ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

იქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან ფრით (1:1) დაიწყო. თამაშიდან გამომდინარე, ეს მაინც ლოგიკური შედეგია, მაგრამ ბოლო წუთებზე მარცხს გადავურჩით, საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე კი - Var-ის მეშვეობით დანიშნულ პენალტს.

გამოცხადებული შემადგენლობა

ვილი სანიოლის ბოლო მატჩებისწინა კომენტარებითა და მონღოლეთის ნაკრებთან დასახელებული თერთმეტეულის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ამხანაგურ მატჩში მთავარმა მწვრთნელმა ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომელსაც ნორვეგიასთან დაპირისპირებაში პირველივე წუთებიდან არ განიხილავდა. ისიც ჩანდა, რომ გამონაკლისი მხოლოდ გიორგი აბურჯანია შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველაფერი ასეც მოხდა.

როცა პირველი ტაიმი კატასტროფულად ცუდად ჩავატარეთ, ასეთ დროს შემადგენლობაზე შეკითხვები ყოველთვის იარსებებს. გამოიკვეთა, რომ ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე, მინიმუმ, 4 დღით ადრე ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ირაკლი აზაროვს, რომელიც რეალურად, ამპლუით ერთადერთი მარცხენა მცველი იყო, შესარჩევის პირველ ტურში ათამაშებდა. მანამდე სანიოლმა თქვა და ჩვენც ვიცით, რომ მას "ცრვენა ზვეზდაში" იდეალური სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. შესაბამისად, მის ფორმაში შესასვლელად დამატებითი შეხვედრა ცუდი არ უნდა ყოფილიყო, უფრო პირიქით.

ამასობაში, გიორგი გოჩოლეიშვილმა მონღოლთა წინააღმდეგ თავი შესანიშნავრად წარმოაჩინა. ამის მიუხედავად, ვილი "პირველ ჩვენებაზე" დარჩა და მარცხენა ფლანგი აზაროვს ჩააბარა. მხოლოდ ერთს ვიტყვით, გოჩოლეიშვილის შემოსვლა ნაკრების თამაშს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან დაეტყო. დროულ და ზუსტად გამოცნობილ ცვლილებასთან ერთად, არასწორად შერჩეულ სასტარტო შემადგენლობაზეც უნდა ვისაუბროთ.

სანიოლი საკუთარი თავის წინააღმდეგ?

"ჯვაროსნების" დამრიგებელმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად ის გამოაცხადა, გიორგი მიქაუტაძეს თავისი შედეგიანი სერია ეროვნულ ნაკრებშიც გაეგრძელებინა. სანიოლმა ალბათობის დონეზე დაუშვა, რომ "მეცის" შემტევი ორფორვარდიან ტაქტიკაში უფრო სასარგებლო იქნებოდა. მეორე 45 წუთში, როცა შეხვედრა გადასარჩენი იყო, ვილი ამ ნაბიჯზე წავიდა, ბუდუ ზივზივაძე შემოიყვანა, რამაც შედეგი ძალიან მალე მოიტანა. არსებული რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. შეკრების დასაწყისში მივუთითებდით, რომ ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობიდან, მოთამაშეების ფორმიდან თუ მეტოქიდან გამომდინარე, 3-მცველიან ტაქტიკაზე უარის თქმა იქნებ გამართლებული ყოფილიყო. ფაქტია, ასეც მოხდა, თამაშის გარდატეხა 4 უკანახაზელის პირობებში შევძლით. მენტალურად მზად აღმოვჩნდით, საწყის ტაიმში ასეთი კრახის შემდეგ მობილიზება მოვახერხეთ და ეს იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანია...

რა ვუყოთ ნახევარდაცვას?

მატჩამდე ვიცოდით, რომ ბურთის ფლობა ჩვენი ძლიერი მხარე არაა და შანსები უფრო კონტრშეტევაზე უნდა გვეცადა. ასეთ თამაშს ბურთის ჩაჭრა, მოპოვება და სწრაფი ფეხბურთელის, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას, დროული "შემჩნევა" სჭირდება. ამის გარდა, როცა შენი მეტოქე მარტინ ოდეგორია, იქ ბევრი მოძრაობაა საჭირო. წინა დღეებში დავწერეთ, რომ ნიკა კვეკვესკირი მონღოლეთთან მატჩში ძალიან კარგად ჩაერთო და მაშინვე მივუთითეთ, რომ ჩვენი ნახევარმცველის ასეთივე თამაში ნორვეგიის დონის გუნდთან გვჭირდება, სადაც გადაწყვეტილების მიღება და მისი შესრულება უფრო მეტ სისწრაფესთან და სირთულესთანაა დაკავშირებული. ზოგჯერ იქნებ თავს ვიტყუებთ, როცა "ერთა ლიგაზე" მეტოქეების ჯობნით უფრო დიდ მიზნებს იოლად ვსახავთ, თუმცა ამბიცია აუცილებელია, ნორვეგიასთან ფრით ხომ აღფრთოვანება არ შეინიშნება.

ნეიტრალური გულშემატკივარი რომ იყო, ნორვეგიელთა და ლონდონის "არსენალის" კაპიტნის, მარტინ ოდეგორის თამაშით, მისი ორივე ფეხის აქტიურად გამოყენებით, ტანის მოძრაობით, მთელი მოედნის ხედვით თუ სიტუაციის კონტროლით ისიამოვნებდი, მაგრამ ახლა ის ჩვენი მეტოქე იყო, საქართველოს ნაკრების შუა ხაზი კი ძალიან იჩაგრებოდა. მათ მცდელობა არ დაუკლიათ, თუნდაც გიორგი აბურჯანიას - ბურთი რამდენჯერმე ჩაჭრა, თუმცა სათანადო მოძრაობის, შემოქმედებისა და ტემპის გარეშე თამაშს ვერ გაამწვავებ და შეტევაში სივრცეებს ვერ იპოვი. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ზურიკო დავითაშვილი შუა ხაზში ძჳელებურად პროდუქტიული არ ყოფილა.

როცა ნახევარდაცვაში ნაპრალებია, დაცვის ცენტრზე დატვირთვა იზრდება და ისინი შეცდომებს უმატებენ. თანაც, ჩვენს უკანახაზელებს მუდმივად უჭირთ, პასებით საკუთარი გუნდი შეტევაში ამოიყვანონ. წინა შეხვედრის შემდეგ აღვიშნეთ, რომ ამ კომპონენტში საბა საზონოვი მოგვეწონა. გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ აშკარა გოლს გადაგვარჩინა, ფეხით თამაშისას კი შეცდომები აქვს, რაც გაშვებული გოლის საწყის ეპიზოდში კარგად ჩანდა.

ლუკა გაგნიძისთვის შანსის მიცემა კარგი სიგნალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ მატჩში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, თუმცა ალტერნატივების მეტი მუშაობაა საჭირო. სანიოლი მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მოთამაშის მოსინჯვის გამო თუ შევაქეთ, საყრდენ ზონაში ასე არ თუ ვერ მოხდა. გიორგი ჩაკვეტაძისთვის რამდენიმე წუთით დროის გამოყოფა რამენაირად შესალებელი უნდა იყოს. სანიოლს იმაში ვეთანხმებით, რომ ის დაცვასა და შეტევაში თანაბარი თამაშისთვის ამ ეტაპზე მზად არაა, თუმცა მისი უნარების ფეხბურთელი ბევრი არ გვყავს, ესეც ვიცით.

კვარაცხელიას ფაქტორი

"ნაპოლის" თამაშებით ამხელა სიამოვნების მიღების ფონზე იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იდეალური შეხვედრა არ ჰქონია, თუმცა ეს აბსოლუტურად სხვაგვარადაა. "კვარა" რამდენიმე მეთვალყურის მიუხედავად ახერხებდა, თანაგუნდელები კარგი პასებით მოემარაგებინა. ნეაპოლურ კლუბში ყველაფერი ეს სხვაგვარად "ხურდავდება", ნაკრებში კი მათი გოლად ქცევა გაჭირდა. კვარაცხელიას გატანა თავადაც შეეძლო. გარდა ამისა, ის დაცვით ფაზაში ძალიან ბევრს მუშაობდა და რამდენიმე ნორვეგიელის მუდმივად საკუთარ ნახევარზე "მიჯაჭვით" საქართველოს ნაკრებს მასიურ იერიშებს არიდებდა.

წინ ივნისის გასვლითი მატჩებია, სადაც დღეს არსებული პრობლემები მაქსიმალურად უნდა აღმოვფხვრათ!..

P.S. Sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელთა ხელშეწყობით ჟურნალისტებმა ბათუმში შეხვედრაზე დასწრება შევძელით.

• გუსანი

ერთში სხვა აზრი მაქვს, ლოჩოშვილს ეხება: ეგ ბიჭი ჩემი იმედგაცრუებაა, თითქმის ყველა თამაში ნანახი მაქვს, ავსტრიიდან დაწყებული, ვერ გაიზარდა, კი ფიზიკურად სხვებზე ძლიერია და მახარებდა, მაგრამ უნარებში ძალიან შებოჭილი, მომენტებში იკარგება სხვებივით,თამაშს კარგად ვერ კითხულობს, აკომპენსირებს უხეში ძალისმიერი მიდგომით -ამაში კი სხვებს ჯობია მაგრამ საფეხბურთო ინტელექტში ჯერ-ჯერობით ვერ გაიზარდა

• გუსანი

რა? აბურჯანია? ეს შენელებული კადრი? ობიექტური რომ ვიყო ვიტყვი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გადავახვიე და დავუკვირდი მის მოძრაობებს გაკეთებულ თუ გაუკეთებელ პასებს, მოედანზე გადაადგილებას-აბა სირბილი მაგან არ იცის, აჩქარებაზე ხომ ზედმეტია საუბარი, შედეგი სრული ფიასკო, ჩაკვეტაძე ვერ დავიჯერებ რომ 20-25 წთ მაინც ვერ გაქაჩავდა ტემპს... დღევანდელი ნახევარდაცვა ჩამოსაწერია, იქნებ ახლებმა გაამართლონ, მომეწონა გოჩოლეიშვილი, სხვებისგან განსხვავებით მომენტებს კითხულობს და დასწრებაზე თამაშობს,გაგნიძეც მაინტერესებს....

• უვიცი

გმირობიდან ანტიგმირობამდე ერთი ნაბიჯია და ეს ზურიკო დავითაშვილზე მახსენდება, როცა ფენომენალური გარღვევა მოაწყო და დასარტყმელად და ალბათ საუკუნის გოლის გასატანად წამის მეასედი დააკლდა. ალბათ რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში. ნაიკის რეკლამიდან რუნის მონაკვეთი:)

• უვიცი

კვარაცხელიაზე ცუდის თქმებს არ ვართ, მაგრამ ნორვეგიასთან კვარა იყო რიგითი ფეხბურთელი მაღალი კლასით, რაც პრინციპში მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ სამჯერ გააკეთა საფირმო შემოწევა ცენტრში და დაარტყა კარისკენ, თუმცა ერთხელ ძალიან უხეიროდ, ერთხელ ნაკლებ უხეიროდ და ერთხელაც კარგად, როდესაც ერთი მეტრით აცდა ბურთი კარს.

• Რაგბის ფანი

სანიოლის დილეტანტობას თავი რომ დავანებოთ, ფედერაცია აკომპლექტებს შემადგენლობას სატრანსფერო ფეხბურთელებით, აგენტებთან ფულის წილში არიან. ჩემი ვარაუდი ასეთია. ჩაკვეს არ შემოყვანა იყო ქვეყნის ღალატი.

• ხათუნა

საინტერესოა საქართველოს კარგი ქართველი მწვრთნელი არა ჰყავს, მაინცდამაინც უცხოეთიდან რომ ჩამოჰყავთ და რა ვიცი რამდენს უხდიან? დავიჯერო ჩვენთან არ არის კარგი სპეციალისტები? ეს ფრანგია თუ ვინცაა მოსაწონია მისი საქმიანობა? რატომ არ უნდა ჰყავდეს საქართველოს ნაკრებს ადგილობრივი ხელმძღვანელი, რატომ?

• მრჩეველი

რაგბში ზელანდიასთან ფეხბურთში ნორვეგიის შედარება ჩავთვალოდ ხუმრობად! ისე ჩვენზე წინ ვინც არი იმათთან მოგება თუ არ შევძელით მაშინ საერთოდ აზრი აქვს ასეთ მიდგომას? ისე მართალია, ასეთი დაბალი კლასის მოთამაშეებით არც უნდა გვქონდეს ნორმალურ გუნდთან წარმატების იმედი - გაგვიმართლა და მამარდაშვილმაც მაგრად გვიშველა, თორემ მინიმუმ კიდევ სამი ბურთი უნდა გაეტანა ნორვეგიას.

• Roni-ს

ნახევარდაცვის ქება სად წაიკითხეთ, თქვენ სხვა სტატიას ხოარ გაეცანით? გარკვევით წერია, კვეკვესკირი მხოლოდ მონღოლეთის დონის გუნდებთან ვარგაო. აბურჯანიას რაც შეეხება, გვაქვს იმის ფუფუნება, პორტუგალაიში ბოლო დროს სტაბილურად მოთამაშე არ მივიწვიოთ? ლობოტკა გვყავს და გვიმალავთ?

• თემო

100% იანი სიმართლეა. ქართველების კომენტარებში ყველაა დამნაშავე ( მწვრთნელი,ამინდი, კლუბში რომ არ ათამაშებენ და ა.შ).ოღონდ ყველას ავიწყდება რომ ნებისმიერი სპორტის სახეობა პირველ რიგში არის ფიზიკური მომზადება და უაღრესად დიდი შრომა. კარგად მომზადებულ სპორტსმენს იშვიათად ემართება მძიმე ტრამვები ( ამის ნათელი მაგალითია ფეხბურთში თუნდაც მესი თუ რონალდუ) ეს დაზიანებები შედეგია ფიზმომზადება ნაკლებობაში. კვარაცხელიას მაგალითიც მაჩვენებელია იმის თუ რა დიდი სამუშაო აქვს მას ჩასატარებელი რომ მართლაც დიდი ფეხბურთი ითამაშოს.იგივე ნაპოლის შემადგენლობაში არიან ლობოდკა,მარიო რუი, ოსიმენი,კიმ მინჯაი, ზელენსკი რომლებიც 90 წუთი ისე ირჯებიან მოედანზე თითქოს თამაში 5 წუთის დაწყებულია. საუბედუროდ ჩვენ ( არა მარტო ფეხბურთში) ამ მხრივ უდიდესი ნაკლი გაგვაჩნია და პროფესიონალური სპორტი ეზოში თამაში გვგონია.

• კახა

საცოდაობაა, კომენტარი კი არა პოლიტიკური განცხადებაა. ასეთი მენტალიტეტით კიდევ კარგად ვართ, სად ერეკლეო რა...

• Roni

რა არის ეს სტატია სანიოლამ დაწერა ხიზანამ თუ იაშკა? რა კვეკვე იყო კარგი რა აბურჯანია? ჟურნალისტები ხართ თუ რა ხართ? ფეხბურთს არ უყურებთ? სად ნახავ აბურჯანიას და კვეკვეს ნაირ კუ ნახევარდაცვას? სერია ც საც კიარ ეყოლება ალბათ..... მაგათ ხელში რისი მიღწევა გვინდა? თვითონ შეგნება არ აქვთ სანიოლს თვალები არ აქვს... არანაირი 3-5-2 ჩვენ არც კარლოსი გვყავს ფლანგებზე და არც კაფუ რო მაგ ტაქტიკით ვითამაშოთ!

• irakli81

ზურაბ- აბა მაკედონიასთან და ბულგარეთთან შენ გაიტანე გოლები?

• გიორგა

ნახევარდაცვა ძალიან სუსტი გვყავს კანკავა და კიტეიშვლილი ძალიან გვაკლია

• zurabi

ეგ ტელევიზორში რაც შეამჩნიე და ტრიბუნიდან გაჩერებულ ცხვრებს გავდნენ ჩვენები .კვარამ ლიდერის ფუნქციები თუ არ აიღო და გაექცა მეურვეებს ყაზახეთიც დაგვამხობს .

• Ucxo

ჩაკვე აუცილებლად უნდა შემოეყვანა და არა მეორე ტაიმში არამედ პირველივე ტაიმში დაწყებიდანვე გამოჩნდა როგორ ბატებივით აირივნენ და მისახვედრიც იყო რომ გოლი შორს არ იყო კიდევ კარგად გადავრჩით რომ ერთ გოლზე მეტი არ მივიღეთ.

• zurabi

ჯერ არც კვარას ნაოფლარი ჩანს .

• ჟორა

როცა ნაკრებს მწვრთნელი რამდენიმე დღით შეკრებს ბიჭებს, მისი ამოცანა ფეხხბურთელების შეთამაშება უნდა იყოს. როცა შესარჩევის წინ ასეთი ფუფუნება გაქვს, როგორიც ამხანაგური თამაშია, სად თუ არა, აქ უნდა გაისინჯოს ბიჭების შეთამაშების დონე. ჩვენ კი რა მივიღეთ? ამხანაგური თამაში თამაშისათვის და არა ბიჭების შეთამაშებისათვის, ეს მწვრთნელის შეცდომად უნდა ჩაითვალოს. ჩაკვე თუ მთლიანი მატჩის სათამაშოდ არ იყო მზად, 25-30 წუთით ხომ შეეძლო მაღალ დონეზე თამაში?. რაც შეეხება იმას, რომ ბიჭები არაზუსტ პასებს აკეთებენ, ეს ნამდვილად არაა მწვრთნელის ბრალი.

• გიორგი

ქეცბაიას მახსოვს ტელევიზიაში სახალხო დაკითხვა მოუწყვეს ჟურნალისტებმა (YouTube-ზე დევს, ნახეთ) და ვაისი ისე წავიდა ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვავთ და ამ შტაბსაც თავზე ხელს უსვავენ. ქვეყანაც ასეა, პასუხი არავის არაფერზე მოეთხოვება. ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !!!

• გიუშა

იქნებ კი არა 33 წელია თავს ვიტყუებთ,როგორც ადრე ეზარებოდათ სირბილი ისევე ახლა,არავითარი მუღამი,აი ისეთი სქოთებს და ირლანდიელებს რომ ჩვევიათ,უბრალოდ ვალის მოხდის მიზნით თამაში ...არა მე ამათ თამაშის მყურებელი აღარ ვარ,ნერვები აღარ მყოფნის,თუ რამეს მიაღწევენ ჩემზე მეტად არავის გაუხარდება მაგრამ თქვენს წვალებას ვეღარ ვუყურებ

• გიორგი

ნახევარდაცვაში ჩაკვეს ადგილი რო არ გამოიძებნა თუნდაც მეორე ტაიმში და აბურჯანიას და კვეკვესკირის ადგილი იყო, ეს სანიოლის ხედვის პრობლემებზე მიუთითებს და კიდევ იმაზეც მიუთითებს რო სანიოლი მთლად დამოუკიდებელი არაა ნაკრების დაკომპლექტებაში. სხვა როგორ გავიგოთ როცა გყავს ტალანტი, თუნდაც ტრამვების გამო პრობლემებით, მაგრამ ერთი პასით შეუძლია მოჭრას მოწინააღმდეგის მთელი დაცვა და საგოლე მომენტად აქციოს, როგორ არ უნდა გამოიყვანო თუნდაც მეორე ტაიმის დასაწყისში როცა გოლი გაქვს გასატანი. კვეკვესკირმა პირველივე შეხება შეცდომით დაიწყო, აბურჯანია ბალახისმჭამელი დინოზავრივით დაიზლაზნებოდა მოედანზე, დავითაშვილმა ნეტა საერთოდ თუ იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან, რატო ყოყლოჩინობს და თავისი უნარების წარმოჩენა მარტოდმარტო სირბილით რატო უნდა, საერთოდ რას გავდა ეს თამაში, კომენტატორებიც კი გულისამრევები არიან, რას ბოდიალობენ თუ წარმოდგენა ქონდეთ მე ვიყო ჭიჭვეიშვილი. ჯერ მიქაუტაძე აკრიტიკეს და მერე თურმე სასწაული სეზონი აქვს მეცში. ნორვეგიელები თურმე კარგ კლუბებში გამოდიან და მოგვიგებე. აბა რა იქნებაო, ვინ აუკრძალა ჩვენებს კარგ კლუბებში გადასვლა? ვისაც მაგის შნო და შეძლება აქვს ის თამაშობს კიდეც კარგ კლუბში. აბურჯანიას და კვეკვესკირს ნამდვილად არ წაიყვანს არა თუ მეორე არამედ მესამე და მეტი დაბალი დონის გუნდიც. ლეხს და პლოცკს ვერ გაცდებიან ეგენი. იმდენი ტვინიც არ აქვთ რო თვითონ გააკეთონ განცხადება ნაკრებიდან წასვლაზე რო ახალგაზრდებს დაუთმონ ადგილი, ოქროს თაობას რომლებმაც უნდა ირბინონ და ისწავლონ...

• სვანსკი

ეს თუ შეკვეთილი სტატია არ არის მკვდარი სული საზონოვი რანაირად მოგეწონა

• გოჩა

ჯინი კიარა მაქვს ვინმეს,დავითაშვილმა 3 კაცი მოატყუა არ მისცა პასი მიქაუტაძეს და ბოლოს რა ექნა ბურთისათვის არ იცოდა,1980 იანი სისწრაფით თამაშობდა აბურჯანია,ფიზიკურად თუ არ იყო მზად აბურჯანია არ იყო მზად,კაშიამ ძალიან სუსტად ითამაშა,მოედნის ცენტრი არის ყველაზე დიდი პრობლემა,კაკაბაძის დარტყმა კარში მეორე ტაიმში როდესაც ხვიჩა თავისუფალი იყო ბოლოს ორივე ხელები ასწია,გინდათ სიმართლე ყველაზე კარგად მაინც ხვიჩამ ითამაშა,დავითაშვილი საერთოდ თავმოჭრილი ქათამივით დარბოდა,ჩაკვე უნდა დააყენოს,საზონოვიც და გოჩოლეიშვილიც,გაგნიძემ კი დაუშვა შეცდომა,როდესაც შეტევა ჩვენი უნდა ყოფილიყო,მაგრამ აბურჯანიას სიარულს მინდორზე ჯობდა ამას ერბინა,მამარდაშვილი კარგი იყო,მიქაუტაძეს მისცეს ნორმალური პასი და ქარივით ჩაურბინა ორ მცველს და შეაგდო,გოლზე დაგეშილია,მაგრამ ბურთი თუ არ მისცეს უბურთოთ გოლს ვერ გაიტანს,ზოგადად აქვს გუნდს პოტენციალი,ბოლო ბოლო ვთხოვოთ ჯაბა კანკავას და დაბრუნდეს ამ შესარჩევისათვის მაინც,არადა მაშინ ახალგაზრდები დააყენონ,პირველი ტაიმი იყო კატასტროფა მაგრამ ხვიჩას ჰქონდა მომენტი,მიეცა დავითაშვილს პასი მიქაუტაძესთვის და შეიძლება გაეტანა კიდეც,კაცმა სამ კაცს გვერდი აუარა და მიეცი პასი შე კარგო ადამიანო,ზურიკომ ვერ ითამაშა,მაგრამ რომ ვაკრიტიკებ იმას კიარ ნიშნავს პოტენციალი არ აქვს,პირიქით,ძალიან მაგარი ფეხბურთი შეუძლია ითამაშოს,მოუმატებს აუცილებლად,ისევ სისწრაფეების პრობლემა,ტაქტიკა სწორად შეცვალა სანიოლმა,უფრო მეტი სისწრაფე და პასები დროულად,მოუმატებს ჩვენი ნაკრები არაუშავს წინ გველოდება ბევრი გამარჯვებები.

• სვანსკი

მარტო მანდ რომ არ გვჭირს ჭირი მაგაშია საქმე,(საფრანგეთში პენსიის ასაკს ორი წელი მოუმატეს და მთელი საფრანგეთი ლამის გამოწვეს) ჩვენი დაცვა დგას ბუჩქივით ისე რომ შეიძლება ძაღლმა მიაფსას და ჩვენი კომენტატორები პირიქით აქებენ რაც შეუძლიათ

• ლაშა

ყველასთან მოგებას რომ ითხოვთ, გუნდების რეიტინგები მაინც შეადარეთ. ნორვეგია 35 ადგილით წინ არის. შესაბამისად, ფრე კარგი შედეგია. გვინდა ერთია, რეალობა მეორე. ეგრე, რაგბიში ახალი ზელანდიის დამარცხება გვინდა, კალათბურთში აშშ-ს ნაკრების და ა.შ. ვულოცავ მიღწეულ შედეგს.

• დათო

ჩვენს ნაკრებს ყოველთვის ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები.ქართველი ფეხბურთელების 70 % არ არის (ფსიქოლოგიურად მყარი) და ეს რთული ცხოვრების შედეგია.

• Charley

ყველაფერი ზედაპირზეა სანამ საყრდენ ზონაში გვეყოლება უეფექტო შენელებული "სტოლბები" აბურჯანია-კვეკვესკირის სახით რაიმე ღირებულს არ უნდა ველოდეთ. საშუალო დონის გუნდი ოდნავ გვაპრესინგებს და ცენტრი პრაქტიკულად "პრახადნოი დვერია" ასევე დაცვის ცენტრში აუცილებლად გვჭირდება ერთი მაღალი კლასის კვალიფიციური ცენტრ: მცველი თორემ კვარამ რაც არ უნდა შეუძლებელი შეძლოს და წინ გაგვიყვანოს ეს საყრდენები მეკარის ბაქანთან ისევ "შემოგვიცილებენ" მეტოქეთა შემტევებს და თუ ოდეგორმა გუშინ ორი "გამაზა" სხვა არ გამაზავს და კვარას ნაოფლარს წყალში ჩაგვიყრიან. სამწუხაროდ არ აქვთ ამ ორს კლასი და აწი ვეღარც შეიძენენ ამიტომ უმჯობესია გაგნიძეთ ჩანაცვლდეს საყრდენი ზონა თორემ ამ ორით ჩვენი გუნდი ლამის მინუს ორი კაცით გადის მოედანზე. ასევე უფრო სწრაფი კომბინაციური ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ ჩაკვეტაძე კი "დისპეჩერი" უნდა იყოს რომ ფორვარდებზე გრძელი პასები პერმანენტულად კიდოს მეტოქის საჯარიმო მისადგომებთან და არ ვიყოთ მხოლოდ ამ ყბადაღებულ კონტრშეტევებზე და ჩაციკლული მეორე ნომრად ფავორიტთანაც და აუტსაიდერთანაც. მატჩის წინ რასაც ვამბობდი ცენტრი არ უნდა "დავკარგოთ" თქო მთავარი ეს იქნებათქო მაგრამ რა გინდა რომ ქნა კვეკვესკირი აბურჯანიას პირობებში. პიროვნულად შეიძლება სრულებით იდეალური ადამიანები არიან მაგრამ მოედანზე იდეალურობისაგან ძალიან შორს არიან რბილად რომ ვთქვათ.

• ლევანი

ეს რა ჭირი გვჭირს ტოო? არ უყურებთ სხვებს? თამაშის მერე, ეგრევე ინტერვიუები, მსჯელობა, განხილვა და ა. შ. ჩვენ? უნიჭო კომენტატორები, რომლებიც ისედაც დაწყვეტაზე ნერვებს, უარესად გვაწყვეტენ და დამთავრდა თამაში, ნახვამდისო და გათიშეს. სამწვრთნელო შტაბი ვალდებულია ახსნას, რატომ არ გამოიძახეს ლოჩოშვილი.ჟურნალისტები ვალდებულები არიან იმდენჯერ დაუსვან ეს, თუ სხვა მტკივნეული კითხვა, სანამ პასუხს არ მიიღებენ. თორემ ეს რა იყო? ცენტრი გუნდს არ ყავდა, დაცვასაც შეცდომები უათმაგდება ასეთ დროს. გაგნიძე არის აუცილებელი მამოძრავებელი, ხვალინდელი ნაკრებისთვის, საზონოვიც, ჩემი დიდი პატივისცემა მათ. აქ სანთლითაა საძებნი ნიჭიერი ბიჭები, მაგრამ ხვალ შეიძლება მათაც არ დაუძახონ, და არც არავინ ახსნის რატომ. სწორი მიდგომების გარეშე, წარმატებაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ნეტა როდის გავიგებთ და ვისწავლით ამას. დიდება საქართველოს!

• beqa

აბა რას ფიქრობთ შოტლანდიაში ფრე იქნებაა?

• დათო

არანაირი 3-5-2 სქემიტ არ გვითამაშია თავიდან !! რეალურად იყო 5-3-2 ხაზე თამაშობდა 5 მცველი მშვენეივრად ჩანდა ტელევიზორში, 3 ჩვენი ნახევარმცველი ცენტრში იყო შემჭიდროვებული და ფლანგები გაიხა, იმიტომ დაგვახიეს თავზე ბურთი პირველ ტაიმში. ნახევარდაცვაში გვაკლდა ხალხი. მერე მიხვდა სანიოლი და მოხსნატაბიძე, ხვიჩამ მარცხენა მხარე დაიკავა ნახევარდაცვის და არაფრის გამკეთებელი დავითაშვილის ნაცვლად ლობჯანიძე დადგა მარჯვენა ფლანგზე. რამაც ნახევარდაცვაში ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა. ბუდუს მაგივრად მე თუ მკითხავ ჩაკვეტაძის შემოყვანა აჯობებდა უფრო დაალაგებდა თამაშს და პასებს დაარიგებდა. მეორე ტაიმში 4-4-2 ის მაგივრად 4-5-1 სქემით უნდა გვეთამაშა ...

• მათე

წინა კომენტარშიც დავწერე და ახლაც ვწერ, რომ ნახევარდაცვა და დაცვა პრობლემური გვყავს, სათამაშო პრაქტიკის და ფიზიკური კონდიციის დონე დაბალია, ჩაკვეტაძე იმის აჩრდილია რაც იყო და თან ნორვეგიასთან მისი გამოყვანა იქნებოდა მინიმუმ ერთი ფეხბურთელით ნაკლები დაცვაზე ორიენტირებული, მე მის შესაძლებლობებს არ ვაკნინებ ძალიან ნიჭიერი და ტექნიკურია მაგრამ ის სითამამე აქ დაკარგული რაც ტრამვმადე ქონდა აშკარად ერიდება ბრძოლებში შესვლას ეს სლოვანის თამაშებზეც ჩანდა, მემგონი აჯობებდა გაგნიძესთვის მეტი დრო მიეცა ვიდრე აბურჯანიასთვის, ჰოლანდის ყოლის შემთხვევაში ამ თამაშით მემგონი შანსი არ გვექნება სამწუხაროდ.

• გოგი

თამაშის წინ მუხლზე დადგომა რა ტრენდი შემოიტანეს ძირითადში და ყველა ასაკობრივი ნაკრებში. ამას ევროპაში არც ერთი გუნდი არ აკეთებს ინგლისის გარდა. კობიაშვილის მოთხოვნაა?

• MARGALONA

იცით რა მაინტერესებს? კალათბურთსა და სხვა სახეობებში რომ ხდება ნატურალიზება ნუთუ ფეხბურთშიბარ შეიძლება ლჲეღჲ ცენტრე ის ნატურალიზება რომლებიც თავიანთ ეროვნულ ნაკრებში რომ ვერ ხვდებიან მაგალითად ესპანელების ან ბასკების რომლებსაც ნახევარზე მეტს ისედაც ჩვენის მსგავსი გვარები აქვთ ან თუნდაც თურქეთის ლაზების?!... ან მივცეთ იმ მარადაშვილს სასწრაფოდ პასპორტი

• გიორგი 50

ჩემი აზრით, გუნდში არის 2-3 ხანდაზმული(მაგრამ პატივსაცემი) ფეხბურთელი.... მათ მეტსახელად ჰქვიათ: კუ. თუ ისევ დარჩებიან გუნდში, ჩვენ თანამედროვე ფეხბურთს, რომელიც აგრესიულ პრესინგზეც არის დაფუძნებული, ვერ ვითამაშებთ... რაც გამოჩნდა კიდეც ნორვეგიასთან, როცა 6-7 ფეხბურთელი დარბოდა ართმევაზე და 3-4 კი უყურებდა... მაგიტომაც ამოდიოდნენ ადვილად და უპრობლემოდ ათამასებდნენ ბურთს ჩვენს ნახევარზე... გამგები გაიგეებს... წარმატებები ნაკრებს..

• სიპივე ჩაბალალა

ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში ჩემი საყვარელი თამადა ხარ, ღვთისავარა ანთაძე!!!

• aburjga

გასვლაზე ნორვეგიას ისე დავამარცხებთ, ისე გავანგრევთ, რომ ნორვეგია მწვრთნელს გადააყენებს!

• Master

ათი წლის წინ ასეთ თამაშს აუცილებლად წავაგებდით 0-2-ს.აშკარად გაზრდილია საქართველოს ნაკრები და საშუალო ევროპულ დონეს უახლოვდება.რა თქმა უნდა შეცდომები არის და ბევრი მუშაობაა საჭირო.მამარდამ ორჯერ გვიხსნა,მაგრამ გოლი მის სინდისზეცაა,საჯარიმოს გარედან საშუალო სიმაღლის დარტყმულის გაშვება მეკარის ბრალია.კაშიას გარეშე რას დაემსგავსება ჩვენი დაცვა წარმოდგენაც არ მინდა.სასწრაფოდაა საჭირო მისი შემცვლელის მოძიება.ლოჩოშვილს რას ერჩიან ვერ ვხვდები,არ მჯერა რომ კობახიძეზე და ტაბიძეზე უკეთესი არაა.აგერ ოსტიგაარდი საერთოდ არ თამაშობს ნაპოლში,მაგრამ ნაკრებში ორი 90 წუთი ათამაშეს.გჯერათ რომ ტაბიძე უკეთ ითამაშებდა ვიდრე ლოჩოშვილი?საყრდენ ზონაშიც ბევრი პრობლემაა,რატომ ერთხელ მაინც არ ვცადეთ ამ პოზიციაზე(ნუ ოდნავ წინ) ჩაკვეს გამოცდა?მოისრაფიშვილიც იმსახურებს შანსს ნაკრებში.ჯგუფი კი ძალიან ძლიერია.მაგალითად შოტლანდიამ თავისუფლად მოუგო ესპანეთს და ნორვეგიაზე უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.ესპანეთი ესპანეთად და შოტლანდიაში და ნორვეგიაშიც ძალიან გაგვიჭირდება.ნაკლებია შანსი ამ ჯგუფიდან გასვლის,მაგრამ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო,კიდევ უნდა გავიზარდოთ რომ უფრო ძლიერები ვიყოთ ერთა ლიგის ფლეი-ოფისთვის.სანიოლის კი ვერ ვუსაყვედურებთ.მისმა გუნდმა მეორე ტაიმი კარგად ითამაშა და ავად თუ კარგად ტაიმი მოიგო.როგორც ნათქვამია მეორე ტაიმი მწვრთნელისაა.წარმატება საქართველოს...

• მიმინო

ამმტანები-აბურჯანია,კვეკვესკირი ძალიან ნელა ირჯებიან.მაგათ რომ ეყოჩაღად შუა ხაზს სწრაფად გავივლიდით.იქნებ საზონოვი და გაგნიძემ ივარგონ.კვეკვესკირს უნდა ეხვეწო რომ პასი დროულად გააკეთოს? განსაკუთრებით პირველ ტაიმში.მანუჩარ მაჩაიძე რომ გაუშვა ახალკაცმა გუნდიდან-მოვიდა ზაურ სვანაძე--2-3პასით გადაჰქონდა ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე-აქ კი საჭიროა თუ არა იმათ საჯარიმოდან მამარდაშვილზე ხშირი იყო პასი.სანიოლი გონიერი კაცია-თუმცა ზოგ ჟურნალისთს საკუთარი თავის უფრო სჯერათ.იმედია შეცვლის რაღაცას ფრანგი მწვრთნელი

• ძველი გულშემატკივარი

ზედმეტ დრამატიზირებას ვუკეთებთ სიტუაციას! - ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდია და არავინ მოატყუოს ესპანეთთან მატჩის ანგარიშმა (0:3). ამაში დავრწმუნდებით ჯგუფში დარჩენილი მატჩების შემდეგ. - ქართველ ადამიანს და მათ შორის სპორტსმენებს, პრინციპული (თუნდაც არაპრინციპული) თამაშების დროს, განსაკუთრებით დამამთავრებელ ფაზაში, სჭირდებათ ერთგვარი გამაღიზიანებელი ფაქტორი. აიღეთ რაგბისტები, კალათბურთელები, ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს იწყებენ ერთგვარი მარწუხებით და ამ მარწუხებიდან თავისუფლდებიან მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე გუნდი დაწინაურდება. ჩემი აზრით ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი სპორტსმენების მენტალობა და ფსიქოლოგიური მომზადებაა.

• irakli81

ერთა ლიგაზე, ბულგარეთთანაც და მაკედონიასთანაც, გასვლაზე უკეთ ვითამაშეთ ვიდრე სახლში, იმედი დავიტოვოთ, რომ ნორვეგიასთანაც იგივე მოხდება. ყვლაზე დადებითი რაც იყო ჩემი აზრით ისაა, რომ ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ გუნდმა ყურები არ ჩამოყარა, თამაშის გამოსწორება შეძლო და გოლიც გაიტანა.

• QT

ოდეგორის პოზიციაზე იდეალური იქნებოდა ჩაკვე, ოღონდ 4-4-2 ან 4-5-1 სისტემით თუ ვითამაშებდით. გამიჩნდა, რომ 4 მცველითაც კარგად შეგვიძლია თამაში და ეს ნომინალური 5 მცველი უკვე ზედმეტია.

• G.LA

მადლობა ბატონო ღვთისავარ კონკრეტულად რომ დაწერეთ შეცდომებზე და კონკრეტულად გოჩელეიშვილზე, ამ ბიჭმა დაიმსახურა. მე თან მიხაროდა თან ბრაზი მახჩობდა ისე თამაშობდა, როგორ შეიძლებოდა გოჩოლეიშვილის სკამზე დასმა? ბიჭმა აიკლო თავის ფრთაზე მთელი ნორვეგია წინ და უკან ყველაფერში, ასართმევი აართვა, მოსატყუებელი მოატყუა და პასები აკეთა, ძალიან მომეწონა და ჩვენ ხმას ვინ გაიგებს თუ თქვენ არ იტყვით? ეს მისი 2,5 თამაშია თუ არ ვცდები ნაკრებში და პირველი ოფიციალური იყო მგონი, მე ასეთი დებიუტი არ მაგონდება არავისგან. შემადგენლობა მთლიანი არასწორედ იყო შერჩეული ესეც ფაქტია. ჩდება კითხვები ვინ აყენებს შემადგენლობას. სანიოლზე შეიძლება გარემოცვის ზეგავლენა მოქმედებს ასე დავალებით არ მგონია, მაგრამ ფაქტია ნაკრები ბალასტს ვერ ელევა და გაუმართლებელი ტაქტიკაც გაურკვევლობაში გვაგდებს. რა იხარშება ნაკრებში ფედერაციისგან ზუსტად ძნელია ამოცნობა, მაგრამ ძალიან წუმპეში ვართ უკვე აშკარაა. რაც ხდებოდა ნაკრებში ადრე ფედერაციიდან იგივე გრძელდება და საშველი არ ჩანს. თუ ევროპაზე ვერ გავალთ ჯგუფიდან ან პლეი ოფიდან მოგვიწევს ფედერაციასთან წყლის ჭავლებზე დროშების ფრიალი. კი ისევ პოლიტიკაა რადგან მენტალობა ამ ფედერაციის არის რუსლუი. რუსულია ყველაფერი რაც კეთდება ისე ვიღაცის რაღაცა ინტერესებით. ყველაფერი თუ არ ვიცით ბევრი ვიცით და ბევრიც გვსმენია, აღარ მთავრდება ეს. მახსოვ ყაზაიშვილის ვიღაც ნაძირალა კრიმინალი რატომღაც ერთ ერთ ნაკრების ფუნქციონერს რომ ურეკავდა და ნაკრებში თამაშს აგვარებდა მასთან. გააძევეთ ეგ ტიპი მაქედან, მეც ვიცი ეგ ვინც არის თქვენც მშვენივრად იცით. ასეთი ბრილიანტის ბიჭი არ გვყოლია და წყალში არ გადაგვიყარო ეს დიდი ძღვენი ქართველებისათვის განგების მოძღვნილი. ხვიჩას გვერდით ბალასტები მორჩეს კობიაშვილო.

• მწვრთნელი

მხოლოდ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ტექნიკური მზადყოფნა მოთამაშეების მოიგებს თამაშებს! მოთამაშეს რომელსაც არ ეძლევა დრო საკუთარ კლუბში გარკვეულ წილად განიცდის ზემოთხსენებული თვისებების ნაკლოვანებას! საერთოდ ნაკრების მწვრთელები ვერ დაიწყებენ მოთამაშეების ნაკრების შეკრებაზე პიროვნულ ჩამოყალლიბებას (დრო არ ეყოფათ)! ამიტომ უნდა გამოიძახო ნაკრებში ისეთი მოთამაშეები რომლებიც როგორც იტყვიან 100% არიან მზად ბირთვის შესაკვრელად! კი არიან ისეთებიც, როლებიც იმედის მომცემებია (ნიჭიერები არიან), მაგრამ მათი რაოდენობა გამოძახებული მოთამაშეების 15-20% უნდა შეადგენდეს! მთავარი რა არის, როცა ნაკრების მოთამაშეს უხდება თამაში თავისნაირ გამართულ თანაგუნდელთან მწვრთნელსაც ეძლევა შესაძლებლობა ხაზების შეთამაშების ან ტაქტიკური მონახაზის განხილვა-გადაწყობის! ამიტომ საინიოლმა უნდა იმუშავოს როგორც თავის თავზე ისე ნაკრების მოთამაშეებზეც, რომ განვითარდეს და შესისხლხორცდეს ნაკრები! ამას სჭირდება დრო და ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერა! ამხანაგური თამაშების რაოდენობის გაზრდაა აუცილებელი! ერთი ორი თამაში ვერ აჩვენებს ნაკრები რა დონეზე განვითარდა!

• დიმა

დღევანდელი ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი აბურჯანიაა. კიტეიშვილი წყალივით საჭიროა ამ პოზიციაზე მინიმუმ გაგნიძე, ანანიძე იდეალურად თამაშობდა ამ პოზიციაზე ეს სამეული კი დაახლოებით ერთი სტილის ფეხბურთელები არიან. გუშინ რაც დაგვაკლდა ეს იყო ცენტრში ბურთი, 5 პასი არ გაგვიკეთებია ამ წერტილში.

• Gia

Tu zlierebtan xshirad ar itamashebs done ver awev. Bdivizionshi erta ligas hi ufro daixveweba nakrebi da bijebi uketes gundebshi gadavlen.klasi unda avwiot

• სოსო

კარგი ანალიზია,ღვთისავარ ანთაძე!ჩაკვეს არ გამოყვანას,ვამართლებ!მსაჯობა ხომ ვნახეთ!მსაჯი,თითქმის არ უსტვენდა,ხისტ თამაშზე და ახმახ ნორვეგიელებთან ისედაც ტრავმის განმეორების შიშისაგან, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერთავდახსნილ გიორგის,ძალიან გაუჭირდებოდა თამაში.არც ის იყო გამორიცხული,მართლაც დამტვრეულიყო.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ