საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება.

მატჩის მასპინძელ ქალაქში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა:

"მონღოლეთის ნაკრები სხვა კონფედერაციას წარმოადგენს და მეტოქის შესახებ ბევრი არ ვიცით. ვუყურეთ მათ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებს და კონკრეტულ დეტალებს ფეხბურთელებს ვუზიარებ. შემადგენლობაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მეტი ითამაშეს, ზოგმა ნაკლები. იქნება როტაცია, რადგან ამხანაგური მატჩები სწორედ ამისთვის არის. ფეხბურთელებმა იციან, რას ვფიქრობ ეროვნული ნაკრების მატჩების შესახებ. ეს იქნება ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრა, ყოველთვის მოგება მსურს. შედარებით უცნობ მეტოქესთან თამაშშიც, მოთამაშეებისგან ანალოგიურ დისციპლინას და მიდგომას ველი. გულშემატკივრებს საერთაშორისო დონის თამაში უნდა შევთავაზოთ.

ახლო წარსულში გიორგი მიქაუტაძეზე და მის თამაშზე გარკვეული კომენტარი გავაკეთე. ვფიქრობ, მან სწორად გაიგო ჩემი სიტყვები. ერთი წლის განმავლობაში პროგრესირებს და დროა ეროვნულმა ნაკრებმა მისი კარგი სათამაშო ფორმისგან სარგებელი მიიღოს. შესაძლოა, ის ტიპიური 9 ნომერი არ არის, თუმცა საკმაოდ ძლიერი და სწრაფია. მას შეუძლია ითამაშოს თავდასხმაში, შესაძლოა, არა ერთადერთ ფორვარდად, არამედ სხვა მოთამაშეებთან წყვილში. მოახლოებულ შეხვედრებში, ექნება შესაძლებლობა მაჩვენოს მე და მთელ საქართველოს, რამდენად უკეთესი გახდა ამ წლის განმავლობაში.

ხვიჩას შესანიშნავი პროგრესი აქვს ბოლო თვეების განმავლობაში. ის დიდებულ კლუბშია ფანტასტიკურ მწვრთნელთან. უკეთესი ხდება და იმაზე მეტს აღწევს, ვიდრე მისგან ელოდნენ. თუმცა, ბოლო პერიოდში, მის შესახებ ძალიან ბევრს საუბრობენ. ის შესანიშნავი ადამიანია და ძალიან მიყვარს, თუმცა თუ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, იქ საქართველოს ნაკრები ითამაშებს ხვიჩასთან ერთად და არა მხოლოდ ხვიჩა. ის არ არის ერთადერთი ამ გუნდში. ვგრძნობ, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება. ხვიჩა ახალგაზრდაა. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, რადგან შესანიშნავი ხასიათი აქვს და შრომისმოყვარეა. მისი მიდგომა და პროფესიონალიზმი არ შეცვლილა. ყველას გვინდა, რომ უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს, რისთვისაც ბევრი უნდა იშრომოს.

ლუკა გუგეშაშვილი ადრეც იყო ჩვენთან ერთად, თუმცა იმ დროს კარგი ფორაში არ იმყოფებოდა. მისმა ბოლოდროინდელმა პროგრესმა დამარწმუნა, რომ კიდევ ერთ შანსს იმსახურებს. მან გვაჩვენა, რომ სრულიად განსხვავებული მეკარეა. ვფიქრობ, კარგი პერიოდი აქვს და, ასე თუ გააგრძელებს, მომავალში მზად იქნება ნაკრებს დაეხმაროს. რამდენიმე თვის წინ, ლორია იყო პირველი ნომერი, თუმცა მამარდაშვილმა და კუპატაძემაც მიიღეს სათამაშო დრო. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, საქართველოს ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს და ის ჩვენი გუნდის კაპიტანი იქნება.

გაბრიელ სიგუა ძალიან ახლაგაზრდაა, თუმცა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ვარჯიშებზე ცოტა მორიდებულია და ეს ნორმალურია. მას დრო სჭირდება. ჩვენთან ერთად რადგანაა, ნიშნავს რომ მჯერა მისი შესაძლებლობების. ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა სჭირდება, რათა უკეთესი ფეხბურთელი გახდეს. გარდა მესამე მეკარისა, ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს ექნება მოედანზე გასვლის შესაძლებლობა უახლოეს მატჩებში. არ ვიცი რამდენი წუთით, მაგრამ მას ექნება პატივი ჩაიცვას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ბათუმში უკვე რამდენჯერმე ვითამაშეთ. პირველი ორი მატჩი უმაყურებლოდ ჩავატარეთ, თუმცა შვედეთთან შეხვედრაში სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, სწორედ ამან მოგვცა დამატებითი მოტივაცია თამაშის მოსაგებად. დარწმუნებული ვარ, მოახლოებულ მატჩებშიც ასე იქნება. გუნდის ბოლოდოინდელმა შედეგებმა მოლოდინი გაზარდა, თუმცა გულშემატკივარი ყოველთვის გვაძლიერებს და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასე იქნება".

nakrebi.ge

ჟორა
სს რატომ არ აქცევთ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ შესარჩევი ტურნირი დაიწყო და ნაკრებები ამ ტურნირში არიან ჩართულები და ამხანაგური შეხვედრისთვის არავის სცალია. ამხანაგური კი რეგლამენტიდან გამომდინარე უნდა ჩაატარო.
რიგითი გულშემატკივარი
ვენაცვალე ოპონენტებს სანაკრებო სტრატეგია-ტაქტიკის ღრმა ცოდნაში.
მ.ზ.
მაროკოსთან ჩაისვ არა,მსოფლიოს წინ,ამხანაგურში,ახლა მონღოლეთი აირჩიეს,რაც უფრო იაფი,მუქთა უჯდებათ ,ამხანაგურში მათთან აიღებენ,28-ში,ევროპაზე გასასვლელი თამაში აქვთ,რა დროს როტაცია,აქამდე რას აკეთებდა?მამარდაშვილი გყავს ლა ლიგიდან და ლორიას ათამაშებს,ლოჩოშვილი გყავს სერია A-დან და დაცვაში გამოუცდელობის ათამაშებს,ამხანაგურშიც და ოფიციალურშიც ერთმა გუნდმა სასურველია ითამაშოს,შედეგს ალბად ისევ კვარაცხელია,მიქაუტაძე,ჩანკვეტაძე თუ დადებენ? ნორვეი დღეს დღეობით,ჩვენზე ნაკლებად არ თამაშობენ,ვეჭვობ არასასურველი ნახევარი გუნდის უადგილო როტაციით,მონღოლეთთანაც არ გაგვიჭირდეს,მწვრთნელი ვერ არი,ტოპ ათეულშიც კი- ევროპაში,ბიჭები ნიჭიერებია,გუნდი სუსტია....
SS
არა ამასაც ხომ ტალანტი უნდოდა რომ მონღოლეთი მოეძებნათ :)
tazo
გახურდებიან ბიჭები ნორვეგიისთვის
მიშა
ეს ნაკრებია და არა კლუბი სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებენ აქცენტს, გაზარდონ და მერე ძვირად გაყიდონ. ნაკრებში იმ კონკრეტულ მომენტში 50 წლის ფეხბურთელი რომ იყოს უკეთესი ის უნდა ათამაშო, სწორად იქცევა სანიოლი ;)
კ ო მ ბ ლ ე
რა უნდა მივიღოთ მონღოლებიდან და.... .. რაც მაგათ სისხლიგვადინეს, ერთიანად ამოვიყრით ჯავრსაო, კარებში იდგება ბებერი ლომი ლორია! დანარჩენები მოედნის ნაპირას ჩასაფრდებიან და... ეგენი ეგრე არ გვიგებდნენ? ვითომ გარბოდნენ და თურმე მორბოდნენ ტოო! ნეტა წავაგოთ, თან ისე წავაგოთ, რომ სამარცხვინო დასაცინები გავხდეთ, მაშინ ხომ მოხვალთ აზრზე და ის გაბერილი ამბიციები რაც გაქვთ მიწაზე დაეშვება? ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა და ეგრევე მოინდომეთ გალაქტიკის მოგება ხომ? დანარჩენები ას მეტრსაც ვერ დარბიან, ენას აგდებენ ძაღლებივით, მაგათ უნდა ერქვათ სპორცმენები და ხრამოი ჟორიკას კრიმინალი? მთელი დღე მეძებარივით დარბის კაცი,..
Bs
დისლაიქებს რომ გიწერენ იქნება მიხვდე რამეს, და თუ ვერ მიხვდით მაშინ ახსნასაც აზრი არა აქვს! წარმატებები სანიოლს ჩვენს ნაკრებთან ერთად!
ბს
ყველაფერს მაგრად აზრიანად უდგება სანიოლი და მართლა მაგარი პროფესიონალია. ყველა კითხვვაზე ლოგიკური და ამომწურავი პასუხი აქვს, არც ავტორიტეტებს ერიდება (ან მაგაზე მეტი ავტორიტეტი აქ ვის აქვს რო?) და არც თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთება უჭირს. და არც ვიღაცეების მერკანტილურ მოსაზრებებს უსმენს, გამოვლენ და პროფესორობენ, ეს რატო თამაშობს და ის რატომ არაო. ბრავო ვილი! მომწონს ამ კაცის მიდგომა და შედეგს ასე უფრო მივიღებთ.
აბუ
მონღოლეთს რატო ვეთამაშებით, არანაირი სარგებელი არ იქნება ამ შეხვედრიდან, ვინმე არ დაიმტვრეს თან ესეთ თამაშებში, ეხ ვინი ვაკემ აზროვნება შეგიცვალა ჯიგარო.
იეა
რა უნდა მივიღოთ მონღოლეთთან დაპირისპირებისას და დღეს წმ.მეფე დემეტრე თავდადებულის ხსენების დღეა, გააგრძელე საქართველოს ისტორია
კახა ქ.
მონღოლებთან თამაშს ან თბილისის ან ბათუმის დინამოსთან ეთამაშათ ჯობდა.უხეშობა მაინც არ იქნებოდა.დღეს ნახეთ,ძალიან უხეში გუნდია მონღოლები
გიორგი
ლორია ათი თავით სჯობია მამარდას!ყველას სხვადასხვანაირად ეწყობა ცხოვრება და კარიერა თორემ ლორია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა
კაირა
არ მომწონს როცა მოწინააღმდეგეს ზემოდან უყურებენ. მაგ ლოგიკით არც ჩვენ არ უნდა გვეთამაშონ ტოპ ნაკრებები.
aburjga
ბატონო დავით, სად უყურეთ მონღოლების ფეხბურთს, რა იცით რომ უხეშები არიან?! მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ მაინც საინტერესოა? მგონი ხვიჩამ და ნაკრებმა იმ შემადგენლობით და იმ სქემით უნდა დაიწყონ თამაში, რმელი სქემაც იქნება ძირითადი ნორვეგიასთან შერკინებაში!
რიგითი გულშემატკივარი
ვერ ვხვდები ლორიას რაიმე პერსპექტივა აქვს მომავალ თამაშებში,თუ ფეხბურთის ფედერაციის აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს და ამიტომ თამაშზე უარს ვერ ეუბნებიან?
Რერო
ეროვნული ლიგა 2 ის დონეა მონღოლეთი,რა უნდა მივიღოთ ამ მატჩიდან ვერ ვხვდები.
დავით 67
მეც ეგრე ვფიქრობ. არაა საჭირო მონღოლებთან მისი თამაშით გარისკვა. უხეში გუნდია
გიო
ხვიჩა არ ათამაშოთ ხვალ, გთხოვთ
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
სანიოლის კაპიტულაცია
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება