ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში შოტლანდიამ სახლში ესპანეთს 2:0 სძლია.

ისევე, როგორც გასულ ტურში კვიპროსთან, ისევ შეასრულა დუბლი „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა მაკტომინიმ და A ჯგუფში 6 ქულით თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი გაალიდერა. „ფურია როხამ“ კი ვერაფერი სახეირო ვერ შემოგვთავაზა და გამოჩნდა, რომ უპირობო ფავორიტად მისი მიჩნევა გადაჭარბებულია.

საერთოდაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ ჯგუფში სიტუაცია კიდევ არაერთხელ აირევა და შანსი „ჯვაროსნებსაც“ მიეცემა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმაზე უკეთ ითამაშებენ, ვიდრე ნორვეგიელებთან.

17 ივნისს შოტლანდია გასვლაზე ნორვეგიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი 8 სექტემბერს სტუმრად საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

. ესპანეთის ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა - აქამდე 17 მატჩი ჰქონდა მოგებული და 2 ფრედ დასრულებული. ამას გარდა, ესპანელებმა 2016 წლის შემდეგ პირველად იწვნიეს ორგოლიანი სხვაობით მარცხი.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“

შოტლანდია - ესპანეთი 2:0

გოლები: 1:0 მაკტომინი (7), 2:0 მაკტომინი (51)

alexandre
იშვიათია! 100% გეთანხმები! მთავარია, ზოგადად ყველა დაგეთანხმოს, გულშემატკივრიან - მწვრთნელებიანად! გაიხარე.
სიმართლის მოყვარული
ამ ვრცელ კოენტარში აშკარად იგრძნობა, რომ ავტორი ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგია, საკმაოდ დაკვირვებული და მთლიანად ქართულ ფეხბურთზე თავგადადებული. ძალიან მესიამოვნა ოქრიშვილისა და ქეცბაიას განსაკუთრებული მონდომების და ნაკრებში ყოველთვის ჯიგრული თამაშის აღნიშვნა. ამავდროულად, ძირშივე არ ვეთანხმები ავტორს კვარას თამაშის შეფასებაში. დარწმუნებული ვარ, თავადაც მიხვდება, რომ არ არის მართალი - ამისთვის საკმარისია დაწყნარებულ მდგომარებაში თუმდაც ერთხელ ყურადღებით გადახედოს თამაშის სრულ ვიდეოჩანაწერს. ჩემგან მე მხოლოდ ჩამოვთვლი რას აკეთებდა მთელი თამაშის განმავლობაში ხვიჩა კავარაცხელია. სისტემატიურად იბრძოდა ბურთისთვის (მათ შორის, მაღალი ბურთისთვისაც) ცენტრში (რისგანაც საერთოდ განთავისუფლებულია "ნაპოლიში"), სისტემატიურად ჩამოდიოდა დაცვის დასახმარებლად, სისტემატიურად ამწვავებდა თამაშს, როგორც კი ბურთს მოიხელთებდა; სისტემატიურად იხსნებოდა წინ როგორც კი იქმნებოდა იმის ოდნავი შანსი, რომ შეიძლება განვითარებულიყო ჩვენების შეტევა. ამისათვის მთელი თამაშის განმავლობაში მოძრაობაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ძალიან იშვიათად იღებდა, შექმნა სულ ცოტა 3 დასამახსოვრებელი მომენტი, როდესაც ნორვეგიის ნაკრებმა იგრძნო, რომ მარტო არ არის მოედანზე. სამწუხაროდ, ბურთი ვერ გაიტანა, მაგრამ მისმა უსახიფათესმა დარტმებმა და მოქმედებამ აიძულა მოწინააღმდეგე მის მიმართ ყურადღება გაეძლიერებინა. როცა ერთ კაცს სისტემატიურად 2-3 დარაჯობს, გასაგებია, რამდენად უადვილდება დანარჩენს თავის საქმის კეთება. ვაღიაროთ, რომ რეალურად ჩვენი ნაკრები გადაურჩა წაგებას. მაგრამ ხვიჩას გარეშე აუცილებლად წააგებდა, თანაც წააგებდა დიდი ანგარიშით. თუ გავიხსენებთ ხვიჩას სხვა მატჩებს საქართველოს ნაკრებში (და ბათუმის "დინამოში"), ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყმაწვილი ყოველთვის ავლენდა უდიდეს პატივისცემას გულშემატკივრების მიმართ. და ბოლოს, ბატონებო - მოგიწოდებთ მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ. დაუმსახურებელი საყვედური არავის და არასდროს არ უნდა ვაკადროთ...
გიორგი-ს
რატომ ვერ აიღებს?! ჩვენთან მხოლოდ ქულას გამორჩებიან!
ზაზა
შოტლანდიაც ძლიერია,ესპანეთიც და ნორვეგიას,ჰაალანდი გარეშე გვაჯობეს და მასთან ერთად როგორც ითამაშებენ ხომ წარმოგიდგენიათ?ჩვენი ნაკრები რომ კონკურენტუნარიანი გახდეს საჭიროა ძირითადში გაგნიძე,საზონოვი,გოჩოლეიშვილი,ლობჟანიძე,ჩაკვეტაძე,ეს ბიჭები ყველანი უნდა იყვნენ ძირითადში და წერტილი!წინ ხვიჩა და მიქაუტაძე,ასევე ბუდუც,
ლევანი
როგორი კომენტარი აღარ წავიკითხე, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, მაგრამ მე გუშინაც დავწერე, ზედმეტი მოლოდინების შექმნას, კარგი არაფერი მოაქვს.კარგად მახსოვს ჩაკვე, იმედი დამიბრუნა, მარტომ მოიგო ერთა ლიგა, D ჯგუფი, მაგრამ მაინც. ოღონდ მაშინ გუნდი არ იყო, ჩაკვე მარტო იყო. ეხლა? ეხლა რა ხდება? ეხლა გუნდი ნამდვილად გვყვავს, ოღონდ გაზრდა ჭირდებათ. ნაპოლის თამაშებს ისე ველოდები, წუთებს ვითვლი ხოლმე, რატომ? ბოდიში და სულ ფეხებზე არ მკიდია, რას იზამს მაპოლი? მაგრამ არა, იქ კვარაა, კვარა, რომელმაც ჩაკვესავით იმედი დამიბრუნა. გუშინ კი, გუშინ ბიჭებს ზედმეტი წნეხი ავკიდეთ, ვერ ატყობთ, რომ ბოლო დროს, ნაკრები გასვლაზე უკეთ, ლაღად თამაშობს. რატომ? ნაკლები წნეხი აქვთ და იმიტომ. სახლში კი, ზედმეტად ნერვიულობენ. იქნებ დავფიქრდეთ? აუცილებლად რატომ უნდა მოგვეგო ნორვეგიასთან? მონღოლეთთან კი, მაგრამ ნორვეგიასთან რატომ? ხვიჩა კი, გუშინ არ მომეწონა, ნაპოლშიც იყო ერთი ორი თამაში, აუტის ხაზთან რომ დგას და გაჰყურებს გუნდი როგორ უტევს. ასე რომ, უამრავიპრობლემაა, რომლებიც თავისით არ მოგვარდება. დიდება საქართველოს!!!
leqso
იქნებ გაკვრით ისიც აგეღნიშნათ,რომ ესპანელებმა ამ თამაშში იმ შემადგენლობის 8 ფეხბურთელი არ ათამაშეს რომლებმაც 3 დღის წინ ნორვეგიას კუდით ქვა ასროლინეს,ასე რომ რა შანსზე შეგვიძლია ვიოცნებოთ...ესპანეთთან თუ ნორვეგიაში მოგებისს?...მით უმეტეს მაროკოსთან და ნორვეგიასთან თამაშის ხარისხის ფონზე...ზღაპარია....ჩვენი ადგილი ჯერ-ჯერობით ევროპა ლიგის ც ჟგუფშია იმას მივაწვეთ..
აბც
Pirvel taimshi burti dagvimales tiki taka gvetamashes kvara gabrazebulic iyo mara ra unda eqna ert kacs meore taimis 20 wuti vajobet kidevac mere isev igive dagvemarta wagebas gadavrchit rasac qvia
მურთო
საქართველოს ზუსტად მაშინ აღარ ექნება შანსი თუ შოტლანდიამ გააგრძელა ასე თამაში. ვის გინდა აჯობო,.ესპანეთს? აგერ შოტლანდიას 6 ქულა აქვს უკვე. ჩავალთ ნორვეგიაში და ჰალანდთან ერთად რას გვიზამს ეს ნორვეგია ვნახავთ ყველა ერთად.
ასეას
მართალი ხარ მეგობარო, ამათ მთავარია ვინმე ამოიჩემონ ან დადდებითი კუთხით ან უარყოფითით და მორჩა ან ცაში აიყვანენ სულ ან ჩაქოლავენ სულ. მამარდაშვილი გმირია, მარა პირველ ტაიმში ცხელი ჭადივით, რომ გაუარდა ბურთი ის არავის ახსოვს, კვერკველიამ სულ ცოტა ორჯელ გვიხსნა რეალური გოლისგან და მაინც ათახსირებენ და ა.შ.
გოგა
ტაბიძე, გამოდი გიცანით
ბესო
ესეთი ნაკრებით მეეჭვება თურქეთს და საბერძნეთს მოვუგოთ...
ასეაა!!!!
სწორედ გოჩოლეიშვილის შემოსვლის მერე შეგვიქმნეს ნორვეგიელებმა ორი 100-იანი მომენტი ბოლოსკენ,ბურთიც მას მოხვდა ხელში,ლამის პენალთი რომ დაგვიდეს,ხოდა რას ეძახით მაგრად შემოსვლას მაინტერესებს. ხოო კიდევ ლამის საგოლე შანსი მიცა ბოლოს მეტოქეს- ჯარიმა რომ აიკიდა ბარათთან ერთად...კარგად შემოვიდა არააა...
რატი
თამაშის ყურება და ნანახის შეფასება ისწავლე. უკვე მესამედ ვკითხულობ, რომ კვარაცხელიას თურმე თავი შეუნახავს და ისე არ გარჯილა, როგორც ,,ნაპოლში". ასეთი ხალხი ან ბოღმიანები ხართ, ან დანახულის გააზრება არ შეგიძლიათ. უმადობა ძალიან ცუდი რამაა.
ზურა
ვიყოთ რეალისტები და ერთა ლიგას მივაწვეთ ჯერ ადრეა აქედან გასვლა, მარტო კვარა და მამარდა ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას მინიმუმ 5 ფეხბურთელი მაინც უნდა იყოს ტოპ ლიგებში რო რამის ამბიცია გვქონდეს…
ციციკორე
ჩვენთვის ცუდი შედეგია. ასე გამოდის, ესპანეთთან ჩვენც უნდა ავიღოთ ქულები, სქოთებს რომ ვაჯობოთ. ან შოტლანდიას ორივე უნდა მოვუგოთ. ნორვეგიასთანაც, გასვლაზე მოგებაზე მოგვიწევს გაწევა.
გოგა
ნორვეგია ვერსად ვერ გავა ამ შესარჩევიდან, როგორც ჩვენ, გავლენ ესპანეტი და შოტლაანდია, თუ სასწაული აე ვქენით
იმერელი
ან მწვრთნელი სად ნახეს ან ფეხბურთელები.სადაა ბარსას სასტავი? ეს მწვრთნელი ვერ გაქაცავს დიდხანს ახალგაზრხბის ნაცვლად ვიღაც დაკარგულებს ნახუკობს
გიორგი
კვიპროსმა თუ 4 აიღო საქართველო 8 ას ვერ აიღებს.. ისე კი 10-12 ქულის აღებაც შეგვიძლია
ლაშა
შანსი თავიდან უნდა მისცემოდა საზონოვს, გაგნიძეს, გოჩოლეიშვილს, რომელმაც მეორე ტაიმში განსაკუთრებით გაამწვავა თამაში და საერთოდ, ვინც მონღოლეთთან დაგვამახსოვრა თავი. ჩაკვე კი კვლავ ვერ ვიხილეთ კვარასთან ერთად! ადრე ვეგუებოდით იმ აზრს, რომ ტრავმიანობა სტანჯავდა, მაგრამ ახლა?! ნუთუ ვერ დაედგა საშველი მის თამაშებში გამოყენებას? აქ ვერანაირი არგუმენტი ვერ გამოდგება გასასამართლებლად და კიდევ, ათამაშო თუგინდ მონღოლეთთან ერთი გუნდი და 3 დღეში საერთოდ გამოცვალო შემადგენლობა, გაუგებარია. მსგავსი რამ გააკეთა ლუის დე ლა ფუენტემ (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) და რა მოიგო ვნახეთ. გეგონებოდა ფეხბურთელები საერთოდ არ არიან შეთამაშებულებიო. რაღად გვინდოდა ამხანაგული თამაში სუსტ გუნდთან თუ 3 დღეში საერთოდ სხვა შემადგენლობას დავაყენებდით გამოცანად რჩება და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება!
თენგო
ეს პირველი თამაში იყო და ჩვენებისგან მოსალოდნელი იყო ასეთი დაბნეულობა გამოასწორებენ, აუცილებლად! ჩაკვე უფრო დაალაგებდა, ყოველ შემთხვევაში კლასს აწევდა კლასს, რომელიც ასე გვაკლდა პიეველ ტაიმში მაინც
ნოდო
შვიდიდან 6 გვაქ მოსაგები 4 დან 3 გასვლა და ესპანეთთან იქ კარგ ვარიანტში ფრის უფლებით აქ მხოლოდ მოგების
ტოტტი
თუ ვინმე არ დააპირებთ წაკითხვას იმის გამო რომ დიდი კომენტარია გირჩევთ გადაიფოქროთ და წაიკითხოთ იმიტო კარგი სტატიაა უბრალოდ არაჟურნალისტურად დაწერილი თავშეკავებების გარეშე.100% ით სიმართლე
ეხ სანიოლ შე..
რა ქნა ამ …მ დაეყენებინა 8 მცველის მაგივრად 10 ….ხომ ჩავტოვებდით ამ ესპანეთს თურმე ჯგუფში … აი თურმე ფავორიტები ვინ ყოფილან ესპანეთი პირველზე და ჩვენ მეორე ადგილზეო ))) ეგ მეორე ადგილი ჩვენ კი არა ესპანეთსაც სანატრელი გაუხდება თუ ჩვენსავით დროულად არ შეცვალეს “ ტრენე-მწთყემსები” …!!! უბრალოდ გასაკვირი ის არის 5-6 წელიწადი გავიძახით საყრდენებში ( მითუმეტეს ჯაბას წასვლის შემდეგ ოღონდ ჯაბა ართმევა-ჩაჭრის პროფესორი იყო ჩვენი ნაკრების დონეზე) გვიჭირს თან ბურთის ამოტანაში ამას ჯერ კიდევ ცხადაძე ამბობდა და ჯანო ჩამოწია … მარადიშვილს ვებღაუჭებოდით მაგის გამო ღმერთის წყალობით გამოჩნდა მაგარი ბიჭი ( გაგნიძე)ართმევაც შეუძლია ბურთის ტარებაც კარგი პასებით…ნაბოოო…..რუსებს ძან არ ევასებოდათ მაგრამ ისე თამაშობს ძირითადინაც კი ვერ ამოაგდეს ტრამვის შემდეგ სცადეს ( გაიძაღდნენ რუსებს მივცეთ მეტი დრო ვიდრე ამ მცირეწლოვან ქართველსო) მაგრამ როდესაც შეცვლაზე შემოვიდა ( იძულებითი იყო)ისე ითამაშა ეგრევე გახდა ისევ ძირითადის ფეხბურთელი აქ ჯერ არ იძახდნენ როგორც იქნა აღირსეს ძაან მაგრადაც ითამაშა მონღოლეთთან ( მე ხომ არ ამომიჩქნია ეგ მონღოლეთი თქვენვე მოათრიეთ)და ბოლოს რა ხდება ..?! ( პირადულად არავინ არ ვერჩით ღმერთმა დალოცონ ორთავე ) ვერც კვეკვე ვერც აბუ აგერ 5-6 წელია ვერ ქაჩავენ თვითონაც წვალობენ და ჩვენც გვამწარებენ ( არც გვილია იყო დიდი მისწრება )თუ ორთავეს ვერა ერთი მაინც ჩაანაცვლე კარგი ჯანდაბას დატოვე კვეკვე ( სანამ სიგუა წამოიზრდება ან სხვა ვინმე გამოჩნდება)გამოცდილების გამო …და ამ აბუს მაგივრად დააყენე გაგნიძე ლეველებით რომ გავზომოთ 10-15 ლეველით ზემოდ არის ეგ ბავშვი გინდ სისწრაფეში გინდ ართმევაში გინდ პასებში და მითუმეტეს ბურთის ამოტანაში …ამას ის ….ე რუსებიც ხვდებიან და ფიქრობენ ჩვენი თავის მტრები ხომ არა ვართო და “ ვინუჟდენი” ( ბოდიში ამ სიტყვისთის ) და შენ ვილიკო თუ ვერ ხვდები ( მაშინ რა მწვრთნელი შენა ხარ..?!)ან შენი თავის მტერი ხარ წადი ბიძიკო იმ შენს საბაყაყეთში და იცხოვრე წყნარად ხელფასს იქ ათჯერ მეტს იპოვნი …რომელიმე კლუბში რომ დაიწყო მწვრთნელობის სწავლა შენც დაისვენებ და ჩვენც !!! თან საყრდენების გარდა იყო პრობლემა ფლანგის მცველების რომელიც მოგვარდა 100% თუ საყრდენების 50%( მაგრამ შენ აქაც ჯიუტად აგრძელებ ძველი ჭირის არ მოშორებას ) მშვენიერი ახალი ფლანგელები გამოჩნდა გოჩოლეიშვილი ( შახტიორი ეგრე ვინმეს ტყუილად არ ყიდულობს ეს ფაქტია და თან გასათვალისწინებელი !!! კი ვიღაც იტყვის მაგშახტიორმა ბევრი ფეხბურთელი გაგვიფუჭაო მგონი ეგ არასწორია იმ ბიჭებმა თავიანთი თავი გინდ თარგამაძე გინდ არაბიძე გინდ ოქრიმ თვითონ დაიღუპეს თორემ თუ სომეხი მხითარიანი და უამრავი ბრაზილიელები ფრედი ვილიანი და სხვები 50-60 მილიონად გაყიდეს ვიღაც “ჰოლანდის ძაან ცუდი პაროდია “ბურთი რა ფერისაა არ იცის 100 მილიონად გაყიდეს რა მაინცდამაინც ქართველების ჯინი ქონდათ ..?! და სანიოოლ აი შენს ჯინზე და ჩვენს გასახარად ეგ ბიჭი გოჩე გაქაჩავს და მალე მასაც 50 მილიონად გაყიდიან) წიტა კიდევ რომელსაც შეუძლია ჩაკვეს ( გავიგეთ არ ენდობი არ გევასება ) და კიტეს არ ყოფნაში შეუძლია 10 ნომრად თამაში ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა როგორც შემტევი შენ ტვინი აურიე მარცხენა მცველად ( იმ კლუბში სადაც არის ალბათ ვერ გაერკვნენ მცველია თუ შემტევი და )გაამწესე მაგრამ არ ათამაშებ და დღეს განაცხადშიც კი არ შეიყვანე …!!! რა იყო ვილიკო მოგზავნილი ხარ ..?! კარგით ეს ჯანდაბას გადამთიელია და რა უნდა მოკითხო ან რა გასაკვირია…როდისღა ყოფილა ნეტავ საქართველოსთვის ვინმეს რამე სასიკეთო გაეკეთებინოს ( სასულიერო პირების გარდა ასურელი მამები და ბევრნი სხვანი)…აქ ფედერაციის გარდა სხვა ახალი ყველაზე არასასიამავნო პრობლემა გამოჩნდა ….და ეს მთლად ახალი არა კარგად მივიწყებული ძველი პრობლემაა რაც იყო 90-ბში როდესაც ჩვენი მაშინდელი “ ლეგიონერები “ და ახლა ვეტერანები ( ჩვენ კი გვქონდა ეჭვი მაშინ მაგრაამ ….) დიდის ამბით გვიყვებიან დღეს თუ როგორ აზანზარებდნენ ევროპის მოედნებს თუ როგორ გახდნენ სიტების, აიაქსების,მილანების და ასე შემდეგ ძაან დიდი და ბევრი კლუბების ცოცხალი ლეგენდები ( რაც კი ბატონო მაგარიაა) მაგრამ პარალელურ რეჟიმში როდესაც აქ ნაკრებში ჩამიდიოდნენ მოლდოვას ლიეტუვას და ეგეთ დონის ნაკრებებთან აგებდნენ ( მაგათ მონოყოლიდანვე საშხაპეები და სარეცხი მანქანები არ იყო და ალბათ დასვრა და გაოფლიანებაც ეზარებოდათ აბა მაისურების გარეცხვას ხუმროობ ..?!) ასე როომ ხვიჩავ შვილო ძაან გთხოვ ნუ ჩაეწერები მაგ ლეგენდების სიაში ნეაპოლში ღმერთმა ქნას კვარადონა შენ კი არა იმას ( ეე მთლად იმააას ) შეუცვალონ გვარი და ის გახდეს “ დიეგო მარადოცხელია” და რეალში ასე უქნიათ შენი თამაშების მერე სანტიაგო ბერნაბეუს მაგივრად სტადიონს “ ხვიჩიაუ კვარაცხეუ “ დაერქვიონთ…რასაც გისურვებს არა მარტო მე ალბათ მთელი ერი … !!! მაგრაააამ ეგეთი ლეგენდობა იქ და ეგეთი თამაში აქ ნაკრებში რა ვი აბააა შენვე დაუფიქრდი ყველა ნაღდი ლეგენდა და კარგ ჯილდოს არა მარტო საკლუბო კარიერა წყვეტს არამედ სანაკრებოც თუ ამ დილით ოქროს ბურთის პრეტედენტებში 6 ადგილზე იყავი ამ თამაშის შემდეგ მინიმუმ მეშვიდეზე ჩამოხვალ …!!! და თუ ლეგენდებზე წავიდა აი ქეცბას მაგალითი გაიხსენე რამდენჯერ გაგიგონია რომ მთელი სულით და გულით თამაშობდაო სხვები რო გაჩერდებოდნენო ეს მარტო დარბოდაო …აქ ისიც საინტერესოა ეს სხვები მინიმუმ 9 კაცი იყო ( მეკარე ისედაც არ დარბის ) ვინები იყვნენ და რატომ ჩერდებოდნენ ესენი ხომ არ იყვნენ აი ის სიტების ,აიაქსების და სხვა მრავალ კლუბთა ლეგენდები ..?!ქეცბას გარდა კიდევ გვყავს ერთი მისაბაძი პიროვნება რომელიც უგუნდოდ ყოფილა უთამაშებელიც ახალ ტრავმა მოშუშებულიც და ნაკრებში ისე უთამაშია თან თითქმის ყველა თამაში მარტოს უთრევია გუნდი ეს კი ოქრიაშვილია დღეს ეგ რომ გყოლოდათ ბევრად უკეთ ითამაშებდით … ასე რომ იმედია მომავალში ერს სხვა წარმოდგენა ექნება და ეგ ბევრთა ეჭვებიც გაქრება!!! ხოლო ერს კი მინდა ვთხოვო გავიხსენოთ ეგეთი სიტყვები “ ნუ შეიქმნით კერპებსო” ეგ დიდი ცოდვა არისო !!! თან ეს კერპებიც თავში ავარდნის შემდეგ საცოდავი სანახავები ხდებიანო !!! არ ვიცი მართალია თუ არა მაგრამ მე გამიმართლა რომ არ ვიყავი ბათუმში და არ შემიხედავს ეგეთ რამეს …ხელნაკრელ ბავშვებს რომელთაც სურდათ კუმირთან ფოტოს გადაღება …ასე რომ ხალხნო ცოტა ჩვენც დავმშვიდდეთ რომ ეს კუმირი “ კერპად” არ გადაგვექცეს !!!! ბოლოსიტყვაობა თუ როგორაა პ:ს : აი თუ ნაკრებში ვერა და არა …აი იმ ნაპოლის დედაცაო თუნდაც 100 წელიაო ….
QT
08.09.... 8 აგვისტოს არა, 8 სეატემბერს
შესარჩევი ეტაპის
დაწყებამდე დავწერე,რომ ადგილები ასე განაწილდებოდა ჩვენს ჯგუფში,რისთვისაც კრიტიკა დავიმსახურე.კიდევ ერთხელ გეტყვით:შოტლანდია-16ქ;ნორვეგია-16ქ;ესპანეთი-15ქ;საქართველო-8ქ;კვიპროსი-4ქ.
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]