საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სფფ-ის პრესსამსახურთან ინტერვიუში ბათუმის "დინამოში" გატარებულ პერიოდზე, საკუთარ თავზე, "ნაპოლისა" და გულშემატკივრებზე ისაუბრა:

"ბათუმში თავდაჯერება დამიბრუნეს. ყოველ მატჩზე სავსე სტადიონი იყო. თავი ისე ვიგრძენი, როგორც ევროპის დიდ გუნდში. სტადიონი ყოველთვის სავსე იყო. ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ამ გუნდმა "ნაპოლიში" შემდგომ წასვლაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება გულშემატკივრებს, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან მუდამ გვერდში მიდგანან.

ნაკრებისთვის ამხანაგური მატჩი არ არსებობს, ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია - როგორც მონღოლეთთან, ასევე ნორვეგიასთან. კარგი იქნება, თუ სავსე სტადიონზე ვითამაშებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ხალხი სახლში ბედნიერი დაბრუნდეს. ვეცდებით, ორივე მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ.

საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა, ალბათ, თამაში გავაუმჯობესე, უფრო გუნდურად ვმოქმედებ. მქონდა ის მინუსი, რომ ბალანსს ვერ ვპოულობდი, თამაშს უფრო საკუთარ თავზე ვიღებდი. გუნდსა და ნაკრებში თამაშმა შედეგი გამოიღო. ორივე გუნდს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ გარეშე ასეთი ფეხბურთელი ვერ ვიქნებოდი.

როდესაც ნეაპოლში პირველად ჩავედი, ზოგი კარგს ამბობდა, ზოგი კი ცუდს და როგორც კი თამაში დავიწყე, პირველი გოლი გავიტანე. ჩემში თავდაჯერებულობა ამაღლდა, რომ მეც შემეძლო კარგი, ბრწყინვალე ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მათ დონეზე ვყოფილიყავი, როგორი ფეხბურთელებიც სერია A-ში არიან. ჩემს თავში ვიპოვე ის თვითრწმენა, რაც ძალიან დამეხმარა.

წაგება არც ფეხბურთში და არც ცხოვრებაში არ შემიძლია, მაგრამ თუ მოედანზე ვარ და ვაგებთ, ყველაფერს ვაკეთებ, უფრო აგრესიული ვხდები, მინდა აუცილებლად შემოვაბრუნო თამაში, გავამწვავო შეტევა და, ნაკრებს იქნება თუ გუნდს, დავეხმარო და წარმატება მოვუტანო.

ყველაზე დიდ როლს, რა თქმა უნდა, მშობლები თამაშობენ, ვინაიდან მათგან ყველაფერს სწავლობ. მეც ვცდილობდი და ვცდილობ, ჩემს მშობლებს დავმსგავსებოდი, რაც ვფიქრობ, გამომივიდა. გარემოცვამ, მეგობრებმა, ახლო ადამიანებმა, ნათესავებმაც დიდი როლი ითამაშეს.

შეიძლება ყველა ადამიანს რაღაც მინუსი ჰქონდეს, ალბათ, მეც მაქვს რაღაც მინუსი. როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები, ვფიქრობ, რა შეიძლება გამოვასწორო. მაგალითად, არის ხოლმე მომენტები, როცა შეიძლება გულშემატკივართან ვერ გადავიღო ფოტო. თუმცა, ჩემი აზრით, ხანდახან უნდა გამიგონ. მეც მეშლება ხოლმე მერე ამის გამო ნერვები, რომ მათთან რატომ არ გავჩერდი. ვეცდები, ყველა ადამიანი ჩემგან გახარებული იყოს".

toti
ისე ამდენ ხალხში სპალეტის რომ არ ახსენებ ტეხავს.. მისი ხელი და მენტალიტეტი აშკარად დაეტყო
ჩეტო
მართლა მიკვირს ასე ახალგაზრდა უკვე ამ დონეზე წარმატებული ქართველი როგორ არის ასე თავმდაბალი, სრულად საქმეზე კონცენტრირებული და პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითი. ღმერთო ამრავლე ქართულ გენში და ჯიშში ასეთი ბიჭები და გოგოები, სპორტშიც და ნებისმიერ სხვა პროფესიაც. გენაცვალე ხვიჩა! ერის სიამაყე კაცო!
ასეაა!!!!
ცოტა მოკრძალება მართებს ფეხბურთელს,როცა საკუთარ თამაშს აფასებს...მქონდა მინუსიო და არა მინუსებიო...ის ერთი მინუსი გამოვასწორე და ახლა სრულყოფილი იგროკი ვაროოო...ასე თუ თვლის ცუდი კი არა ძალიან ცუდიაა..
rembo
ხვიჩა ახალგზრდბითვის მაგალითი ხარ თავდაუზოგავი შრომის და თავდადების
gogi
კარგი ბიჭია ძაან - თავმდაბალი და შრომისმოყვარე!
გეგა
იშვიათი დიპლომატია, მოკრძალება და თავმდაბლობა, ასეთ ახალგაზრდა ასაკში და ამ მასშტაბის თავბრუდამხვევი წარმატებების ფონზე.. ოჯახს მადლობა ასეთი ბიჭის აღზრდისთვის..
G.LA
ფოტოს გადაღება მეც ძალიან მინდა და აქ ბევრია ჩემნაირი. ჩვენ გვესმის რომ შეუძლებელია ყველასთან ფოტოს გადაღება და ამაზე ნუ ინერვიულებ. შენ თამაშით გაგვახარე და ჩვენი მთავარი ოცნება აგვისრულე. ხომ გახსოვს ეს ოცნება? შენ მწვერვალზე უნდა ახვიდე, ჩვენ კი გავბედნიერდებით და ამით ვიამაყებთ. მიყვარხარ ხვიჩა. ❤️
ცოფიანი სპილო
სურათის გადაღება კი კარგია, მაგრამ აი ვთქვათ 1000 კაცია და ყველას სურათის გადაღება რომ უნდოდეს. ხომ არ გაიხევა შუაზე ეს ბიჭი. იმ გულშემატკივარმაც გაიგოს, რომ გულშემატკივრობა სელფის გადაღება კი არაა ან იმით ტრიპაჩობა, რომ აი, ხვიჩას ვიცნობ ან იმას ვიცნობ. მე რომც ვიცნობდე, არ ვეტყოდი არავის. და რა ცნობა უნდა, გულიანი ბიჭია და მაგარი ფეხბურთელი, ამნაირი ადამიანის არც არაფერი შეგშურდება, რომ არსებობს უკვე მადლია მთელი ქვენისთვის, მეტი კი არაფერი.
MARGALONA
თვითონ სიტყვა ხვიჩა კაშკაშას ნიშნავს მეგრულ ენაზე
დუდუ
კარგი შვილი ხარ, შემოგევლოს მთელი საქართველო, ხვიჩა!♥️
კაპიტან გარდენბურგი
გამარჯვებები და ყველაფერი კარგი ჩემო კარგო და გადასარევო ხვიჩა, ძალიან ვაფასებ ამ საოცარ კაცს
Semi
არცერთი მატჩი არ გამიცდენია ხვიჩასი რუბინშიც კი ყველა მატჩი მანახი მაქვს, ასეთი შთაბეჭდილება ჩემზე ყენიამ, ოქრიმ და ჩაკვემ მოახდინეს. ნაპოლიში გადასვლისას ვფიქრობდი ნეტავ არ გაანათხოვრონ, შანსი მიცენ 15-16 მატჩი შეცვლაზე მაინც რომ ათამაშონ და სეზონში 4-5 გოლი რომ გაიტანოს იქნებ მომავალი სეზონიდან სასტარტოში მოხვდესთქო. კვარა კიდე წავიდა და პირველივე სეზონში სერია ა -ს საუკეთესო ფეხბურთელი შეიძლება გახდეს. ეს ოცნებაზე მეტიცაა.

როგორი საყვარელია, ბათუმით დაიწყო თავის კარიერაზე საუბარი და არა რუსეთით. იცის მის გულშემატკივრებს როგორ გაუხარდებოდა ბათუმის სხენება. ჩვეულებრივი ფანი გავხდი ამ ბიჭის. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის მასზე. ვიცი, ძალიან ბევრი აგრესიული კომენტარი იწერება. სულ თვალში რომ გვეჩხირება ეს კვარაცხელია, სხვა რამეზეც ილაპარაკეთო მაგრამ უკაცრავად, გაგვიძელით. დაბლოკეთ მისი სახელი და რაც მოგწონთ იმით დაკავდით. მე ვინც მაღიზიანებდა იმას ვბლოკავდი, კი არ ვლანძღავდი.
ლევანი
შენ გენაცვალე ხვიჩა, კარგო კაცო. ამიტომაც არის შენი გზა წარმატებული, რომ მშრომელი ხარ და მარწმუნე. შენ რწმენა გაქვს უფლის, შენი თავის და ყველა შენიანის. ბევრი მშრომელი ყოფილა, მაგრამ ბოლომდე არ უმართლებთ ხოლმე. ამიტომა არის საჭირო რწმენა, რწმენა უფლის, სიკეთის. შენ, ჩვენო კარგო კაცო, ჯერ ეხლა დაიწყე კარიერა, წინ კიდევ უამრავი წარმატებები გექნება, ასეთი რომ ხარ, სწორედ ამიტომ. უფალი გფარავდეს! დიდება საქართველოს!
Charley
ხვიჩას პიროვნული თვისებებიც ისეთივე კაშკაშაა როგორიც მისი თამაში მწვანე მინდორზე. უბრალოება ყველაზე დიდი თვისებაა ადამიანში რომელიც ყველაზე დიდ შდაბეჭდილებას ახდენს სხვა ადამიანებზე.
ალექს
რა უნდა თქვას კაცმა,უბრალოდ შეუფასებლად უსაყვარლესი ადამიანია. დღეს საქართველო ნამდვილად არის ხვიჩა და ხვიჩა არის საქართველო!
roma bejanidze
უდიდესი და უმაგრესი ადამიანი ხარ ხვიჩა. დარჩი იმათ რაც ხარ. ღმერთმა გაგიმართლოს ცხოვრებაში.
ვახო...
დიდებული ფეხბურთელი და ასევე ძალიან კარგი ადამიანი! უდიდესი წარმატებები ხვიჩას მომავალში!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ