საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

შეკრების მესამე დღეს ვილი სანიოლის გუნდმა კვლავ "დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ჩვენმა გუნდმა ვარჯიში სრული შემადგენლობით დაიწყო, საწვრთნელ პროცესში მიღებული ტრავმის გამო გუნდს ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა. 23 მარტიდან ჩვენი გუნდი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელთან ერთად მოემზადება.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს, 28 მარტს კი ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „თუ გვინდა, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ და ვიოცნებოთ, რომ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილი დავიკავოთ.

გვექნება ამბიცია და დანარჩენი სათამაშო ხარისხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, ჩვენ მომზადებაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელად თუ ვიქნებით, გვაქვს შანსი, რომ ჯგუფში ჩვენი სათქმელი ვთქვათ.

ყოველთვის ვამბობ, რომ ნაკრები ჩემი საყვარელი ადგილია. მით უმეტეს, ისეთ ნაკრებში ყოფნა, სადაც ძალიან ბევრი წარმატებაა, ბევრი შრომა იდება და მიზანდასახული გუნდია. საამაყოა, იყო ასეთი გუნდის წევრი და კაპიტანი“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

nakrebi.ge

Master
ჩეტოს...პირადად მექვაბას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,თუმცა ამას მოისწრაფიშვილი მირჩევნია.ზოგადად ქართველ ფეხბურთელებს ვგულისხმობ.კაშიას,კვარა,კვეკვე,დავითა,კაშია ტრავმას თითქმის არ იღებენ.დანარჩენებს რა სჭირთ ასეთი ვარჯიშზე რო იმტვრევიან.ასოციაცია ფუნთუშა მომდის რა ვქნა...
Levani
არ ვიცი ძმაო,მე არ მომეწონა მევქბიშვილი-თუ ამბიცია გაქვს ახალგაზრდა ბიჭს გიბრალტართან მარტო უკან და გვერდზე პასი არ უნდა ითამაშო,შეტევაზე უნდა წახვიდე. მე ვერ ვიგრძენი რომ მისი სახით ნაკრებს ძალა მიემატა,ასე ფეხში მომეცი პასი და მე ვინმეს გავუგორებ მეც შემიძლია
ვალერი
დავითაშვილი მონდომებული ბიჭია,კარგი ,საშუალო დონის ფეხბურთელი, რამე განსაკუთრებული ნაღდად არა
დდდ
უბრალოდ, ვიღაცას უნდა აეხსნა ამ ბავშვისთვის, რომ ეს ის მონღოლები აღარ არიან, ხერხემალში რომ ამტვრევდნენ მოწინააღმდეგეს....
ჩეტო
ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომავლის მქონე ბიჭია ანრი, არვიცი სად ნახეთ ფუნთუშებით, მაგრამ იმედია ოდესმე იამაყებთ მისი მიღწევებით და შეგრცხვებათ ასეთი კომენტარის გამო
Master
კიდე რამდენი ფუნთუშაჭამია გამოგვაკლდება ნეტავ?
გიო
ბრუნეის ნაკრებთან წაუგია ბოლო თამაში 0-2.მონღოლურ საფეხბურთო წრეებში აქტიურად მიდის საუბარი რომ ამ წაგების მერე მონღელეთი სათამაშო სქემას გადაწყობს 4-4-2-იდან 4-3-3-ზე.იმედია ვილი სანიოლი საქმის კურსშია.
ნორვეგიის ფანი
გვეშველა.მექვაბა ჯონჯოლი არ ეყოლებათ!!
1981
მექვაბიშვილის ტრამვას ავიტანთ
შეტევა
ისე ხუმრობა იქით იყოს და მონღოლები კონტრშეტევაზე მაგრები არიან, ისტორიულად :D
x
გენიალური კომენტარია :):):)
lado
მთავარია დავითაშვილი იყოს ნაკრებში…კაცისტატისტიკა,კაცი გოლნახევარი,კაცი კომენტარი…
თავდასხმაში პრობლემები აქვთო
ჩინგიზ-ყაენი, გუიუქი, ბათო-ყაენი, ყუბილაი და თემურლენგი სიკვდილის გამო ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.
Levani
მონღოლეთი საბრძოლო შემადგენლობით ჩამოდის თუ ახალ სახეებსაც უნდა ველოდოთ?
irakli
არ მახსოვს ვინმე ტრავმით არ დაგკვლებოდეს, რა გვჭირს ასეთი?
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე