ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"პომები", "ოლ ბლექსი" და აურზაური კვართების გამო

"პომები", "ოლ ბლექსი" და აურზაური კვართების გამო

მსოფლიოს რაგბის სამყარო გააოცა ინგლისის რაგბის კავშირის ხელმძღვანელების განცხადებამ, რომ "პომები" უელსისა და არგენტინის ნაკრებებთან შავი ფორმებით იასპარეზებენ
მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა გუნდია, რომლებსაც მაისურის ფერებითაც ცნობენ. წითლები, მწვანეები, ლურჯები... საკმაოდ ბევრია გუნდები, რომლებიც ამ ფერების ფრომებით ასპარეზობენ. მაგრამ, როცა ამბობენ "ოლ ბლექსს" (ყველა შავი), ყოველთვის მხოლოდ ახალი ზელანდიის ნაკრებს გულისხმობენ და არ არსებობს დედამიწაზე სხვა გუნდი, რომელიც ამ მეტსახელს ატარებდეს.

"ოლ ბლექსი" მხოლოდ რაგბის კვართის ფერი არ არის. ახალი ზელანდიის ნაკრების ასე მონათვლის ისტორია ძველი ამბავია. თუმცა, თავიდან ნაკრების მაისური შავი არ ყოფილა. ახალი ზელანდიის ეროვნილი გუნდი ვერცხლისფერი კვართებით თამაშობდა. 1893 წელს ის მუქი ლურჯი ფორმით შეცვალეს, რომელიც 1901 წლისთვის მთლიანად გაშავდა. ეს გუნდი "ოლ ბლექსად" პირველად ახალზელანდიელმა ჟურნალისტმა ჯი ეი ბეთერმა მოიხსენია 1905 წელს.

მაშინ (როცა ის "ოლ ბლექსად" მონათლეს) ახალი ზელანდიის ნაკრებმა შესანიშნავი ტურნე გამართა საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. "ოლ ბლექსმა" 35 თამაშიდან 34 მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა საკმაოდ საეჭვო ვითარებაში უელსის ნაკრებთან - 0:3. მათი პირველი გამარჯვება 16 სექტემბერს "ექსეტერ გრაუნდზე" ანგარიშით 55:4 ბრიტანელებისთვის გამაოგნებელი იყო. ახალზელანდიელმა მორაგბეებმა ტურნეზე, ჯამში 976 ქულა მოაგროვეს და მეტოქეებს მხოლოდ 59 დაუთმეს.

ერთი სიტყვით, ამ გუნდს და მისი ფორმის ფერს საუკუნეზე მეტი ხნის ღირსეული ისტორია აქვს. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს რაგბის სამყარო გააოცა ინგლისის რაგბის კავშირის ხელმძღვანელების განცხადებამ, რომ "პომები" 6 აგვისტოს უელსის ნაკრებთან და 10 სექტემბერს ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე, არგენტინის ნაკრებთან მატჩში შავი ფორმებით იასპარეზებენ.

ეს ყველაფერი კი იმის შემდეგ, რაც ინგლისელთა თავკაცმა მარტინ ჯონსონმა ახალი ზელანდია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნატურალუზაციით ზედმეტად გართობის გამო გააკრიტიკა. ისე, ალაბათ, გასაკვარი არ იქნება ინგლისის ნაკრები, მატჩის წინ, მაორების საბრძოლო რიტუალს, ჰაკასაც თუ ჩაატარებს.

სინამდვილეში, საქმე ძალიან მარტივადაა. "პომების" ტექნიკური სპოსნორი საყოველთაოდ ცნობილი სპორტული პროდუქციის მწარმოებელი "ნაიკია", რომლის მარკეტინგის სამსახურშიც გამოცხვა ეს ავად სახსენებელი იდეა. მათი აზრით, "ოლ ბლექსის" ფერებში გადაწყვეტილი ინგლისის ნაკრების მაისური ბევრად უკეთ გაიყიდება, ვიდრე ტრადიციული.

ეს შეიძლება ასეც არის, მაგრამ რა ვუყოთ ელემენტარულ ეთიკას. ეს ხომ დაახლოებით ისეა, ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრები ბრაზილიის ეროვნული გუნდის ფერებში რომ გამოაწყო. შვეიცარიაში არის საფეხბურთო კლუბი "ბაზელი", რომელსაც ზუსტად ისეთივე ფორმა აცვია, როგორიც "ბარსელონას", თუმცა ამ გუნდებს შორის მსგავსება ამით მთავრდება.

არადა, ინგლისელებს შეეძლოთ ნებისმეირი სხვა ფერი აეღოთ, რომელიც ამდენ აურზაურს, უფრო მეტიც მათ მიმართ დამცინავ გრიმასას არ გამოიწვევდა. საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებების ფერი ლურჯია, უელსის კი წითელი, სამხრეთ აფრიკა და ირალანდია მწვანე კვართებით ასპარეზობდნენ. ინგლისელებს წმინდა გიორგის ჯვრის ფერი, წითელი რომ აერჩიათ უელსელებიც არ განაწყენდებოდნენ და არც ვინმეს ექნებიდა პრეტენზია. ბოლოს და ბოლოს, "პომებს" ერთი ხანობა იასამნის ფერი კვართებიც კი ეცვათ.

ვინმემ შიძლება თქვას, როგორი ფერის კვართებსაც უნდათ ისეთს ჩაიცვამენ, ეს მათი გადასაწყვეტიაო. მართალია, ასეა! მაგრამ აქაც ყველაფერი წესრიგში არ არის. როდესც პრესაში აურზაური ატყდა, ინგლისის რაგბის კავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირიდან ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობა მიღეს, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს.

საკითხავი ისღა დარჩა, რომ თუ ფერების არჩევის პრეროგატივა თავიანთი საქმეა, მაშ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს რაღად დაეკითხნენ?

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა. "ბორჯღალოსნები" "პომებს" 18 სექტემბერს დანიდინში დაუპირისპირდებიან. ჩვენ წინააღმდეგ ინგლისელები ტრადიციული ფერის კვართებით ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა