ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

თასის გათამაშების ოთხთა ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

თასის გათამაშების ოთხთა ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალისტები ცნობილნი არიან. ოთხეულში ყველაზე ადრე, 15 მარტს "ბათუმი" გავიდა, რომელმაც მეოთხედფინალურ სერიაში "ქუთაისს" სძლია. დღეს თბილისსა და რუსთავში კიდევ 3 ოთხთა ფინალისტი გამოვლინდა. 3 წყვილში სერიის საპასუხო მატჩები ჩატარდა და გამარჯვებული ის გუნდები გამოვიდნენ, რომლებმაც სერიის პირველი მატჩები მოიგეს. "ბათუმს" ოთხთა ფინალში "ოლიმპი", თსუ და გურჯაანის "დელტა" შეუერთდნენ. ტურნირის დასაწყისში ჩატარებული წილისყრისა და შედგენილი ბადის წყალობით, ნახევარფინალური წყვილებიც დაკომპლექტებულია. 11 აპრილს ნახევარფინალში "ოლიმპი" თსუ-ს შეხვდება, ხოლო "ბათუმი" "დელტას" დაუპირისპირდება. გამარჯვებული ერთი მატჩის შედეგად გამოვლინდება და ფინალში გასული გუნდები თასის მოსაგებად მეორე დღეს, 12 აპრილს ითამაშებენ. ოთხთა ფინალის მატჩები

კავკასია – ოლიმპი 77:83

პირველი მატჩი – 85:92

სუპერლიგის ლიდერი "ოლიმპი" ოთხთა ფინალში მთიანობაში დამაჯერებლად გავიდა – მეტოქე "კავკასიას" ორივე მატჩი, ჯამში" 14 ქულით მოუგო, თუმცა სერიის დღეს გამართულ საპასუხო მატჩში გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა, მეტოქე რომ გაეტეხა.

ბექა წივწივაძის გაწვრთნილი "კავკასია" თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 5 ქულით – 67:62 უგებდა "ოლიმპს" და სერიაში გამარჯვებამდე უპირატესობის 8 ქულამდე გაზრდა ესაჭიროებოდა. მოგეხსენებათ, "ოლიმპს" წინა მატჩში მოგებული 7 ქულა რეზერვში ჰქონდა და ამაზე ნაკლებით რომ წაეგო, 2 მატჩის ჯამში იგებდა. საბოლოოდ არც წააგო, დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა დიდებული დასკვნითი 5-წუთეული ჩაატარა, რომელიც 21:10 მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩა.

"ოლიმპი" ნახევარფინალში თსუ-ს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალიდან "რუსთავი" გააგდო.

რუსთავი – თსუ 84:85

პირველი მატჩი – 82:90

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს საპასუხო მატჩის წინ 8-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო, რომელიც საკუთარ ქალაქში, გულშემატკივრებით სავსე დარბაზში თამაშობდა. ქვემოქართლელები 8 ქულით მე-3 პერიოდში იგებდნენ. ანატოლი ბოისას გუნდმა პირველ პერიოდში მეტოქის სასარგებლოდ არსებული უპირატესობა აღმოფხვრა და ცხადია, საბოლოო გამარჯვების იმედიც ჰქონდა. გამოცდილი კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა საუნივერსიტეტო გუნდმა მესამე პერიოდში ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება მოახერხა და და დასკვნით ათწუთეულში სასურველ შედეგამდეც მივიდა.

რუსთაველები ბოლო წუთზე ვა-ბანკზე წავიდნენ და სამქულიანებით ცდილობდნენ სასურველი სხვაობის მოპოვებას, რაც არ გამოუვიდათ და ამით თსუ-მ ისარგებლა, ბოლო წუთზე 4 ქულით ჩამორჩენილმა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა. კონტრშეტევებითა და საჯარიმოებით ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი გამარჯვებამდე მივიდა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა.

კაკტუსი – დელტა 72:79

პირველი მატჩი – 82:90

"კაკტუსს" ცუდი დროება უდგას. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი პირველი წრის შემდეგ სუპერლიგის ლიდერობდა და მეორეში 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგებით პლეი-ოფში გასვლაც საბრძოლი გაუხდა. "კაკტუსი" გამოვარდა თასის გათამაშებიდანაც. გუნდმა დღეს მეორე მატჩიც წააგო გურჯაანის "დელტასთან".

"კაკტუსი" მხოლოდ დასაწყისში, ისიც მაქსიმუმ 4 ქულით უგებდა, რის შემდეგაც "დელტამ" სათამაშო უპირატესობა და ლიდერობა მოიხელთა და თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია. "დელტას" პირველი მატჩის შემდეგ 8-ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდა, რომელიც იოლად ხომ შეინარჩუნა და ზემოდან 7 ქულაც დაამატა.

გურჯაანელები ნახევარფინალში "ბათუმს" შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური მატჩები თბილისში, დიღმის დარბაზში, 11 აპრილს გაიმართება, ხოლო ფინალი იმავე ადგილას, მეორე დღეს, 12 აპრილს ჩატარდება, რომელიც 2023 წლის თასის მფლობელს გამოავლენს.

GBF

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა

თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება