დასრულდა 14-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი, რომელიც ახალი სისტემით პირველად ჩატარდა. ახალი სისტემა გულისხმობს 14, 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატების 3 ლიგად ჩატარებას (თუკი გუნდების რაოდენობა საკმარისი იქნება), რომელთაგან A ყველაზე ძლიერი იქნება (და ქვეყნის ჩემპიონს გამოავლენს), B-ს რიგითობით მომდევნო სტატუსი ექნება და C იქნება ყველაზე დაბალი რანგის, რომელში მონაწილეობაც გუნდებს ნებაყოფლობით, საკვალიფიკაციოს გავლის გარეშე შეეძლებათ.

14-წლამდელთა ჩემპიონატში არსებული გუნდების რაოდენობა საშუალებას იძლევა, ჩატარდეს სამივე – A, B და C ლიგა. შესაბამისად, ეს ტურნირი გახლავთ ახალი საშეჯიბრო სისტემის სადემონსტრაციოდ კლასიკური მაგალითი. საკვალიფიკაციო ეტაპში 39 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან საუკეთესო 11 გუნდს 14-წლამდელთა A ლიგის საგზური ერგება. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში 3 რეგიონის გუნდს – ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს A ლიგის საგზური კვოტირებით, დებულების შესაბამისად გადაეცათ. გამომდინარე იქიდან, რომ A ლიგაში 14 გუნდი თამაშობს, საკვალიფიკაციოდან საუკეთესო 11 გუნდის გამოვლენა იყო საჭირო.

საკვალიფიკაციო ტურნირის დებულების თანახმად, 12 ჯგუფში განაწილებული გუნდებიდან 9 საუკეთესო პირველადგილოსანი პირდაპირ მიიღებდა A ლიგის საგზურს, დარჩენილი 2 საგზურისთვის კი დარჩენილი 3 პირველადგილოსანი და 5 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში იბრძოლებს. გუშინ დასრულებული საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ცნობილი გახდა ის 9 გუნდი, რომლებმაც უკვე მიიღეს "ა" ლიგის საგზურები და ის 8 გუნდიც, რომლებიც პლეი-ოფში დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.

წარმოგიდგენთ იმ 9 საუკეთესო პირველადგილოსანს, რომლებმაც A ლიგის საგზურები უკვე მოიპოვეს:

ოვერტაიმი 1, ზაზა 1, მაკაბი 1, თბილისი ბასკეტი 1, ვინგსი 1, რუსთავის აკადემია, აკადემია 1, აია (ქუთაისი) და ჰიუნდაი.

აქ უნდა დავაზუსტოთ 2 მნიშვნელოვანი რამ:

პირველი: გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფებში გუნდების არათანაბარი რაოდენობა იყო, საუკეთესო პირველი და მეორეადგილოსნების გამოსავლენად 4-გუნდიან (A, B და C) ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები ანულირდა. ამ გზით, ყველა ჯგუფის ყველა I და II-ადგილოსანს ჩატარებული თამაშების თანაბარი ოდენობა დაუფიქსირდათ.

მეორე: საუკეთესო 9 პირველადგილოსანს შორის მოხვდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის 3 გუნდიდან 2, თუმცა, დებულების გათვალისწინებით, A ლიგაში ერთი სკოლის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს თამაშის უფლება. შესაბამისად, ზაზა 2-მა 9 საუკეთესო გუნდში ადგილი რიგითობით მომდევნო გუნდს – ჰიუნდაის დაუთმო, რომელიც შედეგებით მე-10 საუკეთესო პირველადგილოსანი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ A ლიგის დარჩენილი 2 საგზური პლეი-ოფის ფინალში გასულ გუნდებს გადაეცემათ. შესაბამისად, ჩატარდება 2 საპლეიოფო ეტაპი (მეოთხედფინალი და ნახევარფინალი) და თითოეული სერია 2-მატჩიანი იქნება. ზაზა 2 და ზაზა 3 პლეი-ოფში ითამაშებენ, თუმცა, იმავე დებულების თანახმად, უკონკურსოდ და თუკი პლეი-ოფის ფინალში გავლენ, ადგილს ნახევარფინალურ სერიაში დამარცხებულ თავის ოპონენტს დაუთმობენ. ესეც საპლეიოფო წყვილები და თამაშების ჩატარების თარიღები:

დებულების თანახმად, 11 საუკეთსო გუნდს მიღმა (A ლიგის საგზურების გარეშე) დარჩენილი რიგითობით 24 საუკეთესო გუნდი (12-35 ადგილებზე გასულები) 14-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში იასპარეზებს, ხოლო ბოლო – 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე ადგილებზე გასული გუნდები, ანუ ჯგუფების 4 უარესი შედეგის მქონე ბოლოადგილოსნები (გორი 1, გორი 2, დინამო 2, მაკაბი 2) C ლიგაში ითამაშებენ. ამ 4 გუნდის გარდა, C ლიგაში წარმოდგენილი იქნებიან ის გუნდებიც, რომლებმაც საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობა იმ მოტივით არ მიიღეს, რომ იმთავითვე "ც" ლიგაში ასპარეზობა ჰქონდათ გადაწყვეტილი და საამისოდ, საკვალიფიკაციოს გავლა, დებულების თანახმად, არ სჭირდებოდათ.

GBF

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა