პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში "ლეხი" ვროცლავში 1:2 დამარცხდა "შლიონსკთან". სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გიორგი წიტაიშვილს, როგორც იქნა, თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა - ის მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა სასტარტოში დააყენა და 70-ე წუთზე ჟოაო ამარალით შეცვალა.

მოკლედ მოგითხრობთ მატჩის შესახებ: 33-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით პოზნანელთა ნახევარმცველი რადოსლავ მურავსკი გააძევა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "შლიონსკის" მცველმა ვიქტორ გარსიამ, 88-ე წუთზე კი მიხალ სკორაშმა ამარალის პასით ანგარიში შეამცირა.

"ლეხი" 36 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "რაკუვს" 16 ქულით ჩამორჩება, 3 მარტს ჩემპიონატზე "ლეხიას" მიიღებს, ხოლო 10 მარტს, კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, შვედეთის "იურგორდენს".

KKSLECH.com-ი ტრადიციულ რუბრიკაში "ლეხის" სხვადასხვა ფეხბურთელის თამაშზე ანალიზს აკეთებს და ამჯერად წიტაიშვილი შეაფასა - სეზონში მეორედ.

გამოცემა წერს, რომ ქართველს წელს პირველად მიეცა შანსი, თანაც ძირითად შემადგენლობაში, პირველივე წუთებიდან ნაკლებად შესამჩნევი იყო, 51-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 57-ე წუთზე მისი არაზუსტი პასის შემდეგ ბურთს ჯონ იებოა დაეუფლა და მან საჯარიმოს გარედან გოლი გაიტანა.

KKSLECH.com-ი გიოს აკრიტიკებს, ცოტა არ იყოს, არადელიკატურადაც და აღნიშნავს, რომ საბედნიეროდ, მისი თავგადასავალი "ლეხში" არაუგვიანეს 27 მაისს დასრულდება.

შეგახსენებთ, გიორგის კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, "ლეხში" კი იჯარის წესით თამაშობს.

არტ
წარმატებული კარიერისათვის აუცილებელია, ფეხბურთელმა არ კარგოს დრო ისეთ გუნდშებში, რომლების სტილიც მისი არაა. სისულელეა იმის მტკიცება, რომ გინდა კიევის დინამოში და გინდა ლეხში სპეციალურად არ ათამაშებენ რაღაც ანტიპატიის გამო. საკუთარი თავის მტერი არავინაა და ფეხბურთელი ჭირდებოდეს, ყავდეს და არ ათამაშებდეს არალოგიკურია. უბრალოდ მათი თამაშის სტილი წიტაიშვილისას არ შეესაბამება და ამიტომ ის მათ სქემაში ვერ ჯდება. ამიტომ არის საჭირო კარგი აგენტი, რაც ზოგადად ჩვენი ფეხბურთელებისათვის დიდი პრობლემაა. წიტაიშვილი კი ძალიან ნიჭიერია, არც მის უდისციპლინობაზე და სიზარმაცეზე დაუჩივლია არცერთ მწვრთნელს და თუ სათავისო გუნდში მოხვდა, მაგარ ფეხბურთს ითამაშებს. წარმატებები!
ggg
ხვიჩასავით არ ვიცი, მარა ესეც საკმოად ნიჭიერია, შრომისმოყვარეობის რა მოგახსენოთ.
aleksandre
ჩემი აზრით გიო ავსტრიის ჩემპიონატს კარგად მოერგებოდაამ პოლონური გუნდების არც თამაში მომწონს და არც ჩვენ ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება
Მეზღვაური
იმედია იპოვის კარგ გუნდს გიო,ან დინამო კიევში მიეცემა შანსი.ნამდვილად არ მინდა ოქრიაშვილის სიტუაცია განმეორდეს,ნაკრებში გულს რომ დებდა მოედანზე,კარგ თამაშებსაც ატარებდა,საკლუბო დონეზე კი არასტაბილური კარიერა და ეპიზოდური გამონათებები ჰქონდა.
სოსო
უკრაინის,თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებში რომ ითამაშებ და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდები(გადამწყვეტ გოლზე აღარაფერს ვამბობ),ცოტა უხერხულია,მის ფიზიკურ სისუსტეზე ლაპარაკი.არც საქართველოს ნაკრებში უთმობს ვინმეს.ტანად პატარაა,მაგრამ სხვა თვისებებით ანაზღაურებს ნაკლს.მასაც ნდობა და სათამაშო დრო სჭირდება.ეტყობა ფსიქოლოგიურად, მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს თავს.მაგ გაზეთის გამონათქვამი კი,შესაძლოა სულაც საქართველოს და ქართველებისადმი,პოლონეთში ანტიპათიური განწყობების გამოძახილიც იყოს.ამ განწყობების მიზეზებზე,აქ ლაპარაკი არც ღირს.ყველამ ვიცით და გიორგი არაფერ შუაშია.
რაბუ
ლეხი თორე ეგეც მყავდეს ახლა ბაიერნი ან რეალი. წადი გიო შრომისმოყვარე ხარ, სადაც დაგაფასებენ იქ აჯობებს
beqa
იმედია ისეთ გუნდში წავა სადაც სათამაშო დრო ექნება. აუსტრიაში გამოგვდისო თამაში იქნება ლოჩოსავით მერე სადმე მოხვდე
ლაშა
დატოვოს, კიბატონო. მე არ ვიძახი დარჩესთქო უკრაინაში, უბრალოდ პოლონეთში ტყუილად წავიდა და ეხლა წარსულს ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ ისე გამოდის რომ მაინც უკრაინაში უწევს დაბრუნება, რადგან იჯარით იტო დინამოდან და ამ შემთხვევაში სხვა გზა არა აქვს გარდა იმისა, რომ დაამტკიცოს უკრაინულ კლუბში თავისი შესაძლებლობები შემდგომში გაცილებით კარგ კლუბში გადასასვლელად.
ელგუჯა
ღადაობ? არ ათამაშებენ და როგორ უნდა დაამტკიცოს?! დროა დატოვოს პოლონეთიც და უკრაინაც, სანამ დროა, არც ერთ ქართველ ფეხბურთელს მანდ არ გაუხარია.
თემური
გიორგი არის სტაბილური, ძლიერი ფეხბურთელი. იქნებ აჯობოს კარიერა არ გააგრძელოს უკრაინულ და პოლონურ გუნდებში (მათდამი პატივისცემის მიუხედავად!). ვარჯიშებისადმი პროფესიონალური მიდგომით(ამას ის შესძლებს) საკლუბო წარმატებებიც იქნება! ამაში გავლენის მოხდენა მის აგენტსაც შეუძლია. წინ ძალიან დიდი დრო აქვს! წარმატებები გიო!
Givi
Saqme imashia rom gios donis da potencialis mqone fexburteli arc kavs lexs,magram realoba aris is rom ver moergo gunds,bevri shansic ar mices, axla mtavaria monaxos iseti klubi sadac itamashebs da ganvitardeba. Warmatebebi!!!
ან
რა შუაშია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხვიჩა? რატომ აპირისპირებთ?
გიონატ
აშკარად არაა ლეხი წიტაიშვილის გუნდი, არადა მეტი შეუძლია ბევრათ მისი ნაკრებში ჩატარებული თამაშები ამაზე ნათლად მეტყველებს.
ზაზა
გიორგი წიტაიშვილი არის ძალიან მაგარი კაცი და ძლიერი ფეხბურთელი,გუნდი კი არ უვარგა,როგორ უნდა იყოს ფორმაში,როდესაც სკამზე უზით?ფეხბურთელს სჭირდება მოედანზე ყოფნა რომ თამაშით დაამტკიცოს და არა სკამზე ჯდომა,სკამზე ჯდომას მეც კი შევძლებდი,გინდ ეს სკამი ბარსელონაში იყოს!!!
ლაშა
მოდი რა, ერთ ვიტყვი. კიევის დინამოდან წასვლა პოლონეთში შეცდომა იყო, მაგრამ ამის აღიარება გიორგის არ უნდა. ცალკე საკითხია მისი აგენტი, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ აღმ. ევროპაში თამაშს ტოპ ლიგების მეორე დივიზიონში თამაში ჯობია! რაც შეეხება გიორგის. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში და ყოველივე ამის შემდეგ უკრაინის დატოვება მაინცდამაინც სწორ გადაწყვეტილებად მე პირადად არ მიმაჩნია, რადგან ტრამპლინად სწორედ უკრაინის გამოყენება უფრო უპრიანი იქნებოდა ევროპის ტოპ ჩემპიონატში გადასასვლელად (იგივე მუდრიკის შემთხვევაში), ვიდრე პოლონეთის კლუბი ლეხი, რომელიც გაცილებით ნაკლებკონკურენტული და დაბალრეიტინგული კლუბია, ვიდრე კიევის დინამო. ასე რომ ისევ პოლონელებს დავესესხები: "საბედნიეროდ, წიტაიშვილის თავგადასავალი "ლეხში" დასრულდება". გიორგის ვუსურვებ კიევის დინამოში დაემტკიცებინოს თავისი შესაძლებლობები. ბოლოსდაბოლოს მსოფლიო ჩემპიონია და ის არავისზე ნაკლებია! დაამტკიცე გიო კიევის დინამოში თუ ვინ ხარ და დამიჯერე, მუდრიკზე არანაკლები მომავალი გექნება!
gio
იქნებ ვარჯიშებზე არაფრად არ ვარგა და არ იმსახურებს თამაშს?! რაღაც მარტო ჩვენების შემთხვევაშია იყიდიან და "სპეციალურად" არ ათამაშებენ
ლაშა
ალბათ, ეგეც მართალია, თუმცა ამის ბოლომდე არ მჯერა.
პელიდი
ნაკრებში წიტაიშვილის ცუდი თამაში არ მახსენდება,შესაძლოა საოცრებები არ ჩაუდენია, მაგრამ რასაც ავალებენ იმას პირნათლად ასრულებს. საკლუბო კარიერაში აშკარად პრობლემები აქვს და თან უკვე დიდი ხანია. ეს იმის ბრალიცაა, რომ მუდმივად განათხოვრებითაა სხვადასხვა გუნდში.
giorgi 3
ყველა ხვიჩასავით ნიჭიერი და რაც მთავარია შრომისმოყვარე ვერ იქნება
bejo
ესენი ვერ არიან 1 თამაში ათამაშეს და კიდე აკრიტიკებენ უტიფარი მზეები ... მთელი სეზონი ზამენაზე უზით და 10 კაცით რო თამაშობენ მაშინ სთხოვენ რო სასწაული მოახდინოს ... წიტაიშვილია მამა ღმერთი კი არა ... ძაან კაი ფეხბურთელია ყველა ნორმალური გუნდი კარგად გამოიყენებდა ... ძაან უსახური გუნდია ლეხი ...
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ფიზიკურად ძალიან სუსტია. ასეთი მონაცემებით მხოლოდ კვიპროსში თუ გაქაჩავს
ეეე
ასე იცის, როცა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქ და გგონია, ოფლის ღვრის გარეშეც მაღალ დონეზე ითამაშებ.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ლეხი" კვეკვესკირს კონტრაქტს გაუწყვეტს
"ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო" - მიქაუტაძემ წიტაიშვილს და აბუაშვილს მიმართა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
წიტაიშვილის პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ში - "მეცი" ისევ დამარცხდა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
"წიტაიშვილს ნდობა სჭირდება - ვიცით, ქართველები ემოციურები არიან" - კიევის "დინამოს" მწვრთნელმა გიოზე ისაუბრა
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
კვეკვესკირმა ცენტრფორვარდის სტილში გაიტანა - "ლეხმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]
კვეკვესკირი "სლოვანს" ვერ შეუთანხმდა - Geo Team-ის ცნობით, მან შეიძლება კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს
წიტაიშვილი: თუ "დინამოს" ვჭირდები, დამიკავშირდებიან
"ლეხი" "ფიორენტინასთან" სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა