"დინამოს" ახალწვეული, რომელიც გუნდთან ერთად ავსტრიაში მოემზადა, ევროპის ლიგის ვერც ერთ მატჩში ვერ მოხვდა 18-კაციან განაცხადში
ახალი სეზონის წინ თბილისის "დინამომ" რამდენიმე ახალწვეული დაიმატა, მათ შორის იყო სანდრო იაშვილი, რომელიც გუნდთან ერთად ავსტრიაში მოემზადა, მაგრამ ევროპის ლიგის ვერც ერთ მატჩში ვერ მოხვდა 18-კაციან განაცხადში.

ასევე არ ჩანს გუნდში უნგრული "დიორი ეტოს" შემტევი ნახევარმცველი თემურ შარაშენიძე, რომლის "დინამოში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი ამბავი გვეგონა.

გუშინ ეროვნულ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიას კითხვა იაშვილის თაობაზეც დაუსვეს: რატომ არ მიიღო მან მონაწილეობა არც ერთ მატჩში?

"მათ შესახებ მე ჩემი აზრი გამაჩნია, რაც ჩვენს სპორტულ დირექტორ გიორგი ნემსაძეს ვუთხარი კიდეც. უკეთესი იქნება, ეს ნემსაძეს ჰკითხოთ", - თქვა გარსიამ, მისი ტონი კი დაახლოებით იმას ნიშნავდა, რომ იაშვილი და შარაშენიძე არ მჭირდებიანო.

კომენტარისთვის გიორგი ნემსაძეს მივმართეთ: "იაშვილს კლუბთან ხანმოკლე კონტრაქტი აქვს და ვერ გეტყვით, ასეთ მდგომარეობაში დარჩება, თუ სხვა კლუბში გადასვლას ამჯობინებს. ფაქტია, რომ გარსია მას არ ათამაშებს. რაც შეეხება შარაშენიძეს, "დინამოში" მისი გადმოსვლა გამორიცხულია, რადგან "დიორი ეტოსთან" მოქმედი კონტრაქტი აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა