საკლუბო ფეხბურთიდან სანაკრებოზე უნდა გადავერთოთ. ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზას ძალიან ძლიერი მეტოქით ვიწყებთ. ნორვეგიელებს ტრავმის გამო, ერლინ ჰოლანი დააკლდებათ. ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს! ახლა მათი მთავარი ძალა "არსენალის" ნახევარმცველი მარტინ ოდეგორია. ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიაა, ფეხბურთელი, რომელმაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მთელი ევროპა აალაპარაკა. თუმცა ფეხბურთი გუნდური თამაშია და ცალკეული ინდივიდების დიდი როლის მიუხედავად, ყველაფერს მაინც ერთიანი მექანიზმი განსაზღვრავს.

ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ერთმანეთის თამაშს მაქსიმალურად შეისწავლის და დასკვნებს შესაბამისად გამოიტანს. ვნახოთ, სოლბაკენი "ნაპოლის" მცველ ლეო ოსტეგორიდან "კვარას" შესახებ რა დამატებით ინფორმაციას მიიღებს, ვილი სანიოლს კი თავისი მიზნები გააჩნია.

ნორვეგიელთა ძირითადი სათამაშო სქემა 4-3-3-ია. მათგან სხვა სისტემა იშვიათად გვინახავს, საქართველოს ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა კი, მას შემდეგ, რაც 3-მცველიანი ტაქტიკური სქემა გუნდს კარგად მოარგო, ის აღარ შეუცვლია.

ფეხბურთში დგება მომენტები, როცა სიახლესა და მოულოდნელობას დიდი ეფექტი აქვს. ასეთ დროს მეტოქის მწვრთნელ-ფეხბურთელებს ალღოს ასაღებად გარკვეული დრო სჭირდებათ. ნორვეგიელების შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, 3 დღით ადრე მალაგაში, ესპანეთის ნაკრებთან როგორ ითამაშებენ, რა შედეგს მიაღწევენ და ფეხბურთელების ფიზიკური ძალების აღდგენის პროცესი როგორ წარიმართება. ზედიზედ ორი გასვლითი მატჩის ჩატარება იოლი არასდროსაა (ქართველებს ეს ივნისში ელით). "ჯვაროსნები" მონღოლეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებენ. უახლოესი მეტოქეების შედარება არ შეიძლება, თუმცა ხასიათზე მოსაყვანად, ახალი ტაქტიკური ელემენტების დასახვეწად და დებიუტანტების გამოსაცდელად მშვენიერი ასპარეზია.

როგორც შემადგენლობა, ასევე სანიოლის კომენტარები უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ის ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რა სიახლეების შეტანა შეუძლია საკუთარი გუნდის თამაშში და არსებული კონტინენტიდან გამომდინარე, მეტოქეს მაქსიმალურად შესაბამისი ტაქტიკური სქემა შესთავაზოს.

ვილი სანიოლი მეკარის საკითხზეც ბევრს იფიქრებს. გიორგი მამარდაშვილი მშვენიერ ფორმაშია, თუმცა ნორვეგიელებს საჯარიმოში ხშირი ჩაწოდებები სჩვევიათ, ასეთ დროს კი გიორგი ლორია დამაჯერებელია და მისი გამოცდილებაც სასარგებლო.

თუკი სიურპრიზების შეთავაზებაზე ვსაუბრობთ, საქართველოს ნაკრების დამრიგებლის მხრიდან ეს ყველაზე მეტად იქნებ 4-მცველიანი ტაქტიკის შეთავაზება იყოს. თუკი ვილი ამას გადაწყვეტს, ამის რამდენიმე მიზეზი ექნება.

დაცვის ცენტრში რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა დავით ხოჭოლავას არყოფნა ამ ზონას მაინც ასუსტებს და ერთით ნაკლები არჩევანი გვაქვს. "კოპენჰაგენის" უკანახაზელს სასტარტოში ვიხილავდით.

საბა საზონოვის თერთმეტეულში გამოჩენა ნამდვილად იქნება ის მოულოდნელობა, რასაც ჩვენი ნაკრების დამრიგებელი გადაწყვეტს. გარდა ამისა, აპრობირებულ ტაქტიკურ სქემაში ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ მხრივ კი იდეალურ სიტუაციაში არ ვართ. მარცხნივ მოაზრებულ გიორგი წიტაიშვილს, ისევე, როგორც ირაკლი აზაროვს, კლუბებში სათამაშო დროის დეფიციტი აქვს. მათი მომზადების დონეს სანიოლი აქტიურად დააკვირდება, თუმცა ჩამოთვლილებს იდეალურ ფორმაში ნაკლებად ველით. რაც შეეხება მარჯვენა ფრთას, საბა ლობჟანიძე თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო სათანადო კონდიციებში ვერ იქნება. გიორგი გოჩოლეიშვილი ნაკლებად გამოცდილია, ოთარ კაკაბაძე კი შეტევით ფაზაში ისეთი აქტიური ვერ არის, რადგან ამპლუით მცველია. თუკი ოთხი უკანახაზელით ვითამაშებთ, მარცხენა მცველად გამოსვლა ლაშა დვალსაც შეუძლია.

მაქსიმალურად თავიდან უნდა ავიცილოთ სცენარი, როცა ჩვენი ნაკრების 5 ფეხბურთელი უფრო მეტად დაცვით ფუნქციებში იქნება ჩართული, ეს კი მეტოქეს, რომელიც ნახევარდაცვაში კარგად გამოიყურება და ოდეგორი ჰყავს, მეტ სამოქმედო არეალს დაუტოვებს. სანიოლის გუნდი კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო გუნდია, უმეტესად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო, თუმცა ეს ნორვეგიელებმაც კარგად იციან და ყველაფერს გააკეთებენ, ჩვენი ეს კოზირი გაანეიტრალონ.

სანიოლის მიერ ძალიან ნაქებ გაბრიელ სიგუას ანაც ლუკა გაგნიძის სასტარტოში გამოჩენა და კვეკვესკირი-აბურჯანიას წყვილთან ერთად ცენტრში თამაში მეტოქისთვის შეთავაზევული კიდევ ერთი სიურპრიზი იქნება. ახლა მთავარია, მოსამზადებელმა დღეებმა და ამხანაგურმა მატჩმა მათი მზადყოფნა აჩვენოს.

სანიოლის პრესკონფერენციისას თითქოს კარგად გამოიკვეთა, რომ ის მაქსიმალურად მონდომებულია, გიორგი ჩაკვეტაძის ადგილი მოიძებნოს. ვილის კარგად ესმის, რომ "ჩაკვეს" ყოველთვის შეუძლია ცოტათი მივიწყებული თვისებები გამოავლინოს და კვარაცხელიას მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით შექმნილი სივრცეებით მშვენივრად ისარგებლოს. არსებულ (3-4-2-1) სქემაში გიორგის ადგილის მოძებნა რთული იყო და ვნახოთ, ფრანგი სპეციალისტისგან ახლა რას ვნახავთ. ნახევარდაცვასა და შეტევას შორის კავშირების დამყარება ზურიკო დავითაშვილს ძალიან კარგად გამოსდის და სასტარტო თერთმეტეულის მის გარეშე წარმოდგენა რთული იქნება.

ბუდუ ზივზივაძე ახლახან დაბრუნდა, ნორვეგიელების წინააღმდეგ კი პირველივე წუთებიდან გიორგი მიქაუტაძეს ველით. სადაც სიურპრიზზე ვუთითებთ, ასეთი დავით ვოლკოვი შეიძლება იყოს, რომელიც მეორე სართულზე გამოირჩევა და ძალისმიერ ნორვეგიელებთან ორთაბრძოლებში შევა...

შეგახსენებთ, ნორვეგიელებს 28 მარტს ბათუმში ვუმასპინძლებთ, სამი დღით ადრე კი მონღოლეთის ნაკრებს მივიღებთ.

ზაზა
კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ სტატიის ავტორის აზრს მეკარეებითან მიმართებაში... მამარდაშვილი ასევე როგორც კვარაცხელია ნაკრებში დღეს უალტერნატივოა.
ჯუჯი
საბა საზონოვმა უნდა ითამაშოს,ძალია ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან ძლიერი მცველია.სტაბილურია, მოსკოვის დინამოს დაცვის ბურჯია.
ზიზ
დღეს ისეთი სიტუაცია გვაქ ნებისმიერ სქემაში გვექნება პრობლემური პოზიცია- სამი მცველი, ორი საყრდენი+პლეიმეიკერი ყველა შემთხვევაში გვჭირდება, ანუ ცენტრი გვინდა მჭიდროდ. ნორვეგიელებს სულ ცხენები ყავთ და სირბილში ვერ ვაჯობებთ იქნება ტექნიკით გავიდეთ ფონს. ვინც სად არ უნდა დადგეს ფლანგებზე მაინც გაცვლიან პოზიციებს, წინ მაღალ ცენტრ ფორვარდსაც არა აქ აზრი, მე მგონი მანდაც ტექნიკური მიქაუტაძე ჯობია...
MARGALONA
მუდმივი
ლაშა
კი, რათქმაუნდა აქვს. ამას წინათ გოლიც კი გაიტანა. სტაბილური და გამძლეა. 90 წუთი შეუძლია სირბილი!
Ucxo
მამარდა ესპანეთთან და ნორვეგიასთან არა დანარჩენებთან ბაზარი არაა მაინც არ არის დამაჯერებელი მამარდა ჯერ ამ ორ ნაკრებთან მაგის დაყენება სარისკოა ბევრი შეცდომები აქვს ყველა თამაშში.
Levani
საზონოვს თავის გუნდში პრაქტიკა აქვს?
კახა
სანდოა ვითომ ჰოლანდის არყოფნა ტრიუკი შეიძლება იყოს იციან ასე
kicha
მამარდა კაკაბა კაშო კვირკველია საბა წიტა აბუ გაგნიძე ჩაკვე კვარა ჟორჟი ან მამარდა კაკაბა კაშო კვირკველია ტაბიძე აბუ გაგნიძე ზურიკო ჩაკვე კვარა ჟორჟი მამარდა
მწვრთნელი
სქემას არ შეცვლის! სანიოლი ათამაშებს, როგორც შვედეთთან ათამაშა! ერთი რამ მათავარია, ყველა მოთამაშე ვინც სასტარტოში იქნება 100% იყოს მომზადებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად! ასეთები კი გვყავს ნამდვილად შემადგენლობაში! აგერ: ლორია - მამარდაშვილი, კაშია-კვირკველია-დვალი-საზონოვი-კაკაბაძე, კვეკვესკირი-აბურჯანია-გაგნიძე-ჩაკვეტაძე-კვარაცხელია-ბერიძე-მიქაუტაძე-ვოლკოვი!
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია