"ა" ლიგას ახალი წევრი ჰყავს. წინა სეზონში მე-5 ადგილზე გასული ზესტაფონის "მარგვეთის" ადგილი გორის "ივერიონმა" დაიკავა. ამ გუნდებს შორის გამართული საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩი ფრედ – 90:90 (სტატისტიკა) დასრულდა და რაკი წინა შეხვედრა შიდაქართლელებს ჰქონდათ მოგებული (91:75), სერიის გამარჯვებულიც გორის გუნდი გახდა. მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ შიდაქართლელებმა საწადელი აიხდინეს და სუპერლიგის შემდეგ რანგით მეორე – "ა" ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს.

გორს საკმაოდ დიდი საკალათბურთო ტრადიციები აქვს და სუპერლიგაშიც არაერთი სეზონი ჰყავდათ გუნდი, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო და ახლა ადგილობრივი ხელისუფლების – გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გუბერნიისა და კერძო სექტორის გაერთიანებული ძალისხმევით გორში კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოყალიბდა. გუნდს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელმაც მუნიციპალურ ფინანსურ დახმარებასთან ერთად კერძო დაფინანსების წყაროც მოიზიდა და შედეგმაც არ დააყოვნა. "ივერიონმა" აღმავლობით ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი, რომელშიც კიდევ ერთ რეგიონის – თელავის გუნდს აჯობა, ხოლო "ა" ლიგაში გადასასვლელი ორრაუნდიანი სერია ზესტაფონის "მარგვეთს" მოუგო.

სერიის მეორე მატჩი ფრედ დასრულდა, თუმცა ანგარიში ბოლოსწინა წამზე გათანაბრდა, მანამდე კი გორელები ლიდერობდნენ. ზესტაფონის "მარგვეთს" 17 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, სერია რომ მოეგო, რაც თავიდანვე გამოჩნდა, რომ არარეალური იყო. გორელებმა პირველი პერიოდი 32:20 მოიგეს და "მარგვეთის" ისედაც უშანსო მდგომარეობა მთლად უიმედო გახდა. საბოლოოდ, როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრა 90:90 დასრულდა და "ა" ლიგას ახალი წევრიც ოფიციალურად შეემატა.

"ა" ლიგა 5 იანვარს დაიწყება და მასში შემდეგი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას: "დინამო", "ასტრალი", "ორბი", გთუნი, აწსუ და გორის "ივერიონი".

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა