშიკოო და მეც ისეთი პასუხი გაგეცი როგორსაც პირადად მე ვფიქრობ.

• თათკა

აუცილებლად ვიხილავთ, მჯერა რომ მალე საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მანამდე ევროპის ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები. ეხლა ჩვენი დრო მოდის მესი წავიდა, კვარაცხელია მოდის

• ზურა

მომისმინე ეხლა კარგად.. რაის ძაღლი და ცხვარი გულშემატკივარზე ვლაპარაკობ რას მიედებ მოედები რა შუაშია ესენი საერთოდ ერთმანეთთან. ჯერ საკითხი დაუკავშირე ერთმანეთს და მერე გააკეთე კომენტარი.. ზუსტადაც, რომ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა სტადიონზე და რაცარუნდა ხარისხიანი გულშემატკივარი იყოს ეს 10 კაცი სტადიომზე ატმოსფეროს ვერ შექმნის.. ცოტა ტვინი გაანძრიეთ და იაზროვნეთ.. ვერავინ გადამიწყვიტავს თუ რაზე უნდა შემტკიოდეს გული ეს კარგად დაიმახსოვრე!

• გია

მე პირადად ბარსას ქომაგი ვიყავი და რაც მესი ლაპორტას მაქინაციებს შეეწირა, მას მერე მესის გამო, იძულებით პსეჟეს (არასოდეს მეხატებოდა გულზე ეგ ფრანგული გუნდი). არ არის მართებული, რომ უცხოეთის გუნდს ან ნაკრებს არ უნდა ვუქომაგოთ, ანდა საყვარელი ფეხბურთელი არ უნდა გვყვავდეს. მესის გამო ამ მს. ჩემპიონატზე არგენტინას ვგულშემატკივრობდი და გულითაც გავიხარე მათი წარმატების. რაც შეეება ჩვენს ნაკრებს მაგათაც გულით ვქომაგობთ, მთავარია თვითონაც შეგვიწყონ ხელი გულშემატკივრებს, თავიანთი თავდადებით და კარგი თამაშით.

• Givi

Kvernadzis garda arian sxvebic,sigua tundac parkadze an abuashvili...kidev ramdenimes chamotvla sheidzleba,amas tu davumatebt chvens patara bichebs monakodan,bormutidan,kiolnidan,kremonezedan...ase rom sawuwuno araferi gvaqvs, amat shroma undat da shemdgomi ganvitareba,warmatebebic mova aucileblad.

• qomagi

ABცD-ს კი,ნამდვილად არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ და პირადად არ მინახავს არც მესი და არც რონალდო,ვისაც გაქვთ მაგის რესურსი და შესაძლებლობა,ღმერთმა გაგიმარჯოთ და მეტი მოგცეთ,მაგრამ იმ არგენტინაში გინახავს,რომ ვინმეს სხვა ქვეყნის მაისურით ექომაგოს სხვა ნაკრებისთვის? კიბატონო ბერნაბეუზე და სხვა დიდ სტადიომებზე არ ვარ ნამყოფი და ვერ დავადასტურებ რა ხდება იქ,მხოლოდ ტელევიზიით მაქვს ნანახი,მაგრამ ჩემი თვალით დინამო არენაზე მყავს ნანახი ქართველევი როგორ ქომაგობდნენ გერმანიას ჩვენს წინააღმდეგ და ესპანეთსაც მათ შორის.არ მითქვამს რომ ერის მოღალატე ხარ,მაგრამ რაც შეეხება ფეხვურთის სიყვარულს,ბევრს გავეჯიბრები თუ საჭირო გახდა და მათ შორის მესიც ვიცი რონალდოც და გაბონის ნაკრების ყოფილი მეკარეც დიდიე ოვონო ებანგი ;) ასე რომ,რახან ქართული ფეხბურთის ქომაგი ვარ არ ნიშნავს რომ სხვა ჩემპიონატები არ ვიცი ან ასე შემდეგ.ამ მსოფლიო პირველობასაც სიამოვნებით ვუყურე როგორც ნეიტრალური ქომაგი და დიდი სიამოვნებაც მივიღე.

• qomagi

ABცD-ს კი,ნამდვილად არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ და პირადად არ მინახავს არც მესი და არც რონალდო,ვისაც გაქვთ მაგის რესურსი და შესაძლებლობა,ღმერთმა გაგიმარჯოთ და მეტი მოგცეთ,მაგრამ იმ არგენტინაში გინახავს,რომ ვინმეს სხვა ქვეყნის მაისურით ექომაგოს სხვა ნაკრებისთვის? კიბატონო ბერნაბეუზე და სხვა დიდ სტადიომებზე არ ვარ ნამყოფი და ვერ დავადასტურებ რა ხდება იქ,მხოლოდ ტელევიზიით მაქვს ნანახი,მაგრამ ჩემი თვალით დინამო არენაზე მყავს ნანახი ქართველევი როგორ ქომაგობდნენ გერმანიას ჩვენს წინააღმდეგ და ესპანეთსაც მათ შორის.არ მითქვამს რომ ერის მოღალატე ხარ,მაგრამ რაც შეეხება ფეხვურთის სიყვარულს,ბევრს გავეჯიბრები თუ საჭირო გახდა და მათ შორის მესიც ვიცი რონალდოც და გაბონის ნაკრების ყოფილი მეკარეც დიდიე ოვონო ებანგი ;) ასე რომ,რახან ქართული ფეხბურთის ქომაგი ვარ არ ნიშნავს რომ სხვა ჩემპიონატები არ ვიცი ან ასე შემდეგ.ამ მსოფლიო პირველობასაც სიამოვნებით ვუყურე როგორც ნეიტრალური ქომაგი და დიდი სიამოვნებაც მივიღე.

• Ზურას

ზურა რა ძაან განიცდი დინამოზე რო არ დადის ხალხი?რეგიონში ვცხოვრობო და ინერვიულე რა რეგიონზე.10 კაცი იყოვო დინამოზე-რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს.ძაღლმა შეიძლება 8-9 ლეკვი დაყაროს,ცხვარმა კი მაქსიმუმ ორი მოიგოს. ხოდა შენ ძაღლების ფარა გინახია თუ ცხვრის?

• 123

მაროკო და ხორვატია ჩვენზე მეტი არაფრითაა.

• odala

მასტერ, არგენტინის ჩემპიონობა ოდნავ უფრო გამიხარდა, ვიდრე ფრანგების გამიხარდებოდა და თამაშისასაც არგენტინის მხარეს ვიხრებოდი გულშემატკივრობის ამბავში, მაგრამ ერთმანეთს რომ ნიშნის მოგებით ელაპარაკებიან არგენტინის და გერმანიის ქართველი გულშემატკივრები, მაგალითად, რაში ჯდება ეგ ძმურად მითხარი. ან ეს ვაი-კომენტატორები რომ გილოცავენ, ფიქრობ რომ მოსალოცია რამე შენთვის? კი შეიძლება გამიხარდებოდა აფრიკულ გუნდს რომ მოეგო (სენეგალს, განას, კამერუნს და არა არაბულ აფრიკას), მაგრამ მოსალოცად ნაღდად არ მექნებოდა საქმე.

• 1.2.3.4.5.6.

ამდენი ანალიზის შემდეგ მართლაც იმედი გაჩნდა კვერნაძის სახით. მამარდაშვილი და კვარაცხელია თავის საქმეს კარგად აკეთებენ. სულ ეს არის და ძალიან სუსტების წინააღმდეგ თამაშს შეძლებთ, მაგრამ თუ უფრო კარგი შედეგი გინდათ მწვრთნელების დაბალ კვალიფიკაციაზე ერთი სიტყვა მაინც ახსენეთ და უმეტესობა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფო დაფინანსებით გააგზავნეთ უცხოეთში. ამაში ფულის ჩადება ნამდვილად ღირს!

• ზურა

მოდი იქედან დავიწყოთ, რომ მე თბილისში არ ვცხოვრობ, თორემ დიდი სიამოვნებით ვივლიდი დინამოზე.. რეგიონში ვარ და ჩემი გუნდის თამაშებზე ძალიან ხშირათ დავდივარ ეს ისე ცნობისთვის.. რაც შეეხება იმას, რომ მწვრთნელები არ გვივარგა გამოსავალს რაში ხედავთ, მარტო სტადიონზე არმისვლაში? ასეთმა ბოიკოტმა შედეგი,რომ ვერ გამოიღო ფაქტია..მგონი დროა გულშემატკივრები უფრო აქტიურად ჩავერთოთ საკლუბო ფეხბურთში და მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ კლუბის ხელმძღვანელობას,რათა ადეკვატური ტრანსფერები გააკეთონ და შესაბამისი მწვრთნელები მოიყვანონ..დინამო მარტო ფიფიასი არ არის, ქართველი ხალხისაცაა და იგივე ითქმის დანარჩენ კლუბებზეც.

• ზურას

რა თამაშიც აჩვენეს ის 10 კაციც არ უნდა ყოფილიყო. მწვრთნელს საქართველოში ცუდი შედეგის გამო უფრო სუსტი კლუბიდან უშვებენ და მაშინვე უფრო ძლიერი კლუბი იწვევს და იმის ნავარჯიშები ფეხბურთელები სტადიონზე ვერ მიიყვანს მაყურებელს. მოიწვიონ შედეგიანი მწვრთნელები და გულშემატკივარი მაშინვე დაბრუნდება სტადიონზე. ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები გვყავს, მაგრამ ისეთი მწვრთნელების ხელში არიან რო ვერაფერს მოთხოვ.

• ABCABC

ქომაგს - ძალიან ცუდია რომ სურვილი ან დრო არ გქონია გენახა როგორ თამაშობს თუნდაც მესი ან რონალდო, თუ ნანახი გაქ კიდე და შენ ეს არ მოგწონს და მარტო გგონია რო ქართველების თამაშით დატკბე ვფიქრობ მაშინ საერთოდ არ გყვარებია ეს სპორტი და ნაკრების თამაშებსაც მხოლოდ პატრიოტული მოტივებით უყურებ და ამაში ცუდი არაფერია პირიქით გაგიმარჯოს მაგ პატრიოტიზმში, ძალიან საამაყოა. მაგრამ ხალხი ეგრე არ უნდა განსაჯო, მე მაგალითად ეს სპორტი მიყვარს, მსიამოვნებს ამ სპორტის ყურება როცა მსოფლიოს ოსტატები თამაშობენ და მინდა ქართველებმაც მასე ითამაშონ და როცა საქართველო არ თამაშობს უკვე სპორტის სიყვარული ირთვება ჩემში, ჩემთვის ჯერ კვარაცხელია და კაშიაა და მერე მესი და დი მარია, უბრალოდ როცა ჩვენი წარმომადგენელი არაა, ვერავინ დამაბრალებს იმას რომ პატრიოტი არ ხარო და რატო გულშემატკივრობდი არგენტინასო, მესი მომწონს ვტკბები მისი თამაშის ყურებით და ხო არგენტინა თუ ვერ მოიგებს შესაბამისად მესისაც ვერ ვნახავ ამიტომ მინდა არგენტინის მოგება მეტი არაფერი თორე საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ არგენტინა უფრო მიყვარს ვიდრე საქართველო. ამერიკაშიც ნაცხოვრები მაქ კაი ცხოვრებაც მინახავს და მაინც აქ ვარ საქართველოში და ჩვენი წარმატება მიხარია.

• ᲑაᲗუმი

რას ბოდიალობ შენ საერთოდ აზრზე ხარ ფეხბურთის? ბრაზილიელიც კი გულშემატკივრობს სხვა ნაკრებს როცა სელესაო არ თამაშობს

• აუფ

რო პროფესორობ შენ რატომ არ დადიხარ ეროვნულ მატჩებზე

• თორნიკე

ფეხბურთის განვითარებაში უნდა ჩაიდოს ფული.აშენდეს მოედნები ინფრასტრუქტურა.ბავშვობიდანვე უნდა აღიზარდნონ.უნდა განვითარდეს ეროვნული ჩემპიონატის დონე ევროტურნირებზე რო გადდიოდნენ მაშინ ქვეყნის ჩემპიონატის დონეც აიწეევს.ამას ჭირდება მონდომება მიდგომა გეგმის წინასწარ დასახვა შესრულება,მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება კომპლექსურად უნდა განვითარდეს ყველა მხრივ.ასე ცალკეული ფეხბურთელების თამაშით წინ ვერ წავალთ.

• ABCABC

რეები იწერება უბრალოდ ასეთი დასკვნები საიდან. ნაკრებს როგორც ნაციას არ ვგულშემატკივრობ, გარდა რამოდენიმესა, რომლების მაგალითზეც საქართველოზე პარალელს ვავლებ მაგალითად ხორვატია, ურუგვაი პატარა ქვეყნები რომლებიც მიმტკიცებენ იმ განცდას რომ ჩვენც შეგვიძლია თამაში, და ზოგადად არ მგონია ვინმე რომელიმე ნაკრებს ქომაგობდეს იმიტომ რომ ესა თუ ის ქვეყანაა თუ ემიგრანტი არაა და იმ ქვეყანაში არ ცხოვრობს. ფეხბურთიც რაღაცით წააგავს ხელოვნებას და შეგიძლია ისიამოვნო და ჩემი აზრით ხალხი მაინც უფრო ინდივიდუალისტებზეა შეყვარებული, აი მაგალითად არ მესმის რატომ უნდა ვუგულშემატკივრო არგენტინას რომ არ ყავდეს მესი, წარსულს რომ თავი დავანებოთ ან პორტუგალიას რონალდო, ბრაზილიას მაგარი გუნდი ყავს ტექნიკურები და კი სანახავად ლამაზია, სასიამოვნოა და მაგიტომაც გულშემატკივრობს ხალხი ბრაზილიას რომ კიდევ ნახოს მათი თამაში და არა იმიტო რო ვაა ბრაზილია რა მაგარი ქვეყანაა. მე არგენტინას ვგულშემატკივრობ რომ კიდე ვნახო მესი, ხორვატიას ვგულშემატკივრობ იმიტომ რომ მინდა დავიჯერო რომ პატარა ქვეყნებსაც შეგვიძლია თავის წარმოჩენა ამიტომ არაპატრიოტიზმზე საუბარი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, სადაც ვთამაშობთ ამხანაგური იქნება თუ არა 60000 მოედანს სულ ვავსებთ და ვქომაგობთ გიჟებივით ამიტომ მოეშვით ამ უაზრო დასკვნების გამოტანას რომ აი არა პატრიოტები ვართ რადგან თუნდაც არგენტინა უფრო მინდა შემდეგ ეტაპზე ვიდრე თუნდაც ავსტრალია. რაც არ უნდა მომწონდეს მესი საქართველოს ნაკრებს რომ ეთამაშოს არ მეგულება 1 ქართველი მაინც ვინც არგენტინას უქომაგებს. ამიტომ ნუ იცით ეს რაღაც იარლიყების მირტყმა.

• Master

უკაცრავად მაგრამ არანაირი ლოგიკა არაა ამ კომენტარში.ურა პატრიოტული კომენტარია.თუ არცერთი გუნდი არ იწვევს სიმპატიას,აბა რატომ უყურებთ მუნდიალს?ან თუნდაც ევრო,თუნდაც ჩემპიონთა ლიგას.სპორტი საქომაგოდაა შექმნილი.

• qomagi

მე გეტყვი მეგობარო.რაიონში გავიზარდე,თბილისიდან საკმაო მოშორებით.როდესაც ბავშვი ვიყავი და არ მქონდა საშუალება თბილისში საქართველოს ნაკრების მატჩზე დასწრების,ზოგჯერ ბაზარში ვიდექი და კართოფილს,ხილს ვყიდდი რომ ბილეთის და გზის ფული შემეგროვებინა,ხშირად ცხონებული პაპა და ბებია მაძლევდნენ,ისედაც კაპიკებისგან შემდგარი პენსიიდან ფულს.წვიმაში,ქარში,ჭყლეტვაში როგორც და რანაერადაც შემეძლო ნაკრებს გვერდში ვედექი.ყოველი დღე ზეიმი იყო როდესაც ნაკრების თამაში ახლოვდებოდა.ყოფილა დრო,როცა შავთეთრ ეკრანზე ან სულაც რადიოში მომისმენია რეპორტაჟი.კიდევ არაერთი სიგიჟე ჩამიდენია ქართული ფეხბურთის სიყვარულით და ჩემი გულით სულით და ქვეცნობიერით ვიცი რატომ და რისთვის ვქომაგობ ნაკრებს,იმიტომ რომ ჩემია და ჩემს ქვეყანას წარმოადგენს.თავად განსაჯე მეგობარო რა საერთო შეიძლება მქონდეს სხვა ქვეყნის ნაკრებთან და რატომ უნდა ჩავიცვა მათი მაოსური? და რა საერთო აქვს იმ ადამიანებს იდეოლოგიას,ვინც ასიათასობით კილომეტრის იქით,სხვა კონტინენტზე მყოფი არგენტინის გამარჯვრბა საოჯახო დღესასწაყლად აქციეს და მათი დროშებით და მაისურევით მოძრაობენ. პ.ს ცხოვრებაში არასდროს არ მცმია სხვა ეროვნული ნაკრების მაისური.

• ზურა

არაფერი საგანგაშო ამაში არ არის, რომ ვიღაცამ სხვა ქვეყნის ნაკრებს უგულშემატკივროვს, იმ შემთხვევაში, როცა შენი ქვეყანა ვერ ხვდება ვერცერთ დიდი ტურნირზე..თუ ცოტა მეტს დავფიქრდებით მივხვდებით,რომ პრობლემა მაშინ არის როდესაც ჩვენი ნაკრებიც თამაშობს და ამავდროულას სხვას ვგულშემატკივრობთ.ხო კიდე ყველაზე დიდი პრობლემაა, როდესაც ნაკრები წააგებს და გამოხტება ქვეყნის ‘’პატრიოტი’’ კლავიატურას ააჩხაკუნებს და დაწერს, რომ სტადიონი უნდა გადაიხნას და ყანა დაითესოს, თითქოს მიწები გვაკლდეს ამისთვის..ეს ისე ურა პატრიოტების გასაგონად.. და დინამოზეც იარეთ მარტო რეალს, ბარსას და სხვა ქვეყნების გუნდებს, რომ ქომაგობთ..მარტო ნაკრები არ არის ჩვენი,კლუბებიც ჩვენია და ჩემპიონატის განვითარების გარეშე ვერასრდროს მოვხვდებით მუნდიალზე. სირცხვილი იყო საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტური სადაც წყდებოდა ჩემპიონის ბედი და დინამოზე 10 კაცი თუ იქნებოდა )))

• Vasili

ხალხი ტელევიზორებს ამტვრევენ და ერთმანეთს ლანძღავენ, არგენტინის, ესპანეთის, ბრაზილისს და ა.შ. თან ზრდასული ადამიანები , ბავშვი კიდე შეილება იყოს გაფანატებული./ სისულელეა ეს ყველაფერი და ყალბი და ზოგი როგორი დადგმული ვიდეოა , ნახევრად ყვირილი რო ისმის, ცალი თვალი რო კამერისკენ ეპარებათ, თუ მიღებსო.// მე უბრალოდ კარგი ფეხბურთის ქომაგი ვარ და სიამოვნებას ვიღებ თამაშის ყურებისგან, ერთადერთი სიგიჟე ემოცია რაც მაქ და არის ბუნებრივი , გულიდან წამოსული არის საქართველოს ნაკრები, 37 წლის ვარ და ჯერ ვერ გავიხარე მაგრამ , ყოველი ახალი თამაში წინ მაქ იმედი რო , აი ეხლა დადგა დრო, და აი ეხლა იქნება რასაც ველოდები!!! მაგრამ მემგონი აწი მართლა მოდის ის ნანატრი დრო! ასე რომ არ მაინტერესებს და სულ ფეხებზე მკიდია სხვა ქვეყანა რას იზავს, ჩემი მესი და რონალდო კვარაცხელია და ჩაკვეტაძეაა!!!

• odala

უთავმოყვარეოები ხართ და იმიტომ ქომაგობთ სხვებს. პატარა სიამაყე მაინც რომ გქონდეთ საქართველოს გარდა სხვა გუნდს ვერ უგულშემატკივრებდით. გულისამრევი იყო ყოველი თამაშის მერე ჩვენი უვარგისი კომენტატორები როგორ ულოცავდნენ უცხო ქვეყნების ნაკრებების ქართველ 'გულშემატკივრებს'. ასეთები დაგიწყებენ მერე პატრიოტობაზე ლაპარაკს.

• jorj

შიფრინმა სუპერ-გიგანტი მოიგო და ლინდსი ვონის რეკორდს მიუახლოვდა :ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, შვეიცარიის სენ მორიცში გამართული სუპერ-გიგანტის რბოლა მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სახელოვანი თანამემამულის, ლინდსი ვონის რეკორდს. შიფრინისთვის ეს მსოფლიო თასზე მოგებული 77-ე რბოლაა. ვონს კი სულ 82 აქვს მოგებული.

• ალექს

რა შუაშია ესენი ერთმანეთთან???დოსტოევსკის რომ ვკითხულობ რუსეთს ვგულშემატკივრობ?! პავაროტის რომ ვუსმენ იტალიის ფანი ვარ ამიტომ?! ნამეტანი არაადეკვატური შედარებაა.

• ჯონდო

მარტივი კითხვა მაქვს მათთან ვინც აღელვებულია იმით რატომ ვგულშემატკივრობთ სხვა ნაკრებებს. მარტო ქართველ მუსიკოსებს უსმენენ, მარტო ქართველ მწერლების ნაწარმოებებს კითხულობენ?

• ქართული ფეხბურთი

კარგია მსჯელობაც, ფიქრიც, იმედიც, აბა არგენტინამ მოიგო და ჩვენ დრო იმაში არ უნდა დავკარგოთ, მისმა მეკარემ ვის რა აჩვენა

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ