ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ივერიონმა" "მარგვეთს" 16 ქულით სძლია და “ა” ლიგაში გადასვლის რეალური შანსი მოიპოვა

"ივერიონმა" "მარგვეთს" 16 ქულით სძლია და “ა” ლიგაში გადასვლის რეალური შანსი მოიპოვა

"ა" ლიგის ორმატჩიანი საკვალიფიკაციო რაუნდი გორელთა დამაჯერებელი გამარჯვებით გაიხსნა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა "ივერიონმა" დამაჯერებლად – 91:75 (სტატისტიკა) დაამარცხა ზესტაფონის "მარგვეთი" და "ა" ლიგაში ცალი ფეხით შეაბიჯა. 29 დეკემბეს, სერიის მეორე მატჩი გაიმართება და თუ გორელები 16 ქულით არ წააგებენ, "ა" ლიგაში გადავლენ.

ამ თამაშით, რაც დღეს აჩვენეს, გორელები მეორე მატჩსაც მოიგებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჯაკობოვის გუნდი ფავორიტია და თუკი დიდი მოულოდნელობა არ მოხდა, "ა" ლიგას ახალი წევრი ეყოლება. გორელები 3 წელია, ცდილობენ "ა" ლიგაში შესვლას, თუმცა ეს აქამდე ვერც ერთ ჯერზე ვერ გამოუვიდათ. გორელი ბიზნესმენისა და შიდა ქართლის რეგიონში კალათბურთის დიდი მხარდამჭერის, ილია ჯოლბორდის ძალისხმევით, ამ სეზონში "ივერიონმა" მზადება ზაფხულიდან დაიწყო. გუნდში საკმაოდ მარჯვე ქართველებთან ერთად სოლიდური ლეგიონერები შეიკრიბნენ და სანამ "ა" ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყებოდა, გორელებმა არაერთი სპარინგ-მატჩი გამართეს და თვეების მანძილზე ინტენსიურად ემზადებოდნენ.

ამ შრომისა და მონდომების შედეგი დღევანდელ მატჩში, უფრო სწორად, შეხვედრის მეორე ნახევარში ნათლად გამოჩნდა. პირველი ტაიმის 7 ქულით წაგების შემდეგ გორელებმა დიდებული მეორე ტაიმი ჩაატარეს, რომელშიც ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრეს, საბოლოოდ 16 ქულით გაიმარჯვეს და დასახული ამოცანა ლამის მეორე მატჩამდე შეასრულეს. "ივერიონმა" საკვალიფიკაციო 3 ლეგიონერით დაიწყო, თუმცა პირველივე მატჩში ერთ-ერთი ამერიკელი, დევონ კოლი გამოაკლდა. დარჩენილი 2 უცხოელი ვერაფერს გახდებოდა, რომ არა ადგილობრივი მოთამაშეების სიმარჯვე და მონდომება. ჯერმეინ ჰედსა და აიზია ლუისს ქართველი კალათბურთელები დიდად დაეხმარნენ და ერთიანი, დალაგებული გარჯით "ივერიონმა" "მარგვეთს" ყველა კომპონენტში აჯობა.

აშკარა იყო პრინციპი, რის ხარჯზეც გორის გუნდმა ზესტაფონისას აჯობა: გუნდური, კომბინაციური თამაში. სანამ "მარგვეთის" ამერიკელებს ინდივიდუალური თამაში მისდიოდათ, ზესტაფონელებს არაფერი უჭირდათ, თუმცა დიდ შესვენებაზე გორელებმა სწორი დასკვნები გააკეთეს, ტაქტიკა შეცვალეს და მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. მჭიდრო, პერსონალურმა დაცვამ "მარგვეთის" ლეგიონერები რიტმიდან ამოაგდო, შეტევაში "ივერიონს" იღბალმაც შეაშველა ხელი – არაერთი სამქულიანი ჩააგდეს და პერიოდის 30:12 მოგების შემდეგ ბოლო ათწუთეულის წინ 11 ქულით დაწინაურდნენ.

"მარგვეთის" მწვრთნელები – მამუკა ტურაშვილი და ვაჟა კვარაცხელია, ბევრს ეცადნენ, შანსი ახალგაზრდებსაც მისცეს, მაგრამ თამაშის დინამიკა სათავისოდ ვეღარ შეცვალეს. საბოლოოდ "ივერიონი" დამსახურებულ გამარჯვებამდე მივიდა და სერიის საპასუხო მატჩის წინ კომფორტული, 16-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. გორელებს ჯერმეინ ჰედმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. 24 ქულა აიზია ლუისმა მოაგროვა, ლუკა გიორგაძემ და მამუკა ბაზუაშვილმა შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს. 10 ქულა ტარიელ არაბულის ანგარიშზე დაგროვდა. მარგვეთში 24 ქულა ჰქონდა ვიქტორ ლუისს, ლარი რობინსონმა პირად ანგარიშზე 22 ქულა ჩაიწერა.

საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩი, რის შემდეგაც "ა" ლიგის საგზურის მფლობელი ოფიციალურად გამოვლინდება, 29 დეკემბერს, 15:30 საათზე გაიმართება.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე