ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის

საქართველოში ჩატარების უფლების მოპოვებაში, საქართველოს

სათხილამურო სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი

განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის

ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი ღირსების მედლით დაჯილდოვდა. პატრიკ

ლანგს ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა

გადასცა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალს ესწრებოდნენ ეკონომიკის

და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის

მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი

ირაკლი ბურჭულაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი

ზურაბ კოსტავა და სათხილამურო ფედერაციის მრჩეველი, მსოფლიო

ჩემპიონატის წარმდგენი კომპანიის, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს

თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი. საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრო

საქართველოში ვიზიტით მყოფი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის

პრეზიდენტი იოჰანეს ელიაში.

პატრიკ ლანგი 2016 წლიდან საქართველოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

სწორედ მისი დამსახურებით, საქართველომ, 2018 წელს მოიპოვა

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში

ჩატარების უფლება.

"ჩვენი მეგობრობა 15 წლის წინ დაიწყო, როდესაც მე ფედერაციის

პრეზიდენტი ვიყავი. პატრიკი მაშინ ჩემი მრჩეველი იყო და ყველანაირად

გვეხმარებოდა, რომ ეს სპორტი განვითარებულიყო ჩვენს ქვეყანაში. მახსოვს

ვალდიზერიდან მოვემგზავრებოდით, როდესაც პირველად გაგვიჩნდა იდეა

რომ საქართველოში ჩაგვეტარებინა მსოფლიო დონის შეჯიბრი. შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატს ახალი დისციპლინები შეემატა და ჩვენ ძალიან

გაგვიმართა, რომ ამ სახეობებში ჩემპიონატის ჩატარების შანსი მოგვეცა.

საერთაშორისო ფედერაციამ უდიდესი ნდობა გამოგვიცხადა და მე მგონი

გავამართლეთ მათი მოლოდინები. ერთიანი ძალებით, მთავრობის

ჩართულობით, ძალიან მიხარია, რომ შესანიშნავ ღონისძიებებს ვატარებთ." -

განაცხადა გიორგი რამიშვილმა

"შესანიშნავი დღეა ჩემთვის, ძალიან ამაღელვებელია. ძალიან ამაყი ვარ და

დარწმუნებული ვარ, მამაჩემიც, რომელმაც დაარსა მსოფლიო თასის ეტაპები,

ძალიან იამაყებდა. ეს ჯილდო ყველა თქვენგანს ეკუთვნის. ადვილი არ იყო

საქართველოში ჩემპიონატის ჩატარების უფლების მიღება, მაგრამ ერთად ჩვენ

ეს შევძელით. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და ეს

საქმე მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რომ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა

ჩაერთოს ამ საქმეში, ამ სპორტის სიყვარულში და ჩემპიონატის ჩატარების

მიზანიც სწორედ ეს არის. უღრმესი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო!“-

განაცხადა პატრიკ ლანგმა.

პატრიკ ლანგი წლების მანძილზე აქტიურადაა ჩართული, როგორც მსოფლიო

ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებში, ასევე ზოგადად საქართველოში

სათხილამურო სპორტის განვითარებაში. ის მრავალი ათწლეულის მანძილზე

სპორტული ჟურნალისტის პოზიციას იკავებს. 1960 წელს, სწორედ მან დააარსა

სათხილამურო ჟურნალისტების საერთაშორისო ასოციაცია და დღემდე

ინარჩუნებს ასოციაციის საპატიო პრეზიდენტის პოზიციას.

საქართველოში მიმდინარე, წლის მთავარი მოვლენის - მსოფლიო

ჩემპიონატის წარმდგენი კომპანია სილქნეტია, რომელიც დაარსების დღიდან

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია.

კომპანია ათ წელზე მეტია მხარში უდგას ქართველ სპორტსმენებს და

აქტიური წვლილი შეაქვს ზამთრის სპორტის განვითარების საქმეში.

R

ლევანი
მივულოცოთ ღირსეულ კაცს...და კიდევ:ამხელა ჩემპიონატის ჩატარების უფლება მაგარია,მაგრამ მისადმი უმაღლეს დონეზე მომზადება და ამხელა სამუშაოსა და ინფრასტრუქტურის შექმბა,საერთომ უმაგრესია.ყოჩაღ ხელისუფლწბას და ყველას,ვინც ეს უზრუნველყო.მართლაც გასახარი და საამაყოს...წინ,საქართველო!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ