მოახლოვდა სანაკრებო ფანჯარა და ფიბა-მ ეროვნული გუნდების მატჩებზე მსაჯები და ტექნიკური დელეგატები გაანაწილა. ამჯერად საქმე ეხება ქალთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს, რომლის მატჩებსაც ქართველი ტექნიკური დელეგატი – მერაბ რატიშვილი და მსაჯი – მარინა შალამბერიძე მოემსახურებიან.

აქ აღსანიშნავია შალამბერიძის უფროს სანაკრებო მატჩზე დანიშვნა. აქამდე მარინას არასდროს უმსაჯია ზრდასრული კალათბურთელების სანაკრებო მატჩზე, თუმცა პროგრესმა მას ეს სიმაღლეც მოუტანა. შალამბერიძე ევრობასკეტ 2023-ის შესარჩევი ტურნირის პრაღაში დანიშნულ მატჩს მოემსახურება, რომელშიც ჩეხეთი ირლანდიას უმასპინძლებს. ხოლო მერაბ რატიშვილი, რომელიც ერთადერთი ქართველი კომისარია, რომელსაც ფიბა-ს ლიცენზია გააჩნია, ქალთა ევროშესარჩევ მატჩზე: ესტონეთი-საბერძნეთი, ტექნიკური დელეგატი იქნება. აქვე აღვნიშნოთ, რომ მერაბს მიმდინარე ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის არც ერთი სანაკრებო ფანჯარა არ გამოუტოვებია, რომელიმე მატჩს რომ არ მომსახურებოდა.

ქალთა ევრობასკეტ-2023-ის შესარჩევი ტურნირი. მე-3 ფანჯარა

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

9 თებერვალი. პრაღა (ჩეხეთი)

ჩეხეთი-ირლანდია

მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)

12 თებერვალი. ტალინი (ესტონეთი)

ესტონეთი-საბერძნეთი

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა