ახალი წლების წინა და მომდევნო დღეებში ტოპ 14-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა და როგორც მე-14, ასევე მე-15 ტურში, ლელოებით თავი ქართველმა პირველხაზელებმა გამოიჩინეს.

ტოპ 14. მე-14 ტური

30 დეკემბერს "ბორდომ" "მონპელიეს" უმასპინძლა და ბონუსით, 40:10 დაამარცხა. ჟირონდელთა რიგებში პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია გელა აფრასიძეს.

წინასაახალწლოდ, 31 დეკემბერს, 5 თამაში გაიმართა. "ბეიონმა" "ტულონი" მიიღო და 23:18 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 44-ე წუთიდან ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. ბექა გიგაშვილი "ტულონის" სასტარტოში იყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა.

"ლიონი" "ბრივს" დაუხვდა და 27:30 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ფრედ – 26:26 დასრულდა "კასტრისა" და "რასინგ 92"-ის შეხვედრა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და დერეფანში გათამაშებული კომბინაციის შედეგად, 44-ე წუთზე ლელო გაიტანა გურამ გოგიჩაშვილმა. ბურთის მოგების შემდეგ მან მკვირცხლად შეუტია, პირველი მბოჭავი გადააყირავა, საჭირო დროით ფეხზე დარჩა, მერე თანაგუნდელები წამოეშველნენ და დარჩენილი 4 მეტრიც დაფარა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. ის 56-ე წუთზე შეცვალეს. "რასინგის" რიგებში 72-ე წუთზე გამოჩნდა გია ხარაიშვილი, ხოლო მასპინძელთა შორის ლევან ჩილაჩავამ 59-ე წუთიდან ითამაშა.

გიორგი თეთრაშვილის "პერპინიანი" "ლა როშელს" დაუხვდა და 10:29 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა პირველი 40 წუთი ითამაშა.

"სტად ფრანსემ" "პოს" 6 უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 37:3 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო და 56 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ. სტუმართა შორის პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ. შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა გურამ პაპიძე.

ნაახალწლევს, 1-ელ იანვარს, "კლერმონმა" "ტულუზს" უმასპინძლა და 13:32 დამარცხდა. მასპინძელთა შორის პირველი 40 წუთი ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა.

ტოპ 14. მე-15 ტური

მე-15 ტურის ექვსი თამაში 7 იანვარს გაიმართა. "ბორდომ" "ბეიონი" მიიღო და 23:15 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა ძირითადში იყო კოტე მიქაუტაძე და ის 66-ე წუთზე შეცვალეს.

"კლერმონმა" "პერპინიანს" 31:20 მოუგო. მასპინძელთა განაცხადში იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო დუდუ ქუბრიაშვილი. სტუმართა შორის მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა გიორგი თეთრაშვილი. ის 57-ე წუთზე შეცვალეს.

"ბრივმა" "ტულონს" 26:17 სძლია და ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ვანო კარკაძემ შეიტანა. ის შეცვლაზე 42-ე წუთზე შევიდა, 78-ეზე რაქიდან აიტაცა ბურთი, თანაგუნდელის დახმარებით ლელომდე დარჩენილი 2 მეტრი ბრძოლით დაფარა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. სტუმართა შორის ასევე 42-ე წუთიდან ითამაშა ბექა გიგაშვილმა.

"ლიონი" "პოს" ქართველების გარეშე ეწვია და 21:12 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო და 37-ე წუთზე შეცვალეს ბექა გორგაძე, ხოლო გურამ პაპიძე თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.

"სტად ფრანსემ" "კასტრს" 26:7 მოუგო. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ. სტუმართა მარქაფაში იყო და შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა ლევან ჩილაჩავა.

ტური 8 იანვარს, "მონპელიესა" და "რასინგ 92"-ის ჯახით დასრულდა. მასპინძლებმა პარიზელებს 17:12 სძლიეს. სტუმართა ძირითადში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი.

ინგლისის პრემიერშიფი

ინგლისის პრემიერშიფის მე-15 ტურში "გლოსთერმა" არეკნი უკანასკნელ წუთზე გაუშვა და ლიდერ "სარასენსთან" 16:19 დამარცხდა. გიორგი კვესელაძემ შუამარბის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა და დაცვაში 13 ბოჭვა შეასრულა.

Rugby.ge

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"ბორჯღალოსნები" | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ
სამი "უმცროსი ბორჯღალოსანი" Rugbypass-ის რჩეულებში მოხვდა
4 ჩემპიონითა და ყველაზე ახალგაზრდა ქართველით - რაგბის მსოფლიო თასი იწყება
ქართველები ევროთასების ფინალში
ლეგიონერები. 20 ქართული ქულა და დებიუტები "სტად ჟან ბუენზე"
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
გოგიჩაშვილი და გიგაშვილი ევროთასების ფინალში
ლეგიონერები - გოგიჩაშვილისა და ნიორაძის ლელოები
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ევროთასების ნახევარფინალში გავიდა
World Rugby-მ დღესასწაულ Halloween-თან დაკავშირებით ქართველი მორაგბეების ვიდეო გააზიარა [VIDEO]