2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების შესაძლო დაშვების შესახებ მოსაზრება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ დააფიქსირა.

"ჩემი პირადი აზრია, რომ თუ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთიდან და ბელორუსიდან წარმოდგენილი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ, მაშინ ჩვენ უბრალოდ ბოიკოტი უნდა გამოვაცხადოთ ამ თამაშებზე და ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ მივიღოთ", - თქვა იაბლონსკიმ RMF FM რადიოსადგურის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვა, თუმცა მხოლოდ დამოუკიდებელ ოლიმპიელთა რანგში.

ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ექნებათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაზე, თუ ისინი არ წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას ან მათ ქვეყანასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას. თუმცა ის სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოებიდან სპორტსმენების დაშვებას "ოლიმპიური მოძრაობის გამაერთიანებელი მისია" უწოდა და დასძინა, რომ IOC-ი კვლავ განაგრძობს უკრაინელი ათლეტების მხარდაჭერას.

Გოგია
ვის აღიზიანებენ, ღორებს?
სოსო
დროშის გარეშე რუსი სპორტსმენების გამოსვლამ, ვერ გაამართლა.რუსები თავს დასჯილებად კი არა,უფლება შეზღუდულებად აღიქვამდნენ და სანქციები არაფრად ჩათვალეს.აი როცა საერთოდ გაირიყებიან,სრულად იგრძნობენ,რომ როგორც ისინი იქცევიან,ასეთები არავის უნდა და არავის სჭირდება.მერე უფრო ღრმად დაფიქრდებიან,რატომ ხდება ეს.რუს სპორტსმენებსაც აქვთ დრო,უარი თქვან,ასეთ სახელმწიფოზე და მისგან დისტანცირება გააკეთონ.ძნელია?ძნელია,ეს ხომ სამშობლოა,მაგრამ რასაც მათი ქვეყანა აკეთებს,კიდევ უფრო უარესია და არჩევანი, მათი გასაკეთებელია.მრავალი უკრაინელი სპორტსმენი იძულებული გახდა,სპორტი მიეტოვებინა და სამშობლოს დასაცავად ებრძოლა,მრავალი ქართველი სპორტსმენიც.,იძულებით წამოვიდა ნაკრებიდან.რათა საკუთარი ოჯახები როგორმე გადაერჩინა,2008 წელს,ასევე მრავალმა ვეღარ გააგრძელა ვარჯიში,ბნელ 90-იანებში,ძირითადში მაინც გარედან შემოგდებული შიდა ომის და გაჭირვების გამო.დაე ახლა რუსებმაც გამოსცადონ იგივე.საბჭოთა კავშირის დროს,ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ:"დამნაშავეების ფეხქვეშ,მიწა უნდა იწვოდესო".ჰო და მათ ფეხქვეშაც იწვოდეს მიწა,სანამ არ გაისიგრძეგანებენ,რას აკეთებენ.
გია
უკრაინას უნდა მშვიდობა მაგრამ არა ტერიტორიული დათმობის ხარჯზე. ომი უკრაინას არ დაუწყია.
რატი
ხუმრობ? რა უაზრობაა.
გოდურე
უკრაინას არ უნდა მშვიდობა , უკრაინას ომის მოგება უნდა და მისი ტერიტორიების სრული განთავისუფლება ,
ვახო
რატო აღიზიანებენ ვერ ვხვდები, მშვიდობა არ უნდათ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..