ქართველი 20-წლამდელები ჩეხებთან ევროპის 2012 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს დღეს, 23 ივლისს 20:30 საათზე ჩეხეთთან ნახევარფინალი ელის. ამ შეხევდრის მოგებული ევროპის 2012 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

თამაშისწინა ამბებზე მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მცირე ინტერვიუში ილაპარაკა.

- დანიასთან ტურნირის საუკეთესო მატჩი ითამაშეთ - შედეგიდან ასე ჩანს...

- შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ გამარჯვება დიდი მონდომების ხარჯზე მოვახერხეთ. ბულგარეთთანაც და დანიასთანაც სოლიდური სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მეტოქეთა გასატეხად მთელი ძალების მობილიზება დაგვჭირდა.

დანიას გამართული დაცვის წყალობით ვაჯობეთ. ამასთან ერთად, ჩვენი გუნდის წევრები წარმატებით ესროდნენ, რაც წინა ხაზის აქტიურობის შედეგი იყო. პირველ ტაიმში დანიელებს მოხსნებში ვაჯობეთ, თუმცა მეორეში სტატისტიკა შეიცვალა. აღვნიშნავ, რომ ოქმში შეცდომები იყო, თორნიკე შენგელიას არაერთი მოხსნა დააკლეს, ასევე სხვებს...

- ტურნირზე მეორე მატჩის შემდეგ ინტერვიუში თქვით: ჩვენს გუნდს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს და კიდევ მოუმატებსო...

- ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს, გამოცდილებას კარგად ვიყენებთ და ყოველი მატჩიდან სწორი დასკვნები გამოგვაქვს.

- წინა შეხვედრებთან შედარებით თორნიკე შენგელია 35-40 ქულას ვეღარ აგდებს...

- მან დანიასთანაც დამაჯერებლად ითამაშა და 28 ქულაც მოაგროვა. თორნიკეს შედეგიანობამ ოდნავ იკლო, რაც ბუნებრივია. ყველამ გაიგო, რომ შენგელია ჩვენი გუნდის ლიდერია და განსაკუთრებულად მეურვეობენ. თითქმის ყოველთვის ორი კალათბურთელი იცავს, თორნიკეც გონივრულად იქცევა და გამოთავისუფლებულ თანაგუნდელს პასს არ უგვიანებს. მისმა შედეგიანმა გადაცემებმა იმატა, რასაც გუნდისთვის არანაკლები სარგებელი მოაქვს.

- რას იტყვით ჩეხეთთან მომავალ დაპირისპირებაზე?

- მთავარ მიზნამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა A დივიზიონის საგზური მოვიპოვოთ. ჩეხეთი კარგი გუნდია, ჰყავს როგორც ტანმაღალი მოთამაშეები, ასევე დაბალანსებული უკანა ხაზი. საბრძოლველად ვემზადებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
საქართველო VS ჩეხეთი-74:72. გამარჯვება ბიჭებო!!!!
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა