საკალათბურთო სუპერლიგის მე-10 ტური დღეს ბათუმში დაიწყო. 24 დაგეგმილი რეგიონული დერბი 3 დღით გადმოიწია და დღეს აჭარის დედაქალაქში გაიმართა. "ბათუმმა" "რუსთავს" უმასპინძლა და 19 ქულით – 87:106 დამარცხდა. სუპერლიგაში ამ სეზონში გამართული 46 მატჩიდან ეს გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად საინტერესო, დაძაბულობისგან შორს მდგომი შეხვედრა. პირველი ნახევრის შემდეგ მატჩის ბედი გარკვეული იყო – სტუმარი გუნდი 36 ქულით – 67:31 იგებდა და საკითხავი ისღა იყო, საბოლოოდ რა ანგარიში დაფიქსირდებოდა.

რუსთაველებმა დიდებულად ითამაშეს. "ბათუმს" თავიდანვე სწრაფი თამაში შესთავაზეს და თითქმის ყველა კომპონენტში მეტოქეზე უკეთესად ირჯებოდნენ. პირველი პერიოდი 33:17 დასრულდა, მეორეში ქვემოქართლელებმა 34:14 იმარჯვეს და თამაშს სპორტული ინტერესი დაუკარგეს. რუსთაველთა წარმატების სულისჩამდგმელი ამერიკელი ლეგიონერი ტრეი კროფტი გახლდათ, რომელმაც მიმდინარე გათამაშების რეკორდი დაამყარა. აქამდე ყველაზე მეტი – 13 პასი, თსუ-ელ გიორგი ცინცაძეს ჰქონდა, რომელიც კროფტმა 3-ით გააუმჯობესა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 28 ქულა, 16 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაგროვდა.

კროფტმა მეორე რეკორდი საერთო სარგებლიანობაშიც დააფიქსირა. მისი სტატისტიკის გამაერთიანებელმა ინდექსმა 45 შეადგინა, რაც 2-ით მეტია "ტიტების" უკანახაზელის, ლუკ მოიერის მონაგარზე. აღსანიშნავია, კრიფტთან ერთად დიდებულად ითამაშეს რუსთაველმა კალათბურთელებმა – გუგა პატაშურმა (24 ქულა), რევაზ როგავამ (18 ქულა, 9 პასი), ლუკა ბულაშვილმა (16 ქულა). მატჩის ბომბარდირი კი ბათუმელთაგან იყო – კაილი რიდლიმ 32 ქულა მოინაგრა, თუმცა თავის გუნდს ვერაფერი უშველა.

სუპერლიგის მორიგი მატჩები 23 და 24 დეკემბერს – ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე