იტალიის ნაკრების სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა გუნდის 30-კაციანი სია გააცხადა, რომლებიც ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ
იტალიის ნაკრების სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა გუნდის 30-კაციანი სია გააცხადა, რომლებიც ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ.

მალეტის სიაში მოხვდა იტალიელთა მესამეხაზელი მაურო ბერგამასკო, რომელსაც ტრავმის გამო წელწადზე მეტი გაუცდა. "სკუადარა აძურას" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რვა ნომერი, არგენტინული წარმოშობის მორაგბე სერჯო პარისე უკაპიტნებს.

ყველაზე დიდი პრობლემა მალეტს, რომელსაც მსოფლიოს თასის შემდეგ ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ფრანგული "პერპინიანის" ყოფილი თავკაცი ჟაკ ბრუნელი შეცვლის, უკანან ხაზის მოთამაშეების არჩვისას შეექმნა. ტრავმის გამო ახალ ზელანდიაში ვერ ითამაშებს ძირითადი მგეზავი კრეიგ გროვერი. მალეტმა მის ნაცვლად ლუჩანო ორკუერა და რიკარდო ბოჩინო აირჩია.

"ვფიქრობ, ორკუერა ამ პოზიციაზე ყველაზე ღირსეული კანდიდატია. საერთო ჯამში, ეს გუნდი, რომელიც მსოფლიოს თასზე იასპარეზებს ოთხი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და დარწმუნებული ვარ, მეოთხედფინალში გასვლას შევძლებთ" - თქვა ნიკ მალეტმა.

შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურას" ჯგუფური ტურნირი არასდროს გადაულახავს. წლეულს საამისოდ მას ავსტრალიის, ირლანდიის, აშშ-სა და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.

იტალიის ნაკრები 13 აგვისტოს იაპონიის ეროვნულ გუნდთან გამართავს ტესტ მატჩს, ერთი კვირის თავზე კი ედინბურგში, "ბორჯღალოსნების" მეტოქეს, შოტლანდიას დაუპირსპირდება.

იტალიის ნაკრები

შერკინება: მარტინ კასტროჯოვანი, ლორენცო ჩიტადინი, ალესანდრო ლო ჩიჩერო, სალვატორე პერუჯინი, ტომაზო დაპიკე, ლორენცო ჯილარდინი, ფაბიო ონგარო, მარკო ბორტოლამი, კარლო ანტონიო დელ ფავა, ქვენტინ გელდენჰაუზი, კორნელიუს ფან ზილი, რობერტო ბარბიერი, მაურო ბერგამასკო, პაულ დერბიშირი, სერჯო პარისე, ალესანდრო ძანი.

უკანა ხაზი: ტომაზო ბენვენუტი, მირკო ბერგამასკო, გონსალო კანალე, გონსალო გარისა, ანდრეა მასი, ლუკ მაკლინი, მატეო პრატიკეტი, ალბერტო სგარბი, ჯულიო ტონიოლატი, პაბლო კანავოზიო, ედუარდო გორი, ფედერიკო სემენცატო, ლუჩანო ორკუერა, რობერტო ბოჩინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა