საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. 8 და 9 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

6 თებერვალს მატჩების მასპინძელ არენაზე საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მოახლოებული თამაშებისთვის ლეგიონერების გარეშე, საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით ემზადება.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მოლდოვასთან ამხანაგური მატჩები არ არის უეფას მიერ გამოყოფილ სანაკრებო ფანჯარაში. როდესაც შემოთავაზება მივიღეთ, ბევრი არ გვიფიქრია, რადგან საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გამორჩეული ფეხბურთელები იმსახურებენ სანაკრებო შანსის მიცემას. ასეთი თამაშები ყოველთვის კარგია, რათა, რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს დავაკვირდეთ. ეს გაზრდის კონკურენციას და ყოველთვის დადებითად აისახება ეროვნულ ნაკრებზე“.

ნიკოლოზ გაბრიჩიძე (საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი): „ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება და დიდი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია, მაინც მნიშვნელოვანია. ეროვნული გუნდის მაისურით ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და გუნდში შესაბამისი განწყობაა“.

დავით ხეჩიკაშვილი (საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი): „ნაკრები ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის და გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს ეროვნულ გუნდში მოხვედრა. პროფესიონალური გარემოა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. იმედია, ღირსეულად დავიცავ ნაკრების ღირსებას. მეტოქე შევისწავლეთ, ძალიან კარგი გუნდია და მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ“.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ვახტანგ ტარუნაშვილი (არმია, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკა გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) დავით ხეჩიკაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თსუ, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი).

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი

8 თებერვალი | 18:00 | საქართველო - მოლდოვა

9 თებერვალი | 18:00 | საქართველო - მოლდოვა

nakrebi.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
ევრო 2026. ხორვატია - საქართველო. "ბოლომდე ვიბრძოლებთ" - ასათიანი და ღავთაძე მომავალი მატჩის შესახებ
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა