პრემიერლიგის შეფმა, რიჩარდ სკუდემორმა თქვა, რომ ინგლისის პირველობაზე კარის ხაზზე ტექნოლოგიები შესაძლოა 2012-13 წლებში დაამონტაჟონ
პრემიერლიგის შეფმა, რიჩარდ სკუდემორმა თქვა, რომ ინგლისის პირველობაზე კარის ხაზზე ტექნოლოგიები შესაძლოა 2012-13 წლებში დაამონტაჟონ. ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატის შეფმა გაზეთ „გარდიანს“ უთხრა:

„ფეხბურთი აზრი გოლის გატანაა. მოთამაშეები ამისათვის საკუთარ ორგანიზმს არ ინდობენ. ვინ გატანისთვის იკლავს თავს, ვინ იმისთვის, რომ არ გაუტანონ. ფანები ტრიბუნიდან უკანასკნელ ხმაზე ღრიალებენ, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს კარიერა ეწყობათ და ენგრევათ. ამიტომ, ზუსტად დადგენა, გავიდა თუ არა გოლი, ძალიან მნიშვნელოვანია და თანამედროვე ტექნიკა ამის საშუალებას იძლევა. ჩვენზე, პრემიერლიგაზე, რომ იყოს დამოკიდებული, დღესვე ყველა კარზე დავაყენებდით შესაბამის მოწყობილობებს, მაგრამ შეზღუდულები ვართ. საბედნიეროდ, ფიფამ ბოლო დროს კონსტრუქციულად დაიწყო ფიქრი და იმედი გვაქვს, რომ 2012-13 წლებში საკითხი ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდება“.

კარის ხაზის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ახალი ტალღა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დროს აგორდა, როდესაც ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ფრენკ ლემპარდმა გერმანიის ნაკრებს აშკარად გაუტანა გოლი, მსაჯებმა კი ეს ვერ დაინახეს და არ ჩათვალეს. არადა, ანგარიში 2:2 ხდებოდა და მოვლენათა ასეთი გაგრძელების შემთხვევაში რა მოხდებოდა შეხვედრის დარჩენილ დროში, უკვე მკითხაობის სფეროდან არის — შესაძლოა, მაინც გერმანიას დაეჯაბნა ინგლისი, თუმცა...

ბედმა ლემპარდს მოგვიანებით დაუბრუნა ვალი: პრემიერლიგაში, „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაში, მის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი „სფურზის“ მეკარე ეურელიო გომეშს ხელებში გაუძვრა და კარისკენ წავიდა. გომეში ნახტომით დაეწია და ბურთი ზედ ხაზზე გააჩერა, მსაჯებმა კი გოლი ჩათვალეს, რადგან მოეჩვენათ, რომ ბურთმა ხაზი მთლიანად გადაკვეთა. ის შეხვედრა „ლურჯებმა“ 2:1 მოიგეს.

შემდეგ კი სკუდემორმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მისამართით თქვა ორიოდ სიტყვა:

„ამბობენ, რომ ინგლისურ ფეხბურთში პრობლემებია. თითქოს, ინგლისური ფეხბურთს ყავლი გაუვიდა და გადარჩენა სჭირდება. ასეთი დასკვნის გამოტანას ანალიზი სჭირდება. მე ამისათვის მზად არ ვარ. ვფიქრობ, აქ ფეხბურთის ასოციაციამ უნდა გამოიღოს ხელი. საიდუმლო არ არის, რომ ამ ორგანიზაციამ უნდა გააძლიეროს მუშაობა იმ მიმართულებებით, რომლებზეც პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ლაპარაკია ეროვნულ ნაკრებებზე, მწვრთნელთა აღზრდასა და ბავშვთა ფეხბურთზე. ჩვენ, პრემიერლიგის ხელმძღვანელებს, ჩვენი მხრივ ძირეულად გვაინტერესებს ინგლისური ფეხბურთის განვითარება და მზად ვართ ასოციაციასთან ვითანამშრომლოთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა