რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტს დიდთოვლობისა და უამინდობის გამო დასავლეთის მე-9 ტურის გადავადება 1 კვირით მოუხდა. აღმოსავლეთ ჯგუფის ზედა ექვსეულში კი მეორე ტურის (სულ 5 ტურია ჩასატარებელი) შეხვედრები გაიმართა, სადაც პლეი-ოფის ორი ვაკანტური საგზურისათვის მებრძოლმა სამეულმა ბონუსით იმარჯვა და შესაბამისად, ლიდერთა შორის სტატუს-კვო უცვლელი დარჩა. 54 ქულით ცხრილის სათავეში "წიქარა" იმყოფება და გიორგი ბარნოვის ბიჭებს პლეი-ოფში მოსახვედრად ერთ-ერთ კონკურენტთან გამარჯვებაც ჰყოფნით. ლიდერს 2 ქულით "რუსთავი" ჩამორჩება, რომელიც თავის მხრივ, მდევარ "სოხუმს" 5 ქულით უსწრებს და მომავალ ტურში გამორჩეული სწორედ ქვემოქართლელთა და სოხუმელთა დაპირისპირება იქნება.

აღმოსავლეთის ლიდერი "წიქარა" გარე კახეთში "პატარძეულს" ესტუმრა და უმოტივაციო მასპინძლებს 6-ით მეტი, 8 ლელო დაუდო. "პატარძეულმა" სამატჩო ქულების აღება მხოლოდ პირველ ნახევარში შეძლო. ლელოს გატანა კაპიტანმა და კვაჭმა ოთარ ზუკაკიშვილმა და მხტომელმა თორღვა ქაცანაშვილმა მოახერხეს.

საგრძნობი უპირატესობის მქონე ფავორიტმა კი მასპინძლებს ტაიმებში 4-4 ლელო გაუნაწილა. შუამარბმა ფრიდონ ვეშაგურმა პირველივე ტაიმში „დუბლი" შეასრულა. "წიქარას" მგეზავმა და ჩუბინმა ლუკა ზუხბაიამ 7 გარდასახვა გამოიყენა და 2 ჯარიმაც ზუსტად დაარტყა. საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მღლეტელ გიორგი დანელიას დადებულმა ლელომ დააფიქსირა – 60:15.

უმოტივაციოდ მყოფმა "ჭადარმა", მართალია „კავკასიონი არენაზე" "სოხუმს" 4 გარდაუსახავი ლელო დაუდო, თუმცა დიდი ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მაინც ვერ შეძლო. გიგა მაქაძისა და ლევან ტიტველაშვილის ბიჭებმა 5 გატანილი ლელოთი და 23-ქულიანი უპირატესობით შეხვედრის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. "სოხუმელთა" ფრთა მიხეილ გოცირიძემ და ფულბეკმა პაატა ღარიბაშვილმა „დუბლი" შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილს მხოლოდ 1 გარდასახვა გაუცუდდა. მატჩის საბოლოო ანგარიში სტუმართა შუამარბ ფრიდონ ბაღაშვილის ლელომ დააფიქსირა – 54:20.

"გარდასახვა" და "რუსთავი" ნუცუბიძის ფერდობზე, „რაგბი პლატოზე" შეიყარნენ. "გარდასახვა" პლეი-ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებდა და ამად ლაშა აზალაძის ბიჭებს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ. "რუსთავს" პირველ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქე ბონუსით ჰყავდა დამარცხებული და კახა უჩავას შეგირდები ამ ჯერზეც პრემიალური ქულით მოგებას ეშურებოდნენ, რათა ლიდერ "წიქარასთან" 2-ქულიანი ჩამორჩენა არ გაეზარდათ.

"რუსთავი" უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა. დაცვაში ხისტ, საიმედო თამაშთან ერთად ქვემოქართლელები სისწრაფეზე კარგად შლიდნენ ოვალს და მეტოქეს ტაიმებში 3-3 უპასუხო ლელო დაუდეს. შუამარბმა ბაჩი გრიგოლიამ პირველივე ნახევარში „დუბლი" შეასრულა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი რუსთაველთა მგეზავი ნიკა ბეჟუაშვილი გახლდათ. ბეჟუაშვილმა დადებულ ლელოს 5 გარდასახვა და 1 გატანილი ჯარიმაც დაურთო. "გარდასახვას" „მშრალი" ანგარიშით მარცხს წერტილი ქვემოქართლელთა ბურჯ საბა გოგოლაურის ლელომ დაუსვა – 43:0.

Rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა