ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სკანდალი: ინგლისელთა ფარული ჩანაწერი

სკანდალი: ინგლისელთა ფარული ჩანაწერი

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ოდინდელი „ჯადოსნური კაპიტანი“ ბრაიან რობსონი ფარული კამერით ამხილეს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ საფიქრალი გაუჩნდა: უნდა დასტოვოს ყოფილი კაპიტანი, ბრაიან რობსონი მსოფლიო ელჩის თანამდებობაზე თუ არა? საქმე ის გახლავთ, რომ „იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ოდინდელი „ჯადოსნური კაპიტანი“ ფარული კამერით ამხილეს.

უფრო სწორად ეს იყო ჟურნალისტური გამოძიება, რომლის დროსაც ტელეკომპანია Chanel 4-ის რეპორტიორებმა მას თავი მავანი ჩინელი და მავანი ინდოელი ბიზნესმენების წარმომადგენლებად გააცნეს და ინგლისური კლუბის ყიდვაში დახმარება სთხოვეს. კერძოდ რა მოხდა, ქვემოთ მოგახსენებთ, აქ კი გეტყვით, რომ როგორც კი ჩანაწერები ეთერში გადასცეს, მაშინვე გააქტიურდნენ „იუნაიტედის“ მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის ადვოკატები და საჯაროდ განაცხადეს, რომ მათ კლიენტს უკანონობასთან რაიმე კავშირი არ აქვს.

დღეს რობსონი „იუნაიტედთან“ ერთად ამერიკაშია. რაც შეეხება ჩანაწერს, ის, როგორც მოგახსენეთ, ტელეკომპანია Chanel 4-ის პროგრამა Dispatches-ის ნახელავია. ჩანაწერიდან ჩანს, რომ რობსონი ფიფას მიერ დაწესებულ ერთ-ერთ კანონს არღვევდა. კერძოდ, ის მზად იყო პირთათვის, რომლეიბც ერთ კლუბს უკვე ფლობდნენ (სავარაუდოდ, ჩინეთსა თუ ინდოეთში), მეორეც მიეყდა.

ისე, მაყურებელზე ყველაზე მეტად „ჯადოსნური კაპიტნის“ ერთმა გამონათქვამმა იმოქმედა. ადამიანი, რომელსაც ათეულობით ათასი გულშემატკივარი კერპად ისახავდა, ჩანაწერში ასეთ რამეს ამბობს:

„არ ვეთანხმები ხალხს, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთი სპორტია. ფეხბურთმა სპორტული სული მაშინ დაკარგა, როდესაც დიდმა ფულმა დაიწყო ტრიალი. „ტელეკომპანია სკაისა“ და ამ ყველაფერს ვგულისხმობ. ფეხბურთი აშკარად ბიზნესია“.

ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდა რობსონის ჩანაწერის ეკრანზე გაშვების შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე. „ტვიტერი“ განრისხებულ ქომაგთა წერილებმა უბრალოდ წალეკა. ხალხი 54 წლის ვეტერანის „იუნაიტედის ელჩობიდან“ გათავისუფლებას ითხოვს.

ჩანაწერი, რომლის შესახებაც მოგახსენებთ, მარტში, ბანგკოკის ერთ-ერთ ბარშია გაკეთებული. ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივართა ბარი გახლდათ. მაშინ რობსონი ტაილანდის ნაკრებს ედგა სათავეში. დღეს ის ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრეს-სამსახურმა განაცხადა: „ჩვენ ამერიკულ ტურნეზე ვიმყოფებით და ამიტომ გადაცემის ნახვის შესაძლებლობა არ გვქონია“.

აღსანიშნავია, რომ ბრაიან რობსონი London Nominees Football Fund-ის მრჩეველიც გახლდათ. ეს არის ბიზნეს ჯგუფი, რომელიც ფულს ფეხბურთის კლუბებში, მოთამაშეებში, პრივილეგიების განსაზღვრაში, სპონსორობასა და ინდუსტრიის სხვა სეგმენტებში დებს. ამ ორგანიზაციის საქმიანობაზე უფრო ვრცლად აღარ ვილაპარაკებთ, უბრალოდ დავძენთ, რომ „ჯადოსნური კაპიტანი“ სულ ფულთან ტრიალებს.

რობსონი, რომელმაც 1980-91 წლებში ინგლისის ნაკრების მაისურით 90 შეხვედრა ჩაატარა, შენიღბულ რეპორტიორთა ჯგუფს ჯო სიმთან ერთად გაეცნო. ეს ჯო სიმი თავადაც London Nominees-ის წევრი და ტაილანდის ფეხბურთის ასოციაციის მრჩეველი გახლავთ. ჩანაწერში სიმი ტრაბახობს, რომ ალექს ფერგიუსონის მეგობარია და იქადნება, რომ როდესაც ჯგუფი კიდევ ერთ ფეხბურთის კლუბს იყიდის, ფერგი იქიდან ფეხბურთელებს იჯარის წესით წაიყვანს.

ჩანაწერში სიმი იმასაც კი ამბობს, რომ ფერგიუსონი სამ წელიწადში მწვრთნელობისთვის თავის დანებებას აპირებს და მასთან ითანამშრომლებს:

„ის მეუბნება ხოლმე, რომელ გუნდზე დავდო ფული. ყოველთვის ვერ იცნობს, მაგრამ ხანდახან ზუსტად ამბობს. „მანჩესტერ იუნაიტედზე“, რასაკვირველია, სიტყვასაც არ ძრავს. ჩვენ ამით უბრალოდ ვერთობით“.

ფერგიუსონის ერთ-ერთმა ვექილმა ჯო სიმის ნალაპარაკებს ასეთი კომენტარი გაუკეთა: „სერ ალექსს მიაჩნია, რომ მას და მისტერ სიმს შორის ასეთი ახლო ურთიერთობა სულაც არ არის. შესაძლოა მას ჩვეულებრივ ლაპარაკში რაიმე პროგნოზი გამოუთქვამს და ის გამართლებულა, მაგრამ ამას საქმიანი ურთიერთობის ფორმა არ ჰქონია. გარდა ამისა, მას არასდროს შეუთავაზებია ამ ბატონისთვის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელების მიქირავება ან „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ფეხბურთელების ქირაობა“.

თუმცა, Chanel 4-ის გადაცემამ ყველაზე მეტი ჩირქი მაინც რობსონს მოსცხო. ყოფილი ნახევარმცველი, რომელმაც „იუნაიტედის“ შემადგენლობაში ორჯერ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოიგო, სამჯერ კი ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი გახდა, „ბიზნესმენებს“ „შეფილდ უენსდეის“ 300 მილიონად ყიდვას სთავაზობდა და არწმუნებდა, რომ თუ ისინი შეფილდელთა პრემიერლიგაში გადაყვანას შეძლებენ, დიდ ფულს იშოვნიან.

განიხილებოდა „შეფილდ იუნაიტედის“, „ლიდსის“, „ლესტერის“, „კარდიფ სიტის“, „ოქსფორდის“, „დერბი ქაუნთის“ „კრისტალ პალასისა“ და „ბირმინგემის“ ვარიანტებიც. ამასთან, რობსონი ამბობდა, რომ მას შეუძლია თავის ყოფილ თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს დაუკავშირდეს და ტრანსფერების საქმეში დახმარება სთხოვოს. როდესაც რობსონს ჰკითხეს, კერძოდ ვისი დახმარების იმედი ჰქონდა, მან ჰარი რედნაპი, სტივ ბრუსი და კენი დალგლიში დაასახელა, სიმმა კი როი კინი და მარკ ჰიუზიც დაასახელა.

როგორც გითხარით, რობსონმა ერთი ხნის შემდეგ ტაილანდი დასტოვა - ყელში სიმსივნური წარმონაქმნი გაუხდა მოსაშორებელი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ელჩობას დაუბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება