საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში გუშინ ნორვეგიასთან წაგებას გადაურჩა. ყველას თავისი აზრი აქვს და ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, შესაძლოა და ალბათ, სუბიექტური. ნათქვამია, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, მაგრამ მგონია, კამათისას უფრო ნერვებს ვიშლით, რამეთუ როდესაც ადამიანს რაღაცის სჯერა ან რწმენაშია, ძნელია გადაარწმუნო და ამად არ ღირს. მით უმეტეს, ჩვენში ყველა ჩინებულად ერკვევა ორ „რამეში“ - ფეხბურთსა და პოლიტიკაში. უბრალოდ, ყველას აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. მოგახსენებთ ყოველგვარი შელამაზებისა და გადაპრანჭული ფრაზების გარეშე, მარტივ ენაზე. მეც ყველა თქვენგანის მოსაზრებას სიამოვნებით გავეცნობი, პატივისცემით მოვეკიდები და თხოვნა მექნება, ერთმანეთის მიმართ მეტად დელიკატურები ვიყოთ.

მახსოვს, 1994 შემოდგომაზე როგორი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მაშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასთან სახლში 0:1 დავმარცხდით. შეხვედრის წინ გაზეთ "11X11"-ში წერილიც გამოვაქვეყნე - „როგორია ჩვენი შანსები?“ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ყოველ ციკლს იმედგაცრუება მოჰქონდა, ჯერ უფრო ნიჭიერ ფეხბურთელთა ინდეფერენტულობის გამო, შემდეგ ნიჭიერი თაობაც აღარ გვყავდა და მარცხი „ჯვაროსნების“ წესად იქცა. გადის დრო და მაინც ჯიუტად გამოუსწორებელ ოპტიმისტებად ვრჩებით, ყოველ ჯერზე ვიწყებთ საუბარს მირაჟულ შანსებზე, რასაც კვლავ იმედგაცრუება მოჰყვება და ასე გრძელდება უსასრულოდ. დიდ ტურნირებზე მონაწილეთა რაოდენობაც გაზარდეს, ერთა ლიგიდან იქ უკანა შესასვლელი კარიდან მოხვედრის შესაძლებლობაც მოგვცა უეფამ, მაგრამ ჯერ ამ ძღვენით ვერა და ვერ ვისარგებლეთ.

და 40 წლის შემდეგ (ათვლას იქიდან ვიწყებ, როდესაც დავით ყიფიანმა თამაშს თავი დაანება) ხვიჩა კვარაცხელიას სახით ქართულ ფეხბურთში კვლავ გამოჩნდა არაორდინარული ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი გაგვიჩინა. რა თქმა უნდა, განვლილ პერიოდში იყვნენ ჩინებული მოთამაშეები, თუმცა ასეთი კლასისა და შემართების მქონენი - არა. ეგაა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და საფეხბურთო გაზაფხულიც ვერ დაგვიდგა. საკმარისი აღმოჩნდა, კვარაცხელიას ავადმყოფობის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ეთამაშა, რომ თბილისში დავმარცხდით და ისევ ვერ გავაღწიეთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე.

კვლავ დაიწყო ახალი ციკლი, მორიგი იმედებით აღსავსე, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. ამასობაში ევროშესარჩევმაც აიღო სტარტი და საინტერესო გახლდათ იმის ნახვა, სინამდვილეში რანი ვართ და რისი მიღწევა შეგვიძლია, რამეთუ ერთია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ძლევა და სრულიად სხვა კონტინენტის ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად ჭიდილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ნოემბერში „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში შვედეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს 2:0 მოუგო, თუმცა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ ლოკალური გამარჯვება იყო, ვინაიდან სისტემურში გადასასვლელად საკმარისი საკადრო რესურსი არ გაგვაჩნია. გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი (უპირველეს ყოვლისა, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე), მაგრამ ნაკრები დაბალანსებული არაა, ანუ არ გვყავს 11 სრულფასოვანი მოთამაშე, რომლებიც იმ შრომატევადი სამუშაოს შესრულებას მოახერხებენ, რაზეც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ნამატჩევს ილაპარაკა. მთელ რიგ პოზიციებზე საშინელი ჩავარდნაა. როგორც ამბობენ - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. ნორდებთან საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვა არ ჰყავდა. უბრალოდ არ ჰყავდა. ეს ფაქტია. ბურთს ვერავინ იჭერდა, ტემპს ვერ არეგულირებდა, თამაშს ვერ წარმართავდა, გადაცემებს ვერ აკეთებდნენ, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ბურთის მისაღებად ღრმად უკან უწევდათ ჩასვლა და ა.შ.

საერთოდაც, შეუიარაღებელი თვალითაც იმდენი ხარვეზი დავინახეთ, ამაზე მსჯელობას აზრიც არ აქვს. უნდა დაეყენებინა თუ რა სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში? მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, საკუთარი თავის მხოლოდ აჩრდილია - დრიბლინგში, კარში დარტყმაში, შავი სამუშაოს შესრულებაში - ტექნიკა და ბურთის ფლობის უნარი არ დაუკარგავს და არ მგონია, სხვაზე ნაკლებად სასარგებლო ყოფილიყო. „სლოვანში“ მის რამდენიმე მატჩს ყურადღებით ვუყურე, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ძველი ფორმა ვერ დაიბრუნა, თუმცა ჯერჯერობით ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრში მასზე კარგი ფეხბურთელი ელემენტარულად არ გვყავს.

არ მიყვარს მწვრთნელების კრიტიკა და მათ საქმეში ჩარევა, ისინი შეკრებაზე უკეთ ხედავენ, ვის რა შეუძლია, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი: გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა საზონოვი, ლუკა გაგნიძე და ლუკა ლოჩოშვილი უკვე იმსახურებენ ძირითად შემადგენლობაში თამაშს. რა თქმა უნდა, ეს სრულად ვერ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მაგრამ ამ ახალგაზრდებს თავიანთი ენერგიითა და ენთუზიაზმით ახალი სისხლის შემოტანა შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად მაინც არ დაიჩაგრებიან. ამ დროს სწორედ „ფიზიკა“ წარმოადგენდა ნორვეგიასთან პრობლემას, როდესაც თითქმის ყველა პირველ ბურთსა და ორთაბრძოლას ვაგებდით, რაც არცაა გასაკვირი და ისევ და ისევ საკადრო პრობლემასთან მივდივართ. ასევე ძირითადში თამაშს იმსახურებს გამოცდილი საბა ლობჟანიძეც.

ჯერ კიდევ ვლადიმერ ვაისი ამბობდა, ნახეთ, როგორ კლუბებში არიან ქართველი ფეხბურთელებიო. სამწუხაროდ, ბევრი იმ საშუალოზე დაბალი კლასის გუნდშიც ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და როდესაც სანაკრებო დონეზე ისეთ მეტოქეებს ვუპირისპირდებით, რომლებიც ტოპ 5 ლიგის მოთამაშებითაა დაკომპლექტებული, ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება - ისინი გაცილებით გამართულად თამაშობენ, დისციპლინირებულად, გადაწყვეტილებებს დროზე იღებენ, სწრაფად გადაადგილდებიან, ცარიელ პოზიციაზე იხსნებიან, ლამის ყველა კომპონენტში გვჯაბნიან და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მინიმუმ ერთი სრულფასოვანი საბრძოლო თერთმეტეული არ გვეყოლება.

თორემ, ნორვეგია რომ ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, ეს მეორე ნახევარში დავინახეთ, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა მწვავედ შეუტია; არც ესპანეთი აღარაა ძველებურად გრანდი და გალიდერებულ შოტლანდიას მით უმეტეს ვერ ვუწოდებთ გრანდთა გრანდს. თითქოს მათ დონეზე გასასვლელად სულ ცოტა გვაკლია, მაგრამ არავინ იცის, განსხვავება „ამ ცოტაში“ რამდენ ხანში აღმოიფხვრება და ნუ ვეძებთ მუდამ დამნაშავეს მწვრთნელში. დიახ, მან გუშინ შემადგენლობის დაყენებისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, მზადაა კი საქართველოს ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად? მგონია, ჯერ არა. იქნება ცალკეული გამარჯვებები, ღმერთმა ინებოს და შეიძლება ერთა ლიგიდან ევროპირველობაზეც გავიდეთ, მაგრამ თვისობრივი ნახტომის განხორციელება შეუძლებელია, სანამ მწვრთნელის განკარგულებაში სრულფასოვანი თერთმეტეული არ იქნება, ხოლო იქამდე ხანდახან მივაღწევთ წარმატებებს, რაც სამომავლოდ იმედის დაუსრულებელ საფუძველს არ მოგვიშლის.

ამიტომ, ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები. საბედნიეროდ, გამოჩნდა ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს კლუბებში გადასვლის პერსპექტივები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო დიდ მიზნებზე ოცნება. ოცნება, რომელიც მარტო ოცნება კი არ იქნება, არამედ რეალობაში გადაიზრდება და უკვე კონკრეტული, მაღალი ამოცანების გადაჭრა გახდება შესაძლებელი.

როლანდ
არ გვყვავს მაღალი დონის ფეხბურთელები და რატომ ითხოვთ, რომ ნაკრებმა მაღალ,შესაფერისს დონეზე ითამაშოს?
ამატაკი
მოდი არ ვისაუბროთ ენის მოჩლექით, ეს თამაში ჩააგდო სანიოლმა ყველა ასპექტში. ეს მასზე ბევრად მაგარ ტრენერებსაც მოსვლიათ. თავისსავე დანერგილ სქემას 3-4-2-1 სქემას გადაუხვია და დააყენა 5 მცველი მკაცრად ხაზზე, 3 ნახევარმცველი და კვარა- მიქაუტაძე წინ. მოწინააღმდეგეს ხვდებოდნენ უმეტესად საკუთარ ნახევარზე. ეხლა იმის თქმა რომ სანიოლმა ჩვენზე უკეთ იცის ფეხბურთი, არ ნიშნავს იმას რომ შეცდომებს არ დაუშვებს.რამ გამოიწვია მისი ეს გადაწყვეტილება ამაზე არათუ უნდა ვისაუბეოთ, არამედ უამრავი გადაცემა და განხილვა უნდა მოეწყოს.30 წუთის შემდეგ არათუ მაყურებლების აბსოლუტური უმრავლესობა, არამედ რჩებოდა განცდა რომ თავად სანიოლიც გრძნობდა თავისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე კატასტროფას, მაგრამ აღიარება უჭირდა. როგორც კი შეიცვალა ფლანგები და გადაეწყო 4-4-2 ზე მაშინ დავიწყეთ ფეხბურთის თამაში. ამის დანახვას არ სჭირდება სანიოლის დონეზე ფეხბურთის ცოდნა.თამაშის შემფასებელი საბოლოო ჯამში მაყურებწლია.რაც შეეხება პათოსს, რომ არ გვყავს დონის ფეხბურთელები და მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს, აბსოლუტურად არ ვეთანხმები. მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯუნტოლიმ კვარა რუბინის სკამზე აღმოაჩინა, ან მთლად ბათუმის დინამოში? ჩემი აზრით გადამწყვეტი ესპანეთთან და შვედეთთან მისი თამაში იყო.ისლანდიას და თავისდროზე ლატვიასაც კი რა, უკეთესი თაობა ყავდა ვინემ ეხლა ჩვენ? წინა თაობას მართლაც ქონდა მენტალური პრობლემები, რაც ამ ახალგაზრდებს არ ახასიათებს. გამართული მიდგომით ამ თაობას ნაღდად შეუძლია ფეხბურთის თამაში და მოდით ჯოხს მათზე ნუ გადავტეხავთ, მაშინ როცა ამას არ იმსახურებენ! ეს ჩავარდნა სამწვრთნელო შტაბის სინდისზეა და ამაზე უნდა ისაუბეონ პირველ რიგში მათ და ჩვენც, გულშემატკივრებმაც.
ლევანი
რა გუნდებში თამაშობენ ნორვეგიელები აბა ნახეთ.და ჩვენები სად არიან ამ დროს.
beqa
და რაჯანდაბიზა არ უნდა ჩატარდეს ბათუმში ? ხომარ გძმარავს . ნაკრები ყველასია!
tngh
იშვიათად წამიკითხავს მსგავსი "სიბრძნე"....
tngh
იშვიათად წამიკითხავს მსგავსი "სიბრძნე"....
Suxumchanin
აბურჯანია გააგდეთ! კაკაბაძეს გამოსაცდელი ვადა მიეცით, კიდევ ბათუმში ნაკრები არ ათამაშოთ, ხმა არ ამოიღეს, სხვა რაიონებისან ჩამოსულები ვგულშემატკივრობდით, ფეხბურთელები, კვარაც კი ეხვეწებოდა ხმა ამოიღეთო!
გიორგი
სანიოლიც მოდრიკეს და კვლავ ფედერაცია წყვეტს ვინ გამოვა მოედანზე. ფედერაციას რომ მიადგე გასაწმენდად, კალაძე უნდა მიაშორო ფეხბურთს, რადგან კალაძე "კრიშავს" ამ მაფიას. კალაძეს რომ შეუტიო, ბიძინა გაგიბრაზდება. ბიძინას რომ შეუტიო, ნაცი ხარო, დაგაბრალებენ. არადა, ნაცების დროს ზუსტად იგივე ხდებოდა. მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი გვარები იყო სხვა. ესაა ჩაკეტილი წრე, რომელიც უნდა გავარღვიოთ. არ დაბლოკოთ, თუ მართლა გსურთ ქართული ფეხბურთის აღორძინება.
გიგა
ნახევარდაცვაში ჩამშლელის პიზიციაზე შეძლება საზონოვი გამოდგეს თან პასის კულტურაც აქვს
ბასა
ერთადერთი საკადრო პრობლემა მწვრთნელში გვაქ - უფრო სწორედ მწვრთნელებში.
გიორგი
კვარას თამაში არ გამოუვიდაო. რას ელოდით, რომ მარადონასავით ერთი კაცი მოიგებდა თამაშს? პირველი სეზონია რაც კარგ გუნდში თამაშობს და იზრდება. აცალეთ! ნაპოლიში იმასაც მიეჩვია, რომ სხვა ფეხბურთელებიც ფეხბურთს თამაშობენ და თავის საქმეს აკეთებენ. საქართველოს ნაკრებში სულ რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს. ჯერჯერობით არც ერთი ამათგანი არ არის კვარას დონეზე, მაგრამ ამათაც უნდა ვაცალოთ. ძველები კი აუცილებლად უნდა გაუშვან, ყველა! პატივისცემით უნდა გავაცილოთ ნაკრებიდან კაშია, კვირკველია, ტაბიძე, აბურჯანია, კვეკვესკირი. ჰო, აზაროვი და კაკაბაძე დაცვაში ვერ ქაჩავენ და რამე სხვა პოზიცია უნდა მოუძებნონ, ანდა დაცვაში თამაში ასწავლონ.
semi
ავტორი 100% მართალია, ჩვენ კი არა ნორვეგიის, უელსის და შოტლანდიის მსგავსი ნაკრებებისთვისაც ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა დიდ მიღწევად ითვლება, კვარას კი არა ბეილს, გიგზს და სალაჰს ძლივს გაყავდათ მუნდიალებზე ნაკრებები.
Suxumchanin
ავტორი თითქოს ჩემს აზრს კითხულობს, აბურჯანია სანამ დაეცა ვერ მიხვდნენ რომ შეეცვალათ, ჩაკვეტაძეს ვითი ცვლიან? დავიჯერო უკეთესად არ თამაშობს ვისმეზე? ვინაა ფედერაციაში ვინც მასზე განაწყენებულია და დაუყოვნებლივ ჩამოვაშორით საერთოდ ფეხბურთს. საზონივი, გიჩილეიშვილი გაგნიძე ლობჟანუძე ვისზე ნაკლებად თამაშიბენ? გოჩიმ და ლობჟამ ხომ დაგლიჯეს თავისი შრომისუნარიანიბუთ და ცენტრში ჩაკვე რომ ყოფილიყო წირვას გამოუყვანდნენ ნორვეგიას პატარა ფრანგის თავდამსხმელით. ფედერაცია თუ არ გინდათ რისხვა გონს მოეგეთ, მოგება და გამარჯვება გვწყურია
გიორგი 50
ვცდილობ, ბევრი კომენტარი წავიკითხო და იქნებ, რაიმე გამოსავალისკენ ვუბიძგო ჩვენს მწვრთნელთა სტაფს. თუმცა, შეიძლება ფიქრობენ, წერეთ და იკითხეთო... ბევრ რამეში ვეთახმები სტატიის ავტორს, რომ წაგებას და სირცხვილს გადავურჩით და ბატონ შოთას, რომელიც გულისტკივილით წერს, რომ კოლექტიურ პრესინგში მოთამაშეების მხოლოდ მცირე ნაწილი მონაწილეობდა, ხოლო დანარჩენები, უმეტესად მცველები დგანან და უყურებენ. მე მათ ვუწოდებ : კუ-ს. (არა დაცინვით). ფიზიკური მომზადება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, ხანდაზმული ფეხბურთელები, რომლებიც მინდორზე დაზოზინებეენ, არ მინდა გვარები დავასახელო, ხომ ნამდვილად შესაცვლელები არიან? არ მინდა დავწამო, რომ არ უნდათ თამაში, მაგრამ ბიჭო, აღარ შეუძლიათ და ძალააა? მაიდამაინც მინდვრიდან უნდა გახვიდე პენსიაზეეეე? მოვუწყოთ საპატიო გაცილება და წადი რააა... წარმატებები ბიჭებს...
გიზოგ
ალბათ არ უყურებდით ბატონო სერია ა-ში ლოჩოშვილის თამაშებს ტრავმამდე და მის შემდეგ თორემ ასე კატეგორიული არ იქნებოდით მის დაყენებაზე ნაკრების ძირითადში. მას აზერბაიჯანიდან კი არა უზბეკეთიდან ჩამოყვანილი მცველებიც კი აჯობებდნენ. დღეის მდგომარეობით ასეა, მომავალში კი ფორმაში შესვლას დიდ წარმატებებს ვუსურვებ ლუკას.
ლევან მაღლაკელიძე
დღეს, ყველა შესაძლებლობააქვს ნაკრებს, რომ წარმატებას მიაღწიოს, და რომ ეს მოჯადოებული წრე გაარღვიოს. არ მომწონს ავტოორის პატოსი. არ შეგვიძლია. ეს პოლიტიკის ბნელ ნიუანსებს გვაგონებს. რატომ გვაგუებენ რომ არაფერი არ შეგვიძლია? ეს არის დანაშაული. ყველაფერი გამოგვივა და ამდენხანსაც გამოგვივიდოდა, რომ მეტი პროფესიონალიზმი იყოს ფეხბურთის ფედერაციაში. ძმაკაცობა ვიცი მე საქმის გარეთ. ხოლო ის რაც საქმეს დააზიანებს, დანაშაულია. სადაა ხოჭოლავა? გაიკეთა ოპერაცია? რატომ არ იყო ლოჩოშვილი? ლობჟანიძე?გაგნიძე? საზონოვი? წიტაიშვილი? ჩაკვეტაზე? რატომაა ძირითადში დავითაშვილი და აზაროვი? ტაბიძე და კვერკველია? ან კიდევ, მონგოლეთთან, რომელიც გენ. რეპეტიცია უნდა ყოფილიყო, უეჭველად მოსაგები მატჩის წინ, რატომ იცავდა კარს ლორია? თან კაპიტანი, როცა სკამზე გიზის ფორმაში მყოფი გუგეშაშვილი? მამარდას რომ ტრამვა მიეღო თამაშში, ლორია უნდა დაგეყენებია? კაცი რომელიც ბურთს ვეღარ იმაგრებს ხელში? ვერ ხვდებით,. ფედერაციაში, რომ არავინ გიშლით ბიჭებთან ძმაკაცობას? მხედველობასია /ლორია, კაშო, კვეკვე, კვერკველია/ კანკავამ ინამუსა და თვითონ თქვა უარი., მაგრამ ძმაკაცობა შეიძლება მინდვრის მიღმაც. მერამდენე შემთხვევაა, როცა ამ ბიჭებმა კატასტროფამდე მიიყვანეს ნაკრები? თუ ასე უვიცები ხართ და მეტს ვერ ხვდებით,. მიეცით სხვებს შანსი. ნაყიდი გაქვთ თანამდებობები? იფრინა გოჩელეიშვილმა და ლობჟანიძემ. წიტა, რომელიც უნივერსალია, არ გააძლიერებდა საყრდენ ზონას? მითუმეტეს გაგნიძესთან ერთად, ხომ გამოჩნდა როგორი წელგამართული და თავდაჯერებით უკავია ბიჭს ბურთი. თავს დადებდა ორივე, ამ თამაშში. ჩაკვე, ცენტრში ხო დაალაგებდა თამაშს? ბურთს ხომ დაიჭერდა და პასს ხომ გააკეთებდა? ამას ყველა ხვდება თქვენს გარდა. რა გამოდის? არ გინდათ თქვენ წარმატება. თქვენთვის წარმატება, კაიკუშის დაზღვევაა, რომელსაც სანდო და გამოცდილი მოტამაშეები და მეკარე სჭირდება. სხვას ვერაფერს ვერ იფიქრებ კაცი, ან საქმე არ იცით საერთოდ. თან იმას ჩაგვძახით, რომ მხოლოდ აქა იქ შეგვიძლია მოგება? სხვა რა? ვისაც თამაში შეუძლია მინდორს არ აჩვენებთ და ვისაც არ შეუძლია, ის მოედანზეა. გადმოსაყრელი ხართ სკამებიდან პანჩურებით. აღარ გრცხვენიათ?. კმარა. სპორტალს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ მაინც, იქნებ გაუნათდეთ გონება. მეტი არაა ჩემი მტერი, მარა მაინც. თამაში მოსაგები იყო, არაფერი გუნდი ეგ არაა.
გიო
ზუსტად ეგ დავწერე ფბ-ზე, გადაჭარბებული მოლოდინი შევიქმენით და კადრების მწვავე დეფიციტი ნაკრებში, სანამ 6-7 ფეხბურთელი მაინც არ გვეყოლება ბირთვად ტოპლიგებიდან იქამდე ვიქნებით წვალებაში და მცდარ ილუზიაში
gogig
ავტორი სწორია, როდესაც ფეხბურთელების დაბალ კლასზე მიუთითებს, თუმცა ვერც მწვრთნელმა შეძლო სწორი სათამაშო მონახაზის შერჩევა. ბურთის ართმევა - ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი. ამის გარეშე საშუალო დონის გუნდსაც ვერ მოუგებ. არ მჯერა, რომ ფრე გავახერხეთ. მე მგონი, 1-3 იქნებოდა ამ მატჩის ლოგიკური შედეგი.
კახა ქ.
სწორედ ეხლა უნდა დაიწყოს ლოჩოშვილის, გაგნიძის,საზონოვის,გოჩალეიშვილის და კიდე რამოდენიმე ფეხბურთელის ძირითადი შეჩვევა. მერე ერთა ლიგის ნახევარფინალის და ღმერთმა ქნას ფინალისთვის რომ გამოცდილები იყვნენ.რამხელა პრაქტიკას მიიღებენ ეხლა.
O.K.
პასს ვერ აკეთებენ ნორმალურად ზოგიერთი და ჩაწოდებას ვერ ახერხებენ, რა ფეხბურთზე ვსაუბრობთ..
ოტო
დაცვასა და ნახევარდაცვაში პრობლემები რომ გვაქვს, ცხადია. დაცვას მოძრაობა უჭირს, ნახევარდაცვას ბურთის დაჭერა; ახალი სისხლია საჭირო
ჰაჰა
თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ შემადგენლობის დაყენებაში არ დაგეთანხმებით. მწრთელზე კარგად თქვენ არ იცით, გამორიცხულია. წავიდა ის დრო როცა მჭვრთნელს მარტო მაიკების დარიგება ევალებოდა. ეხლა მწვრთნელი წყვეტს ძალიან ბევრ რამეს, რასაც შემსრულებელი ჭირდება. მაგალითად თქვენ იცით რა სჭირს მანქანას, მერსედესს. თქვენ მაგარი ინჟინერი ხართ, მაგრამ საბოლოოდ ის ხელოსანმა უნდა გააკეთოს. მოკლედ, გეთანხმებით იმაში, რომ შემსრულებლები არ გვყავს. მაგრამ პრამიდის საძირკველში უნდა ვეძებოთ მიზეზი და არა კენწეროში.
მამუკა
მთავარი პრობლემა არის ფიზიკური მომზადება, უპირველესი ყურადღება მწვრთნელმა ამას უნდა მიაქციოს, რეალურად რომ ვთქვათ სანიოლს დიდი არჩევანი არც აქვს იმიტომ რომ რეალურად ორი სამი ფეხბურთელუა მხოლოდ მზად 90 წუთისთვის, ამიტომაც ჩნდება ცარიელი სივრცეები, უბრალიდ თავიანთი სისუსტის გამო ვერ ავსებენ. უბრალოდ შეხედეთ ჩბენ ფეხბურთელებს, კუნთის ნასახი არ აქვთ ტანზე, როგორ უნდა აჯობოს კვეკვესკირმა ან აბურჯანიამ მაგალითად გორეცკას ან ბელინგემს, ან ტრუამენის, უბრალოდ გააქრობენ მოედანზე. თქვე დალოცვილებო ერთი ფეხბურთის თამაში გევალებათ, აიყვანეთ პერსონალური მწვრთნელი და ივარჯიშეთ ფიზიკურად, ხომ ხედავთ სადაც გაქვთ სისუსტეები, მაგის ფული ხომ მაინც გაქვთ რომ პერსონალური მწვრთნელი დაიქირავოთ, სირცხვილია ბოლო ბოლო ნორვეგიასთან თუ ასე დაიჩაგრეთ, წარმომიდგენია, ინგლისთან და საფრანგეთთან რა მოხდება საერთოდ
ჯიჯი
თავს ნუ მოვიტყუებთ ხალხნო, დიახ ეს თამაში არის სანიოლის ბრალი, ზუსტად ისბაყენებსბ11 კაცს! სწორად აღნიშნა ავტორმა, როდესაც გყავს ლოჩოშვილი-საზანოვი-გაგნიძე, თავიანთ კლუბებშიუდმივი სათამაშო დროით, უბრალოდ ვალდებული ხარ ათამაშო ეს ახალგაზრდები, მეტი მონდომებით ითამაშებენ, სად აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოთამაშე კვერკველია, რონწლიც 2 პასს ვერალეთებს და სად სერია ა-ს გუნდის წევრი ლოჩო.. უნდა შეირჩეს სწორი შემადგენლობა, ზუსტად ამაში ვქირაობთ მწვრთნელს, მადლობა ძველებს, მაგრამ გზა დავუთმოთ ახალ თაობას, მენტალურად და ფიზიკურად მათზე წინ არიან ეს პატარა ბიჭები! თამაშამდე დავწერე და ახლაც დავწერ იმ 11 კაცს რომელიც ფეხბურთს ეთამაშებოდა ნორვეგიის საშუალო დონის გუნდს 4-2-3-1 ------ მამარდა- გოჩოლეიშვილი, საზანოვი-კაშია-აზაროვი-გაგნიძე-კვეკვესკირი-კვარა-ჩაკვე-წიტაიშვილი-მიქაუტაძე.
შოთა
ყველა კომენტარი ამოვიკითხე და ვერავისგან ვერ ვნახე გამოსავალი. კი იყო ცალკეული მცირე რჩევები, მაგრამ ძირითადი მაინც ჩემი აზრით რამოდენიმე ხარვეზია სასწრაფოდ აღმოსაფხვრელი რაც შეუიარათებელი თავითაც თვალშისაცემია. 1) ფიზიკა, რასაც სანიოლი კი არა კაპელო და ლობსნოვსკი 4-7 დღეში გუნდს ვერ გაუუმჯობესებს. მეორე ტაწტიკა და უბურთოდ მოძრაობა. და მესამე შაბედნიეროდ 5 შეცვლა გვაქვს ახალი წესებით გამოიყენე მაქსიმალურად . ტაიმი მოიკლას თავი ვისაც სირბილი და პრესიმგი ევალება .მეორე ტაიმი შეცვალე და ეხლა იმან მოიკლას თავი. და მთავარი მამაცხონებული, მიქაუტაძე გარბის ცენტრ მცველთან ბურთის ასართმევად მსრცხნივ კვარას აყავს მცველი რათა პასის შემთხვევაში მოაწციოს წნეხში ამ დროს სხვა დანარჩენი იყურებს ეს ორი კაცო როგორ ებრძვის ოთხ მცველს. წადი შენც გაიქეცი აიყვანე მესამე , მეოთხე მცველი . აიყვანე ნახევარმცველები და ასეყურადღებით პრესინგში მოაქციე, ნუთუ ამას მწვრთვნელის მითითება უნდა? ყურადღება და მონდომება უნდა. და მთავარი თუ ფეხბურთელიბაზე ამბიცია და პრეტენზია გაქვს დადე თავი და დამაჯერე რომ ორი ტაიმი შეგიძლია სირბილი, არა და ტაიმი შენ ითამაშე ტაიმს მე ვითამაშებ და ნუ გეწნება ძირითადის ამბიცია. პირველი შენ მეორე მე . ან პურიქით ეს უკვე სანიოლმა გადაწყვიტოს როდის ვისთა ვის რომელ ტაიმში დააყენებს
კაპიტან გარდენბურგი
ბატონო ვაჟა, დიდი პატივისცემით, უბრალოდ ამ სტატიის დაწერის და გამოქვეყნების აზრს ვერ ჩავწვდი. ანუ ნუ გვექნება ფუჭი ილუზიები, მაინც არაფერი გამოვა ჯერ ? :) თუ ვაისი დაიცავით? მემგონი არც ერთი და არც მეორე საჭირო არ იყო. ყველას ესმის ეს რომ ასეა და ვაისიც არავის სძულს. მე კი მგონია პრობლემა ფედრაციის მიდგომაშია, აბურჯანია, ხიზანიშვილი, ვატო არველაძე დრო და დრო და მთელი ეს ქართყლი მარაზმული ურთიერთობებია რაც ხელს უშლის ნიჭიერი თაობის აღმოჩენას და წინ წამოწევას. ხვიჩამ დაიწყო ნამდვილი რევოლუცია ქართულ ფეხბურთში და თქვენ ჟურნალისტებმა მხარი აუბით ჯობია ამ უაზრო, არაფრისმთქმელ სტატიებს. ღვთისავარის სტსტიევია გამონაკლისი აქ, რადგან კაცი საინტერესო მოსაზრებებს წერს, რომელიც მომართულია საქმის გამოსასწორებლად და მაპატიეთ ეს სტატია მხოლოდ რევერანსია არსებული მდგომარეობის მიმართ. თუ არ მოგწონთ ჩაკვე რომ არ იყო სანიოლს რაღაზე იცავთ, თუ იცავთ აცალეთ. ყველაფერი გამივა, თუ პირველ რიგში კომენტატორებიდან დაიწყებთ! 1 არხზე ეს ორი კაცი უნდა გადასვან რამე გადაცემაზე. ხელფასი არ შეუმცირონ, დააწინაურონ თუ გინსა , მარა ტრანსლაციებს ჩამოაშორონ. ეს იქნება 1 ნაბიჯი! მერე შეიძლება საუბარი. კვარა მოქოქავს ნაკრებს და გინდა არ უნდა აბურჯანია და კვირკველიას მოუწევთ ნელ-ნელა დატოვება გუნდის, ასევე კაკაბაძეს და სხვებს. თუ გვინდა აღმავლობა ასევე ფიფიაა გასაშვები და საერთიდ ადეკვატურადაა მისახედი ყველაფერი
goga
ჩემი აზრით ჩვენი ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა არის შუაში ფეხბურთელების დეფიციტი დაცვა გყვავს საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები იგივე კაშია კვირკველია ხოჭოლავა ასაკი და გამოცდიელბა აქვთ ამ ფეხბურთელებს და ამ შესარჩევში თავის საქმეს მეტ ნაკლებად გააკეთებენ თან ასევე გყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა საზონოვი და ლოჩოშვილი რომლებიც საკმაოდ ძლიერი რეზერვია სამომავლო პერსპექტივაში კაშოს და საბას შესაცვლელად გოჩოლეიშვილი ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან ვწუხვარ რომ შახტარში წავიდა და ვფიქრობ რომ ეს არ იყო კარგი გადაწყვეტილება ახლა უკრაინაში არავის ეფეხბურთება და ჯობდა წასულიყო დანიაში ბელგიაში შვეიცარიაში ან თუნდაც სერბეთში ან ხორვატიაში და იქ ეთამაშა ვდრე შახტარში ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის შუაში! შემქმნელი კრეატიული მაღალი დონის ფეხბურთელები არ გყავს ერთი კიტეიშვილია რომელიც სულ ტრამვირებულია აბურჯანია კვეკვესკირი არ არიან შემქმნელები არც კლასი და დონე არ აქვთ გაგნიძე ძალიან კარგი ბიჭია მაგრამ ვფიქრობ მისთვის ჯერ ეროვნული ადრეა 1-2 წელი კიდე უნდა ითამაშოს განივთარდეს საკლუბო დონეზე ასაკოვრივ ნაკრებებში და მერე იქნება უკვე ნაკრების დონე ჩაკვეტაძეს კიდე უკლია სასურველ ფორმამდე და იმედი მაქვს ივნისამდე საბოლოდ შევა ფორმაში მონღოლეთანაც კი ვერ აჩვენა ის კლასი რაც აქვს და შეტევა გყავს ძალიან კარგი მაგრამ იმ შემტევებამდე ბურთის მიმტანი ფეხბურთელები არ გყავს სამწუხაროდ.
Gio
ვეთანხმები ავტორს, და კიდევ ერთ რამეს დავამატებ - როგორმე უნდა ვისწავლოთ მეტოქის ძლიერ პრესინგთან გამკლავება!
არტ
ის,რომ ჩვენ გვაქვს კვალიფიციური ფეხბურთელების ნაკლებობა და ზოგ პოზიციაზე განსაკუთრებით, ეს ცხადია და ამაზე არავინ დავობს. აქ ორი კითხვა იბადება: პირველი - რა კეთდება იმისთვის რომ დავაკომპენსიროთ შეძლებისდაგვარად ეს ნაკლი ახლა ამ წუთში და მეორეც- რა კეთდება რომ უახლოეს მომავალში შევავსოთ ეს პოზიციები. ხოდა ბევრი არაფერი კეთდება არცერთი ამ მიმართულებით. დეფიციტი ერთია, მაგრამ ვინ უშლის მწვრთნელს უკეთესად გამოიყენოს ის კონტიგენტი რომელიც გვყავს. ამ თამაშმა აჩვენა რომ ვერ იყენებს.ამაზე ბევრი დაიწერა უკვე. რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელების გასვლას ევროპაში, მოწინავე ლიგებში , არანაირი პოლიტიკა ფედარაციას ამ მიმართულებით არ აქვს. გაურკვეველი კვალიფიკაციის აგენტების ხელშია ყველაფერი. შეიძლება ალბათ რაღაც თანხის გამოყოფა რომ უცხოელ მაღალი დონის აგენტებთან გაფორმდეს თანამშრომლობა ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდების კარგ გუნდებში გასაყვანად. სხვა რამის მოფიქრება შეიძლებოდა, თუ ამის სურვილი იქნებოდა. მაგრამ სურვილი არ ჩანს, საუბედუროდ.
მანუჩარი
პირველად ვეთანხმები ამ გამოცემის ავტორს.
დავითი
ჩაკვეტაძე დაავიწყდათ ძლივს ფორმაშია
Charley
პრობლემა მაინც დეტალებში ჩანს, და ეს დეტალი პირველ რიგში ჩვენი ფეხბურთელების კრიტიკული დეფიციტია ტოპ ხუთ ლიგაში. სადაც ფეხბურთელი ეჩვევა თანამედროვე სისწრაფეებს, იხსნება "სწორ" ზონაში, აპრესინგებს ზუსტად იქ სადაც საჭიროა და არა პრესინგის იმიტაციის შექმნა რასაც ჩვენი გუნდიდან გუშინ ვუყურებდით. ასევე თავს სინქრონულად ვიცავდეთ მეტოქის პრესინგის "ქვეშ" და ბრინჯივით არ იბნეოდეს გუნდის ხერხემალი ცენტრალური ზონა ვისი შეცდომებიც პირდაპირ ედება დაცვის ცენტრს. ერთი სიტყვით თუ დღეს გუნდში გვყავს 2-3 "განათლებული" ფეხბურთელი უნდა გვყავდეს კიდევ 5-6 რის იმედსაც კვარას ეფექტი იწვევს და იმედია აგერ გოჩოლეიშვილს, მიქაუტაძეს, დავითაშვილს წაიყვანს ტოპ ხუთი ლიგის თუნდაც აუტსაიდერი გუნდები და იმ მარაქაში გამობრძმედილი ფეხბურთელი პირდაპირ პროპორციულად გაზრდის ნაკრების დონეს და ნორვეგიის დონის გუნდი ვერ გვიზამს პირველ ტაიმში იმას რაც გვიქნეს. საყრდენი ზონა ძირეულად შესაცვლელია კი ცოტა რესურსია მაგრამ მწვრთნელმა უფრო მეტი ფანტაზია უნდა "გახსნას" და დროებით იგივე ელიგიდან მოიძიოს დატესტოს ან მცველი გაასაყრდენოს. სამუშაო სანიოლს ძალიან ძალიან ბევრი აქვს.
გუჯა კახაძე
ყველა პრობლემა უბურთოდ სირბილის არცოდნიდან მოდის - დაბალ ტემპში ყველა ჩვენი ფეხბურთელი ტალანტია, მაგრამ თამაშის თანამედროვე ტემპს ვერ უძლებენ და ეს პრობლემა უკვე ათწლეულებია რაც არსებობს და არავინ მის მოგვარებაზე არ ზრუნავს. იქნებ თვითონ ფეხბურთელებმა დაიწყონ ინდივიდუალურად ვარჯიში, როგორც ამას კრიშტიანო რონალდუ აკეთებდა?
უვიცი
რაც აქ დაწერა ყველაფერში ვეთანხმები ავტორს. ჩაკვეტაძე უნდა გადაკვალიფიცირდეს ცენტრალურ ნახევარმცველად, ამას მარტო ნაკრების ინტერესებიდან არ ვამბობ, ბევრჯერ დამიწერია, ჩაკვე ცენტრში თუ განვითარდა, საოცარ ფეხბურთელს მივიღებთ.
რა მაფიაა?
4-3-3 კვარა ჟორჟი ზურიკო (ან ლობჟანიძე) წინ ჩაკვე შუაში უკან კვეკვესკირი და კიტეიშვილი (ან გაგნიძე) დაცვაში წიტა კაშია და ხოჭო (ან ლოჩო) და გოჩო (ან კაკაბაძე ან ლობჟანიძე) მამარდა აი ასეთ სასტავს რატო არ შეუძლია ითამაშოს? და შუალედში გადავიდეს ბუდუს შემოსვლით 4-4-2-ზე ეს სამი მცველი გავიგე რო ფლანგები არ გვივარგა დაცვაში და არ ყოფნის მცველები რაღაც მომენტში, მარა თუ ყველა ყველას მიეხმარება და ბურთის მისაღებად ყველა გაიხსნება შეიძლება თამაში, თითქოს არავის უნდოდა ბურთის მიღება დაკარგვის შიშით და არ იხსნებიან და ასეთ დროს ერთი კაცის გადაკეტვით ყველა გზას კეტავს მეტოქე და არც სამ მცველს აქვს აზრი და მარტო კვარას იმედად გამოდიხარ და იმ კვარას მთელი გუნდი ჩაკეტავს ხანდახან... საუკეთესო თავდაცვა - თავდასხმააო და ნაღდია, ბურთი თუ ვერ დავიჭირეთ, სულ დაცვაში რო ვიდგებით სამი მცველიც ვერ გვიშველის...
გოჩა
რა ჯვაროსნები, ასასინებს გვანან ისეთი წვერგაბურძგნულები არიან
რა მაფიაა?
ზუსტად ეგ ლოკალური გამარჯვებებია თავდაჯერებას რო მატებს და კლასი კიდე თავდაჯერებაა, რომელიც სისტემატურად მაღალ დონეზე თამაშის დროს მოდის სწრაფად... ამ შესარჩევზე მომატებული ლოკალური გამარჯვებებით თუ გავძვერით ხო, თუ არადა ანგარიშგასაწევ ძალად უნდა გამოვჩნდეთ, ერთა ლიგიდან გავიდეთ და ამასობაში ბიჭები ნორმალურ გუნდებშიც გადავლენ ზოგიერთი, ზოგიც გამოცდილებას მეტად დააგროვებს ამ ლიგებში ვინც არიან და ევროპაზე მეტად გამოცდილი ბირთვი იქნება... ერთია რო მოედნის ცენტრში გვჭირდება ფეხბურთელი... ან ჩაკვე ან კიტეიშვილი ფორმაში... ან გაგნიძეს პროგრესი არ გაჩერდეს და სადმე კაი გუნდში აღმოჩნდეს, ან სუსტშიც სატრამოლინოდ... რატომღაც იტალიური ან სხვა ევროპული ქვეყნების საშუალო ან სუსტ გუნდში გადასვლა აქამდე ბანძი პონტი იყო... რეალურად ძალიან მაგარია, სტაბილურად მაღალი დონის თამაშები გვჭირდება თუნდაც სუსტ გუნდებში... ლოჩოშვილი ნათელი მაგალითია, ცუდია რო გავარდნის პირასაა გუნდი... :-/ მგონია რო 4-3-3 და პერიოდულად 4-4-2 ტაქტიკა უკეთესი იქნებათქო
Teofa
ისეთი დროც მახსოვს 11 კაცი რო თამაშობდა კარგ გუნდებში მაგრამ შედეგი არ მახსოვს, ჩემი აზრით მთავარი პრობლემა შიდა ჩემპიონატია,თბილისში არცერთ სტადიონზე არ დადის ხალხი ,ეს არის გუნდების არასწორი მუშაობა და გულშემატკივრების არასწორი დამოკიდებულება ,მაგალითად დინამოს თამაშზე რო დადიოდეს სიტყვაზე 10 000 კაცი და იხდიდეს 5 ლარს ბილეთში აღარ და ვეღარ გაყიდის ფეხბურთელს გუნდი სიტყვაზე 200 000 $ როცა შეიძლება გაყიდოს მილიონად,მოხვევა სადმე ჯგუბში და ნელ ნელა დაიწყება წინ სვლა ,მერე აღარ ვიტყვით რომ აუცილებლად ევროპაში ვეძებოთ ფეხბურთელი,დინამომ ყველა ბავშვი გაყიდა კაპიკებში რადგან მგონია რო იმ ეტაპზე თანხა არ ყოფნისა გუნდის შესანახად,ასე რომ კლუბებმა და ფულშემატკივრებმა ერთობლივად უნდა დავძრათ ჩემპიონატი და მაგალითად ცვენა ზვესდას ნაირი 2-3 გუნდი რო გვყავდეს ჩვეულებრივად არის შესაძლებელი და მერე ესეთი გუნდიდან გაყიდი რამოდენიმე მილიონად და არა კაპიკებში!
ირაკლი
ვილის სასარგებლოდ აშკარდ გამოდგება ორი მაგალითი, უკანასნელი მატჩებიდან, როცა ტაიმის შემდეგ, სრულად შეიცვალა ხარისხიც და შედეგეც… ანუ, ამ კაცის მიმართ კრიტიკა, ვფიქრობ უადგილოა. ახლა კი მაგალითად ზურიკოს მთელი მოედნის გადაკვეთას მინდა შევეხო და ძაზი მინდა გავუსვა მის ნიჭს. თუმცა, სწორედ ამ დროს სჭირდება მას სპალეტის მსგავსი დამრიგებელი, რომელიც ხვიჩას გვარ შედეგს დაადებინებს, გუნდური ასპექტის თვალსაზრისით, თორემ მსგავსი რუბინშიც გვინახავს ოქრო ბიჭის შესრულებით, მაგრამ… მაგრამ, პროგრესს ყველანი თვალნათლივ ვხედავთ გასულ წლებთან შედარებით. სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი პასი თუ დარტყმა… აი ეს გვჭირდება ახლა, ბევრი ჩვენი ფეხბურთელის კლასის ასამაღლებლად და შედეგის დასადებად.
gia jashi
შეხვედრის დასრულების შემდეგ ისეთივე საშინელი განწყობა დამეუფლა,როგორც გულშემატკევრების უდიდეს ნაწილს,მაგრამ დროთა განმავლობაში დავმშვიდდი და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე,თუმცა არის ერთი რამ, რომელიც პირადად ჩემთვის დიდი საშინელებაა,ბევრჯერ მითქვამს ან დამიწერია ასე კანკალით გასვლა სათამაშოდ წარმოუდგენელი რამეა.ნოდარ ახალკაცი ყველაფერთან ერთად დიდი ფსიქოლოგი იყო,როგორც ჩანს სანიოლი ამ სფეროში ვერ ბრწყინავს. ჩვენ, ქართველებს, საშინლად გვრთგუნავს დამარცხებულების სინდრომი და ამას ვერსად გავექეცით! ჯენტილე ძალიან უხეში ფეხბურთელი იყო,მაგრამ მისი გამოთქმა ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი დევიზი უნდა იყოს-"მინდორზე ჩემი თავი შუა საუკუნეების რაინდად წარმომიდგენიაო."წარმატებები!
Gela
ლასი თუ შმასი ხარ რას იძახი აზერბაიჯანის სლოვაკეთის და ყაზახეთის უმაღლესი ლიგა ჯობია საფრანგეთის და გერმანიის მეორე ლიგის ლიდერ გუნდში თამააშს??არ ვიცი ფეხბურთი რამდენი ბალით გესმის თუმცა თუ შენი კომენტარით ვიმსჯელებთ ძალიან ცუდად გესმის,,უბრალოდ რადგან ყურში მეორე ლიგა ჩაგესმის გგონია რო მეორე ლიგას ნებისმიერი ჩემპიონატის პირველი ლიგა ჯობია და უკვე მანდ ჩანს შენი ცოდნა,,ზოგადად ტოპ ხუთი ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები უნდა გვყავდეს მინიმუმ 7-8 მაინც რო მაღალი მიზნები დავისახოთ სხვანაირად არაფერი გამოვა
თორელი
სტატია ხომ კარგი იყო, რადგან მწვავე და ზუსტი კრიტიკა გაისმა, მაგრამ თქვენი კომენტარი არანაკლებ მესიამოვნა, რადგან სწორედ ეს ჩრდილოვანი საფეხბურთო პოლიტიკაა ზუსტად, რომ ხელს უშლის ქართული ფეხბურთის განვითარებას. ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია, რომ ეს მანკიერი და უღირსი მიდგომა აღმოიფხვრას, რასაც ქვია ,,გამაზვები" და ა.შ... დაინტერესდით ჟურნალისტები ამ საკითხით, ადრე თუ გვიან გასკდება და გამოჟონავს ეს სიმყრალე ფედერაციიდან და გავიგებთ თუ ვინ და როგორ ამუხრუჭებდა ათწლეულები ქართული ფეხბურთის განვითარებას...
რაბუ
ჯერ არ გვყავს კარგი ნაკრები, შეიძლება რამდენიმეს გამორჩევა მაგრამ ეგ საკმარისი არ არის.კარგი თაობა მოდის და ახალი სახეებიც გამოჩნდებიან ნელნელა, ის პრობლემატური ადგილებიც შეივსება.
kllaus
შოტლანდიასთან რას ველოდოოთ ?!
კახა
მიუხედავად იმისა სანიოლს დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები მწვრთნელობის კვალიფიკაცია აშკარად აკლია, არ ყოფნის გამოცდილება უჭირს თამაშის გარდაქმნა ტაქტიკის შეცვლა ვერ რისკავს ცვლილებებს ხვიჩას პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებს როცა ნორვეგია ხვიჩას გაასმაგებულად უზღუდავდა ზონებს უნდა ფლანგი გამოეცვალა საპირისპირო მხარეზე გადაეყვანათ რისი მაგალითიც თავადვე ჰქონდა ნანახი ხედავ კაშია და ნახევარმცველები ვერ ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას გამოიცვალე თუ გაგნიძე და საზანოვი გამოცდილებით ჩამორჩებიან მოტივაციის ხარჯზე შეძლებდნენ კონკურენციას ან უარეს რას გააკეთებდნენ ანაც ჩაკვეტაძე მას ხომ ამაღლებული განწყობა ქონდა გიორგი უდიდესი ტალანტის და თუ მოახერხებს საკუთარ თავს მოერიოს ( უნდა ამოიღოს თავიდან რომ სტადია და განსაკუთრებულია ისევ უნდა დაიწყოს სწრაფი თამაში და თავდაუზოგავი სწრაფვა მეტოქის კარისკენ) არავის ეგონოს თითქოს რომელიმე ქართველი ავითვალისწუნე ნახეთ კაშია ხვიჩაზე რას ამბობს წინ და უკან შეუჩერებლად დარბის ახალგაზრდაა და დაღვინდებაო...ზუსტად ეგ უქმნის მცველებს თავსატეხს რომ არ ჩერდება და არ იციან შემდეგ მომენტში საით გაიქცევა ირბინეთ ბიჭებო ( გაგანია საბჭოთა პერიოდის კიევის დინამო სსრეში კიარა ევროპას ანგრევს ამ დროს ქუთაისის ტორპედო მასპინძლობს კიეველებს და შუა თამაშის დროს ტრიბუნიდან ისმის ქართული შეძახილი ებუჯო ჯემალის გენძერი თორემ ბლოხინს ბუჩქი ეგონები და მოგაფსამსო) იცოდეთ გაჭირვებულ ქართველ კაცს თქვენი წარმატება ისე სჭირდება " ვით დაჭრილ ირემს წყალი ანკარა" ( მაპატიეთ არაზუსტი პერეფრაზირებისთვის) მიდით ბიჭებო გაახარეთ სამშობლო ოჯახები უბრალო ქართველი კაცი რომელსაც შვილებითვის სამშობლოსათვის თავდადების ცოცხალი მაგალითი მადლობა ყველას რომ თავი არ დაზოგეთ.
Vasili
ყცელფერში ვეთანხმები ავტორს./ როგორც სტატის ისევე ვკითხულობ კომენტარებსაც ყოველთვის და ჰოი საოცრებავ 90% თითქმის ერთიდაიგივეს ვწერთ, კი ბატონო ეხლანდელი გუნდი 5 წლის წინანდელს ნამდვილად ჯობია მაგრამ ერთ რამეს ვერ ვაგვარებთ, პიროვნულად არავის ვერჩით მაგრამ ფეხურთელები რომლებიც ყოველი თმაშოს შემდრგ ერთიდაიგივე კრიტიკის ქარცეცხლში ეხვიან დავიჯერო ამას მარტო ჩვენ ვხედაავთ? თან მითუმეტეს რომ ეს ყველაფერი შედექში აისახება. მინიმუმ 3/4 ცვლილება უნდა მოხდეს გუნდში , ნახევარდაცვაზე მაქ ლაპარაკი, არ გამოვა საქმე ასე ბიჭებო არაა! გუნდში ერთი კაციც რომ ვერ თამაშობს გამოდის კაცნაკლული ხარ ესეიგი და როცა 4 ან 5 ადიანს არ შეუძლია კედელის გათამაშება და არანარი ფანტაზია არ აქ, შეტევას აყოვნებს, დროულ პასს არ აკეთებს, წინ გადასაცემს მეკარეს უბრუნებს, ეს ბაბუ ფხბურთია და 90 წუთო გრძელდება სულ მეტი კი არა, სწორად ჩამოთვლილია ის გვარები , უნდა მიეცეთ შემდეგში შანსი აბ ბიჭებს, სხვანაირად არ გამოვა არაფერი. ამ თემას არ ეხება მაგრამ მინდა ახქლგაზრდულზეც ვთქვა ორი სიტყვა, თუ ეს ბიჭები პირველი გუნდიდან არ დაემატა სიტცხვილს შევჭამთ , ჯგუფში ჩავრჩებით !და ესმწვრთნელი სვანაძეც დამხმარე ყოფილიყო და მთავარ მწვრთნელად უფრო გამოცდილო ასი თავით აჯობებდა, მითუმეტეს რომ გვყავს რამოდენიმე ბევრად გამოცდილი კადრი რომელიც უმუშევარია, კაჭარავა ან დევდარიან(ცქიფო) , ამათ ხელში უფრო საიმედო იქნებიდა, არ შეიძლება მწვრთნელი გყავდეს გამოუცდელი ნაკრებში ქნ მითუმეტეს ისეთი რინელსაც დიდი ფეხბურთი არ ქონდეს ნათამაშები./ არც სანიოლს არ აქ დიდი სქმწვრთნელო ფქმოცდულება მაგრამ ზურგს კოლოსალური გამოცდილება უმაგრებს დქ ბაურნში ანჩელოტისთან მუშაობდა, მეტი მაღალი კვქლიფიკქციის მწვრთნელს საქართბელოს ნაკრებში მოსვლა და რეპუტაციის სასწორზე დაყენება რომ არ უნდათ ეს უკვე გქრკვევით აგვიხსნეს, ისიც სიმართლეა რომ ჩვენმა ნაკრებმა ბევრი სახელოვანი მწვრთნელის კარიერა დაასაფლავა! მე როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი და მჯერა ესპანეთს მოვუგებთ თბილისში , მაინც იმედიანად ვარ, ახალი კარგი თაობა მოდის და მიეცეს უნდა შანსი ნამდვილად.
მათე
კვეკვესკირი (თავი პრაფესორი რო ჰგონია და მითითებებს იძლევა მარტო) და აბურჯანია: აი ჩვენი გუნდის ტორმუზი და უკუსვლა. ვერც დარბიან ვერც ელემენტარულო პასი გაუკეთებიათ და რაც მთავარია იციან მხოლოდ უკან პასი მანდრაჟისგან რო ბურთი არ დაკარგონ. მახსოვს ადრე ეგეთი გვყავდა მენთეშაშვილი. მარტო უკან პასი იცოდა. ასე რომ ეს ორი ფეხბურთელი არ უნდა დააყენონ საერთოდ. მაგას ჯობია ახალგაზრდები დააყენოს და გაიზარდონ, პრაქტიკა მიიღონ. უნდა მოიძებმოს პერსპექტიული ბიჭები და სასტავში!!! სასწრაფოდ!!!
ვაჟა ქუნთელიას
ვაჟა, ძალიან სწორი აზრები გიწერია და რაც მთავარია, ტექსტს ემჩნევა, რომ გულმხურვალე გულშემატკივრის დაწერილია. ვისურვებდი ეს მიმართულება გააგრძელოთ და ხშირად შემოგვთავაზოთ მსგავსი მიმოხილვა-პირადი აზრები. ნაკრებს წარმატებები!
Eleqtrik.
Ramem rom imushavos kargad faza-noli chirdeba,chven kidev ori noli gvaqvs moednis centrshi...
xd
როგორც ვაისი ვერ ელეოდა გვილიას ნახევარდაცვის ცენტრში, ისე ვერ ელევა სანიოლი აბურჯანიას. აბურჯანიამ თითქმის ყველა თამაში ჩააგდო, მონღოლეთთან ვერ გაქაჩა და ნორვეგიასთან რო ჩააგდებდა იასნი იყო. ჩაკვე ან გაგნიძე უნდა დაეყენებინა
დავითი
ვინც აბურჯანიას ფეხბურთელობა დააბრალა :( ტიპი შეტევაში უკან ტრიალდება და მეკარეს აძლევს პასს,იმაასაც არაზუსტს :) ჯობს ახალგაზრდები დააყენოს,ვიდრე პენსიონერები.
შმოლა
ლობოტკა გვჭირდება ნახევარდაცვაში
aron
მაგრა გაგვიმარტლა ერტი გუნდი ტამასობდა ფეხბურტს ესე სორს ვერ გაფრინდებიან
რონი
თუ ეხლანდელი ნაკრები არაა მზად დიდი მიზნებისთვის მაშინ ააცმევინეთ კაშიას კვეკვეს აბურჯას და მათნაირებს ნაკრებიდან გაუხნათ გზა გოჩოლეიშვილის საზონოვის გაგნიძის და მისნაირ კლასიან ახალგაზრდება გამოცდილებას მაინც შეიძენენ და 5წელში მაინც გამოგვადგებიან! მაგრამ მერე ფული როგორღა აკეთოს ფედერაციამ?!
ქიტესა
ე.ი. ხვიჩასთვის კარგი კადრებია და სხვებისთვის არ ვარგა ?
G.LA
ნამდვილად კარგი სატატიაა და მომინდა მეც ჩემი აზრი გამოვთქვა. კი მართლაც ყველას ''ძალიან მაგრად'' გვესმის ფეხბყრთი და პოლიტიკა ავტორის თქმის არ იყოს. მე ეს ორივე რაღაცით გადაჯაჭულიც მგონია ისე გვანან ერთმანეთს. ეს 30 წელია ორივეგან ერთ ადგილზე ვტრიალებთ. ბოდიშით ცოტას რომ გადაუხვევ, მაგრამ ის ვითომ სწრაფვა სიკეთისკენ ვინ იცის ბოლო ბოლო ასრულდეს. თუმცა ამდენი ხანის წვალებას იმ ყველა მთავრობამ ერთი და იგივე ''შეცდომა'' დაუშვა სასამართლო და ძალოვნები ყველამ თავისთვის დაიქვემდებარა. ამიტომ გაიწელა ჩვენი გზაც აქმადე სანამ ევროპას ძალიან არ მოუნდა საქართველო როგორც გამტარი. ახლა კი ფეხბურთზე და რატომ გვანან ჩემი გაგებით ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთს ჩვენთან. ამ 30 წელში მე და ბევრს გვახსოვს ნიჭიერი და იმედის მომცემი ფეხბურთელები, შემადგენლობაც საკმაოდ დაკომპლექტებული და მწვრთნელებიც სხვა კალიბრის წარმატებული თუ სახელოვანი მწვრთნელებიც. აქ აღარ ჩამოვთვლი ბევრი იყვნენ ასეთები. მართლა ჯადო გვჭირს თუ არ ვიმსახურებთ ევროპაზე ან მსოფლიოზე მოხვედრას? მართლა არ გვყავს 11 ისეთი ფეხბყრთელი შემადგენლობაში რომ ვერ გავქაჩავთ ასეთ დიდი ტურნირზე თუნდაც მოხვედრას? მოდით მოვიგონოთ ის ნაკრებები რომლებმაც შეძლეს და არც ჩვენზე დიდად წინ არ იყვნენ. ლატვია ევროპაზე ძოძუაშვილმა გაიყვანა სტარკოვთან ერთად თუ გვარი სწორად მახსოვს. იმ პერიოდში ტოპმელერიც გვაყავდა მერე კუპერიც ან შებრუნებით რა მნიშვნელობა აქვს? არც ერთი ფეხბურთელი არ მახსოვს მილევსკი და პახარსის გვარების დარდაა. ყველა უსახელოები იყვნენ და ასეთებად დარჩნენ, მაგრამ ისროტია შექმნეს. ისნალდია, ალბანეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ადრეული ნორევიაგიას ასეთები არ ყავდათ მაგრამ ძლიერი ნაკრები ყავდათ. იგივე მაკედონია ჩვენს მაგივრად მოხვდა. რატომ ხდება წლებია ასე? თევზი თავიდან ყროლდება და ჩვენ ტაქტიკაზე, ხან მოთამაშეების ფორმაზე ანაც მათ ძირითადში ადგილის მართებულობაზე ვლაპარაკობთ. ეს 30 წელია გვესმის და ვლაპარაკობდით რომ ნაკრებში ხდება ის, რაც არ ხდება არსად დედამიწის არც ერთ ქვეყანაში. ამაზე ხან მძაფრად ვრეაგირებთ და მერე ისევ მივჩუმათდებით, როგრც ყოველთვის და ასე მთავრდება ყოველთვის, ყველა ფედერაციის დროს. ნორვეგიელებს, ინგლისელებს ან გერმანელებს ვერ აუხსნი, როგორ შეიძლება ვინმე ფეხბურთელმა რამით ''დააინტერესოს'' ფედერაციის ფუნქციონერი და ასე მიიწვიონ ნაკრებში. ჯერ საქრთველო მითხარით ფეხბურთის რუქაზე და მერე იქ გამაზვით მოხვედრილი ბალასტებით იმ ინგლისს ან თუნდაც ნორვეგიას გვინდა მოუგოთ. ეს ყველამ ვიცით მაგრამ ვითომ არ ვიცით. აი ზუსატდ ისე. ის იქ ბუჩქებში რომ ზის და ყველაფერს აკონტროლებს და ვითომ არვინ არაფერი ვიცით, მაგრამ ყველამ ყველაფერი ვიცით. მოკლედ იგივე სასმართლოა და ფედერაცია ყოველთვის თავი და თავი აქ. ამოტომ ვამსგვასებ პოლიტიკას და ფეხბურთს საქართველოში ერთმანეთს. გაჭრილი ვაშლივით გვანან ჩემი აზრით. უბრალოდ მითხარით როგორ შეიძლება თავდამსხმელმა 2-3 წელი ნაკრებში ითამაშოს და ბურთი ვერ გაიტანოს? გახსოვთ რამდენს ვყვიროდით იმ თავდამსხმელზე? ისეთი ''წარჩინებული იყო თავის საქმეში'' რომ დატოვეს ფედერაციაში, მგონი ნაკრებს კურირებს ფედერაციაში როგორც მახსოვს. ასე გრეძელდება 30 წელია ესტაფეტა გადადის ხელიდან ხელში. ამაზე არვინ არაფერს წერთ და აღარც ლაპარაკობთ. იმ ჩამოთვლი ქვეყნებში ეს არ ხდება და ამიტომ არის განსხავავება ჩვენში ასეთი დიდი. აქაც ფეხბურთში ბოლო ბოლო პოლიტიკის არ იყოს ფეხბურთშიც იმედი მაქვს ასრულდება და გავალთ ევროპაზე. მე და ბევრ ჩემნაირს ოცნების ბიჭი დაგვებადა და მოგვევლინა ამ ქვეყანაზე, დათოს შემდეგ მე მეჯერა რომ ეს მოხდებოდა, ეს მარტო ოცნება არ იყო. მე მჯერა რომ პლეი ოფიდან გავალთ და ამას ჩვენი ნაკრების ბიჭები ხვიჩას წინამძღოლობით გააკეთებენ. მაგრამ თევზის თავი მაიც მყრალი და მიუღებელი უნდა იყოს ჩვენთვის. ამაზე კი თქვენ ჟურნალისტებმაც უნდა დაწეროთ სხვა და სხვა ფორმით. უნდა მოიკვლიოთ მოსაკვლევი ჟურნალისტურად. ფეხბყრთში ჩაწყობილი საქმეები ხომ გასკდა აქ ჩვენ ჩემპიონატში რამოდენიმეჯერ? ნურაფრის გეშინიათ, აგერ ჩვენ მეზობელ გაცილებით ჩაბანძებულ ღორისტანში უტკინი მარტო იბრძვის და თავისი მაყურებელიც მრავლად ყავს. თქვენ კი მშვენიერი გუნდი ხართ კარგი ჟურნალისტებით რასაც სპორტალ.გე ქვია. ჩვენ მართალის მთქმელთან ერთად ვიქნებით ყოველთვის ყველანაირ პლატფორმაზე.
გოგა
5 წლის წინანდელზე ბევრად უკეთესი ნაკრები გვყავს, მაშინ ყველა გვიგებდა და ასეულს მიღმა ვიყავით რეიტინგშიც, ეხლა ბევრად უკეთესი ნაკრები გვყავს, მაგრამ ჯერ კიდევ ისეთი არა როგორიც გვინდა გვყავდეს, მოლოდინს რაც შეხება, რატომ უნდა გვქონოდა დიდი მოლოდინი? კვეკვესკირი აბურჯანია სა კიდევ სხვები რა ალვეში და ინიესტა გახდებოდნენ, სულ 8 ფეხბურთელი გვყავას, ვინც ნაკრების დონეს აყმაყოფილებს და ეს რიცხვი უნდა გამრავლდეს
დავით 67-ს
მიქაუტაძემ გაიტანა ბრწყინვალე გოლი, რატომ არ არის კარგი ფეხბურთელი, ხვიჩას დიდი გულშემატკივარი ვარ და მიმაჩნია რომ მარგალიტია, მაგრამ ამ თამაშში იმედები ვერ გაამართლა. უნდა სამართლიანები ვიყოთ.
ბექა
დავითაშვილმა რა გააკეთა როგორი პასი არ მისცა კვარაცხელიას თავის უახლოეს მეგობარს,ძალიან მიმბაძველი და ქერქეტა ბიჭია,ჩაკვეს რო ეთამაშა ამას იზავდა?!რა მოგწონს ამ დავითაშვილში სანიოლ???
სოსო
სანიოლსაც მოსწონს ჩაკვეტაზე სეხნიავ.იცის მისი შესაძლებლობები და ისიც,რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა კრიზისიდან.ისიც იცის რომ ფიზიკური ორთაბრძოლების შიში, ჯერ კიდევ აქვს გიოს და მის გადასალახავად კიდევ სჭირდება დრო.რატომ არ უშვებ,რომ სწორედ მის ფსიქოლოგიას გაუფრთხილდა?ორჯერ მასზე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ ბრძოლა,როცა ჩანს,რომ საკმაოდ პატარა ფიზიკურ კონტაქტზეც კი,ეცემა ჯარიმის მოლოდინში და ჰამბურგში თამაშის დროსაც,ძალიან უჭირდა კონტაქტური ბრძოლა,გიოსთვის შესაძლოა ახალი ტრავმის მიზეზიც გამხდარიყო.თუ ბრძოლას აერიდება,ჩვენ გავლანძღავდით(მაგისი დიდოსტატები კი ვართ),თუ იბრძოლებდა მაშინ კი,საკუთარი თავისთვის უნდა ეჯობნა და შესაძლოა კვლავ ტრავმაც მიეღო(ფიზიკური,ან ფსიქოლოგიური).ჩვენ ხომ არ ვიცით,მისი ჯანმრთელობა რამდენად მყარია.თამაში თუ წაგვივიდოდა,კიდევ შეიძლება შემოეშვა,მაგრამ ისეთი დაძაბული ბრძოლა წავიდა,სანიოლი უბრალოდ ვერ გარისკავდა.აგერ,ირაკლი აზაროვსაც როგორ გაუჭირდა ფიზიკურად და ბოლოს,ტრავმაც მიიღო.სანიოლმა გასულ წელსაც დაამტკიცა,რომ კარგი მწვრთნელია და ამ თამაშშიც,ცუდი დასაწყისის შემდეგ,შესძლო და გადააწყო გუნდი,სხვა სისტემაზე.
გუსანი
აუ, ჩაკვეტაძე დგას და აბურჯანია, კვეკვესკირი დაქრიან? და დარწმონებული ხარ რომ ფეხბურთს კარგად უყურებ?
სიმართლე
გუშინ დავრწმუნდი, რომ მწვრთნელი არ გვყავს შესაფერისი. არ შეიძლება სუსტი და ზანტი ფეხბურთელები ძირითადში დააყენო. ჩვენ აქ ვიხევით ხოლო სამწვრთნელო შტაბი და სანიოლი ხელფას-ბონუსებს იღებს. სასწრაფოდ გასაშვებია ბოლო კაცამდე ყველა, მოიწყვეს თბილი ადგილი და თუ მოაგებინებს ხვიჩა თამაშს მერე ბაქიბუქობენ
irakli
იყო ძალიან არაკლექტიური და მოკლემხედველური თამაში, სად ვიღაც აბურჯანია და სად ჩაკვეტაძე, ნუ გვავიწყდება ვინ მიათრია საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან მატჩამდე. და იმ ფორმის ჩაკვეტაძე რომ ყოფილიყო იმ დღეს, კვარაცხელიას გარეშეც გავიმარჯვებდით, ჩაკვეტაძე-კვარაცხელია-კიტეიშვილი, მხოლოდ ამ ბირთვით შეუძლია საქართველოს ევროპის ჩემპიონატზ მოხვედრა ამჟამინდელ პირობებში. ეს მატჩი კი უბრალო გამართლება იყო, რომელიც შანსებს გვიტოვებს.
გიო
დავითაშვილს თავი კვარაცხელია ჰგონია და რატო ეს არ ვიცი. სამი კაცის გარდა ნაკრებში თამაშს არავინ იმსახურებს. ბოჩოლეიშვილისნაირები უნდა მივუშვათ ღუმელთან და ბალასტს უნდა გადავუხადოთ მადლობა განვლილი უჟილკო თამაშებისთვის. ე.ი. ხვიჩა თუ ამოიკეტა გუნდი არ ვარგა, ამას ჰქვია ქვეყნის ნაკრები, ნაკრებში თამაში თუ არ გეამაყება და მიწას არ თხრი მონდომებით, მაშინ წადი რა ან ამდენ ხალხს რას უშლი ნერვებს........
სიმართლე
არ არის და არც არასდროს ყოფილან დავითაშვილი, აბურჯანია, კვეკვესკირი და ა.შ. ნაკრების სადარი ფეხბურთელები და ეს სანიოლი თუ ხიზანა მაინც ტენის და ტენის ნაკრებში. გაგნიძის ლობოტკას ტაპაჟად ჩამოყალიბება მიმაჩნია გუნდისთვის უპირველესს ამოცანად. თავდამსხმელს თუ ამოტანილ ბურთს ვერ მიაწვდი, გამოვა რამე ???
buxrika
კარგია ქულა რონავიღეთ, არაუშავს არ გამოგვივიდა თამაში, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რო არ შეგვიძლია თამა და ესაა ჩვენი მაქსიმუმი, თქვენი არ ვიცი მაგრამ მე იმედიანად ვარ.
მალხაზ ჯობავა
ჩემო კარგო ვაჟა ქუთელია, თუ არაა ჩვენი ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად მზად, მაშინ მითუმეტეს მშვენიერი ახალგაზრდები გვყავს სათადარიგოში და ისინი ვათამაშოთ და შევქმნათ მომავლის გუნდი, (რომელიც 1-2 წელიწადში ნამდვილად შედეგს დადებს) ვიდრე ეს არაფრისმაქნისი პენსიონერები ვათამაშოთ. მეორე კიდე, ყველა რო ჩაკვეტაძის თამაშს ითხოვთ ჩემსავით, ტრიბუნების მიერ იძულებით მოთხოვნილი შეცვლები არ გინახიათ მსოფლიო სტადიონებზე თუ არ გაგიგიათ ჰა, ჰოდა თქვე ოჯახაშენებულებო იმ 20 000-ს სტადიონზე მჯდომ გულშემატკივრებს არ შეგეძლოთ ერთი ხუთი წუთი მაინც გეყვირათ აუცილებელ შეცვლებზე. ან იქნებადა ის ჩამოსული ფრანგი, სულაც ვერ ბედავს თავისთვის საჭირო შემადგელობის დაყენებას.
დავით 67
უბრალოდ კარგი კი არა იდეალური სტატიაა. რაც არ უნდა იფილოსოფოსონ ფეხბურთელი გვყავს ერთი. ხვიჩა კვარაცხელია. მამარდაშვილი არაა მაღალი დონის მეკარე, ხშირად ხელიდან უვარდება ბურთი,რაც გუშინ მოუვიდა ორჯერ. გოლი ბრწყინვალე შესრულებული იყო, მაგრამ არც გააკეთა ნახტომი, ვერ მოახდინა რეაქცია. დანარჩენები ყველა ერთია. ერთ თამაშში შეიძლება ერთი სჯობდეს, მეორეში მეორე. საერთოდ მთელი ქვეყანა წარსულით ცხოვრობს, ილუზიები, ფანტაზიები სჭირს უმრავლესობას ყველაფერში. გუშინ ჩვენ კი არ ვეთამაშეთ ფრე, არამედ ნორვეგიამ ვერ მოგვიგო სასწაულად. ორჯერ ცარიელ კარში აცდენილი ბურთები იშვიათობაა. საერთოდ როცა რეალურად აფასებ ჩვენს ნაკრებს და მის შანსებს, გამოხტებიან ვიღაცეები და გეტყვიან ფეხბურთის აზრზე არ ხარო. თამაშის წინ სულ ოპტიმისტური კომენტარებია, თამაშის შემდეგ მიდის შეურაცხყოფა ფეხბურთელების მწვრთნელების მსაჯების. საკვირველი კიდევ ისაა რომ ყველამ იცის თუ როგორი შემადგენლობით უნდა ეთამაშა ნაკრებს. მოკლედ უახლოეს მომავალში ჩვენი ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერცერთ დიდ ტურნირზე, სიმართლე გითხრათ ასეთი ნაკრებით,არც მინდა, რადგან ვიცი რომ ძლიერ ნაკრებთან უბრალოდ გავნადგურდებით.
ჟორა
მაპატიეთ, მაგრამ ეს ფრე ნორდების დამსახურება უფრო იყო, ვიდრე ჩვენი ბიჭების. სწორედ მათ უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ დაცვაში არ ჩადგნენ და შენარჩუნებაზე არ ითამაშეს, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც, სწორედ შეტევაში გართულებს გამოეპარათ მიქაუტაძეზე გაკეთებული გადაცემა, რომელსაც გოლი მოჰყვა.
სოსო
სანიოლს არ მოსწონს ჩაკვეტაძე,სამაგიეროდ ძალიან მოსწონს დავითაშვილი და აბურჯანია,მე კიდე ცალფეხა ჩაკვე მირჩევნია ორივეს!!!!!
S.m
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის, კიტეს გონება აკლდა ცენტრს გოჩოლეიშვილი მაგარი ბიჭია აწი იქნება ძირითადში ისეთი ნიჭიერია კაცი მარჯვენა მცველია მარცხენაზე შეიყვანა და კვარას ეგრევე გაუხსნა სივრცეები თავისი რეიდებით, ჩაკვედაძეს დაანებეთ თავი მაგ იმ ტრავმებმა გაანახევრა კაცი დგას ცენტრში აღარ ინძრევა წინდა უკან უნდა დარბოდე თანამედროვე ფეხბურთში მაგიტომ იყო უგუნდოთ და სათადარიგო ყველგან ვაისი რომ არ ყოფილიყო არცერთი ნორმალური გუნდი არ აიყვანს თუ არ იბრძოლე
კიეზა
აბსოლიტურად ვეთანხმები ავტორს..და ერთიც..მთავარი კიყხვა რატომ არ გვყავს?იმიტომ რომ მკვდარია ბავშვთა ფეხბურთი..მხოლოდ თბილისი და ბათუმი ან დიდი ქალაქი არ კმარა..რაიონები რასაც ქვია მკვდარია და შესაბამისი შევსება არაა..რაცაა ისიც ცლკე პრობლემაა..და მერე ვეძებთ მოზეზებს..დამნაშავეს..სამწუხაროდ მარტო თამაშებს 2 ან 3 თუნდაც ვარსკვლავი ბერ იგებს
Givi
Kargi taoba modis verafers dauwuneb, magram centraluri mcvelebi gvinda kargi sazonovma iqneb itamashos didi fexburti xvadagianis imedi maqvs kidev vnaxod ra gamova,sxarti modzravi naxevarmcvelebi erti-ori,amosuntqvis sashualebas rom ar miscemen metoqes da mshvenieri gundic gamovaa...
Skeleton
სანიოლმა თქვა, ხვიჩას დონის ფეხბურთელი ჯერ არ მყოლია და არვიცი მის მიერ დატოვებული სივრცეები როგორ გამოვიყენოო. ჩემი აზრით ზუსტად ასახა რეალობა მისმა ნათქვამმა. საქართველოსაც არ ჰყოლია მისი დონის სპორტსმენი და არ იცის როგორ მოიქცეს მის მიმართ, გააღმერთოს და ხატებზე მიახატოს თუ ზედ გადაუაროს და ფეხქვეშ გათელოს. რეალურად ამ ბიჭს ჭირდება ადეკვატური რეაქცია გულშეატკივრის, კარგად თამაშის შემთხვევაში აღნიშვნა და ცუდად თამაშის შემთხვევაში ჯანსაღი კრიტიკა, ან გვერდით დგომა.რათქმაუნდა კრიტიკას ვერავის აუკრძალავ. რაც მის მიმართ ხდებოდა და ხდება არის სრული მარაზმი. როგორ ვთქვა, მეზიზღება სანაკრებო პაუზებითქო... როცა ჩამოდის მაშინვე გორდება მის მიმართ შავი პიარი. ვიღაცა ნაგავი პოლიტიკოსი ფოტოს გადასაღებად შეეტენება, ვიღაცა მისი გამოსახულებით ხატს შექმნის, ვიღაცა ავტოგრაფს თხოვს და ათასს რომ მოუწერს ხელს, ათასმეერთეს თუ ვერ მოუწერა, ის გალანძღავს აუცილებლად. არ გვყოლია ამ დონის ვარკსვლავი და არ იცის ერმა როგორ მოექცეს მას. თამაშს რაც შეეხება, ბოლომდე იბრძოლა ყველა მომენტზე და სული და გული დადო ნაკრებისთვის. ვიღაცეები ბედნიერად გაბღენძილები წერდნენ, გოლი ვერ გაიტანაო და უხაროდათ. აი როგორ ამოკეტეს ვიკინგებმაო. ედეგორმა ორი მეტრიდან რომ ააცილა, ნეტა ნორვეგიელი გულშემატკივარი თუ იყო ეგეთი ბედნიერი საინტერესოა. რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ მაგრამ ამ ტოქსიკურ საზოგადოებაში არაფერი აღარ რჩება გაულანძღავ-გადაუთელავი, ვისაც ეს მოსწონს და ამის მიმართ პროტესტი არ უჩნდება მშურს მისი. რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცას ვაპროტესტებ ამ ქვეყანაში მაგრამ საშველი არაფერია მაინც. ახლა ისევ მის ფეხის დაცდენას ელოდებიან. იმედია არ ექნება საქართველოსთან შეხება ფეხბურთის გარდა. როგორც სხვა ფეხბურთელები ისე უნდა ჩამოვიდეს ნაკრებში, ითამაშოს, წავიდეს.. კარგი იქნება თუ ცივ შხაპს გადაასხამს ყველას, ვისაც მასთან პოზიორობა მოუნდება ბობოლებიდან. 5 თვის წინ გადაღებული ფოტო ისევ თავიდან რომ გამოჭიმა ზოგიერთმა ბობოლამ და თავიდან ალანძღინეს ეს ბიჭი ხალხს, მაგაზე კომენტარს ვეღარ ვაკეთებ, გული მერევა ამ პოპულიზმით უკვე.
ika
saniols aajmevinet nakrebidan, tipma chakve, lobjanide, citaishvili da gagnize datova skamze, da atamasha aburjania da kvekveskiri romlebmac centri dakarges pirvelive cutidan da dakargaven kide bevrjer sanam scrafi da shemoqmedi igrokebi ar iqneba sastavshi
ამო
ბ-ნო ვაჟა, ყველაფერში გეთანხმებით. კითხვა: სანიოლი თავისუფალია შემადგენლობის დაყენებაში? თუ კი, მაშინ საქმე კიდევ უფრო ცუდად ყოფილა.
merabi-1960
ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ ნაკრებში ბევრია ისეთები, ახალგაზრდული ნაკრების ასაკს რომ აკმაყოფილებს. მამარდაშვილი, აზაროვი, გოჩოლეიშვილი,გაგნიძე,კვარაცხელია, დავითაშვილი,მიქაუტაძე...მალე ალბათ ვეტერანებს მადლობა უნდა ვუთხრათ, შეუცვლელის შთაბეჭდილებას უკვე არავინ ტოვებს. თუმცა მათი ჩანაცვლება ერთბაშად ვერ მოხდება, მათი შემცვლელები უნდა გყავდეს კარგად მომზადებული. რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა უნდა მოხვდეს კარგ ევროპულ გუნდში, ამისთვის ჩვენმა კლუბებმა რაღაცას უნდა მიაღწიოს ევროთასებზე. ამაში არანაირი წარმატება არ გვაქვს, ჩვენ კი გვინდა ნორვეგიისნაირ ნაკრებთან ფავორიტები ვიყოთ
გიორგი
კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა,გახსოვთ ხვიჩას ესპანეთთან რომ გაატანინა აი ეგეთი პასებით ვერავინ მოამარაგა ნორვეგიასთან ხვიჩა,კრიატიული ფეხბურთელები გვინდა, ამის პოტენციალი ჩაკვესაც აქვს!!
ბათუმელი ექსპერტი
ჩემი აზრით ჩვენ ერთა ლიგაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმ ორი თამაშის მოგებაზე ვიფიქროთ. კი ბატონო უნდა ვეცადოთ და კვიპროსს ორივე თამაში მოვუგოთ.(არცისე მარტივია). და უნდა შევძლოთ და მინიმუმ სახლში თამაში არ წავაგოთ არც ესპანეთთან და არც შოტლანდიასთან(ესეც არცისე მარტივია) უნდა შევძლოთ და შევეცადოთ გასვლაზეც არ დავმარცხდეთ (რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი). ასე რათქმაუნდა ევროპაზე გასვლა ალბათ ვერ მოხერხდება, მაგრამ ნაკრები სახეს შეინარჩუნებს და მოტივაციასთან ერთად რეალურ მიზნებსაც დავისახავთ საერთალიგოდ. მთავარია ერთა ლიგაზე დავდოთ სასურველი შედეგი და ევროზე გავიდეთ. შემდეგი შესარჩევიდან კი ჯგუფიდან გასვლაზე ვიფიქრებთ! ნაკრებს გამოცდილებაც მოემატებათ და იმედიც რეალური იქნება. მიუხედავად საკადრო პრობლემებისა მაინც გვყავს ის კონტინგენტი ვისაც დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.
pirlo
ძალიან არასწორი შემადგენლობა იყო დაყენებული, მოედნის ცენტრი ფაქტიურად იმათი იყო ბურთის დამჭერი და ამტანი შემტევებამდე არავინ იყო და იმიტომაც იყო განცდა რომ თითქოს მეტნი იყვნენ ისინი პირველ ტაიმში, ცენტრი საერთოდ იმათი იყო.... არა და რამხელა რესურსი გვქონდა ცენტრი ჩვენი ყოფილიყო ჩაკვეტაძის და გაგნიძის დაყენებით, ფლანგებზე მცველებს აყენებს შემტევებად და მართლა შემტევები სკამზე ყავდა ლობჟანიძის წიტაიშვილის და თუნდაც გოჩოლეიშვილის სახით..... აი ჩაკვეტაძე ხო საერთოდ უნიკალური შემთხვევაა რა, ყოველ გამოძახებაზე არ ათამაშებს და სულ ერთი და იგივე კომენტარი აკერია პირზე მზად არაა, როგორ არაა მზად კლუბში 90 წუთი თამაშობს სულ და მონღოლეთთანაც ეგ ამწვავებდა ყველაზე მეტად. ნახე პირველ ტაიმში დაგვახიეს ბურთი თავზე ცენტრი წაგვართვეს და არც მაშინ შემოგყავს... ვინ იღებს ამ სულელურ გადაწყვეტილებებს? დავიჯერო მხოლოდ სანიოლი???!!!
პატრიოტი
არასწორი იყო ტაქტიკა, მეტი მოძრაობა იყო საჭირო, არ უნდა მიგვეცა ბურთის თავისუფალი გორების ამდენი საშუალება, რატომ არ მოძრაობდნენ, დაღლის ეშინოდათ? არასწორი ტაქტიკა იყო შერჩელი, ასე ჩამჯდარი თამაში ქართველებს არ გვეკადრება, განა ასე ჩამჯდარი ვთამაოშობდით ლივერპულთან, ვეს-ხემთან, ფეინორდთან, ტოტენხემთან, ჰამბურგთან, აქ დინამოს წაგებული თამაშებიც ვახსენე, რაც შეეხება ნაკრებს, როცა დიდი მოლოდინები გვქონდა, ვაგებდით მოლდოვასთან, რუმინეთთან, იტალიასთან ორ ბურთს საკუთარ კარში ვაგზავნიდით, მაგრამ ახლა უკეთესებია ნაკრებში(მეკარე, დაცვა, თავდასხმა), მაგრამ სუსტი მწვრთნელი გვყავს
ლაშა
ეროვნული ჩემპიონატის დონე კიდევ უფრო უნდა ამაღლდეს, თუმცა მე ვფოქრობ საგრძნობი პროგრესი უკვე არის! ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ჩვენი კლუბების ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლა, იგივე სლოვანის მსგავსად მეოთხედფინალამდე გასვლა. რამხელა კონკურენცია იქნებოდა კლუბებში, საიდანაც უკვე ტოპ ჩემპიონატებიდან დაუკავშირდებოდა უამრავი სკაუტი ჩვენებურ კლუბებს და გაცილებით გაიზრდებოდა ნაკადი უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებისა და ადგილობრივებს მიეცემოდათ შანსი და სტიმული. ეს არის სწორი მენეჯმენტი და არა ის, რომ კვერნაძით დაინტერესებულია ნაპოლი და მას ბათუმის დინამოდან გაგრაში გაანათხოვრებ... უბრალოდ, მე და ყველა გულშემატკივარს უბრალოდ არ უნდა იგივე ფილმს უყუროს, რასაც 30 წლის მანძილზე უყურებდა!
ლაშა
ტოპ ჩემპიონატის მეორე ლიგა ბევრ აღმოსავლეთ ევროპულ უმაღლეს ლიგას ჯობია, მაგრამ საქმე მაინც ბანალურ პრობლემაშია. ადრე თუ სსრკ-დან ჩვენს ფეხბურთელებს არ შეეძლოთ ტოპ ლიგებში გადასვლა, რომელიც მათ პროფესიულად გაზრდიდა, ახლა თითოოროლა თუ მიდის ტოპ ლიგაში, ისიც კვარა წავიდა, მამარდაშვილი, ასევე გაგნიძეს და საზონოვს შეუძლიათ, მაგრამ ეს არაა საკმარისი! ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს ყველამ, უნდა რაღაც თამასამდე გაიზარდოს ეროვნული ჩემპიონატის დონე და უმთავრესი, პირველივე დაძახილზე, როგორც ადრე კიევის დინამოში ხდებოდა და ახლა დნიპროსა და შახტარში ხდება, ფეხბურთელი არ უნდა წავიდეს კვიპროსში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ჯანდაბაში! სანამ ფეხბურთის დონე არ გაიზრდება, როგორც სერბეთსა და ხორვეტიაში და ევროტურნირებზე ჩვენი კლუბები შორს ვერ გავლენ, მანამდე ასე ერთ ადგილას ვიბუქსავებთ, თუმცა მიმაჩნია, რომ ნაკრებს ნორვეგიასთან მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ განვლილს ვეღარ გამოვასწორებთ და თუ კარგად ვითამაშებთ და ჩვენს თამაშს ვიპოვით, მაშინ არაფერია შეუძლებელი. უყურებ ნორვეგიას და ტოპ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებითაა გაძეძგილი და ჩვენ? მათ მსგავსად რომ ჩვენი ბიჭები მსგავს ჩემპიონატებში თამაშობდნენ ვისზე ნაკლები ნაკრები ვიქნებოდით? მაგრამ სტატიის ავტორისა არ იყოს ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები. ნამდვილად აქვს ზოგიერთ ფეხბურთელს ტოპ ჩემპიონატში გადასვლის შანსი, მაგ. გოჩოლეიშვილს, გაგნიძეს საზონოვს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ!
მწვრთნელი
ფედერაცია გაზარდე ამხანაგური თამაშების რაოდენობა, რომ ნაკრები შეთამაშდეს! თქვენ გინდათ ოფიციალური თამაშიც მოიგოთ და ნაკრების მოთამაშეებიც შეთამაშებული იყვნენ!? მაგრე არ გამოვა! მონღოლეთი და ტაილანდი! ამას რა დავარქვათ!? წელიწადში ორი ამხანაგური თამაში! ბოლობოლო შექმენით მეორე ნაკრები ეროვნული ლიგიდან და ათამაშეთ მონღოლეთისნაირ ნაკრებებთან! ტაქტიკურ მონახაზს მაინც დაამუშავებთ შეკრებაზე!
გურულო
მთელი თამაშის განმავლობაში შეგრძნება მქონდა თითქოს ნორვეგიელები მინდორზე მეტნი იყვნენ,სადაც კი ბურთი იყო იქ აუცილებლად პირველი ნორვეგიელი იყო.შეიძლება ტექნიკა არ გქონდეს,საფეხბურთო ინტელექტით არ ბრწყინავდე,მაგრამ ცოტა რომ გაინძრე,თავისუფალი ადგილი მონახო ასე ძნელია?ჩვენები აუტსაც რომ აწოდებდნენ არავინ არ იხსნებოდა,მეტოქის ზურგ ეფარებოდა,ალბათ ქარს რომ არ წაეღო.ფეხბურთი გუნდური თამაშია და მინიმუმ 8 ფეხბურთელი მაინც უნდა გყავდეს ნორმალური,სამ მკვდარს კიდევ აიტანს გუნდი,მაგრამ 8 მკვდარი ნამეტარია!
azri
სწორი აქცენტებია, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და არ ვიფრინოთ ჰაერში. ერთადერთი გამოსავალიც კარგად თქვა ავტორმა ახალი სახეები ნაკრებში, რომლებსაც განვითარების პოტენციალი გააჩნიათ! მარჯვენა ფრთაზე რამხელა სივრცე იყო კვარას გამო და ვერ გამოვიყენეთ, არადა მთელი დაცვა მარცხენა ფრთაზე იყო გადართული. მონღოლეთთან თამაშს რომ დაგეგმავ რომელმაც ფეხბურთის თამაში არ იცის რა ქნეს გამოსცადეს ფეხბურთელები?? ნაკრები თუ არ გადახალისდა არანაირი აზრი არ აქვს. კაშიას გარდა დაცვის ხაზი არანაირ კრიტიკას არ უძლებდა, მიაღებინეს ბურთი თავისუფლად სორლოტს, ცენტრში ისე მიიღო რომ შეასრულებდა აბა რას იზამდა!
las
ნორვეგია არის საშუალო ევროპული გუნდი და მას სახლში უნდა უგებდეთ. რად უნდა ამას დიდი სჯა ბაასი რომ სანიოლმა ვერ გამოიცნო ძირითადი სასტავი და ეს მეორე ტაიმში ცვლილებების დროს გამოჩნდა. ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა ოპტიმალური სემდგენლობის დაყენება რო მოეხერხებინა ამ მწვრთნელს. უკვე ბევრი წელია რამოდენიმე მოტამაშე არ ჩამოვთვლი, ძირითადის მოთამაშედ გაიხილება და ყელამ ვიციტ რომ მათი მაქსიმუმი ესაა რასაც თამაშობენ და უკეთეს არც არავინ ელოდება, არ ჯობს ახალგაზრდა დააყენო, პერპექტიული და მე მაინც არ მჯერა მეორე ლიგის მოთამაშეების, თუნდაც ეს საფრანგეთი და გერმანიის იყოს. მეორე ლიგა მეორე ლიგაა და მათი ადგილი ნაკრებში არაა
გიო
კარგი სტატიაა
დავითი
შეუძლიათ იფრინონ,მეორეში სირცხვილი ჭამონ და ეგრე გრძელდება ყოველთვის 30წელზე მეტია. ამას თავის მიზეზები აქვს. ჩვენი შანსი ისევ და ისევ ერთა ლიგაა,სადაც გაცილებით ცოტა თამაშია და არასტაბილურობამ შეიძლება იმდენად არ იმოქმედოს.ამ ჯგუფში ობიექტურად, ოსლოში და გლაზგოში ზოზინა ცენტრით შანსი არ გვაქ,მაგრად წავაგებთ ,განსაკუთრებით ოსლოში. არც ის მგონია რომ კვეკვესკირი ან აბურჯანია სკამზე დასვას კრიშავენ ორივე ფეხბურთელს ნაკრებში. ან კობახიძეს როგორ იძახებენ, ტიპი დინამო ბათუმის კაპიტანია და ამ დროს ბათუმის სკამზეც არ დავსვავდი,ყოველ ორ ტურში თელავებთან და გაგრებთან იდირკება და ეხლა ნაკრებიო ))))))))) ლოჩოშვილმა ორი წელი რომ გამოტოვოს კობახიძეს მაინც აჯობებს.
გიორგიპირველი
თვითონ წერთ, ნორვეგია ტოპ 5 ჩემპიონატების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებულიო და მაგ გუნდს თუ 1:1 ვეთამაშეთ, რაღატო დაუშვია მწვრთნელს შემადგენლობის დაყენებისას შეცდომა? აბა რა გინდათ, გავიდეთ და ნორვეგია დავჯაბნოთ და 3:1 მოვუგოთ? რაღაც არალოგიკურებს წერთ.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა