საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით რეგიონების მხარდასაჭერი აქციები გრძელდება. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი და მისი თანაშემწე, ალეკო პეტრიაშვილი ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც გორის სპორტის სასახლისთვის კალათბურთის უმაღლესი ხარისხის ტაბლო და 24 წამის მოწყობილობა ჩაიტანა.

ეს გახლდათ რეგიონებში კალათბურთის განვითარებისთვის განკუთვნილი ინვენტარი, რომელსაც გორელები აუცილებლად საჭიროებდნენ. ამ სეზონის წინ გორის ივერიონმა "ა" ლიგის საგზური მოიპოვა და თამაშების სამასპინძლოდ აუცილებელი იყო თანამედროვე სტანდარტების ტაბლო. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ვიზიტის შემდეგ გორის სპორტის სასახლე საკალათბურთო მატჩების სამასპინძლოდ მზადაა. პირველი შეხვედრა გორში 23 იანვარს გაიმართება, როცა "ივერიონი" ტყიბულის "ორბს" უმასპინძლებს. ამავე დღეს გაიმართება 18-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებიც.

რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გასულ წელსაც იმყოფებოდა გორში, როცა "ივერიონის" პრეზენტაცია გაიმართა და მაშინ გორის საკალათბურთო სკოლას სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები გადაეცა. მწვრთნელებს დაურიგდათ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა. აღიშნულმა ღონისძიებამ დიდად შეუწყო ხელი შიდა ქართლის რეგიონში კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

რეგიონული კალათბურთის ფედერაციების განვითარების პროგრამა 2023 წელშიც აქტიურად გაგრძელდება და მთელს საქართველოს მოიცავს.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა