ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ეს კრიზისია და შანსები თითქმის გაქრა" - ნორვეგია ჰოლანის ტრავმის გამო შოკშია

"ეს კრიზისია და შანსები თითქმის გაქრა" - ნორვეგია ჰოლანის ტრავმის გამო შოკშია

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყების წინ ნორვეგიის ნაკრებისთვის თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის გამოკლება ნამდვილი შოკი გამოდგა. ის წინა დღით ჩვეულებრივად ვარჯიშობდა, მაგრამ შემდეგ საზარდულის პრობლემა შეექმნა და თავის გუნდს ესპანეთთან და საქართველოსთან ვერ დაეხმარება.

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა მარბელაში ჟურნალისტებს შექმნილი ვითარება განუმარტა. მისი თქმით, იმედგაცრუებული არიან, თუმცა გუნდის ლიდერის გამოკლებით არაფერი შეიცვლება, რადგან სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს, განწყობა საბრძოლოა, ესპანეთთან თამაშის გეგმა თითქმის უცვლელი დარჩება, საქართველოსთან კი არაა გამორიცხული, ცვლილებებს მიმართოს.

"ვერაფერს მოვიმოქმედებთ. ასეთ სიტუაციაში საკვალიფიკაციო ტურნირებისას ადრეც ვიყავით. არავის დავიმატებთ. თავდასხმაში ორი კანდიდატი გვყავს, ალეკსანდერ სიორლოტი (სოსიედადი) და იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა). აგრეთვე - ნახევარდაცვაში ოლა ბრინჰილდსენი (მოლდე) და კრისტიან ტორსვედტი (სასუოლო). ამის შემდეგ 11 დღის განმავლობაში ჰოლანზე დასმულ კითხვებზე არ გიპასუხებთ", - დასძინა სოლბაკენმა.

კომენტარი ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა გააკეთა: "რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ და დაძაბულობამ იმატა, მაგრამ მე ეს მომწონს კიდეც. წარუმატებლობის შიში ყოველთვის არსებობს, რაც დამატებით მუხტს გვძენს".

ნორვეგიული Dagbladet-ი შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე უარესი სიახლეა, რაც შეიძლებოდა შეეტყოთ, რამეთუ ჰოლანის მსგავსი ვარსკვლავი არ ჰყავთ, მისი გამოკლება ძალიან სერიოზული დანაკლისია, სიორლოტი ჰოლანივით ექსტრემალურად სწრაფი არაა და სავარაუდოდ, ტაქტიკის გადაწყობა მოუწევთ.

NRK-ის საფეხბურთო ექსპერტი კარლ-ერიკ ტორპი ამბობს, რომ ჰოლანის ტრავმა წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია, ვინაიდან ის მეტოქეებთან ყველაზე დიდ სხვაობას სძენს ეროვნულ გუნდს და ახლა მათი შანსები თითქმის გაქრა.

"მარკა" ჰოლანის ტრავმას "ფურია როხას" დაცვისთვის შვების მომგვრელს უწოდებს, ხოლო AS-ი წერს, რომ ეს მათი მეტოქისთვის დიდი დარტყმაა.

• სოსო

მის ნაცვლად არავის დავიმატებთო,ცუდად მენიშნა.ეტყობა არის შანსი,ჩვენთან მაინც შეძლოს თამაში.საამისოდაც მზად უნდა ვიყოთ.ეგეც არ იყოს,არც სხვები არიან საჩუქრები და ყოველი მაღალი ბურთი,ჩვენ საჯარიმოში ჩამოწოდებული,ჩვენთვის სახიფათო იქნება.ამას ოდეგორიც დაამატეთ და ოსტეგორიც ხომ ვიცით,საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია.ბევრს მწარედ ეხსომება ამათთან ნათამაშები მატჩი,თბილისში,ნახევარ საათში,უკვე 4 გოლი რომ ჰქონდათ გატანილი.ძალიან მძიმე თამაში იქნება და ჰოლანის არყოფნა,მხოლოდ შეღავათი იქნება ჩვენი ბიჭებისათვის,მაგრამ არავითარ შემთხვევაში,გარანტირებული გამარჯვების იმედი.დარწმუნებული ვარ,ჩვენი ბიჭები გამარჯვებაზე გაიწევენ,ისიც მჯერა,ძალიან გაგვიჭირდება,თუმცა ისიც მჯერა,რომ გავიმარჯვებთ და ჯგუფიდან გასვლის შანსებს გავიუმჯობესებთ.ჩვენ კი,გულშემატკივრები ყველანაირად დავეხმარებით,ამის მიღწევაში.

• ბეჟო

ევროპულ და ზოგადად აზრზე მოსული გუნდების ტაქტიკაა ეს, ლიდერი რომც დააკლდეთ ატეხავენ წუწუნს და ვაი ვიშს, არადა იმის გარეშეც უამრავი მონახაზი და გეგმა აქვთ. ამიტომ ერთი ჰალანდის ტრავმაზე ნუ ავაგებთ ოცნების კოშკებს, ნორვეგია ძალიან ძლიერი მწყობრი დისციპლინირებული გუნდია და რეალურად ჩვენზე ძლიერია! ამიტომ სრული მობილიზება და მონდომება თუ მოგვიტანს წარმატებას!

• გუსანი

რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიმართლდა, არ მგონია შეთქმულებებეს საფუძველი ქონდეს, ჰოლანდი პროფესიონალია და ეროვნული შეგრძნებაც სხვაზე ნაკლები არ ექნება, გვიმსუბუქდება მდგომარეობა მაგრამ ეუფორიაში ნუ მიეცემით, ნორვეგიასთან ცუდი მოგონებები გვაქვს, პრაგმატული და ფიზიკურად კარგად, ჩვენზე უკეთესად, მომზადებული გუნდია, ჰოლანდს თუ არ ჩავთვლით ადრე უფრო ძლიერი ნაკრები ყავდათ, კონცენტრაცია ბიჭებს, მთავარია დაღლილობის გამო სიტვაციებიდან ჩვეული გამოთიშევები არ იყოს და ცოტაც გაგვიმართლდეს...

• ზაზა

ხალხო ნუ ნერვიულობთ,მე იმდენად მჯერა და მეიმედება ხვიჩასი და მიქაუტაძესი,ზურიკოს და ბუდუსი,რომ დარწმუნებულიც კი ვარ ასეთი თავდამსხმელებით ესპანეთსაც და ნორვეგიასაც შავ დღეში ჩავაგდებთ,რაც შეეხება შოტლანდიასა და კვიპროსის,არც მაგათთან უნდა მოვდუნდეთ,ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა,ბურთი კიდე მრგვალია,მე უფრო მგონია რომ მოედნის შუაგული აუცილებლად უნდა ავიღოთ,ძალიან დიდი როლი აქვს ჩაკვეტაძეს,მან უნდა აიღოს თავის თავზე თამაში,მას ეს შეუძლია უმაღლეს დონეზე,მცველები ყველა მაგარი ბიჭები არიან,საზონოვმა უნდა აჩვენოს რომ ტოპია,მე ესეთი ახალგაზრდა და დამაჯერებლად მოთამაშე მცველი დიდი ხანია არ მინახავს,ან სად იყო აქამდე?ერთი რამ ცხადია რომ ესეთი გუნდით შეგვიძლია ძალიან შორს წავიდეთ,ისე შორს რომ ვერ წარმომიდგენია,აბა ეხლა ყველაფერი ჩვენ ბიჭებზეა დამოკიდებული,ღმერთმა დაგლოცოთ!!!

• ეეე

რეალურად ვთქვათ ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია ჰალანდი დააკლდათ და რეზერვში ყავთ სოსიედადის და სელტას ფორვარდი და ჩვენ საიდან გვყავს კვარას და მამარდას გარდა გახსენებაც კი არ ღირს.

• დ

ისევე, როგორც კიტეიშვილი.

• ბექა

ჰალანდის გარეშეც ჩვენზე ძლიერი გუნდია ნორვეგია, ასე რომ საწუწუნო მაგათ კიარა ჩვენ გვაქვს.

• ჰაჰა

მე 70 წელს ვუახლოვდები. ჩემი დაკვირვებით, დასავლეთ ევროპელი ჟურნალისტები მუდამ ესე იქცევიან, თამაშის წინ ლაპარაკობენ თავიანთი გუნდის პრობლემებზე, არიქა რა ცუდად ვართო, აკრიტიკებენ, მაგრამ აქებენ მოწინააღმდეგეს. არიქა, რა მაგრები არიანო. ჩვენები პირიქით იქცევიან, მატჩის წინ აქებენ საკუთარ გუნდს, რათა განწყობა შექმნან. (მე არ გაკრიტიკებთ). ასე არის 1972 წლიდან, როცა ტოტენჰემთან გავნადგურდით. იქ ისე მიდიოდნენ, გეგონება უეჭველი მოგებული გვქონდა. და მეორე, თუ ჩვენები მშვიდ, წყნარ გარემოში, აჟიოტაჟის გარეშე ემზადებიან და პრესაში-ხალხში თამაშისადმი სერიოზული -, არა ტრაბახა მიდგომაა. თითქმის სულ ვიგებდით. იქნებ ეხლაც გვეცადა, მაგალითად ჰალანდი არ არის მაგრამ ნორვეგია შეკრული გუნდია. ესეთი აქცენტი მოწინააღმდეგეზე, ხოლო ჩვენზე რამდენად შეინარჩუნეს ფორმა. ხომ არ განმეორდება წინა ციკლი, როცა ევროლიგაზე ნახევარფინალში გავედით, მაგრამ შესარჩევზე ცუდად გამოვედით. და რა თქმა უნდა სპეციალისტების და ჟურნალისტების მიერ გუნდის მზადების შედარებით მშრალი აღწერა, ქება დიდების გარეშე.

• 1.

ჩვენ გვკითხონ აბა როგორი იყო ერთა ლიგის ფინალში ხვიჩა რომ არ იყო და ხვიჩას კითხონ აბა როგორი იყო. თან 30 წლიანი ლოდინის მერე გულში ნემი რომ გაგვიყარეს

• სტალე სოლბაკენი

ჰალანდებს ვერ დავბადავ

• ქ. გ.

ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა ეჭვი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით. მიაჩნიათ, რომ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის თამაშების წინ ტრავმის რისკი გამორიცხა და თან დაასვენა.

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა

A ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - ესპანეთი და შოტლანდია ევრო 2024-ზე გავიდნენ [VIDEO]

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა

კვიპროსის ნაკრები თბილისში გამომგზავრებამდე ნორვეგიასთან განადგურდა

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა

გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით