28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას უმასპინძლებს და სკანდინავიელები არასასურველ კალენდარზე ამახვილებენ ყურადღებას.

შვედეთის "მალმიოს" ამჟამინდელმა და ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ nrk-სთან განაცხადა, რომ მისი თანამემამულეები ქართველებთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, რაც სამწუხაროა.

ჰარეიდემ ის დრო გაიხსენა, როდესაც კენჭისყრის შემდეგ ჯგუფის წარმომადგენლები კალენდრის შესადგენად იკრიბებოდნენ, თუმცა ამას ვერ ახერხებდნენ და საბოლოოდ საქმეში ჩარევა უეფას უხდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ "ვიკინგებს" ესპანეთთან მძიმე ბრძოლა მოუწიათ, სადაც პენალტი არ დაუნიშნეს, 0:3-ის წაგებას არ იმსახურებდნენ, მალაგადან ბათუმამდე ჩარტერული რეისით 5 საათზე მეტი ფრენა მოუწიათ (აჭარის დედაქალაქში საქართველოს დროით 23:45 საათზე ჩაფრინდნენ), ისედაც გადაღლილი ფეხბურთელები კიდევ უფრო გადაიღალნენ და ეს მაშინ, როდესაც "ჯვაროსნები" პირველ ტურში ისვენებდნენ და სარეზერვო შემადგენლობით სუსტ მონღოლეთს სძლიეს.

ჰარეიდეს თქმით, გუნდები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, რამეთუ ნორდები ძალებს ბოლომდე ვერ აღიდგენენ, ხოლო ქართველთა წამყვანი ფეხბურთელები ამას არ საჭიროებენ და ტურნირის ორი მძიმე გასვლითი შეხვედრით დაწყება გასაკვირი და უსამართლოა. ბოლოს აგემ დასძინა, რომ საქართველო სოლბაკენის გუნდისთვის პრობლემური მეტოქე იქნება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებიც სექტემბერში იმავე სიტუაციაში აღმოჩნდება, როდესაც ჯერ ესპანეთს უნდა უმასპინძლოს, სამ დღეში კი ოსლოში მოუწევს თამაში.

ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელი ალეკსანდერ სიორლოტი კალენდრის გამო არ ჩივის: "ვერ გეტყვით, ეს რამდენად მისაღებია, მაგრამ ამჯერად ასე მოხდა. ფრენა ხშირად მიწევს და თავის გართობას ბიჭებთან ბანქოს თამაშით ვცდილობ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება".

ოპტიმისტურადაა განწყობილი ნორდების მეკარე ორიან ნილანდი: "თუ წინ გავიხედებით, შემდგომი ხუთი მატჩიდან ოთხს სახლში ჩავატარებთ. ასე რომ, ყველაფერი წესრიგშია. კალენდარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ და ესაა ერთადერთი მიზანი".

სვანსკი
მათ უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ,რადგან ესპანეთთან წააგეს საქართველოსთან წაგება ან ფრე მათთვის კატასტროფა იქნება,ამიტომ ნორვეგიელები მოსაგებად ჩამოვიდნენ,ახლა მელასავით თავს იმკვდარუნებენ
ბებო
ნორვეგიელებო!!!!! 10-ით ნოლი მინდა წააგოთ. არასდროს რომ არ მიყურებია ფეხბურთისთვის, ახლა უნდა ვუყურო და თმერყს ვთხოვ დიდი ანგარიშით დამარცხდეთ. რატომ??? იმიტომ!
გელას
მართალი ხარ 1000% ით
კ ო მ ბ ლ ე
ეს ყველაფერი სიაბანდია, ეგენი მოსაგებად ჩამოვიდნენ და ისე ბაზრობენ რო მოვდუნდეთ. მოიგებენ კიდეც, მე ესე ვფიქრობ, ხომ გაგიგიათ; გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ჩვენი ხასიათი კი, გამოვლენ ჩვენი ბედოვლათები, პასი უკან, პასი გვერძე ერთ ბურთს გავუშვებთ და ბაც! დამთავრებულია კარდაბალეტი..
მეგრელი
რეალურად ძალიან ცუდი გრაფიკია ნორვეგიისთვის (რაც ხვალ შეიძლება ჩვენც დაგვემართოს) მესმის მათი პროტესტი და იმედია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ ამ სიტუაციას
მეოცნებეს
რა, მანამდე ქუთაისში და ბათუმში აეროპორტები არ იყო,ხომ?!)))მარტო ქუდები გვეხურა ,, აეროდრომები,,?))) საერთოდ, თვითმფრინავიც, პირველად მიშამ ჩამოგვიყვანა,ველურებს!(((
გოგა
ვა რა მაგარი ბებია გყოლია ტოო, მინისტრად ხომ არ დავნიშნოთ მოვცხოთ ერთი კაი რეაბილიტაციები თბილისშიც ბევრია გასაკეთებელი :დ
ირაკლი ვარძიელი
ერთი დღეს ამათი ველად გაშლილი ბუნდღა მანახა, რა ატირებთ ვერ გამიგია. გეძინება და გადაიღალე? გადაწიე საზურგე და დაგეძინება მშვენივრად
მიხო
წაგების ბუზი რომ დააჯდათ იგრძნეს და წინასწარ თავს იზღვევენ, ეხლა გაახსენდათ კალენდარი
Gela
გუგა არ ვიცი ფეხბურთი რა დონეზე გესმის ან საერთოდ გესმის თუ არა სიღრმისეულად,,ამას იმიტო ვიძახი რო საერთოდ როცა რაღაცაზე კომენტარს აკეთებ ნანახი და გაანალიზებული უნდა გქონდეს შენ კიდე მხოლოდ ანგარიშიდან გამომდინარე აკომენტარებ,,მთელი თამაში ანგარიში იყო 1-0 ესპანეთის სასარგებლოდ და ნორვეგიას მთელი თამაშის განმავლობაში ქონდა გათანაბრების შანსიც და მცდელობებიც და მანდედან გამომდინარე 80-წუთი დაძაბულობაში იყო გუნდი დაძაბულობა კიდევ თამაშზე არანაკლებად ღლის ფეხბურთელს და გუნდს,,ესპანეთმა 80-წუთის მერე გაუტანა ბოლო ორი გოლი ასე რომ მთელი თამაში ისე მიმდინარეობდა რო მართლაც უნდა დაღლილიყვნენ წესით,,გარდა მაგისა 25-დან 28 მდე სულ სამი დღეა და მაგ სამ დღეში ორ ქვეყანაში ფრენა პლიუს თამაშები მემგონი საკმარისია გადასაღლელად თანაც ფსიქოლოგიურადაც დაღლილები უნდა იყვნენ რადგან ჰალანდის გამოკლების გამო ინერვიულებდნენ ჩვენ კიდე სახლიდან არსად წავსულვართ სუსტ მონღოლეთს მოვუგეთ დუბლებით და თითქმის ერთი კვირაა ბიჭები მზიანი საქართველოს ორ ულამაზეს ქალაქში ერთად ვარჯიშობენ,,ეს ყველაფერი ძალიან დიდი პლიუსია და ეს აუცილებლად გამოსაყენებელია,,ნორვეგიელები ფიზიკურად ძლიერები არიან თუმცა სადგაც 70-წუთის მერე ვფიქრობ ძაან დაეტყობათ დაღლა და თუ მაგ დროს უკვე დამთავრებული არ იქნება თამაში ანგარიშის მხრივ შანსი მოგვეცემა,,შანსებს კიდე კვარა და ჟორჟი როგორ იყენებენ თუ არ იცი გადახედე მათ თამაშებს და მიხვდები,,წარმატებები საქართველოს და მის ნაკრებს
მდაა
გინდ ბათუმში გინდ ქუთაისში აერაპორტები მანამდისაც არსებობდა …ასე რომ ოდნავ შეკეთებას ბებიაჩემიც შეძლებდა თან უკეთესად და არც ამდენ ხალხს დახვრეტდა და აწამებდა !!!
გუგა
ერთი გამაგებინეთ სად დაიღალნენ, დაიღლებოდნენ 3:3 ან 4:3 რომ ეთამაშათ.
ATP 16
ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის ფასად არ ღირს არც აეროპორტი და არც არანაირი წარმატება და მიღწევა , არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ვინ არის და ვინ ყოფილა წარსულში . მაზანი არ ამართლებს საშუალებას და თუ მივედგებით ნებისმიერ საკითხს შერჩევითად , არასოდეს არაფერი არ გვეშველება .
L.J .
5 gundian jgupshi erti yoveltvis dasvenebulia...axla gaiges solbakenis bichebma???
მეოცნებე
კოდევ კარგი ბათუმში და ქუთაისში აეროპორტები აგვიშენა იმ ავადსახსენებელმა თორემ ხომ შევრცხვებოდით თბილისადან ავტობუსებით რომ წაგვეყვანა მაგათ წუწუნს რა მოუსმენდა მთელი გზა, რიკოთის პერევალზე სულ დაიტანჯებოდნენ!
მწრთვნელი
ნუ ჯავრობთ 3 ბურთზე მეტს არ მიიღებთ!
ირაკლი
ბიჭებო!შვედებს როგორც ვეთამაშეთ ნორვეგიელებსაც მასე უნდა ვეთამაშოთ!!!!
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
A ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - ესპანეთი და შოტლანდია ევრო 2024-ზე გავიდნენ [VIDEO]
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
კვიპროსის ნაკრები თბილისში გამომგზავრებამდე ნორვეგიასთან განადგურდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით