ფრიული, ვენეცია, ჯულიას ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა. კონსტანტინე სუპატაშვილმა ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მომავალმა მედალოსანმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან საუკეთესო - 123.88-ქულიანი შეფასება მიიღო და 16 ფინალისტს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ ერთი დღით ადრე მოკლე პროგრამაში 65.12 ქულა დაიმსახურა და ფინალში გამოსვლის უფლება მეხუთე ადგილით მოიპოვა.

მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში მისმა მაჩვენებელმა 189 ქულა შეადგინა, რამაც მას ვერცხლის მედალი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ვერცხლის მედალია. სუპატაშვილამდე 1997 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი ერგო ვახტანგ მურვანიძეს, 2017 წელს კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა ეგაძემ.

დღესვე სარბიელზე გავიდა სამთო მოთხილამურე ნინო ენუქიძე, რომელიც გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას (1:52.36) 63-ე იყო, მეორე დაშვებისას კი გაცილებით უკეთ გამოვიდა (1:42.10) და ორივეს ჯამში (3:34.46) 53-ე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
BILD: "ლივერპულს" ჩაბი ალონსო ჩაიბარებს
გერმანიასთან მარცხი არ აპატიეს - განას მწვრთნელი გაათავისუფლეს
ძაკარდო: ამ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, შეუძლია დიდებული გახდეს
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?