საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე მონაწილეობისთვის ესტონეთის ქალაქ ტარტუში იმყოფება. როგორც წესი, ჩვენი გუნდი ერთ წრეს ითამაშებს, რომლის განმავლობაშიც 5 მატჩს გამართავს და თბილისში დაბრუნდება. ეს გახლავთ ევროპის 16-წლამდელთა ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მესამე და ბოლო წრე, რის შემდეგაც, თუკი მოწინავეთა შორის მოხვდება, ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს.

ჩვენმა გუნდმა პირველი წრე გასული წლის 27-30 ოქტომბერს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართა, სადაც 5-დან 3 მატჩი მოიგო. წარუმატებელი გამოდგა მეორე წრე, რომელსაც ამა წლის 12-15 იანვარს ლატვიის ქალაქმა ვალმიერამ უმასპინძლა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ქართველებმა 5-დან 1 მატჩი მოიგეს. შედეგად, 2 წრისა და 10 ტურის შედეგებით საქართველოს ნაკრებს 4 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და 16-გუნდიანი ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველ დივიზიონში მე-9 ადგილზეა.

ტარტუში საქართველოს მეტოქეები იქნებიან კაუნასის "ჟალგირისი", ნორვეგიული “ბოლერ ოსლო”, მასპინძელი ტარტუს უნივერსიტეტის გუნდი, ესტონური “რეინარი” და ლატვიური “აუდიენტასი”.

პირველ მატჩში ჩვენი გუნდი ლიეტუვურ გრანდს შეხვდა და 59:90 (სტატისტიკა) დამარცხდა. ჩვენს გუნდში ყველაზე მეტი, 10 ქულა, ლუკა ტაბაღუამ მოაგროვა. შემდეგი მეტოქე ნორვეგიული “ბოლერ ოსლო” იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი თბილისის დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდის კალენდარი ასე გამოიყურება:

საქართველო-ბოლერ ოსლო 17:00, 10 მარტი

ტარტუ-საქართველო 14:00, 11 მარტი

საქართველო-რეინარი 21:30, 11 მარტი

საქართველო-აუდიენტასი 12:30, 13 მარტი

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ილია სულაძე, ნიკოლოზ კობაიძე, ლუკა ტაბაღუა, გიორგი ნიკოლაევი, შიო შიოშვილი, დავით ვაშაკიძე, გერა ჭეიშვილი, დავით მირზაშვილი, ლუკა ლომიძე, ავთანდილ ხანიშვილი, თენგო ენუქაშვილი, მამუკა ასათიანი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ცინცაძე

მწვრთნელის ასისტენტი: ლევან ტყეშელაშვილი

ექიმი: გიორგი ცინცაძე

მენეჯერი: გივი სანაძე

GBF

არ დაბლოკოთ
თუ ხართ ქართული სპორტის განვითარებისთვის რომ წავიდა ნაკრები ის ოჯახიანად დაწერეთ და შედეგებიც დაწერეთ და სტატისტიკა. და კიდო ვულოცავ ფედერაციას 2007 ნაკრების წაგებას.მაინც უხარიათ წაგება რაც დიდ გუნდს შეემთხვა.
ლეო
80-59 წააგეს უკვე..
გიო
ფედერაციას და მწვრთნელებზე არ მაქვს პრეტენზია.ამ 4 ბავშვის გარდა კალათბურთი არ იციან და ვეკითხები მათ მშობლებს გიხარიათ ბავშვის რომ უყურებთ და ბურთს ვერ აგდებს ან ბურთს ხელში რომ ვერ იჭერს ან პასს რომ ვერ აკეთებს.პერსპექტიული ბავშვები კი იჩაგრებიან.საშინელებაა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა