მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ფეხბურთელს, რომელმაც სამართლიანად ბევრის გაღიზიანება გამოიწვია. "ასტონ ვილას" 30 წლის მეკარე დამიან ემილიანო "ემი" მარტინესი (სიმაღლე 195 სმ) ოდიოზურია, თავხედიც, ცოტა გიჟიც, მაგრამ თავისი საქმე დიდებულად შეასრულა და "ალბისელესტეს" 36 წლის შემდეგ ოქროს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.

ის მარ-დელ-პლატაში დაიბადა, 2010 წელს "არსენალმა" "ინდეპენდენტესგან" შეიძინა, 2012 წელს "ოქსფორდ იუნაიტედში" გაანათხოვრეს, რომლის რიგებში მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ იჯარით "შეფილდ უენსდეიში" გადავიდა, სადაც თორმეტი შეხვედრა ჩაატარა, "მეთოფეებში" დაბრუნებულმა პირველად 2014 წლის 22 ოქტომბერს ითამაშა პირველ გუნდში - "ანდერლეხტთან" ჩემპიონთა ლიგაზე. ბირმინგემულ კლუბში გადასვლამდე "როტერჰემში", "ვულვერჰემპტონში", "ხეტაფესა" და "რედინგში" ასპარეზობდა.

არგენტინის ყველა ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშა, 2011 წელს ეროვნულ გუნდში ნიგერიასთან მატჩის განაცხადში მოხვდა, ხოლო მისი დებიუტი 2021 წელს 28 წლის ასაკში მუნდიალის შესარჩევ ტურნირზე ჩილესთან შედგა და ძირითადი მეკარეც გახდა.

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონტზე მეოთხდფინალში ნიდერლანდებთან მატჩისშემდგომ სერიაში 2 პენალტი მოიგერია და გუნდს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა. ფინალში კი ასევე თერტმეტმეტრიანების სერიაში ფრანგების ნახევარმცველ კინგსლი კომანს არ გაატანინა. თუმცა, შესაძლოა, ტურნირის მთავარი მომენტი 123-ე წუთზე მოხდა, როდესაც პირისპირ გასულ რანდალ კოლო-მუანის დარტყმული ბურთი მოიგერია, თორემ ვერცხლისქვეყნელების კატარში ტრიუმფს ვერ ვიხილავდით.

იმ მომენტში მარტინესი კარიდან შორს გავიდა და ცოტა არ იყოს უცნაურად მოქმედებდა, თითქოს შეცდომით შეარჩია პოზიცია, უკანაც არ დაიხია, რასაც ბევრი მისი კოლეგა გააკეთებდა და დუელში გამარჯვებული გამოვიდა. რა იყო ეს? - ალბათ, ალღო. მიუხვდა, საით დაარტყმდა მეტოქე, ფეხი მიზანმიმართულად გაშალა და აჯობა. ეს დამყარებული იყო რეფლექსსა და ინსტიქტებზე, რამეთუ ფიქრისთვის დრო არ ჰქონდა.

ის არაორდინალურია, პროფესიონალივით არ მოქმედებს, ისე იქცევა, როგორც ქუჩის ფეხბურთელი და ამაშია მისი სიძლიერე, ვინიდან მოწინააღმდეგეზე ერთგვარ ზეწოლას ახორციელებს, ნერვებზე თამაშობს, წყობილებიდან გამოჰყავს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნებისმიერი ბურთის "გამოძრობა" შეუძლია, რამეთუ თავად არ იცის, რას მოიმოქმედებს, რომელ კუთხეში გადახტება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ფსიქოლოგიურ დუელს იგებს.

ხულიგნობს, ცეკვავს და ეს თავისი სამუშაოს ნაწილად მიაჩნია, საჩემპიონო დაჯილდოებაზე საუკეთესო მეკარის პრიზით უხამს ჟესტს გამოსახვს, გასახდელში კილიან მბაპესადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებას მოითხოვს, ბუენოს-აირესში აღლუმზე მისი თოჯინით გამოჩნდება. დიახ, ის ბევრს არ მოსწონს, თუმცა თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა და რომ არა ის, არგენტინა ჩემპიონი ვერ გახდებოდა - გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ.

1
მესიზე დიდი არა მაგრამ ორი უდიდესი ფაქტორი ეს და მესი იყვნენ . მეკარით დაყებული მესით დამთავრებული
უვიცი
რონალდომ არგენტინელი სიმეონეს პასუხად რაც მოიმოქმედა,იმას გულისხმობ?
უვიცი
ქართულში ასეთ კაცს ხიხოს უწოდებენ. გიჟი და გადარეული უნდა იყოს კაცი,მაგრამ დაბალი დონის ბუნებრივი მაჩვენებელი აქვს ამ ბიჭს სამწუხაროდ ისეთი გამოკვეთილი, რომ სამწუხაროდ მსჯელობაც უადგილოა.
Tete1234
მეკარე უნდა იყოს გიჟი თორე წარმატებას ვერ მიაღწევს
აღშფოთებულებს და შეშფოთებულებს!
თქვენმა როლანდომ ყველას თვალწინ, რომ კვერცხები უჩვენა , მაშინ თუ შეშფოთდით? ფრანგების ფინალის განმეორების მოთხოვნისათვის, დავრწმუნდი, რომ მარტინესისგან "დამსახურებულად" იყო ნაჩვენები, მათი მისამართით.
Martinez
კაი კაცო ერთი
Rembo
უხამსობა კი არა ზოგჯერ ყველაფერი საჭიროა, მთელი საქართველო იგინება ეგ ზრდილობაა? მარა ხო საჭიროა, ვიღაცა ან რაღაცა საგინებელია. აბა შენ მეკარე იყო და პ*ჟონმა ფრანგებმა მთელი თამაში გისტვინონ მოგეწონება? და რატო ვარ ვალდებული არაფერი არ ვუპასუხო, ეგეთი ჯენტლმენობის დ.შ რა ვალდებულებაა
ვახო
უხამსობა უხამსობაა ვის მიერაც არ უნდა იყოს ის ჩადენილი, ოსბორნმა თუ უარესი გააკეთა ეს მარტინესის საქციელს ხიბლს არ სძენს. რაც შეეება რეაქციებს, რაც მსოფლიოა, ის რეაქციებია და თუ გადავხედავთ ჩვენს სინამდვილეს სამწუხაროდ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლის, პირიქით ბევრ რამეში ,,მოწინავეთა" რიგებში ვართ, რაც ზოგიერთის კომენტარიდანაც კარგად სჩანს...
G.LA
ფინალში მე გამოვყოფდი მესისი, მბაპეს და ამ მეკარეს. ვინ ვისზე უკეთესი იყო ეგ თქვენ გადაწყვიტეთ მე მიჭირს. ამ მეკარის ჟესტი სულ მეხსომება და მერე კი იმ ბოლო წამებზე აღებულ ბურთს მოვიგონებ, რომელიც გატანილი გოლის ტოლფასია. მთელი ჩემპიონატიც ძალიან კარგად ჩაატარა და ბრავო. რაც შეეხება ოზბორმა გააკეთა და ამან რომ გააკეთა მერე რა? ეს დღევანდელი დამკვიდრებული ნარატივია, აი იმათ გახსოვთ რეები გააკეთეს და ჩვენ ეს გვეპატიება. არ ბატონო არ გეპატიება. თავხედი კი არის, მაგრამ ჩემთვის ფინალის ერთ ერთ გმირად დარჩება. ბრავო თავხედო გიჟო მაგარი მეკარე ხარ ეგ ჯილდო მართლა დაიმსახურე.
ლიკა
ერთ-ერთ ინტერვიუში ემის მისი ეს ჟესტი იმით აუხსნია,რომ ფრანგი ფანები შეურაცხყოფას მაყენებდნენო.*
Mdaa
"ვაჟნი ნაროდი" აღშფოთებულია. თვითონ რომ არაფერი გაუკეთებიათ, კაცმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ერთი პატარა რაღაცის გულზე აუჰ ეს რა ქნაო ატეხეს ერთი ამბავი ვენები გაიჭრეს რასაც ქვია. დაიმხეს თავზე ყველაფერი, დააცხრნენ ყორნებივით როგორც დაკოდილ ძერას ყვავები. დიდის ამბით ზრდილობას ასწავლიან. წლების წინ ოზი ოზბორნმა მაგაზე უარესი გააკეთა, გრემის დაჯილდოებაზე სცენაზე გაიყვანეს გამარჯვებულზე პრიზი უნდა გადაეცა, ისეთმა ვიღაცამ მოიგო ვისაც არ ბალეშიკობდა თან ზანგი ქალი იყო და პრიზის გადაცემის მომენტში მთელი მსოფლიოს თვალწინ ზუსტად ეგ გააკეთა ერთ ადგილზე მიიდო კარგად დაატრიალა და მერე გადასცა. თან ნაგლად იცინოდა იკრიჭებოდა ვითომ ხუმრობა იყო, რაღაც არ მახსოვს მთელი მსოფლიო აღშფოთებულიყოს. ესენი ამათმა მგონი საერთოდ არ იციან ოზბორნი ვინაა გოიმები
ზაკო
ცოტა თავხედურად და ვინმემ მესის შეურაცყოფაშიც ჩამითვალოს, მაგრამ ამ კაცის წილი გაჩემპიონებაში შეიძლება მასზე დიდიც იყოს. ისე ძალიანაც ნუ გაკიცხათ მის საქციელს და რომის პაპზე დიდი კათოლიკეები ნუ ვიქნებით მისი საქციელის შეფასებისა და არავინ არ ვიცით რა შეურაცყოფას აყენებდნენ ფრანგი ფანები იმ ნერვების ომის სერიაში.
შეტევა
იუმორის არმქონეებსა და საფეხბურთო სექტანტებში გამოიწვევდა გაღიზიანებას.
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარტინესის ვარიანტს მიუბრუნდა - არგენტინელი შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
"თუ მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ მოვიგეთ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ, რადგან..." - ემილიანო მარტინესი
მამარდაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი 2024 წლის საუკეთესო მეკარეებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს
ფეხბურთის მაკიაველი - რატომ არ გააძევეს პენალტების მოგერიების დიდოსტატი და დიდი პროვოკატორი?
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]