ინგლისური „ჩემპიონშიპის“ მე-11 გუნდმა „ჰალ სიტიმ“ მრისხანე მერსისაიდელებს ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 მოუგო
კენი დალგლიშმა გულწრფელად თქვა, რომ შეშფოთებულია იმით, რაც „ჰალ სიტისა“ და მისი „ლივერპულის“ შეხვედრისას ნახა. „ჰალ სიტი“ ინგლისური „ჩემპიონშიპის“ მე-11 გუნდი გახლავთ და მან მრისხანე მერსისაიდელებს ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 მოუგო.

„ლივერპულმა“ გვარიანად არეულ-შერეული შემადგენლობით ითამაშა, თუმცა ახალწვეულებს, 27 წლის სტიუარტ დაუნინგსა და 21 წლის ჯორდან ჰენდერსონს მაინც უკეთესად თამაშო მართებდათ.

დაუნინგი და ჰენდერსონი კიდევ ერთ ახალშენაძენთან, 25 წლის ჩარლი ადამთან ერთად იმ 11 კაცში იყვნენ, რომლებიც დალგლიშმა მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა. დალგლიშმა სასტარტოში არც ენდი ქეროლის, დირკ კუიტისა და ჯეი სპირინგის დაყენება იჩქარა, ჯო კოულსა და ალბერტო აკვილანის კი ჯერ ვერ გაურკვევიათ სად უნდა ითამაშონ მომდევნო სეზონში.

„ჰალი“ 34 წუთში 2:0-ს იგებდა. დიდებული გოლები გაიტანეს რობერტ ბრეიდიმ და რობერტ კორენმა. „წითლების“ უსუსური დაცვა ჯეი სიმპსონმა შესვენების შემდეგ, მე-60 წუთზე დასაჯა. მატჩის შემდეგ დალგლიშმა თქვა:

„ეს სეზონისწინა შეხვედრა გახლდათ. ამხანაგურები იმიტომ არსებობს, რომ მოთამაშეებს შეცდომებზე მიუთითო. ისინი სწორედ ასეთი შეხვედრების დროს უნდა შევიდნენ კარგ ფორმაში. დღეს აშკარად დავინახე, რომ ჩემი გუნდი ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელთაც სასწრაფო გამოსწორება სჭირდება. რად უნდა ლაპარაკი, რომ წაგებამ გული გვატკინა. დამარცხება მწარეა, რა მნიშვნელობა აქვს ამხანაგურია შეხვედრა თუ ოფიციალური, თუმცა ის, რომ სეზონი ჯერ არ დაწყებულა, მაინც გვამშვიდებს.

გუშინ, საგანგებოდ, დიდი დატვირთვით ვივარჯიშეთ. თითოეული ფეხბურთელი ცრა-ათი კილომეტრი ვარბენინე, ეს კი ის მანძილია, რომელსაც ისინი თამაშების დროს დარბიან. ამრიგად, გამოვიდა, რომ ბიჭებმა ორ დღეში თამაშნახევარი ჩაატარეს. გარდა ამისა, ჰალისკენ ამ დილით გამოვემგზავრეთ (მანძილი ლივერპულსა და ჰალს შორის 179 კილომეტრია), მაგრამ 3:0-ის წაგებას მაინც არ ველოდი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა