თბილისსა და თელავში დღეს 18-წლამდელთა ჩემპიონატის უმაღლესი – “ა” ლიგის 5 მატჩი გაიმართა. თელავში სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავიდა და დაძაბულ ბრძოლაში – 70:73 დამარცხდა. "თელავს" პლეი-ოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა, რომელსაც მაქსიმალურად ეჭიდება. კახურმა გუნდმა პლეი-ოფში უკვე გასული, “ა” ჯგუფში მე-2 ადგილზე მყოფი ქუთაისელები დიდ ბრძოლაში დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა “ა” ლიგაში 14 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. 2 წრის შემდეგ, ანუ როცა გუნდები 12 ტურს მოილევენ, თითოეული ჯგუფის 4 საუკეთესო პლეი -ოფში გავა. მეოთხედფინალში გუნდები ჯვარედინად დაწყვილდებიან: A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მე-4 ადგილზე გასულს შეხვდება და ასე შემდეგ: A2 – B3, B2 – A3, B1 – A4.

რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლაც გამძაფრებულია. ოლიმპიურ სასახლეში გამართული ოთხივე მატჩი ამ კუთხით მეტად საინტერესო იყო. A ჯგუფში უშუალო კონკურენტები –" ზაზა 1" და "ოვერტაიმი" შეხვდნენ და შეხვედრას თითქმის თავიდან ბოლომდე "ოვერტაიმი" იგებდა. ზაზას აკადემიელებმა ანგარიში ბოლოსწინა წუთზე გაათანაბრეს და ბოლო წამებზე მეტოქის შეცდომებით ისარგებლეს – 74:69 იმარჯვეს და პლეი-ოფში გამსვლელ მე-4 ადგილზე დამკვიდრდნენ. აღსანიშნავია, რომ უკვე ცნობილია A ჯგუფიდან პლეი-ოფში გამსვლელი 4 გუნდიდან 3 – "რუსთავი", "ქუთაისი" და "ორბი". მე-4 საგზურისთვის "ზაზა 1", "ოვერტაიმი" და "თელავი" იბრძვიან. კახურ გუნდს გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი გააჩნია.

ამავე ჯგუფში მე-3 ადგილი გაიმყარა "ორბმა", რომელმაც აუტსაიდერი "მაკაბი" 79:57 დაამარცხა. რაც შეეხება B-ჯგუფელებს, ლიდერმა "თბილისი ბასკეტი 1"-მა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის ფონზე სოხუმის "კოლხა" 85:78 დაამარცხა. "თბილისი ბასკეტი" 8 მოგებითა და 3 მარცხით კი პირველ ადგილზეა, მაგრამ ამ ჯგუფისა და სრულიად “ა” ლიგის უპირობო ფავორიტი "ვინგსია", რომელსაც 9-დან 9 მოგება აქვს და მხოლოდ იმიტომაა მე-2 ადგილზე, რომ ოპონენტებზე 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ვინგსმა" დღეს "დინამო" არ დაინდო და 103:70 სძლია. თავის მხრივ, "დინამო" მე-4 ადგილზეა და პლეი-ოფი გარანტირებული აქვს. ანუ B ჯგუფიდან პლეი-ოფში გამსვლელი ოთხივე გუნდი – "თბილისი ბასკეტი", "ვინგსი", "ბასკო", "დინამო" – ცნობილია.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა