მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრები ბუენოს-აირესში ღამის ორ საათზე ჩაფრინდა, სადაც დიდი ხნის ნანატრი თასი ჩაიტანა. აეროპორტში მილიონამდე ადამიანი მივიდა. გუნდი ბაზამდე ღია ავტობუსით გაემგზავრა და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა - მესი, ოტამენდი და დე პოლი სახურავზე ისხდნენ, ბოლო მომენტში შენიშნეს ელექტროგადამცემი ხაზი და დაიხარნენ. მოკლედ, აღლუმის რეპეტიცია გამოვიდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა 20 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში საზეიმოდ 5 მილიონი ადამიანი გავიდა. ცნობისთვის, ბუენოს-აირესში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო აგლომერაციაში - 15 მილიონზე მეტი. ასეთ შემთხვევაში წესრიგის დაცვა შეუძლებელი შეიქნა, ხალხი ცეკვავდა, მღეროდა, რამდენიმე რესპუბლიკის მოედანზე 68-მეტრიან ობელისკზე აძვრა, 24 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და გარდაიცვალა; ერთი ადამიანი კი მოტოციკლით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაწვეს საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს მუყაოს კუბო.

ქუჩებში საცობების გამო "ალბისელესტეს" ავტობუსი ძალიან ნელა მიიწევდა ქვეყნის გულისაკენ. პოლიციელები ვერ ახერხებდნენ გზის გათავისუფლებას. გულშემატკივრებმა ხიდიდან სცადეს ავტობუსში ჩახტომა და 30-ზე მეტმა ტრავმა მიიღო. ნახევარმცველი ალეხანდრო გომესი ფანებს ფულს უყრიდა. ერთი სიტყვით, ეროვნულმა გუნდმა საბოლოოდ ვერ შეძლო დანიშნულების ადგილამდე მიღწევა და ფეხბურთელები უსაფრთხოების მიზნით ვერტმფრენებით გაარიდეს იქაურობას.

ხალხი კი ზეიმს განაგრძობდა. ვერც გაამტყუნებ, ისინი ხომ 36 წელი ელოდნენ ამ დღეს და ძალიან მკაცრადაც ნუ განვსჯით - ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა საქართველოში...

არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის მადლობის გადასახდელად ყველამ შეძლო გაერთიანება და დღესასწაული შედგა. მესი და დი მარია მშობლიურ როსარიოში გაემგზავრნენ, სადაც, ალბათ, კიდევ ერთი ზეიმი გაიმართება.

ისე როგორ იქნებოდა, რონალდოსთან რეზონანსული ინტერვიუს ამღებ ჟურნალისტ პირს მორგანს არ მოეხდინა კრიტიკულად რეაგირება. მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ დედაქალაქში ნაკრების ჩემპიონობა მხოლოდ ოთხმა მილიონმა ადამიანმა იზეიმა, დანარჩენმა თერთმეტმა მილიონმა კი - არა...

ქობულეთიდან
უბრალოდ ვერ წარმომიდგენია თუ რას შეუძლია იმ მასის, იმ რაოდენობის ხალხის გამოყვანა ქუჩაში როგორც ფეხბურთს. ეს არ არის მხოლოდ თამაში, ეს ბევრად უფრო მეტია... ბრიტანელებს ძალიან დიდი დამსახურება აქვთ კაცობრიობის წინაშე ამ თამაშის გამოგონებისათვის!
გივი-ს
ეტყობა არ უყურებ პარისენჟერმენის თამაშებს, მბაპემ რაც დაიმსახურა ის მიიღო. მარტო ერთი ფრაზაც საკმარისია რაც მესის უთხრა(სახლში მოუსვი), შარშანდელი ქცევით თავი შეაზიზღა არგენტინელებს...
D:D
რა დაგავიწყდა-თ? ან ეს თ რა შუაშია? მერე სტადიონზე ველურებივით თუ იქნეოდნენ, კარგი იყო ??? მაროკოს და არგენტინას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? მაროკო განვითარების დონით სხვა ქვეყანაა და აფრიკული კულტურა აქვს. ეს კიდევ საფეხბურთო ქვეყანაა და პირველყოფილებივით იქცევიან. საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიქცევა უზნეოდ?
D:D-s
მაგათი ველური ფანები არ იქცეოდნენ ველურებივით? როცა არბევდნენ ბრიუსელში და პარიზში ყველაფერს, რაც წინ ხვდებოდათ? ააჰ, ეს "დაგავიწყდათ" არა?D:D. ზუსტადაც არგენტინას ყავს ყველაზე მაგარი ფანები!
გივი
რას მიწერ მეგობარო კომენტარში? აზრი ვერ გამოგაქვს წაკითხულიდან? რა მარადონა და რა ,,უფრო დიდია"? სად მიწერია მსგავსი შინაარსი? თუ ცოცხალი ადამიანის კუბოს იმიტაციის დაწვა ნორმალურ მოვლენად მიგაჩნია, იმის გამო, რომ მათ ნაკრებს გოლები გუტანა, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ თქვენს შორის. ადამიანს გამარჯვების ღირსეულად აღნიშვნის უნარიც უნდა ჰქონდეს და დამარცხების გადატანაც.
D:D
ასეთი რამეები მარტო ირანში თუ მოხდება, აგერ მაროკოელებიც ზეიმით დახვდნენ ნაკრებს, მაგრამ ასე ველურებივით არ მოქცეულად
გელა
მაქვს იდეა-დამატებითი დრო ითამაშოს ხუთხუთმა(მეკარეების გარდა) ფეხბურთელმა.მოედანზე დარჩებიან მხოლოდ საუკეთესოები,აღარ იქნება ტოტალური პრესინგი და გაიხსნება თამაში,გავა გოლები და პენალტების სერიაც ამოვარდება
ზურა
ნეტავ იმ დღეს მომასწრო საქართველო,რომ მსოფლიოზე მოხვდება და ამაზე ნაკლები ზეიმი არც საქართველოში იქნება დარწმუნებული ვარ ))
გელა
ღირსეული ხალხი მოგებასაც ღირსეულად ხვდება და წაგებასაც,უნახავებივით არ იქცევიან
ჯუჯი
არგენტინა ისე გახდა ჩემპიონი,რომ არცერთი ტოპ გუნდი არ დაუმარცხებია.
გივის და ალექსანდრეს.
აღარ დაიღალეთ ამდები ბოღმით? უბრალოდ ვერ აგიტანიათ და ვერ ინელებთ , არგენტინამ, რომ მოიგო მესის კაპიტნობით. მერე ამ მარადონას, რომ მიადგებით მესისთვის ნიშნის მოგებით, რომ მარადონა უფრო "უდიადესია" შეიგნეთ ლეოსთვის მაგას ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენ ხართ ჭკუიდან გადასულები და ყოველ კომენტარში თუთიყუშებივით ერთსა და იგივეს იმეორებთ "მარადონა უფრო დიდია". მესის არსად არასოდეს უთქვია, რომ მე ყველაზე დიადი ვარ, (აი ამიტომაც უყვართ უამრავ გულშემატკივარს) განსხვავებით როლანდოსი, იგივე ბოღმა კილიანის, რომელიც ტყუპივით გავს თავის "კერპს" ბოღმაობაში, ხოდა მპაბე თუ ასე გააგრძელებს თავის საფეხბურთო კარიერას, ბოლოს ეგეც იგივედ დაამთავრებს თავის საფებურთო კარიერას, როგორც როლანდო, რომელიც საბოლოოდ ყველამ უარყო.
გივი
ვერ ვხვდები, ამ მბაპეს რას ერჩიან? ანუ, არ უნდა გაეტანა გოლები მათთვის? პორიქით, ძლიერი და ღირსეული მეტოქის დამარცხება უფრო საამაყო არაა? აშკარად არ ეხერხებათ არგენტინელებს გამარჯვების ღირსეულად აღნიშვნა, ფეხბურთელებიან-გულშემატკივრებიანად. (არადა, ყოველთვის მათ ვგულშემატკივრობდი). თუმცა, მესის წასვლის მერე, კარგა ხანს, არაფრის აღნიშვნა აღარ მოუწევთ.
alexandre
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა საქართველოში... - პირველი, რაშიც დარწმუნებული ვარ ისააა, რომ არავის შეურაცყოფას არ მივაყენებდით. გარდა 1 შEმთხვერვისა - თუ ფინალს რუსებს მოვუგებდით. ეს მდებიო ერი, არტგენტინელები! ინგლისისთვის რომ მოეგოთ, კიდევ გაიგებდა ადამიანი. პირადად ჩემთვის მარადონა უდიადესია! მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორ დაუჭირა მხარი ჩრდილოეთ ოსეთს და ჩვენ დამპყრობები დაგვიძახა სამაჩაბლოს ომის დროს (იმ პერიოდში რუსეთში ბრძანდებოდა). ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ნუ გვადარებ არგენტინელებს. შეგვარქვეს საბჭოური ბრაზილიელები და ეს არის ზუსტად ჩვენიანები: ფეხბურთი + ღვინო + დუდუკი + ქალები!
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]