ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეს არაა სამართლიანი მოთამაშეებისა და საქართველოს მიმართ - მერაბ შარიქაძის მიმართვა გულშემატკივარს

ეს არაა სამართლიანი მოთამაშეებისა და საქართველოს მიმართ - მერაბ შარიქაძის მიმართვა გულშემატკივარს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ტელეკომპანია "მთავარ არხზე", გადაცემა "შენი დილას" ეთერში ისაუბრა და ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"სადაც შანსი მექნება, მინდა ეს ყველგან ვთქვა. როგორც წესი, თუ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, ჩვენი გულშემატკივრები საგულშემატკივროდ სტადიონზე მოდიან.

გასული მსოფლიო ჩემპიონატის წინ "დინამო არენაზე" შოტლანდიას ვეთამაშეთ, თუმცა მოედანი არ გაივსო. როდესაც გვაქვს პრეტენზია, რომ "ექვს ერში" მიგვიღონ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. პირადად ჩემთვის, ეს ფაქტი სამარცხვინო იყო.

ჩვენი ქომაგი მოწინააღმდეგის სიძლიერის მიხედვით წყვეტს, მივიდეს თუ არა სტადიონზე. ვფიქრობ, ეს არასამართლიანია როგორც მოთამაშეების, ასევე საქართველოს მიმართ. მაგალითად, უელსისთვის ჩვენ ძლიერ მეტოქედ არ ვითვლებოდით, მაგრამ სტადიონი სავსე იყო - 80 000 კაცი მოვიდა იქ, რადგან ქომაგები არა მოწინააღმდეგის სანახავად, არამედ თავისი გუნდის საქომაგოდ მივიდნენ. ვისურვებდი, რომ საქართველოშიც ასე იყოს.

ამის გამო გერმანიასთან გასამართი შეხვედრა პატარა სტადიონზე ("ავჭალის სტადიონზე") გაიმართება, რადგან კავშირში ივარაუდეს, რომ ბევრი ქომაგი არ მოვიდოდა. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნებოდა. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, თუ სად გვირჩევნია თამაში, ცხადია, პატარა სტადიონს ვირჩევთ, რადგან დიდ მოედანზე ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშისას იმედგაცრუებული ვრჩებით, ეს ხასიათსა და მიდგომაზე ძალიან მოქმედებს", - განაცხადა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის" ფარგლებში პირველ მატჩს გერმანიის წინააღმდეგ 5 თებერვალს, 13:00 საათზე გამართავს.

წყარო: "მთავარი არხი"

სომხებმა სამყარო "შეჰქმენით" და რაგბის საქართველოში შემოტანა რა სასხსენებელია. :)

აქ შედარებები მოჰყავთ უკეთესს ვერსად ნახავ. :) თურმე ნუ იტყვი და ფეხბურთში თბილისის დინამოს დიდების წლებში სტადიონზე ხალხი დადიოდა. ახლა რატომ არ დადიანო. :) არ მსურს საბჭოთა კავშირის პერიოდის გახსენება, მაგრამ მინდა ყველას გაცნობოთ, მაშინ ხალხს არ უჭირადა როგორც დღეს...

სოსო )). მაგ დროს ხალხმა არ იცოდა გაჭირვება რა იყო!!!

• გიორგი

კარგი იქნება ფედერაციამ რომ შუკვეთოს ანიმაციური ფილმი რაგბის წესებზე. თამაშგარე, შერკინება, რაქი, არ გადაგორება, მოლი, გაჭედვა და ა.შ. ეს იქნებოდა რაგბის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება. ამის შემდეგ გაცილებით მეტი გუშემარკივარი გაუჩნდება ქართულ რაგბს და ტრიბუნებიც შეივსება.

• misha

უბრალოდ სირცხვილია ეს გერმანია პორტუგალოა ჰოლანდია და ესეთ ჭ გუნდებთან რომ გვიწევს თამაში გააკეთონ 8 ერი და ითამაშონ ფიჯი იაპონია სამოა ჩვენ რამდენი პრეტენდენტი არის.

• Samvel Avoyan

რეგბი სომეხმა შემოუტანა საქართველოში. სომხეთს მალე ეყოლება უძლიერესი ნაკრები.

• ნუ წუწუნებ თავად

• გიორგი

მერაბ, რაგბის წესები ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. შედარებისთვის, ფეხბურთის წესები კი უამრავმა ადამიანმა იცის. მეტიც, ფეხბურთის წვრილმანებშიც არის ხალხი გათვიცნობიერებული. რაგბი შედარებით ახალი სახეობაა და წესებიც გაცილებით რთული აქვს. რაქში და განსაკუთრებით შერკინებაში ვინ არღვევს წესებს, ამის გარკვევა ზოგჯერ 2 მეტრში მდგომ მსაჯსაც კი უჭირს. მეორე საკითხია, რომ ხალხს წარმატება მოსწონს. ამიტომაა რომ დიდი და წარმატებული გუნდების სანახავად ისეთ ხალხიც კი მოდის, ვინც მაინცადამაინც კარგად ვერ ერკვევა თამაშში.კარგი ისაა რომ თქვენი ოსტატობის წყალობით გულშემატკივართა გუნდიც იზრდება. დრო უნდა ყველაფერს.წარმატებები ბიჭებო!

იმიტომ კი არა მე რომ დავწერე. გაუბედურებული დამშეული ქვეყნის აწყობილ ქვეყანასთან შედარება როგორ შეიძლება? საქართველოდან გარბის ხალხი უკანმოუხედავათ! დალოცვილო, შენ გამოდიხარ და ბილეთის ფასებს ადარებ???

• Goga

ნომერ პირველი და მსოფლიო რეიტინგში 101 - ე. ვუ ჰე ჰეე რაგბიში მე 10 ქვეყანა ვართ მსოფლიოში! მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთისგან განსხვავებით კაპიკებით ფინანსდება საქართველოში რაგბი! რომელი არის ახლა გაპიარებული? მე შენ რაგბი თუ ფეხბურთი?

• სოსო

ფაქტია,რომ როგორც თქვენ ამბობთ,ბიძაშვილ-მამიდაშვილობით დანიშნულებმა შესძლეს შეუძლებელი და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად,დაამარცხეს 6 ერის გუნდი.თანაც ორი,ერთ წელიწადში!!!საიდან აღარ გვყავდა ჩამოყვანილი მწვრთნელები,მათ ბევრი გააკეთეს ქართული რაგბისათვის და მადლობა მათ,მაგრამ ფაქტია,რომ მხოლოდ ქართველმა მიაღწია ასეთ შედეგს და ესე იგი საქართველოს, ბიძაშვილ-მამიდაშვილი კი არა,მაღალკვალიფიციური ქართველი მწვრთნელი ჰყავს.თბილისის დინამოს უძლიერესი ფორმაციაც,ქართველმა ნოდარ ახალკაცმა შექმნა და 1964 წლის ჩემპიონი დინამოს შემადგენლობაც,ანდრო ჟორდანიამ შეკრიბა(როგორც ყოველთვის ,არც მაშინ დააცადეს ჟორდანიას,ამ გუნდის ათამაშება და გუნდიდან გააგდეს).შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო,წავლენ უცხოეთში და საქართველოს სამსახური არ უნდათო!კარგის მოფრთხილება არ გვინდა და მერე სულ იმას ვჩივით,არა გვყავსო.ან მერაბ შარიქაძეს რას ვერჩით,ჩვენ თავებს ვიხოცავთ,თქვენს გამო და საგულშემატკივროდ მაინც მოდითო,მხოლოდ ამას გვთხოვს.ბიჭები არ იმსახურებენ?ნამდვილად იმსახურებენ და მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ ჩვენი,ობიექტური მიზეზები გვაქვს,რის გამოც ვერ მივდივართ,მისი პრეტენზიები,მაინც სამართლიანია.

• დიმა

არაფერი ეშველება ამ ყოფილ ერს. აქაც გაყოფა, ფეხბურთი vs რაგბი. და წუწუნის ჩემპიონები, "სად გვაქვს ფარა, ბაბა"?! ვანია ჩამოგიტანთ ტამბოვიდან! ბიჭებო, 1 კი ფაქტია, რაგბის სტადიონი გვჭირდება, 12 - 16 ათასიანი, ადეკვატური ფასები ბილეთებზე და სტადიონიც გაივსება და გულიც !:) წარმატებები ჩვენს ლომებს!

• სოსო

რატომ არის გაუგებარი?კი,საკმაოდ რთული წესებია,მაგრამ როდესაც საქართველოს ნაკრების მატჩების კომენტატორად,ქართველი მსაჯების ლიდერი,ამაშუკელი ჰყავდათ,ისე დაწვრილებით და გასაგებად ხსნიდა წესებს,რომ ყველაფერი გასაგები ხდებოდა.ტაიმებს შორისაც, ტელევიზიაში,რომელიმე ძირითადი წესის განმარტებები იდებოდა და მსურველი,ძალიან სწრაფად გაერკვევა თუ აინტერესებს.სხვა კომენტატორებიც საკმაოდ ხშირად ცდილობენ,წესების განმარტებას.ასე რომ სურვილის შემთხვევაში,ძნელი ნამდვილად არ არის.როცა ძირითადში გაერკვევით,მერე ,ბევრ რამეს,თვითონაც მიხვდებით და თამაშის გემოსაც უკეთ გაიგებთ.

• სოსო

ძალიან კარგად მესმის, მერაბის გულისტკივილი.თუმცა მაინც ვეტყვი,რომ როდესაც თბილისის დინამო ქუხდა,ყიფიანის,შენგელიას და გუცაევის დინამოს დროსაც კი,სუსტ მეტოქეებთან,სტადიონი ნახევარზე ცოტა მეტად ივსებოდა.სადაც ვიცოდით,რომ თამაშის ბედი,ცხადი იყო და აშკარა უპირატესობა გვქონდა,მაყურებელს ეზარებოდა მისვლა და ვინც მივდიოდით,მხოლოდ იმიტომ რომ ველოდით,ან ყიფიანი გააკეთებდა რაღაც საოცარს,ან გუცაევი და ან ვინმე სხვა.არც ისინი გვტოვებდნენ ნაწყენს და ერთო ირჯერ მაინც,რაღაც ძალიან ლამაზს გააკეთებდნენ და ჩვენც ეგ გვინდოდა.ბრიტანეთში ფეხბურის და რაგბის გულშემატკივრობის სრულიად განსხვავებული კულტურაა და ჩვენ მათნაირები,ვერასოდეს გავხდებით.ძალიან განსხვავებული ტემპერამენტის ხალხი ვართ და რაგბის კულტურაც,ჯერ კიდევ არ გაგვჯდომია სისხლსა და ხორცში.რა თქმა უნდა ფინანსური გაჭირვებაც სათვალავშია მისაღები და ალბათ უფრო მეტად ამის ბრალია,რომ გულშემატკივარი,მხოლოდ გადამწყვეტ თამაშებში აკლებს ოჯახის ბიუჯეტს ფულს და მოდის სტადიონზე.თანაც,თბილისელი ხომ არც ფეხბურთზე სიარულით იკლავს თავს.გაზარმაცებულია.გული არ გაიტეხოთ,მერაბ,ფილმ "პირველი მერცხალისა" არ იყოს,დრო მოვა და თქვენც ხელის გულზე დაგიწყებენ ტარებას.ხომ ფაქტია,რომ სწორედ ახლა ყალიბდება საქართველოს ნაკრები,ახალი,თანამედროვე თამაშის სტილით და ის,აუცილებლად მოიყვანს გულშემატკივარს სტადიონზე.წარმატებები მერაბს და მთელ ქართულ რაგბს!

• Simartle

ici ras getyvi saqartveloshi nomer pirveli sporti fexburtia oci tetric rogirdes tqveni tamashi xalxi mainc ar mova tqve zalit gapiarebulebo

• კარგით რა

გორგოძე ამას არ აკადრებდა ქართვველებს. გეტყობა კარგად ცხოვრობ მერაბ და გარტყმაშშიც არ ხარ როგორ უჭირს ხალხს. ღმერთმა ბევრი მოგცეს, მაგრამ ჯობდა არაფერი გეთქვა.

• პროფესტო

3-5 ლარი დაადონ ფასი ბილეთს და გაივსება ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი. შარიქაძე მართალს ამბობს, მაგრამ პრობლემა უფრო ბილეთის ფასშია, არამნიშვნელოვან თამაშებში.

• კახაბერი

სიმართლე-ს-რა უმაღლესი განათლება გაქვს ერთი-ასე რომ ,,მსჯელობ,,(?!),დასავლეთს- ,,შეძრომა,, და მისთანები-არ ჭირდება,თუ აზროვნებას არ დაიწყებ-წარმარებული სახელმწიფოს შექმნისათვის-არ კიდიხარ ერთ ადგილზე(?!),აბა ერთი-თავი მაინც ასწიე და მიმოიხედე-წარმატებული,მტკიცე სახელმწიფოები მოიძიე...-დასავლელი ერების,არააა(?!), ხოდა მათგან ჩვენ გვჭირდება,ჩვენ-გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა...+თანდგომა,მხარდაჭერა,რომ ჩვენც წარმატებული,პროგრეს და წარმატებაზე ორიენტირებული,ე.ი.თანამედროვე სახელმწიფო შევქმნათ;ძლიერი ეკო-კა,ძლიერი თავდაცვა-ჯარი-უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის განათლება,მედიცინა-ჯან-მომსახურება,სპორტის განვითარებით(?!). აზზრზე არა ხართ ქოცები,იგივე რუსთ მადიდებლები,ტოტალიტარული-ავტორიტარილი რეჟიმებით აზროვნება-გონრბადახშულები -შარიკოვები,ზომბებათ ქცეულების...როგორ უნდა განავითარო-განამტკიცო ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო(?!),ე.ი.თანამედროვე ეპოქაში-როგორ ვითარდება-მტკიცდება სახელმწიფო,როგორი მმართველობის პოლი-ური სისტემით, როგორი ეკო-რი პოლიტიკა ავითარებს-ეკო-კას,როგორი ეკო-რი პოლი-კა,და რატომ(?!),როგორი... რამდენად მნიშვნელოვანია-სახელმწიფოში როგორც შიდა მშვიდობის მიღწევისათვის,ისე შიდა წარმოების,საშუალო და მცირე ბიზნესის, სტრა-ლ ეკო-რ პროექტებთან ერთად ზოგადად ეკო-კის განვითარებისათვის-სამართლებრივ გარემო-წესრიგს(?!),როგორ მიიღწევა- სამართლებრივი გარემო-წესრიგი...აზზზრზე არა ხართ,უწიგნურობით აყოლილები ხართ-იმ დღესაც შუა საუკუნეების რუსულ-მონღური იმპერიის-ანტი დასავლურ პროპაგანდას და რაებს აღარ... დასავლეთი ჩვენ გვჭირდება,ჩვენ-ე რ ს-მათი გამოცდილება-წარმატებული ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს შექმნისათვის,როგორიც არის; ავსტრია,ბელგია,შვეიცარია,ირლანდია, შვეცია,დანია,თუნდაც საბერძნეთი,ჩეხეთი, პოლონეთი...,,ევროკავშირი,,-წევრი სახელმწიფოები(!), რომ არ დავრჩეთ არსებულ ღატაკ,უიმედო, უპერსპეწტივო ყოფაში,მით კატასტროფლი ემიგრაციული გარემოთ...ე.ი.ფაქტიურად-რუსული გუბერნია-ავტორიტარულ კრიმიმალურ-კლანური მმართველობის სისტემით,ან კლეპტოკრატიული,ან ოლიგარქიულ-კრიმინალურ კლანურის...უსამართლო,მით დეპრესიული გარემო-განწყობით,რაც ყველგან აისახება...მისთვის სწორად-,,ეს ხელისუფლება,, უნდა მოვიშოროთ, ე.ი.არსებული კრემლის ივან-ა-შვილების და სომეხი ღარიბოვების,თორემ როგორც სახელმწიფო მიზანმიმართულად და ეტაპობრივად (არა მარტო სტრა-ლი ეკო-რი პროექტების დაბლოკვით) დაასუსუსურეს დააკნინეს,გააღატაკეს,უპერსპექტივო გახადეს (10 წელია-ხელისუფლრბაში არიან და-ეკო-კა გაზარდეს კი არა-საერთოდ ჩამოშალეს,მაშინ რიცა იგივე ნაც-ბმა-4-ჯერ გაზარდეს,მით სახელმწიფო ბიუჯეტი-11-ჯერ,თან მყარი ვალუტით (396 მლმ-&-დან-4.1.მლრდ-&- მდე...მით მარტო რაგბს-40 მლნ-გამოუყვეს)),ისე გახდიან ქართულ სპორტს- ეტაპობრივად,განსაკუთრებით რაგბს-სწორად...რუსეთის დონეზე ჩამოიყვანენ. სწორად დასავლეთთან პარტ-ბა- თანამშრომლობით განვავითარეთ- განვამტკიცეთ რაგბი,გახდა ავტორიტეტული- პატივსაცემი მთელს მსოფლიოში (დაწყებული კლოდ სორელით),და სახელმწიფოსაც მათთან პარტნიორობა-თანამშრომლობით სწორად ასე განვითარებულს,ავტორიტეტულს გავხდით, მაგრამ-არა ადეკვატური,რუსული ადმინისტრაცია გვყავს-რუსული.იმპერიის ინტერესებებისათვის უკვე ღიად რომ უპირისპირდება სწორად დასავლურ,აზროვნების,ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებულს, პასუხისმგებლობით სამყაროს და რა...

• მ.მ

ხვიჩას გამო ბათუმში ხო ივსებოდა სტადიონი და ასევე სადაც ჩავიდა ყველგან. დაჟე პაიჭაძეც თითქმის გაავსო რაც ეროვნულ ლიგაში ძალიან დიდი საოცრებაა. ნაპოლი რა გასაკვირია. ხალხს მოენატრა ფეხბურთის ქომაგობა. გიბრალტართან გაივსო სტადიონი. რაგბთან ფეხბურთის/ხვიჩას შედარება უადგილოა. დიდი 10 ის თამაშებიც ფაქტიურად 10% არაა შევსებული.

Ar ainteresebs xalxs ragbi im doneze rom yvela tamashze gadaavson "dinamo". Iyo periodi roca fexburti yelamde mdzgnershi iyo chafluli da gulshematkivari amitom etaneboda ragbs, tumca aqac ert wreze vtrialebt da roca perspeqtiva ar chans marto droshis frialistvis xalxi ar miva stadionze.

• კახაბერი

სიმართლე-ს-რა უმაღლესი განათლება გაქვს ერთი-ასე რომ ,,მსჯელობ,,(?!),დასავლეთს- ,,შეძრომა,, და მისთანები-არ ჭირდება,თუ აზროვნებას არ დაიწყებ-წარმარებული სახელმწიფოს შექმნისათვის-არ კიდიხარ ერთ ადგილზე(?!),აბა ერთი-თავი მაინც ასწიე და მიმოიხედე-წარმატებული,მტკიცე სახელმწიფოები მოიძიე...-დასავლელი ერების,არააა(?!), ხოდა მათგან ჩვენ გვჭირდება,ჩვენ-გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა...+თანდგომა,მხარდაჭერა,რომ ჩვენც წარმატებული,პროგრეს და წარმატებაზე ორიენტირებული,ე.ი.თანამედროვე სახელმწიფო შევქმნათ;ძლიერი ეკო-კა,ძლიერი თავდაცვა-ჯარი-უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის განათლება,მედიცინა-ჯან-მომსახურება,სპორტის განვითარებით(?!). აზზრზე არა ხართ ქოცები,იგივე რუსთ მადიდებლები,ტოტალიტარული-ავტორიტარილი რეჟიმებით აზროვნება-გონრბადახშულები -შარიკოვები,ზომბებათ ქცეულების...როგორ უნდა განავითარო-განამტკიცო ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო(?!),ე.ი.თანამედროვე ეპოქაში-როგორ ვითარდება-მტკიცდება სახელმწიფო,როგორი მმართველობის პოლი-ური სისტემით, როგორი ეკო-რი პოლიტიკა ავითარებს-ეკო-კას,როგორი ეკო-რი პოლი-კა,და რატომ(?!),როგორი... რამდენად მნიშვნელოვანია-სახელმწიფოში როგორც შიდა მშვიდობის მითწევისათვის,ისე შიდა წარმოების,საშუალო და მცირე ბიზნესის, სტრა-ლ ეკო-რ პროექტებთან ერთად ზოგადად ეკო-კის განვითარებისათვის-სამართლებრივ გარემო-წესრიგს(?!),როგორ მიიღწევა- სამართლებრივი გარემო-წესრიგი...აზზზრზე არა ხართ,უწიგნურობით აყოლილები ხართ-იმ დღესაც შუა საუკუნეების რუსულ-მონღური იმპერიის-ანტი დასავლურ პროპაგანდას და რაებს აღარ... დასავლეთი ჩვენ გვჭირდება,ჩვენ-ე რ ს-მათი გამოცდილება-წარმატებული ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს შექმნისათვის,როგორიც არის; ავსტრია,ბელგია,შვეიცარია,ირლანდია, შვეცია,დანია,თუნდაც საბერძნეთი,ჩეხეთი, პოლონეთი...,,ევროკავშირი,,-წევრი სახელმწიფოები(!), რომ არ დავრჩეთ არსებულ ღატაკ,უიმედო, უპერსპეწტივო ყოფაში,მით კატასტროფლი ემიგრაციული გარემოთ...ე.ი.ფაქტოურად-რუსული გუბერნია-ავტორიტარულ კრიმიმალურ-კლანური მმართველობის სისტემით,ან კლეპტოკრატიული,ან ოლიგარქიულ-კრიმინალურ კლანურის..უსამართლო,მით დეპრესიული გარემო-განწყობით,რაც ყველგან აისახება...მისთვის სწორად ,,ეს ხელისუფლება,, უნდა მოვიშოროთ, ე.ი.არსებული კრემლის ივან-ა-შვილების და სომეხი ღარიბოვების,თორემ როგორც სახელმწიფო მიზანმიმართულად და ეტაპობრივად (არა მარტო სტრა-ლი ეკო-რი პროექტების დაბლოკვით), დაასუსუსურეს დააკნინეს, გააღატაკეს,უპერსპექტივო გახადეს (10 წელია-ხელისუფლრბაში არიან და-ეკო-კა გაზარდეს კი არა-საერთოდ ჩამოშალეს,მაშინ რიცა იგივე ნაც-ბმა-4-ჯერ გაზარდეს,მით სახელმწიფო ბიუჯეტი-11-ჯერ,თან მყარი ვალუტით (396 მლმ-&-დან-4.1.მლრდ-&- მდე...მით მარტო რაგბს-40 მლნ-რაგბს გამოუყვეს),ისე გახდიან ქართულ სპორტს- ეტაპობრივად,განსაკუთრებით რაგბს-სწორად დასავლეთიდან დაპირისპირებით...რუსეთის დონეზე ჩამოიყვანენ. სწორად დასავლეთიდან პარტ-ბა- თანამშრომლობით განვავითარეთ - განვამტკიცეთ რაგბი,გახდა ავტორიტეტული- პატივსაცემი მთელსმსოფლიოში (დაწყებული კლოდ სორელით),და სახელმწიფოსაც მათთან პარტნიორობა-თანამშრომლობით სწო5ად ასე განვითარებულს,ავტორიტეტული გავხდით, მაგრამ-არა ადეკვატური,რუსული ადმინისტრაცია გვყავს-რუსული.იმპეროის ინტერესებებისათვის უკვე ღიად რომ უპირისპირდება სწორად დასავლურ,აზროვნების,ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებულს, პასუხისმგებლობით სამყაროს და...

• ალექს

გამაოგნებელი კომენტარებია! ხალხო, თქვენ სტადიონზე ფედერაციის საგულშემატკივროდ მიდიხართ, ხელისუფლების, ოპოზიციის, გუბერნატორის, ცეკვავენ ვარსკვლავების, ტკბილი მოგონებების თუ რისი? ადეკვატურები არ ხართ მართლა! თქვენი ქვეყანა გესმით საერთოდ რას ნიშნავს? ამ ქვეყნის ნაკრები რა ხილია მცირედით მაინც ვერ აღიქვამთ? ცოტა მაინც თუ დაგრჩათ ტვინი ეგებ გააყანყალოთ და სრული სისულელეების როშვას მოეშვათ მითუმეტეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ნაკრების და გუნდური სპორტის მიმართ.

• ამირანი

და ეგ თეატრში და ოპერაში ტოველთვის დადის თუ რაგბი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია და ამიტომ აუცილებლად უნდა იაროს ერმა?! და საერთოდ, პირადად, მისთვის სამარცხვინო- რა უბედურებაა?! რავა ყველა ჭკუა არუგებს ამ უბედურ ქართველ ხალხს.

• თაზო

აბა სტადიონი არ აღირსეს ბიჭებს რა ქნან ერთი სარაგბო მოედანი არ დაიმსახურეს???!!!!!

• სიმართლე

ეკონომიკურ საკითხებთან,თუნდაც შრომის კოდესთან და სხვა....ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში,ისე არაფერი შეიცვლება.. ,,რუსულ დიქტატურას,,რაც შეეხება...ეს თუ იმის გამოა,რომ ეს მთავრობა ,,ისე არ უძვრება,,დასავლეთს როგორც მისი წინამორბედი...ვერ დაგეთანხმებით

• ერთი შესწორება

თუ მხოლოდ ფაქტს აღნიშნავთ, მართალი ხართ, მაგრამ მიზეზი სხვაგან ეძებეთ - მე-2 იარუსზეც კი ნორმალურ ადგილებზე ორი ბილეთი 160-200 ლარი რომ ღირს,ძნელია ყველა მატჩს დაესწრო, როგორც არ უნდა გინდოდეს. ჩვენ ვერ "გავქაჩეთ", ყოველ შემთხვევაში..

საქართველოს უელს ადარებ???

• დააT

საქართველო გაჭირვებული ხალხის ქვეყანაა, მაქსიმუმ შეუძლია ფეხბურთისთვის გაიმეტოს 10-დან - 25-ლარამდე ბილეთის ფული, იმიტომ რომ ფეხბურთი N1. რაგბი მისი გაუგებარი წესებიდან გამომდინარე ვერასდროს იქნება ფეხბურთზე მაღლა და შესაბამისად ფეხბურთის მსგავსი ფასის დადება ბილეთზე არასწორია. რაგბისტების წყენა გასაგებია, მეტს იმსახურებენ ჩვენი მორაგბეები. თუ ბილეთს არ გააიაფებენ ყოველთვის ცოტა მაყურებელი ეყოლება რაგბის, იქამდე სანამ საქართველო არ იქნება დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა. დღეს რუსული დიქტატურა გვაქვს და არც ქართველია ეკონომიკურად ძლიერი. ნეაპოლში რომ მიერეკებიან ისეთებს ვისაც ფეხბურთი აქამდე სტადიონზეც არ ჰქონდა ნანახი, იმათ უთხარით და მიერეკეთ სტადიონზე ვითომ რაგბიც ძალიან უყვართ.

• Sandro

მეც არ მეხატებოდა და არც მეხატება დიდა გულზე ეგ ტიპი მარა ფაქტია რო კარგი მენეჯერია , მაგის პრეზიდენტობის დროს მოვუგეთ პირველად ცხოვრებაში არა ერთ არამედ ორ ტიერ ერთის გუნდს და ბათუმში იტალიასთან თამაში და საერთოდ ეგ დღეები ცალკე დღესასწაული იყო . ფაქტია რო კარგი ორგანიზატორი და მენეჯერია და არაა სავალდებულო აუცილებლად რეგბისტი იყოს პრეზიდენტი. არი იქ სხვადასხვა პოზიციები რომელზეც სავალდებულოა კომპეტენცია და იქ ისეთი ხალხია ვინც საჭიროა . არჩევნების ჩატარებაზე კიდე გეთანხმები მაგრა უშნოდ ქნეს ყველაფერი მარა ფაქტია რო გაამართლა ამ პრარაბამ . კიდე კაი აბუ არ გვყავს ეხა

• გიორგი

თვეში 5 კოლოფით ნაკლები სიგარეტი მოწიონ და იმ ფულით იყიდონ ბილეთები.

• რატი

მართალი ხარ.

• გენო

ვეთანხმები კაპიტანს. მაშინ ბილეთის ფასი თან 30 ლარი იყო საუკეთეო ადგილებში! როცა 30 ლარს არ იხდის გულშემატკივარი და თამაშზე არ მიდის ტირ-1 გუნდთან რა 6 ერზეა ლაპარაკი. იქ ბილეთები 25-150 ევროს ფარგლებშია.

• გენო

საფასო პოლიტიკა არაფერშუაშია. 2019 წელს იყო შოტლანდია და 30 ლარი ღირდა ბილეთი. 10-30 ლარში იყო.

• მერაბს

თქვენ თუ გულშემატკივრობა გაკლიათ აღარ ყოფილა ნამუსი! დავაი დაუშვით დისლაიკები ჩემზე მეტად გიყვართ საქართველო და რაგბი....

• რონი

რავქნათ ლომო საქართველოა მიზერული ხელფასი გვაქვს თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგვაქვს.. ვინც ახერხებს მოდის... ჩვენიც გაიგეთ ნახევარი ქვეყანა შიმშილის პირას არის და ვისაც ფული თავზე საყრელად აქვს იმას სპორტი კიარა სხვა მისწრაფებები აქვთ......

• Lm

ეს იცის ყველაფრის დედაქალაქში გადატანამ. ჩაატარეთ სხვადასხვა ქალაქებში. გადაანაწილეთ. არ არის აუცილებელი ყველაფერი თბილისში იყოს. მოანატრეთ სპორტი თბილისს. ისევე უნდა ჩავიდეს თბილისელი სხვა ქალაქში საყურებლად როგორც რეგიონებიდან ჩადიან თბილისში.

• cheroeli

მერედა სირცხვილი არაა ავჭალას რომ აჩვენებთ გერმანელებს?

• rigiti

დიახ, ხვიჩას საქომაგოდ დადიან!!! ეგ რა შედარებაა, ეგრე ძნელი მისახვედრია???? ხვიჩას გამო აქ სტადიონები რომ ივსებოდა დაგავიწყდა? ხვიჩას დონემდე თუ მიაღწევენ (კონკრეტული გვარების დასახელება რა საჭიროა) ყველას ასე ვუქომაგებთ (ჩაკვე გაიხსენეთ), საქართველოში ფეხბურთს ბევრი თამაშობს, მაგრამ ხვიჩასნაირი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ბევრი გეგულება?

• მიხო

არაა სამართლიანი ის რომ, იტალიის და უელსის დამარცხების შემდეგ თამაში გვიწევს გერმანიის და პოლონეთის დონის გუნდებთან

• გიორგი

ის ფაქტი არ იყო შენთვის სამარცხვინო არჩეული პრეზიდენტი რომ თავბაუნელმა გადაგირჩია და ისეთი კაცი მოგიყვანეს ლელო რამდენი ქულა იყო რომ არ იცოდა? ჯერ საკუთარ თავს მოთხოვეთ მაღალი სტანდარტები და მერე ამოიღე ხმა გულშემატკივარზე

• ვვვ

რას ამბობს მართალს, კაცო? მეხინკლე რომ ვიყო, უნდა გეჩხუბოთ, 10-ის მაგივრად 30 ხინკალს რატო არ ჭამთ-მეთქი? თუ ჰგონია, ახლა თავს დამნაშავედ ვიგრძნობთ და თამაშს არ ჩავაგდებთ? თხოვნა კიდევ ჰო და დანამუსება რა პონტია?

• ესეიგი რა ))

ეს ყველგან ასეა და ყველა სპორტში. ასევე ბილეთის ფასი, კარგათ რო ცხოვრობთ ყველა ასე გგონიათ? გულშემატკივრების უმეტესობა ღარიბია და მდიდრების 0.00001% დადის თამაშებზე. ყველაფერი სხვისი ბრალია როგორც ყოველთვის.

• გიო

რა ვქნათ მერაბ.ძალიან გვიყვარხართ მთელი გუნდი და გგულშემატკივრობთ,მაგრამ თქვენს სანახავად ვინც უნდა დავდიოდეთ ძალიან გვიჭირს ფინანსურად,ხოლო ვინც დალხინებულია მათ უმრავლესობას სხვა გასართობი აქვთ.

• კახაბერი

მერაბ-სულ სხვა,ძალიან დიდი პრობლემა არის-არსებობს,ძალიან დიდი სიღატაკე, უიმედობა,უპერსპექტივობით დეპრესიული გარემოა შექმნილი,რაც განწყობაზე ძალიან აისახება...აუტანელი,უსამართლო,მით გაუსაძლისი ყოფისაგან უკვე 900 000-ნი,თან შეუქცევდი ემიგრაციული გარემო გვაქვს... საქართველო უკვე ყველაზე ღატაკი გახადეს არა მარტო ევროზონის ზონის სახელმწიფოებს შორის,რეგიონშიც კი (მოლდავეთს დასავლეთმა გამოუყო მიზნობრივი ფინანსები)...+ პერსპექტივებსაც კი ახშობენ,თან მიზანმიმართულად...-იმ დასავლეთს დაუპირისპირდნენ,რომლის გამოცდილება,თანადგომა,მხარდაჭერა გვჭირდება,რომ- წარმატებული სახელმწიფო შევქმნათ;ძლიერი ეკო-კა,ძლიერი თავდაცვა - უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის განათლება, მედიცინ... მით სპორტი კიდევ უფრო განვავითაროთ და-არსებულ გარემოთ-გაუსაძლიდი, უპერსპექტივო ყოფით- რა განწყობა უნდა გქონდეს რომ... საჭიროა სერიოზული პოლი-რი ცვლილებები რომ...

• ირაკლი

მივიდნენე მერე თამაშზე,ქართული ბომონდი და პოლიტიკოსები იტალიაში ნაპოლის თამაშებზე რომ მარიაჟობენ!!!!ფულიც აქვთ და საშუალებაც!!!!!!

• Suxumchanin

რა არის მართალი ოთხი არასრულწლოვანი მყავს და ყველა მთხოვდა კალათბურთის მატჩებზე წაყვანას საიდან მოვიტანო ამდენი ფული როცა შემოსავალი არ მაქვს, თუ რიგრიგობით ვატარო? არაა ქვეყანაში საშუალო ფენა, 5 პროცენტი გრიალებდ, დანარჩენი ვარსებობთ. სპორტის საყურებლად კი გაზულუქებულები არ დადიან. დადიან მხოლოდ ვინმე თუ გამოჩნდა ცნობილი მაგ; კვარაცხელია სელფების გადასაღებად და საბლატაოდ, თორემ საიდან მოვიდა, რა გააკეთა, რის ფასად ეგ არ აინტეტესებთ, მათთვის მთავარია პიარი.

ვერაფერს იტყვი მართალს ამბობს

• ლადო

სიმართლეს ამბობს. შარშან საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ტურნირი, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და საქართველოს ნაკრების თამაშებზე დარბაზში ცარიელი ადგილები იყო. აღარაფერს ვამბობ სხვა ნაკრებების მატჩებზე, მათ მაყურებელი საერთოდ არ ჰყავდათ, რის გამოც ევროპის კალათბურთის ფედერაციის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურეს.

• დავითი

საფასო პოლიტიკას გადახედეთ და მერე იმსჯელეთ მაყურებლის მხრიდან პატივისცემაზე, იქნებ იმაზე იფიქროთ რატო არ კი არა ვერ მოდის? ნუ დამიწყებთ ეხლა 6 ერში უფრო ძვირი იქნება ბილეთებიო, მარადონა ჩამოვიდა და ხალხი ვერ წავიდა რადგან ძვირი იყო ბილეთი. 100 ლარი დააწესა რაგბის კავშირმა შუა სექტორზე ფასები კიდე ბევრს ელოდეთ მაყურებელს. საქართველოს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ, ისედაც ფონდი ქართუ აფინანსებს რაგბის კავშირს და კიდე ხალხის ხარჯზე რომ უნდათ ბობოლებს გამდიდრება არ გამოვა ეგრე

• ადამიანი

მართალს ამბობს,ოღონდ...სტადიონზე წასვლას ( ბილეთის ფასი საერთოდ არ ვახსენოთ) ხალის სჭირდება.როდესაც ხვალინდელი პურის ფული არის ერთადერთი საფიქრალი იქ ვის ესტადიონება?! საზოგადოების იმ ნაწილს კი,ვისაც პური პრობლემა მეტნაკლებად მოზსნილია აქვს,ზუსტად ის დამოკიდებულება აქვთ- ქართველების ქომაგობა კი არა, ,,ფირმა" ღონისძიებებზე წასვლა .პ.ს. აი ხვიჩას საქონაგოდ რომ დადიან და ლიჩიშვილის-არა

• L.J .

Martalia

• სააკაძე

ბევრს ნუ ატრაკებ და საქმეს მიხედე!

• ფასები

ფასები წყვეტსთქო უთხარით ვინმემ. ახლა ვნახე მაგ თამაშის ჩანაწერი და დაახლოებით 40კ ადამიანი იქნებოდა. სხვა გამამართლებელი საბუთი მოიტანონ, თუ რატო გადაწყვიტეს მანდ ჩატარება. ხო არ იყო ეს გულშემატკივრის დასჯა, რადგან წინა ტესტებზე, სადაც ბილეთის ფასი 300 ლარამდე ადიოდა სტადიონი ნამდვილად ცარიელი იყო.

• საბა

იმუშაოს რაგბის კავშირმა ნორმალურად, მარკეტინგში რაღაც მიძრაობა გააკეთონ, დაგვანახონ რომ ნაკრებია ყველა თამაში დღესასწაულია და მივალთ. ბოლო საშინაი თამაში სამოასთან იყო და ისეთი ფასი ედო ბილეთებს დარიგება მოუწიათ მერე საჩუქრად! დაადონ ადეკვატური ფასი და მივალთ. 50 ლარი ღირდა საშუალო დონის ბილეთი შოტლანდიასთან მსოფლიოს წინ. 10 კაცს გვინდოდა წამოსვლა, 4 -მა მოვახერხეთ მარტო. და ადგილზე დაგვხვდა დაუკუნუს დაუსუფთავებელი სკამები, სტადიონის გარშემო არანაირი სათამაშო დრის ატმოსფერო არ იყო, არც დახლები, არც ფან-შოპი, არაფერი! ან იგივე სამოასთან რას გავდა თამაში? რეები აკეთეს? ან მწვრთნელი სად იყურებოდა ან კაპიტანი? დიდი ოატივისცემის მიუხედავად ვერ მივიღებ მაგ შენიშვნას გულშემატკივრებისადმი. შექმნან გარემო, დაადონ ადეკვატური ფასი და მოვალთ! ცუდ თანაშებზეც მოვალთ რადგან ეროვნული ნაკრებია და ბოლომდე გიქომაგებთ.წაგებულზეც გვერდით დაგიდგებით, მოგებულზე ხომ მითუმეტეს! ოღონდ წესივრად მართეთ რაგბის კავშირი და ფასი ადეკვატური დაადეთ ბილეთებს. აგერ ახლახან იყო მშვენიერი გადაცემა - რაგბის პოდკასტი დახურეს ვიღაც-ვიღაცების ჩარევის გამო! კრიტიკული აზრი არ მოეწონათ ზოგიერთებს. ჰოდა სანამ ეგრე იქნება დამოკიდებულება, სანამ გულშემატკივარს და პროფესიონალებს დაიკიდებენ კავშირში, და გადაცემებს დაუხურავენ, სანამ რაგბის დღეს თამაშზე ორგანჯზება და ფადი არ იქნება ნორმალური, მანამდე მაგ შენიშვნას არ მივიღებთ.

• 123

უელსში არც მთავარი მწვრთნელი და არც ფედერაციის პრეზიდენტი ბიძაშვილ-მამიდაშვილობით არ ინიშნებიან.. არც მოქმედი დამსახურებული მორაგბეები ეტენებიან პოლიტიკაში.. მთლად ისე ნუ იზამთ ამ მართლა რაგბის ქვეყანას პროტესტის გამო ბალეშიკობაზე უარი ათქმევინოთ…

• rable

გასაგებია შარიქაძის და ყველა რაგბისტის მიდგომა და აღქმა და ვეთანხმები, მაგრამ ისაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ათასობით უნარიანმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა და ტოვებს ქვეყანას. ვინც ნაღდი ქომაგია თვიდან თვემდე თავის გატანისთვის იბრძვის და ხანდახან ახერხებს მისვლას საქომაგოდ. მეტად მცირეა შეძლებული ნაწილი და დიდი უმრავლესობა მათგანი სნობური მიდგომით (და პოლიტიკურითაც სამწუხაროდ) მხოლოდ ბობოლებთან თამაშს ესწრებიან.

• ალექს

მართალია კაპიტანი, ვერაფერს იტყვი.. კიდევ უფრო ცუდი ის არის,რომ აქეთ ნაკრებს აკრიტიკებდნენ თითქოს რეგრესი იყო, თან ვითომ მაგრად რომ ესმით რაგბი ისეთები

• ზურა

აბსოლუტურად ვეთანხმები მერაბს, მაგრამ აქ ერთი პატარა ნიუანსია რაც დიდ პრობლემად იქცა ზოგადად ერისთვის, მაგალითად ის რომ ევროპაში გართობის მიზნით დადიან ყველგან სადაც კი ხელი მიუწვდებათ და მიუწვდებათ იმიტომ რომ ეკონომიკურად სტაბილურები არიან, საქართველოში ვისაც ეკონომიკური სტაბილურობა აქვს, ვირივით 24 საათი უნდა იმუშაოს და ამ დამქანცველი სამუშაო დღის მერე აღარსად წასვლის თავი არ აქვს, თუ ბედნიერია და ადამიანურად შეუძლია შაბათ-კვირა დაისვენოს, ის ალბათ უფლებას ვერ აძლევს საკუთარ თავს 100 ან 150 ლარი გადაიხადოს და ოჯახით წავიდეს საქომაგოდ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და უბრალოდ როგორც ვხედავ ჩემი გადმოსახედიდან, ასე სჩანს.

• 123

უელსის მწვრთნელი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი ბიძაშვილ მამიდაშვილობით არ ინიშნებიან. არც ჯერ კიდევ მოქმედი მორაგბეები გარბიან პოლიტიკაში... გულშემატკივრამდე თქვენ იყავით ჯერ სამაგალითო როგორც თქვენი წინა თაობები იყვნენ

• gio

დაადონ ბილეთს 10-20 ₾ და მივა ყველა 80-100 ₾ ნი მიწყენთ და ვერ მივცემთ ბილეთებში,

• გენო

ვეთანხმები კაპიტანს. მაშინ ბილეთის ფასი თან 30 ლარი იყო საუკეთეო ადგილებში! როცა 30 ლარს არ იხდის გულშემატკივარი და თამაშზე არ მიდის ტირ-1 გუნდთან რა 6 ერზეა ლაპარაკი. იქ ბილეთები 25-150 ევროს ფარგლებშია.

• მეგრელი

მერაბ მესმის რასაც იძახი მეგობარო, მაგრამ რეალი ბარსაზე 100 000 კაცი მიდის და რელი ვალიადოლიდის თამაშზე 60. აბა შენ ჩვენ ფეხბურთელებს კითხე რომლებიც ეროვნულ ლიგაში თამაშობენ)))) თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ კარგად და გულშემატკივარი გადაწყვეტს თვითონ სად მოვიდეს და როგორ.

ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს

"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა

20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება

"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა

"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი

"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?

ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში

"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია

ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?

ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა

კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა

ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ

"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები

"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]

მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს

"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს