ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, A ჯგუფში ესპანეთმა საკუთარ მოედანზე ნორვეგია 3:0 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და ოლმოს გოლით დაგვირგვინდა. სტუმრებმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მეტოქის ნახევარზე აწევა და ორი მომენტიც შექმნეს: ედეგორის საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო ეურსნესის დარტყმული ბურთი მეკარე არისაბალაგამ მოიგერია.

ნორდები მეორე ტაიმის დასაწყისშიც არ გამოიყურებოდნენ ურიგოდ, არისაბალაგამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. ესპანელები ინიციატივას ფლობდნენ, თუმცა მწვავედ ვერ უტევდნენ, თამაშიც ვერ იყო მთლად თვალსასეირო. ნორვეგიას კონტრიერიშისას მიეცა კარგი შანსი, თუმცა სიორლოტმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. სამაგიეროდ 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 32 წლის ხოსელუმ სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა და „ფურია როხამ“ ახალი მწვრთნელის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით გამარჯვება მოიპოვა.

ნორვეგია, შესაძლოა, არ იმსახურებდა ასეთი ანგარიშით წაგებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ესპანეთმა უფრო კლასის ხარჯზე დაჯაბნა.

28 მარტს ნორვეგია ბათუმში საქართველოს ნაკრებს შეხვდება, ხოლო ესპანეთი გასვლაზე შოტლანდიას დაუპირისპირდება.

. ესპანეთმა 2003 წლის მერე კონტინენტის პირველობის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 23 საშინაო შეხვედრა მოიგო, რაც რეკორდია.

მალაგა. „ლა როსალედა“

ესპანეთი - ნორვეგია 3:0

გოლები: 1:0 ოლმო (13), 2:0 ხოსელუ (84), 3:0 ხოსელუ (85)

თელაველი
ბატონო ბადრი მართლაც რომ ნორმალური კომენტარია,რას უწუნებთ?ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ ვისაუბროთ,დრო ბევრი გვექნება,ეგებ მართალს ამბობს მომავალი მწვრთნელი?
სოსო
ამ თამაშმაც დამარწმუნა,რომ ნორვეგია ჰოლანის(თუ როგორც არის,ათასნაირად წერენ)გარეშეც კარგი გუნდია და ფიზიკაში ხომ თავისთავად,მაგრამ არც ტექნიკაში ჩამორჩებიან ვინმეს.ცხადია,მათ გეგმებში ორი სადებიუტო მატჩის წაგება,არავითარ შემთხვევაში არ შედის და ცხადია,შეტევაში აქტიურად წამოვლენ.ჩვენც კონტრშეტევა უფრო გამოგვდის და ესეც გვიმატებს შანსებს.მძიმეც არა,უმძიმესი მატჩი გველის და მხოლოდ მაქსიმალური თავდადებით და დისციპლინით,მივაღწევთ,სასურველ შედეგს.გასულმა წელმა გვაჩვენა,რომ უკვე ჩვენც შეგვიძლია ნამდვილი ფეხბურთის კარგად თამაში და ხვიჩასთან ერთად,სხვა შემტევებიც საგრძნობლად უმატებენ.ჩაკვემაც გაიტანა და ისედაც წელს გაცილებით უკეთ გამოიყურება,გაგნიძეც ძალიან მობილური ბიჭია და ამათთან მისი თამაში,ძალიან გამოგვადგება.ერთი სიტყვით,ჩვენც გვაქვს ჩვენი კოზირები და ერთი ჯოკერი.ასე რომ მოვლენ და ჩვენც დავხვდებით.დანარჩენი კი,მოედანზე გამოჩნდება.ერთი რამე მტკიცედ მჯერა:შემოდგომაზე,ჩვენი ნაკრები,უფრო ძლიერი იქნება,ვიდრე დღეს.თუნდაც მხოლოდ იმიტომ,რომ ახალგაზრდობა გამოცდილებას და ძალას იკრებს,რესურსი კი,მართლაც დიდი აქვთ!მიდით ბიჭებო!
ბადრი
ა ნაკრების მომავალი მწრთვნელი, უცბად დაალაგა ყველაფერი.
ერიჰაა
"მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გაგივჩნდეს ერთხელ მაინც ამბიცია და სურვილი". ამბიციის და სურვილის მეტი არაფერი არ გვაქვს. ამიტომაც ვერ გავდივართ. ფეხბურთელები გყავს უკეთესი? (მარტო კვარა და მამარდა). მწვრთნელები გყავს უკეთესი? ფეხბურთის სპეციალისტები გყავს უკეთესი? ცოდნა გაქვს? პროფესიონალიზმი გაქვს? მენეჯერები გყავს? ფული გაქვს? მარკეტინგი გაქვს? მოედანი გაქვს? რამე გაქვს? ჩამოდით მიწაზე. პ.ს. უბრალო მაგალითს მოვიყვან. წელს 21-ანები ტურნირი იმართება საქართველოში. სამეულში თუ მოხვდი ოლიმპიადაზე წახვალ. ცუდი ტრამპლინია??????????????? მე რომ ფედერაციის პრეზიდენტი ვიყო, დავიკიდებდი ყველაფერს და მთელ რესურსს მივმართავდი ოლიმპიადაზე წასასვლელად. თუნდაც ყველას საგინებელი გავმხდარიყავი, თუნდაც შედეგი არ ან ვერ დამედო, მაინც აქცენტს ოლიმპიადაზე გადავიტანდი.
ტტტ
ბედი აქ რა ჩვენ ფედერაციას, იტყვიან ახლა რა ვქნათ კაცო ესპანეთს, რა მომენტები შეუქმნეს ჩვენ აბა რას გავაწყობდითო.დდდ
ზაზა
ნაკრების ბიჭებო,აგერ ესპანეთმა სამი ბურთი გაუტანა ნორვეგიას, ნორვეგიელები გამწარებულები არიან,ეს კარგია,ისინი დაცვაში არ ჩადგებიან,ეს კი სივრცეებს გააჩენს ხვიჩასთვის,მიქაუტაძე ეს შენი ოქროს შანსია დაუმტკიცოს ყველას და აჩვენო რომ ხარ უძლიერესი,გაგნიძე მაგარი ბიჭი ხარ და მიაწექი გაბედულად,ჩაკვე შენ უკვე ყველაფერი შეგიძლია,ნუ ითრგუნები,წიტაიშვილი კარგი ხარ უფრო მეტს მოვითხოვთ შენგან,ბუდუ უნდა გაიტანო!საზონოვი კაი ბიჭი ჩანხარ მორიდებით ნუ თამაშობ,ცოტა სინაგლე გამოიჩინე!გოჩოლეიშვილი მაგარი ხარ გააგრძელე,კაშია და მამარდა არ უნდა გაატანინოთ,უნდა იფრინოთ!ბოლოს ხვიჩას :მოგიწევს როგორც ყოველთვის თამაში თავიდან ბოლომდე შენს თავზე აიღო,ახლა მიქაუტაძე იქნება ოსიმენის ადგილას,ალღო არ დაეწუნება,იმედია გაახარებ,აბა თქვენ იცით,ჰა ბურთი და ჰა მოედანი!!!
შახრუდინი
გავალთ ზაზაიე გავალთ ჩვენი ბიჭების მჯერა
goga
მონღოლეთან მოგება ნამდვილად კარგია განწყობისთვის მაგრამ ზოგადად ასეთ სუსტ მეტოქესთან სპარინგით მწრთნელმა რა დასკვნები უნდა გამოიტანოს ან რა უნდა შეაფასოს მე ვერ ვხდები თან როდესაც 3 დღეში ნორვეგიასთან გაქვს თამაში რომელიც არის მაღალი დონის ნაკრები რომელშიც ტოპ ფეხბურთელები თამაშობენ თუ ამხანაგურს გეგმავ ჯობია ისეთ ნაკრებთან დაგეგმო რომელიც მიახლოებულად მაინც იმ სტილის ნაკრებია რომელსაც ეთამაშები ოფიციალურ თამაშს რო ყოფილიყო ფინეთი შვედეთი დანია კიდე გასაგები იქნებოდა მაგრამ მიუხედავად ასეთ უსუსტეს მეტოქსეთან თამაშისა მაინც უამრავი პრობლემა გამოჩნდა რაც არის ჩვენს ნაკრებში და რახან მონღოლეთს მოვუგეთ ამან არ უნდა დაგვაბრამვოს ძალიან ძლიერი ნაკრები ჩამოდის რომელიც საერთოდ სხვა ფეხბურთს გვეთამაშება და მოსაგებად ჩამოვა და ეს ამხანაგური საერთოდ ტყუილა ვითამაშეთ ჩემი აზრით.
zaza
არც ნორვეგია და არც შოტლანდია არ არიან დაუმარცხებელი გუნდები კარგია რომ ნორვეგიამ წააგო მოსაგებად ჩამოვლენ და შეტევაში ითამაშებენ და ჩვენ კარგი შანსები გვექნება კოტრშეტევებზე ამ ჯგუფში ნამდვილად შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა და თუნდაც 28 ში გამარჯვებით დაწყება კი არაა მარტივი რთული ჯგუფია კარგი ნაკრებები არიან მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გაგივჩნდეს ერთხელ მაინც ამბიცია და სურვილი რომ შევძლოთ და ჩვეულებრივი ჯგუფიდან ერთალიგების და უკანაა შესასვლელების გარეშე გავიდეთ სადმე ტურნრზე ღირსეულად.
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
A ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - ესპანეთი და შოტლანდია ევრო 2024-ზე გავიდნენ [VIDEO]
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
კვიპროსის ნაკრები თბილისში გამომგზავრებამდე ნორვეგიასთან განადგურდა
თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით