საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით იწყებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ქართული ფეხბურთის მიმართ როგორც სამშობლოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ინტერესი ძალიან გაიზარდა. "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამ მიზეზით იტალიელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა, რომელიც მხოლოდ "კვარას" ეხებოდა. რა შეგვიძლია ერთიანობით, ამის დამტკიცება დღეს, 28 მარტს, 20 საათზე შეგვიძლია!..

ბათუმში მართლაც დიდი ფეხბურთელები იქნებიან. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა 22 გოლში (10 გოლი, 12 შედეგიანი პასი) მიიღო, მისმა თამაშმა კი მთელი კონტინენტი აალაპარაკა. მეორე მხარეს მარტინ ოდეგორია, რომელიც ლონდონის "არსენალს" მონატრებული ტიტულისკენ მიუძღვება. ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე შემოქმედებით ნახევარმცველად მიიჩნევა. ნორვეგიელებს ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდები ჰყავთ. მათგან ერთ-ერთმა, ალექსანდრ სორლოტმა, თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ბევრი არაფერი სმენია. შესაძლოა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხიც კი იყო. "ვალენსიას" მეკარე დღეს სასტარტოში იქნება და იმედია, სორლოტს მისი სახე დიდხანს არ დაავიწყდება.

თუკი ამ შეხვედრას ჩვენი გუნდი მონღოლეთის ნაკრებთან ერთგვარი გავარჯიშებით (6:1) ხვდება, ნორვეგიელები ჯგუფის ფავორიტ ესპანელებთან (0:3) დამარცხდნენ. ჩვენი სტუმრებისთვის ზედიზედ ორი მარცხი კატასტროფა იქნება, თუმცა საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის წარმატებით დაწყება და ამავდროულად, ევროპირველობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტთან გამარჯვება ძალიან სჭირდება. მოგეხსენებათ, ჯგუფში შოტლანდიისა და თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებიც არიან.

სტუმართა თავკაცმა სოლბაკენმა მატჩის წინ ის დრო გაიხსენა, როცა საკუთარ ნაკრებს კაპიტნობდა. ნორვეგიელებს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა (3-0) აქვთ. ჩვენ თუ დიდ ფორუმებზე არასდროს გვიასპარეზია, ისინი ბოლოს ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ. ჩვენმა მეტოქეებმა უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს, "ჯვაროსნებს" კი ბოლო ერთ წელიწადში საოცარი პროგრესი აქვს. მას განმტკიცება სჭირდება!.. შეხვედრას ლატვიელი ტრეიმანისი განსჯის.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ან საზონოვი) - კაკაბაძე, აბურჯანია (ან გაგნიძე), კვეკვესკირი, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

Leonardo Diserpio
ვაი რომ ეს დინამო მოსკოვი ცალი ფეხით გახდება საქართველოს ჩემპიონი. უფრო სუსტი გუნდები აგერ პოლონეთშია და იქაც ვერ ხვდება ზოგი ჩვენი ნაკრების კანდიდატი ძირითადში.
ჯიჯი
კვარას თუ წაუვიდა ვიგებთ, სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება სამწუხაროდ.
Xisti.
არ ვიცი რა შედეგით დასრულდება ეს თამაში მაგრამ ვიცი ის რომ სასტიკად მეზიზღებიან პესიმისტები მაზოხისტები ნიჰილისტები. გამწარებული ტ--@კი რომ ეწვით და არ აჩერებენ, ჯერ მაგათგან უნდა დავიწყოთ წმენდა ჯერ მაგათგან არი გასაწმენდი ქართული ფეხბურთი რომ გულშემატკივრობა ნორმალური და ჯანსაღი იყოს თორე ისე აზრი არა აქვს არაფერს
Modric
როდესაც ვამბობთ "მარჯვნივ" და ვგულისხმობთ პოზიციას, სადაც ლობჟანიძე თამაშობს ნაკრებში (ანუ მარჯვენა ვინგ-ბექს), მაგ პოზიციაზე დავითაშვილს არასდროს უთამაშია ნაკრებში. დავითაშვილის პოზიციაზე მონღოლეთთან წიტაიშვილმა ითამაშა. ანუ, შემტევი ნახევარმცველი, რომელიც თამაშობს შედარებით მარჯვნივ(ვიდრე კვარა), მაგრამ არა გამოკვეთილ მარჯვენა ფლანგელად, ჩვენ ტაქტიკაში (3-4-2-1) ეგ ზონა ლობჟანიძისაა(ან კაკაბაძის).
ფეოლა
კვარა დაცვას მიხედე, დაცვას.
ვაჟა
ტყუილა მარჩიელობთ. წააგებენ. ეს ბანდა ნორვეგიას ვერ გაუძლებს.
წარჩე
მამარდა- მარჯვნივ კაკაბაძე, მარცხნივ გოჩო, ცენტრში საზონოვი,კაშია კვირკვე-გაგნიძე,კვეკვესკირი,ჩაკვე- წინ კვარა,მიქა! ვიგებთ 2:1 ან 2:0.
Burton
ჩემი აზრით, სანიოლი ამ შემადგენლობას დააყენებს: ----------------მიქაუტაძე, ------კვარაცხელია---დავითაშვილი, -აზაროვი--აბურჯანია--კვეკვესკირი--კაკაბაძე, ---კვირკველია---კაშია---საზონოვი, ----------------მამარდაშვილი. ვისურვებდი: ----------------მიქაუტაძე, ------კვარაცხელია---ჩაკვეტაძე, -გოჩოლეიშვილი--გაგნიძე--კვეკვესკირი--კაკაბაძე, -----ტაბიძე---კაშია---საზონოვი, ----------------მამარდაშვილი
თენგო
კვარამ ხანდახან შუგნით უნდა შეიწიოს ხოლმე, როგორც სხვა დროს და ჩაკვე მარცხნივ გავიდეს ხშირად ცვალონ ადგილები
ქ. გ.
ვარჯიშის ვიდეოებს თუ გავაანალიზებთ, თამაშში მონაწილეობის მიღების შანსები ასეთია: გოჩოლეიშვილი, გაგნიძე 90% წიტა, აზარა 80% ჩაკვე 70%
Charley
მთავარია მატჩი ბიჭებმა ჯერ საკუთარ თავებში მოიგონ, ეს არის მთავარი ფსიქოლოგიურად უნდა ირწმუნონ მათი შესაძლებლობები და ეს გონებიდან მწვანე მინდორზე გადაიტანონ. შემართება და მაქსიმალური კონცეტრაცია კი ნახევარი საქმეა გამარჯვებისთვის, ფეხბურთში კი არსებობენ ფავორიტები მაგრამ არ არსებობს დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე.
ბს
საზონოვი და არა საზანოვი, სხვებსაც ეწერათ ასე, ანუ ფეხბურთელების გვარები არ იციან და პროფესორობენ ტაქტიკა-სტრატეგიაზე, დივანის მხედართმთავრები
koka
დინამო მოსკოვის ფეხბურთელით აპირებთ ნორვეგიის მოგებას? ეტყობა ხუმრობის ხასიათზე ხართ.
ქუთაისელი
კვევესკირის ნაცვლად, დიდი ალბათობით აბურჯანია - გაგნიძის წყვილის ველოდები. კვეკვე ანელებს შეტევებს. გაგნიძეს საკმაოდ სწრაფად გადაჰქონდა ფლანგიდან ფლანგზე ბურთი, რაც კვარაზე 2-3 ფეხბურთელის აქცენტის შემთხვევაში სწრაფად მარჯვნივ გადასვლა მნიშვნელოვანია. და მაინც, მარჯვნივ ლობჟანიძე უფრო ეფექტური მგონია ვიდრე დავითაშვილი.
ვაჟა
კი ხართ აღტაცებული მთელი საქართველო და ელოდებით მოგებას, მაგრამ მგონია, რომ ჩაიკუკავენ დღეს ბიჭები. 2:0 წააგებენ. ნორვეგია იგებას!
აბო
ვიგებთ 5-0 ან 6-1. შეიძლება შვიდიც გავიტანოთ. !!
Q G
calcionapoli24 YouTube arxze naxet axali video
გოგა
მოკლედ საქმე ასეა, კვიპროს უნდა მოუგოთ ორივე თამაში, 4 4 ქულა უნდა ავიღოთ ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან, აი ასე გავდივართ ჯგუფიდან, იქით კვიპროსი ვინმეს წართმევს ქულებს მაგის იმედად ვერ ვიქნებით და არც მაგის იმედით, რო ესპანელებს მოვუგებთ, მაქსიმიმ კვიპროსმა 2 ქულა აიღოს, ესპანელები კი ყველა თამაშს მოიგებენ.
ვაჟა
კი ეგაა შემადგენლობა, ოღონდ მიქაუტაძის მაგივრად ჯორდანო ბრუნო
ლაშა
...მარტინ ოდეგორი, რომლის არსენალი ევროპა ლიგიდან გამოვარდა?! ჩვენს ნაკრებს, როგორც არასდროს უდიდესი პოტენციალი აქვს და უკვე არა ნორვეგიას, არამედ გრანდებს უნდა უწევდეს ღირსეულ წინააღმდეგობას (და დარწმუნებული ვარ გაუწევს კიდეც), როგორც სერბეთის ნაკრები, რომელმაც ამავე ნორვეგიას თავის ჰალანდიანად 5 თვის წინ 3-0 მოუგო ნორვეგიაში! რაც შეეხება ჩვენ ნაკრებს, კვარას გარდა, აუცილებლად ითამაშებს მამარდა, კაშია და მიქაუტაძე და უნდა ითამაშოს: გაგნიძემ, კვეკვესკირმა, ჩაკვეტაძემ, ასევე საზანოვმა, რომელიც მაღალია და ნორვეგიასთან საჭირო სამუშაოს გასწევს და მარჯვენა ფლანგზე ლობჟანიძე. ეს ფეხბურთელები 100%-იანი უნდა იყვნენ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ჩაკვეტაძე წყვეტს ვარსკვლავებს ყაზახეთან მონხოლეთან და ლატვიასთან. ძლიერ გუნდთან მაგი კაპიკად არ ვარგა. ვინც ეს ვერ ნახა ის ფეხბურთის ბაიბურში არაა
ციმაკო
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სანიოლი გამოძახებულთაგან ვის დააყენებს, პოზიციების მიხედვით და კვარას გარდა რა თქმა უნდა,რადგან ყველა ერთი ყალიდრის იგროკებია-საშუალოსთან მიახლოვებული. თამაშის მოგება მხოლოდ ხვიჩას ოსტატობის და მისი სუპერ ტალანტის ხარჯზე შეიძლება, როგორც შვედებთან, თორემ გაიხსენეთ იმ თამაშის სტატისტიკა, რამდენი მომენტი შეგვიქმრეს და რამდენი კარში დარტყმა ქონდათ,მაგრამ კვარას ორი აფეთქება და 2-0....
ზაზა
დღეს დაცვაში საზონოვი უნდა იყოს,ტანმაღალია და სუფთათ თამაშობს,ასევე გაგნიძეც,ძალიან ძლიერი ბიჭი ყოფილა,და ამავდროულად გაბედული,კიდევ აუცილებლად გოჩოლეიშვილი,მაგარი ფეხბურთელი ყოფილა,პატივისცემა მას!დანარჩენი ხვიჩამ და მიქაუტაძემ უნდა შეუსრულონ ნორვეგიელებს
ირაკლი
წარმატებები ჩვენს ბიჭებს და სრულიად საქართველოს!!!
რომა
აზაროვით და აბუჯანია კვეკვეებით გინდათ თამაშის მოგება? ძლივს გადაადგილდებიან! შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ წიტა და საბა მარჯვნივ მარცხნივ გოჩო. ცენტრში კვეკვე იმიტო რომ სხვა გზა არაა და მას გაგნიძე შეუწყვილდება...წინ კვარა და მიქაუტაძე. ეს შემადგენლობა რაც თქვენ დაწერეთ სუფთა ავტობუსი იქნება.. ავტობუსადაც არ ივარგებს....... კიდევ კაი სანიოლიც თქვენსავით არ ფიქრობს
ნიკა
მამარდაშვილი - დვალი, კვირკველია, კაშია - კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, აზაროვი - ლობჟანიძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.
არჩი
ვეთანხმები ჟურნალისტის შემადგენლობას. საზონოვი მარჯვენა ცენტრალური მცველია და ალბათ კვირკველიას ამჯობინებს სანიოლი, ძირითადში ალბათ მაინც აბურჯანია იქნება, თუმცა გაგნიძე უფრო მოძრავია, მარცხენა ფრთაზე გოჩოლეიშვილმა კარგად ითამაშა, თუმცა ალბათ უფრო დასვენებულ აზაროვს დააყენებს სანიოლი. ველოდები ზაფხულს, სადაც ვფიქრობ ჩემპიონობის კარგი შანსი აქვთ ამ ბიჭებს, თუ ეროვნულში თამაშმა არ შეუშალა ხელი: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი - გაგნიძე, მექვაბიშვილი - წიტაიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე. ეს ფაქტიურად, ეროვნულის ერთი ვარიანტია და შემცვლელებიც გვყავს კარგი ბიჭები. ჩემი შეფასებით, ახალგაზრდულებში ყველაზე ძლიერი პორტუგალიაა და ისიც ჩვენ ჯგუფშია წილისყრით, თან შოტლანდიასთან ეროვნულის თამაში ემთხვევა ახალგაზრდულის დაწყებას.
ვაჟა
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლობჟანიძე, შინჯიკაშვილი, კვეკვესკირი, ბჟალავა, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ჯორდანო ბრუნო.
მეზღვაური
1 თვის წინ ეთამაშა ვალენსია სოსიედადს და 1-0 მოუგო,სორლოტმა 2ჯერ დაარტყა კარში 90წუთის მანძილზე და ორივე აუღო მამარდამ,ბევრი არაფერი სმენია თურმე გიოზე :დ თუ იცის რა რთულია მის წინააღმდეგ კარის ხაზზე თამაში და მაგიტომ საუბრობს ასე? ბოლობოლო ძირითადში იქნება ისი ც და მოუწევს მამარდასთან პაექრობა.
Pirlo
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი,აზაროვი, კვირკველია,კაშია, კვეკვესკირი, გაგნიძე, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
kicha
დავითაშვილის მაგივრად აუცილებლად ჩაკვე სასტარტოში. გაგნიძეც უნდა ათამაშოს.
მწვრთნელი
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლობჟანიძე, აზაროვი, კვეკვესკირი, აბურჯანია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე!
las
მე აზაროვის ნაცვლად გოჩოლეიშვის დავაყენებდი დავითაშივლის მაგივრად ჩაკვეს რავიცი დავითაშვილის პროგრესი არ ჩანს მეორე ლიგის მოთამაშეა ბოლო ბოლო და იქაც ვერ წყვეტს ვარსკვავებს
dd
ჩემი პირადი აზრია და აზაროვი ძირითადში არამგონია კარგი იდეა იყოს ფიზიკურად ძლიერ ნორვეგიელებთან. ფიზიკურად სუსტია და პრაქტიკის ნაკლებობა აქვს
სოსო
როგორ არ მინდა დღეს მიწაზე მწარედ დავენარცხოდ ნუ ქმნით დიდ ზეწოლას გუნდზე გამოჩნდება სად ვართ და რა დონეზე ვართ დღეს, ისე ყველა მაღალ ბურთზე საჯარიმოში ვინ უნდა ითამაშოს ერთი კვირკველია გვყავს მაღალი. წარნატებები ბიჭებო მთელი გულით ქომაგობთ
Givi
Rogor minda dges damajereblad gamarjveba!!!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან